Jump to content
Planeta.Ge

ქართველი რეპერების ინტერვიუები და ბევრი საინტერესო რამ


Recommended Posts

http://i020.radikal.ru/0911/2c/2034984ff2cb.jpg

კაბუ

 

კახა აბულაშვილი,ზედმეტი სახელი კაბუ.

დაიბადა 1974 წლის 19 აგვისტოს თბილიში.

ცხოვრობს დიდ დიღომში.

ბევრი სკოლა გამოიცვალა და საბოლოოდ 187-ე დაამთავრა.სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში,სამსახიობო ფაკულტეტზე.კურსი მიყავდა ლევან წულაძეს.იქ გაიცნო დუტა სხირტლაძე,რომელთან მეგობრობა ახლაც აკავშირებს.

აწმყოში პანკ როკით იყო გატაცებული,შემდეგ ჰიპ-ჰოპმა შიპყრო.

პირველი სიმღერა "STOP"შიცთან ბრძოლას მიეძღვნა და ერთ-ერთ ფესტივალზე შესრულდა კიდევაც.ეს იყო 1997 წელს.მაშინვე გამოვიდა კაბუს პირველი ალბომი "დაიკიდე"მოგვიანებით გამოვიდა მისი ორი დუეტი-სტეფანესთან "გიყვარდეს"და თამთა გოგუაძესთან"მინდა რომ არსებობდე".

რამდენიმე წელი დიჯეის ამპულაში მოღვაწეობდა რადიოში FM 100.3

ამჟამად ვაკის თეატრალური სარდაფის მსახიობია.

მეგობრები თეატრში: დუტა და ზუკა პაპუნაშვილი.

მეგობრები შოუ ბიზნესში:რეპერი ძვალი,გერცი,მემო,მუზა,ბედინა და ჯგუფი "ისინი".

კაბუს პოპულარული სიმღერები:"ჰეი გოგონი","სისატურა","ვის კლავ შენ","საქართველო ლამაზო"."ფრთხილად","მომე","არ გეტყვი რომ მიყვარხარ" და ა.შ

როცა კაბუ რეჩიტატივის კითხვას იწყებს,ტანკითაც ვერ გააჩერებ.ბუნებით რევოლუციონერი,არ უყვარს ღალატი,მლიქვნელობა,დიქტატურა

.

ჰყავს მეუღლე ანუკა და შვილები: გიორგი და კესო.

"ოჯახში ზოგჯერ ვიღრინები ისე კი კაი ბიჭივარ",_ამბობს კაბუ.

მუსიკალური კერპები: 2PAC , SNOOP DOGGY DOGG

 

 

ინტერვიუ კაბუსთან: კაბუ: "წამალს არასდროს გავუფუჭებივარ"

 

მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე კაბუ წლების წინ ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი იყო. საკუთარ თავზე მუშაობამ, ოჯახის წევრების თანადგომამ და ეკლესიურმა ცხოვრებამ სწორ გზაზე დააყენა. კახა მოზარდებს ურჩევს, რომ "მავნებელის" გემო არ გაიგონ.

 

– კაბუ, თანამედროვე თაობის ქცევებზე, ჩვევებზე რას იტყვით, არიან ისეთი ზრდილობიანები, როგორიც შეიძლება თქვენი თაობის მოზარდები იყვნენ?

 

– თავაზიანები და ზრდილობიანები კი არიან, მაგრამ ისეთი თავაზიანები არა, როგორც ჩვენ ვიყავით. მოზარდები ჩემს თვალში არიან თამამები, განსწავლულები და ეგზომ ჩამოყალიბებულები. იციან ამ ცხოვრების აზრი, იციან როგორ და რა უნდა გააკეთონ. თუ უნდათ სწავლობენ, თუ არა და, ვინმეს ხათრით ამას არ აკეთებენ. თუ სექსი უნდათ, არც მაგის პრობლემას იქმნიან, ანგარიშს არავის უწევენ.

– მათ განსწავლულობაზე შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი არ დაგეთანხმოთ, რადგან ახალგაზრდები წიგნს ნაკლებად ეტანებიან, დღეს ინტერნეტსივრცეა ამ მხრივ პირველ ადგილზე.

– დღეს კომპიუტერი ცვლის წიგნს, რა მნიშვნელობა აქვს გადაფურცლავ თუ "გადაკლიკავ". კომპიუტერში კითხულოლობენ, ინგლისური იციან, ინგლისურის გარდა, იციან ფრანგული, ესპანური, იტალიური და ასე შემდეგ.

 

– მათი სითამამე რაში გამოიხატება?

 

– მაგალითად, ჩემმა თაობამ არ იცოდა რა იყო სითამამე. ჩვენ მორიდებული ბიჭები და გოგოები ვიყავით. ვიცოდით, რა გვინდოდა, მაგრამ ამას ვერ ვამბობდით.

 

– როგორ გგონიათ, რომელი ჯობია, ის, რომ ახალგაზრდა შედარებით თამამი და მოურიდებელია, თუ ის, რომ ზრდილობიანი იყოს და საკუთარ სურვილებზე უარი თქვას?

 

– მთავარია, მათი სითამამე უზრდელობაში არ გადადის. უზრდელი ახალგაზრდა მინახავს, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან. დიდები უფრო უზრდელები არიან. ჩვენ და მათ თაობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაც არაა. უბრალოდ, ის არის 18–ის და მე 35–ის.

 

– დღევანდელი ახალგაზრდა თქვენთან შედარებით უფროსთან უხეშია, ამას ადასტურებთ?

 

– მე უფროსი თუ მეტყოდა, წადი, წყალი მოიტანეო, ყველაფერს ვუჯერებდი, დავალებას ვასრულებდი. მიყვარდა უფროსებთან ურთიერთობა და არც ისინი იყვნენ ჩემი თაობით უკმაყოფილონი. ახლა უმცროსს რომ უთხრა, წყალი მომიტანეო, ალბათ ხელს დაგარტყამს.

 

– რამ გამოიწვია ეს?

 

– ყველაფერი მუტაციამ გამოიწვია, ცივმა სამყარომ, ცივმა გარემომ, რომელიც ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ესენი ხომ პრინციპში ომში გაზრდილი ბავშვები არიან.

 

– ოჯახში არსებული დაძაბული სიტუაცია არ მოქმედებს მათ ფსიქიკაზე?

 

– ოჯახი საერთოდ არაფერ შუაშია. ეს საკუთარ შეგნებაზეა დამოკიდებული. ცუდი მამის კარგი შვილები არსებობენ და პირიქით, კარგი მამის ცუდი შვილებიც მრავლად არიან.

 

– ადრინდელთან შედარებით, მოზარდები ნარკოტიკს და ალკოჰოლს მასობრივად იყენებენ?

 

– ბავშვებს უნდა ვუთხრა, რომ ნარკომანად ყოფნა არ შეიძლება. ეს არ ვარგა. მიხარია, რომ რაღაცას მიხვდნენ. ჩვენს თაობას უყურეს და იფიქრეს, რომ არ უნდათ "მძინარა ბიძიები" იყვნენ, ამიტომაც ფხიზლობენ. მომწონს, რომ ახალგაზრდები ფხიზლობენ, ვარჯიშობენ, ეს ძალიან მახარებს.

 

– თქვენ ახლაც "მძინარა ბიძია" ხართ?

 

– აღარ, უკვე გამოვფხიზლდი. ანტისიზმრული ინექცია გამიკეთეს და ნარკოტიკისგან განვთავისუფლდი, აღვდექი და ტროტუარზე გავიარე. ახლა მიხარია ტროტუარზე სიარული.

 

– ნანობთ იმ პერიოდს?

 

– ის პერიოდი არ მახსოვს, იმიტომ, რომ გათიშული ვიყავი და, შესაბამისად, არ ვნანობ. არ ვიცი როგორი იყო, მაგრამ მეუბნებიან, ცუდი იყოო. ცუდი არ მინდა რომ მახსოვდეს და ამიტომ არ ვიმახსოვრებ.

 

– რამ გიბიძგათ ნარკომანობისკენ?

 

– ალბათ, უძილობამ, რომ დაძინება გამხარებოდა. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. ბოროტმა მიბიძგა.

– ხშირად ასეთ სიტუაციაში ყოფნას ომიანობის პერიოდს აბრალებენ.

– ვიღაცას თუ ნარკოტიკის მიღება უნდა, ამას ომს ნუ აბრალებს. არ შეიძლება ჯანმრთელი ჯარისკაცი იყოს? ომი არაფერ შუაშია. თუ მართლა ომის ბრალია, რატომ არ გალოთდნენ და რატომ გახდნენ ნარკომანები? არაყი იყო და ნარკოტიკს რატომ დაუწყეს ძებნა. ომისგან ნარკოტიკი იხსნიდა? ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, ბევრი ნარკოტიკი იყო და ესაა. ქართველები ცნობისმოყარე ხალხი ვართ. დაგვაინტერესა როგორი იყო და გავსინჯეთ. ამის მერე ყველა ნარკომანი გავხდით.

 

– მაშინ არ იყო არანაირი გასართობი, სამსახური, შესაძლებელია ამან ჩაგაგდოთ ასეთ მდგომარეობაში?

 

– მაშინ სამსახური სახლში ნავთის ამოტანა იყო, ფეხის ქირას კი ოჯახის წევრები გიხდიდნენ. ავტომატი თუ გეჭირა, ეგ სამსახური იყო, თუ მუშაობდი ე.ი. ავტომატიანი იყავი. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

 

– თქვენ გაგიჭირდათ გამოსწორება?

 

– არ გამოვსწორებულვარ, იმიტომ, რომ არ გავფუჭებულვარ. გამოსასწორებელი საერთოდ არაფერი მჭირდა არასდროს. უბრალოდ, ადრე ვიყენებდი, ვხმარობდი ნივთიერებას, ახლა აღარ მინდა და არ ვიყენებ. წამალს არასდროს გავუფუჭებივარ.

 

– ოჯახის წევრები და ახლობლები ალბათ თქვენი მდომარეობის გამო შეწუხებულები იყვნენ?

 

– ისინი რომ არა, უკვე დიდი ხნის დავიწყებული ვიქნებოდი. ჩემმა ოჯახმა ამ შემთხვევაში მთავარი როლი ითამაშა. მათი ჩარევა რომ არა, მე მოვკვდებოდი.

 

– რას უსურვებდით ახალგაზრდებს?

 

– იყვენენ ისეთები, როგორებიც არიან. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ძალიან კარგები არიან. მთავარია უზრდელები არ იყვნენ და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ძირითად მასას არც ზრდილობა და არც განათლება აკლიათ. მიხარია, რომ ასეთი კარგი და საყვარელი თაობა გვყავს.

 

– რას ეტყვით მათ, ვინც ნარკოტიკის მომხმარებელია?

 

– ჩემი და ჩემ შემდეგ თაობები, ვინც ამას აკეთებდა, დღეს არავინ არ აკეთებს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. პატარების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ არ მიეკარონ იმას, რაც არ იციან, იმიტომ, რომ ძალიან დაუშავებს. რაც აქვთ, ყველაფერს წაართმევს. თუ ასეთი ცხოვრება აწყობთ, ხელის შემშლელიც არავინ ჰყავთ, მაგრამ მგონია, რომ ამის მსურველები დღეს ნაკლებად არიან.

 

– როცა ნარკოტიკის მომხმარებელი იყავით, რა როლი ითამაშა ეკლესიამ?

 

– დიდი როლი ითამაშა. მან ხელი შემიწყო, რომ სწორ გზაზე დავმდგარიყავი. ამ თემაზე არ მინდა საუბარი, უბრალოდ ვიტყვი, რომ მადლობა ღმერთს, დღეს ყველაფერი კარგადაა.

 

 

http://s48.radikal.ru/i120/0911/3e/ee2b61f964f4.jpg

დონი

 

ინტერვიუ რეპერ დონი_სთან: "შალვა ნათელაშვილი ყველაზე მაგარი კაცია"

თემო შათირიშვილი რეპის სამყაროში A.k.A " დონი" ამ სახელით არის ცნობილი. დაიბადა ქალაქ თბილისში 1985 წელს 19 აგვისტოს. გაზარდა ბებიამ და დედამ. ბავშვობიდან არის დაინტერესებული მუსიკით მარა მუსიკალური განათლება არ აქვს მიღებული. ასევე წლების უკან მოღვაწეობდა ერთ ერთ რეპ ჯგუფში. დონი პირველი ქართველი რეპერია, რომელსაც საკმაოდ კარგათ ქონდა მორგებული პირველი რეპერი ტელე წამყვანის იმიჯი. გადაღებულია ფილმებში, და ერთ ერთი დიდი კინო პროექტი რომელიც უნდა განხორციელებულიყო ერთი წლის უკან გერმანიაში, რაღაც პრობლემების გამო ვერ შედგა. ამ დროისთვის სწავლობს და პირადი საქმეებით არის დაკავებული, რისგამოც ჯერ ჯერობით არ ჩანს.

 

დონი, როგორც ცნობილია რეპერები კავშირში არიან კრიმინალურ და ქუჩურ სამყაროსთან, და უმეტესობაც იძახის რომ ქუჩაში გაიზარდა. შენ რამდენად გქონდა ან გაქვს ქუჩასთან შეხება?

 

[დონი] - არ ვიცი ვინ რას იძახის და ვინ სად გაიზარდა, მარა მე ქუჩაში არ გავზრდილვარ, მე პირველ რიგში გავიზარდე ოჯახში, მარა ქუჩასთანაც მქონია შეხება რაღაც დოზით მარა როგორც ბევრს სჩვევია არ დავიწყებ ახლა ინტერვიუებში იმის (ბლატაობას) რომ პრისტუპნიკული ან ქურდული ცხოვრებით მიცხოვრია. მე პირველ რიგში ვცხოვრობდი ჩემი ცხოვრებით პატიოსნად და ასევე სულ მეკიდა ქურდული მურდული, პრისტუპნიკობა და ასე შენდეგ... უბრალოდ მე ყოველთის მქონდა ცხოვრებაში იმის სურვილი რომ რაღაცას მიმეხწია სამომავლოდ და ყოველთვის მქონდა ინტერესი რაღაცის: მუსიკის, სპორტის და ასე შემდეგ... რასაც რეალურად მეტ ნაკლებად ვანხორციელებდი, პირობებიდან გამომდინარე. ანუ იმის თქმა მინდა რომ ძაან ფუფუნებაში არ გავზრდილვარ, გავიზარდე უბრალო ოჯახში რომელსაც უამრავი გაჭირვება და სიხარული გადაუტანია. ასე რომ ბევრ რამეზე პირადათ მიწევდა ბრძოლა ჩემი ინტერესების და სურვილების განსახორციელებლად. არასდროს არ მქონია ისეთი შემთხვევა რომ რაიმე საქმეზე შესახვედრა ან მოსაგვარებლად რომ წავსულიყავი და იქ დარეკილი ყოფილოყოს იმ მიზნით რომ ეს ჩემი ნათესავია ან ჩემი ვინმე არის და ეს საქმე უნდა გამოუვიდეს. მარა ღმერთის წყალობით და დახმარებით ყველაფერი მაინც კარგად გამოდიოდა.

 

ანუ ძალიან წყნარი და მშვიდი ადამიანი ხარ?

 

[დონი] - კი, საკმაოდ... უბრალოდ არავინ არ უნდა გამაბრაზოს და არ უნდა მაწყენინოს თორემ მერე საშინელი მონსტრი ვხდები, ოღონდ მართლა... იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ეგეთი, ვცდილობ რომ არავის ვაწყენინო. თან ძაან ნერვიული ვარ და ფეთქებადი ხასიათი მაქვს. ასევე არ მიყვარს პრობლემები და მიყვარს მშვიდობა და სიწყნარე.

 

ბავშობიდანვე ეგეთი ხარ თუ ნელნელა შეიცვალე?

 

[დონი] - არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ბავშვობაში წყნარი ვიყავი. სკოლიდანაც ბევრჯერ გამოუგდივარ რის გამოც დედას ხშირად უწევდა სკოლაში სიარული ჩემი პრობლემების გამო. რასაც ახლა სიცილით ვიხსენებთ...

 

ნარკოტიკტან და ალკოჰოლთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

 

[დონი] - ალკოჰილს რაც შეეხება, დალევით აღარ ვსვავ ადრე უფრო ვსვავდი მარა ბომჟურ დონეზე არ ვყოფილვარ არასდროს. კონცერტებზე და მეგობრებთან ერთად სიამოვნებით ვთვრებოდი, რასაც კურიოზები მოსდევდა ბოლოს. ხოლო ახლა ძაან იშვიათია რომ დავლიო. ნარკოტიკებს რაც შეეხება, არასდროს არ მქონია შეხება და არც სურვილი. სიგარეტის სუნსაც ვერ ვიტან, ისეთი ბიჭი ვარ. (იცინის) მხოლოდ ყავა არის ჩემი ნარკოტიკი.

 

შენს ჩაცმულობას და სტილს არ შემიძლია რომ არ შევეხო, რომელიც საკმაოდ ორიგინალურია.. დიდი ხანია ესეთი იმიჯი გაქვს? გიკეთია საყურე, თმა გაქვს ცოტათი შღებილი, რაიმე პრობლემები არ შეგქმნია მაგის გამო? საქართველოა მაინც და იმიტომ გეკითხები...

 

 

[დონი] - პრობლემები მაგისგამო ნამდვილად არასოდეს შემქმნია ქუჩაში მიუხედავად იმისა რომ ბავშობიდან ვიცმევ ისე როგორც მინდა და ვარცხნილობასაც ვიყენებ ისე როგორც მინდა, ასევე მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივად მიწევს ხშირად ფეხით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას სიარული. რაც შეეხება საყურეს. ყური პირველად გავიხვრიტე დახლოებით რომ ვიყავი 16 წლის, მაგრამ ცოტახანი მეკეთა მაშინ საყურე, მერე მომბეზრდა და მოვიხსენი.ხოლო მერე კიდევ გავიხვრიტე დაახლოებით ორი წლის უკან რის შემდეგაც უკვე აღარ მომიხსნია და ვატარებ და ვატარებ. ვარცხნილობას რაც შეეხება, ძალიან ბევრნაირად მქონია თმები ნაწნავები და ასე შემდეგ... ახლა შეღებილი მაქვს მარა ზალიან მინდოდა დრედების გაკეთება რაც ვერ ავიხდინე ოცნება დღემდე იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი ვერ მოვიძია ამ ქვეყანაში ვინც გამიკეთებდა დრედებს და ბოლო გავბრაზდი და შევიჭერი თმები რისთვისაც მქონდა გაზრდილი და მერე შევიღებე.

 

ოჯახში რას გეუბნებიან? როგორ ხვდებიან შენი სტილის მრავალ ფეროვნებას?

 

[დონი] - ოჯახში თავიდან სერიოზული ჩიპე მქონდა, რაც ბუნებრივია. სულ პირველად რომ დავიწყე ჰიპ ჰოპ სტილზე ჩაცმა, მაგ დროს მქონდა ცოტა ფული ჩემს მიერ შეგროვებული, რადროსაც ძაალზედ მოდაში იყო კომბინიზონები. ეს იმ დროინდელ ამბავს ვყვები ვაგზალზე ციგნების ბაზრობა რომ ციგნების ბაზრობდა, ათი წლის უკან... ხო და წავედი ვიყიდე კომბინიზონი ძალიან დიდი ზომა, იმდენად დიდი ზომა რომ სახლში რომ მოვედი, კარი რომ გამიღეს ჯერ ცუდათ გამიხდნენ დანახვის თანავე და მერე მეც რომ ჩავიხედე სარკეში და დავინახე ჩემი თავი, ცოტა არ იყოს მეც შევწუხდი. მარა ახლა რომ ვთქვა რომ ისე დავდივარ როგორც ადრე ერთი 5-8 წლის უკან დავდიოდითკო არაა ეგრე. ახლა სულ სხვანაირად მაცვია, ერთი ორჯერ ვიღაც გოგოები მოვიდნე ჩემთან და მკითხეს პანკი ხომარ გახდიო ... (იცინის) ანუ ძაან სხვა და სხვანაირად მაცვია. ასე რომ, ჩაცმა და კარგი სამოსი მიყვარს, ძაან მომწონს როცა მოხდენილად, განსხვავებულად და კოხტად მაცვია.

 

ძვირიან ტანსაცმელს ატარებ? თუ მნიშვნელობა არ არქვს შენთვის ფასს, მთავარია გიხდებოდეს და შენ მოგწონდეს?

 

[დონი] - მთავარია მე მომწონდეს რა. არ მიყვარს ისეთი რამის ჩაცმა იმის გამო რომ ძვირიანია, მარა მაინც გაცვია ბრენდის ან ფასის გამო მარა მაგარი არ გიხდება. შეიძლება გეცვას 50 ლარიანი მაისური და მაგრად გიხდებოდეს, ან Louis Vuitton_ის 800 დოლარიან მაისური და მაგარი არ გიხდებოდეს, თან იმდენად რომ იმ ტანსაცმლის შემქმნელმა რომ დაგინახოს დაგჭრის.

 

ახლა რაც შეეხება მუსიკას. რამდენი ხანია რაც რეპავ?

 

[დონი] - მუსიკალურ სამყაროში საკმაოდ დიდი ხანია რაც ვარ, მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე ბევრი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული და ჯერ ჯერობით არცერი რელიზი არ მაქვს. ეს ყველაფერიც ალბათ გარკვეული მიზეზების და პირობების არ ქონობის გამო, თორემ მუსიკის კეთება ძალიან მიყვარს. თან ძაან იდეინი ვარ და კეთების პროცესში რომ მიყუროს ადამიანმა მოკვდება სიცილით ისეთი წიკიანი ვარ. მარა რაც მაქვს კარგი თვისება, მაგ დროს ისაა რომ როცა ვაკეთებ სიმღერას, რაღაც ფორმატული გათვლები და ეგეთი რაღაცეები არ ვიცი, მაგალითად, ამას ვაკეთებ რადიოსთვის, ამას ვაკეტებ ტელევიზიისთვის და ამას ვაკეთებ ისანი-სამგორის რაიონისთვის, ეგეთი რაღაცეები არ ვიცი... ამიტომაც არის, მე ვერ მომისმენ რადიოში და დიდი ჰიტ-მეიკერიც არ ვარ. იმიტომ რომ ამას მე პირველ როგში ვაკეთებ ჩემი სიამოვნებისთვის და არა პოპულარობისთვის რაც ნაკლებად მაინტერესებს და რაც პრინციპში არც მაკლია. ასე რომ ვაკეთებ პირველ როგში იმას რაც მე მინდა რომ გავაკეთო და რაც მომწონს. ათი კაციდან სამიც რომ მომისმენს და მოეწონება, ეგეც საკმარისია ჩემთვის. ასევე ავღნიშნავ იმასაც რომ, ახლა ვაპირებ რომ გავაკეთო Hip-Hop და Rock N Roll _ის სტილში რაიმე, რისი იდეებიც მაქვს უკვე.

 

რამდენად კრიტიკული ხარ?

 

[დონი] - აუ საშინლად კრიტი კული ვარ, სულ რაღაც არ მომწონს. ასევე თვით კრიტიკაც გამაჩნია დიდი რაც პრინციპში კარგია ვფიქრობ.

 

ქართველ რეპერებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ვინმესთან თუ გაქვს ცუდი ურთიერთობა?

 

[დონი] - არანაირად არ მაქვს ცუდი ურთიერთობა არავისთან, პირიქით კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგთან ძმაკაცური, ზოგთან ახლობლური და ზოგთანაც მეგობრული. ზოგს საერთო არც ვიცნობ...

 

თუ გყავს ქართველი გამორჩეული რეპერი, რომლის სიმღერებსაც უსმენდი ან უსმენ?

 

[დონი] - დავიწყებ იმით რომ ჩვენ ბევრი ძალიან მაგარი კაცი გვყვავს რეპში, ნიჭიერები და თავისი საქმის ხუთიანზე გამკეთებლები. მარა ამ შემთხვევაში უფრო გამოვარჩევდი კაბუს რომელიც ძაან მიყვარს, ჯერ იმიტომ რომ როგორც ვიცი ერთ დღეს ვართ დაბადებულები, ულამაზეს დღეს 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღეს . ასევე არიან კიდევ სხვა ბევრი ქართველი რეპერები რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ, და რომლებსაც განსაკუთრებით ბავშობაში აქტიურად ვუსმენდი. ესენი არიან ბედინა, ძებნილები, შავი პრინცი. ეს ის სასტავია რომლების ალბომებიც მომიპარია მაღაზიებიდან და ბაზრობებიდან, ფული რომ არ მქონია რომ მეყიდა. (იცინის)

 

უცხოელი რეპერებიდან ვის უსმენ?

 

[დონი] - ძაან ბევრს ვუსმენ, უბრალოდ რომ დავიწყო ჩამოთვა ერთი სამი ოთხი დღე მომინდება. მარა რამოდენიმეს დავასახელებ მაინც, პირველ რიგში ჩემი უსაყვარლესი MC არის, Krs one, Erick Sermon, RedMan, Mos Def, Rza, Keith Murray და რავი კიდევ ძაან ბევრია რა….

მარა აქვე ავღნიშნავ იმიას რომ ჰიპ-ჰოპის გარდა სხვა ძაან ბევრ ჟანრს ვუსმენ მაგალითად Dubstep რომელიც ბრიტანული მუსიკაა და შეიცავს ჰიპ-ჰოპის, რეგის, და ელექტრონულ მუსიკის ელემენტებს, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ხდება ხოლმე საქართველოში მგონი არც არავინ იცის და არაა პოპულალური ეს მიმდინარეობა. მაგრამ ჩემთვის ძაან მაგარია, და საერთოდ ბრიტანულ მუსიკაზე ვგიჟდები განსაკუთრებით ჰიპ-ჰოპზე იმიტომ რომ ძალიან მაგარი საუნდი აქვთ ბრიტანელებს და ყოველთვის გამორჩეულები იყვნენ მუსიკალური ჟღერადობით, ალბათ ეს იმიტომ რომ აკეთებენ პირველ რიგში იმას რაც მათ უნდათ...

 

რომელიმე ქვეყანაში ისურვებდი წასვლას საცხოვრებლად?

 

[დონი] - კი, მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ დიდი ხანი ვერსად ვერ გავძლებ იმიტომ საქართველო და განსაკუთრებით თბილისი ძაან მიყვარს. მარა წავიდოდი ბრიტანეთში განსაკუთრებით ლონდონში, რომელიც ჩემი უსაყვარლესი ადგილია.

 

და ბოლოს, პოლტიკაზე და პოლიტოკოსებზე რა აზრის ხარ და რას ფიქრობ?

 

[დონი] - ეგეთ რაღაცეებზე მე საერთოდ არ ვფიქრობ და მაგარი არ მაინტერესებს. არჩევნებზეც კი არ დავდივარ, იმიტომ რომ არ მწამს ეგეთი რაღაცეების, ვიცი რომ ვინც საუკეთესო და ძლიერია ის მაინც გაიმარჯვებს. მთავარი ჩემთვის არის ის რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ხალხს არ უჭირდეს და ბოროტება არ იყოს. მარა მაგრად მევასება ბატონი შალვა ნათელაშვილი მაგარი კაცია, მაგარს ვხალისობ მის იდეებზე და პრესკომფერენციებზე, გამოსვლები რომ აქვს. საყვარელი კაცია…

 

 

http://i048.radikal.ru/0911/eb/2c824f502690.jpg

ბედინა

 

მიხეილ ბედინაშვილი,მეტსახელად ბედინა,დაიბადა თბილისში 1976 წლის 7 ივნისს.ჰყავს უფროსი გათხოვილი და.ბავშვობიდან ბედინას სკოლა ქუჩა იყო.მან 5 წელი რუსთავის ციხეში გაატარა,როგორც თავად ხსნის.უკანონო იარაღის ტარების გამო.ბედინა ქართული რეპის სათავეში იდგა.1993 წელს თბილიში ჰიპ-ჰოპს ფესტივალზე შედგა მისი დებიუტი.ამ ფესტივალზე გამოდიოდნენ:ბრეიქდანსის მოცეკვავეები,ბედინამ კი პირველად წაიკითხა რეჩიტატივი.

თავსდაპირველად მას ასე მოიხსენიებდნენ "ბედინა აისი"დროთა განმავლობაში სიტყვა "აისი"ჩამოშორდა და დარჩა ბედინა.

2002წელს გაწევრიანდა პროდიუსერულ კომპანიაში "5 LINE PRODUKTION".შექმნა ჯგუფი "ისინი"რომელიც 2004 წელს დაიშალა.მერე ბედინამ გამოუშვა სოლო ალბომი "მე მოვედი" თავის სიმღერებში ბედინა გადმოსცემს საკუთარ გრძნობებს.ამავე ზაფხულს თელავში კონცერთის დროს რეპერს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა,რის შემდეგ აღელვებული ბედინა ავტოავარიაში მოყვა.

მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,მაგრამ გადარჩა.

კერძებში ჭირვეული არ არის,უყვარს ყველანაირი კერძი.

ქალში აფასებს ერთგულებას და სიდინჯეს.

მისი მეგობრები:"ისინის"წევრები,შავი პრინცი,"ძებნილები" და სხვა ქართველი რეპერები.

მისი კუმირი:2 PAC , DMX

 

ინტერვიუ ბედინასთა: რეპერი ბედინა ისევ დააკავეს.

ერთ-ერთი პირველი და ვეტერანი ქართველი რეპერი ისევ დააკავეს...! ამჯერად ხულიგნობის მუხლით და სასამართლომ ის 400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ დარბაზიდანვე გაანთავისუფლა. ბედინა ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში ყვება, რომ ის “ბითლზ-კლუბის” სიახლოვეს დააკავეს პატრულის თანამშრომლებმა და როგორც ჩანს მიზეზი ჩხუბი იყო, ბედინა ამბობს რაღაც გაუგებრობაში მოვყევი და აი შედეგიცო... ამჯერად, რეპერისთვის ყველაფერი თუ შეიძლება ითქვას მშვიდობიანად დამთავრდა, პირველი დაკავებისგან განსხვავებით, როცა მას იარაღის ტარების და შენახვის მუხლით წაუყენეს ბრალდება და 4 წლით გამოკეტეს ციხეში და მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მიშა სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, ამინისტიით გაანთავისუფლეს. - ამჯერად არც არავის ვუცემივარ, არც არავის შეურაწყოფა არ მოუყენებია, დამიჭირეს და ტკბილად მიმაბრძანეს “კაპეზეში”, - ყვება ბედინა, - ისიც კი, მითხრეს, 2 ადიელა გინდა თუ ერთიო კამერაში?... გათავისუფლების მესამე დღეს რეპერს მინი-ფეხბურთის ტურნირშიც მოუწია მონაწილეობის მიღება, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სტატუსიც დაიმსახურა, შემოქმედებითად კი, ბედინა ახალი კლიპის გადაღებას აპირებს თვის ბოლოს, - “თუ მშვიდობა იქნაო” ამასაც ამატებს სტაჟიანი რეპერი.

 

 

 

http://s11.radikal.ru/i184/0911/35/257204bac4cb.jpg

 

შავი პრინცი

 

შავი პრინცი,ნამდვილი სახელი აკაკი ბაბუნაშვილი მეტსახელი შურიკა.

ჰიპ-ჰოპ კულტურის დამაარსებელი საქართველოში

დაიბადა ქუთაისში 35 წლის წინ.დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი.

უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში "ოთხი ტარაკანა"

საქართველოში დაბრუნებისას შეისწავლა ბრეიქ დანსი და გახსნა საკუტარი კოლექტივი "ძებნილი"

2003 წელს გამოეყო ჯგუფს და შეუდგა სოლო კარიერას.

სახელი შავი პრინცი ქუთაისიდან გამოყვა,რადგან უპირატესობას შავ ტანისამოსს ანიჭებს.

ყავს დედა და უმცროსი ძმა ირაკლი.თვითონ წერს მუსიკალურ თემებსს და სიტყვებს.

შავი პრინცის დევიზია:"ვიყოთ სულ მაგრად და საკაიფოდ"

 

 

http://s45.radikal.ru/i108/0911/be/0cf09840e7b9.jpg

ძვალი

 

აჩიკო ვანიშვილი,ზედმეტი სახელი ძვალი,დაიბადა 1983 31 მარტს თბილიში.ცხოვრობს ვერაზე.ჰყავს დედა,მამა,უფროსი და და მეუღლე.სწავლა 51-ში დაიწყო,შემდეგ გამოიცვალა რამდენიმე სკოლა,საბოლოოდ კი მე-2 საშუალო სკოლა დაამთავრა.და ასევე დამთავრებული აქ ეკონომიკის ინსტიტუტში საერთოშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი,12წლამდე მუსიკა არ იზიდავდა მოზარდობაში რეპმა გაიტაცა.უყვარს მძიმე რეპი.

1998 წელს რეპ ჯგუფ "შხეფის"წევრი.ჯგუფის დაშლის შემდეგ სოლო მომღერალი.აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო.

ჩაწერილი აქვს რიგი დუეტები:მარიამ აბდუშელაშვილთან,ნინასთან,კაბ

უსთან,მემოსთან,ბედინასთან....

გადაღებული აქვს სამი კლიპი:მარიამ აბდუშელაშვილთან "დამიძახე",საახალწლო კლიპი ლევან ჩიჩუასთან,მემოსთან და ქრისტინე იმედაძესთან "ერთი და იგივე" და კაბუსთან და მასტერთან ერტად "მომე"

თავად წერს ტექსტებს და მუსიკას,ტექსტები გამოირჩევა აგრესიითა და სიმწვავით.აქ გამოშვებული ერთი ალბომი და აქ სიმღერები რომლებიც პოპულარობით სარგებლობს.ხასიათით ფეთქებადი,უყვარს ზღვა,ცურვა,არაყი,ჩხუბი

ოცნების ქალაქი;ნიუ-იორკი.

მუსიკალური კერპი:მომღერლები მისტიკალ,დიემექსი და ჯგუფი "ONYX"

Edited by avtandili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

http://s06.radikal.ru/i179/1003/84/5144bdd1eb83.jpg

 

რეპერი კაბუს ინტერვიუ:

 

რატომ გრძნობს თავს კაბუ მოტყუებული და „გაფარჩაკებული“ თაობის ნაწილად და როგორ შეცვალა „პრარაბმა“ მისი ცხოვრება

 

 

ის უკვე დიდი ხანია არც სცენაზე დგას და არც ეკრანზე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ერთიც და მეორეც ბევრზე კარგად გამოსდის და ხშირ შემთხვევაში სწორედ კახა აბუაშვილისთვის დადიოდა მაყურებელი თეატრალურ სარდაფში, როგორც ჩანს, მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი იმისთვის რომ საყვარელი საქმე აკეთო. რა უშლის ხელს კაბუს, რას განიცდის ყველაზე მეტად და რა არ მოსწონს თავის საყვარელ თბილისში.

 

კაბუ: მუდმივი კითხვა რაც ჩემს მიმართ ისმის – სად ვარ, რატომ არ ვჩანვარ და ასე ერთი, კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს. ამის მიზეზი ბევრია, არც მიკვირს ეს შეკითხვები, რადგან, როდესაც პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ და ჩანხარ, მზად უნდა იყო კითხვებზე პასუხის გასაცემადაც. ყველგან გიწევს რაღაცის ახსნა, იქნება ეს ქუჩაში, პარლამენტში, მილიციაში სასამართლოში თუ ციხეში. სულ ამ ახსნებში ვარ. რომ გამოჩნდე. უნდა გქონდეს ხალისი, ფული და ნერვები. ამ ყველაფერთან ერთად შენი გამოჩენა უნდა უნდოდეს ხალხს, მოთხოვნილება უნდა იყოს.

 

– კარგი, დავიწყოთ იმით, რაც პირველი თქვი რამ დაუკარგა კაბუს ხალისი?

 

– (იცინის) რასაც ფიქრობენ, იმას „ცვეტში„ არ დაუკარგავს ჩემთვის ხალისი. უკვე დაკომპლექსებული ვარ და მგონია, რომ ყველა ჩემს ნებისმიერ საქციელს ნარკოტიკებს უკავშირებს – „კაბუ, ისა და წამალი...“ კარგი რა, „გაეშვით“ ამ თემას, საერთოდ არ მაინტერესებს ეგ თემა, აღარ მაინტერესებს და თავიდან ნუ მალაპარაკებთ. დაივიწყეთ. ანუ პირიქით, მას შემდეგ რაც ამ ამბებთან შეხება აღარ მაქვს, ხალისი დამიბრუნდა. ერთხელ დავანებე, მერე ისევ დავუბრუნდი. ეს ისევ და ისევ, ადამიანების მხრიდან უნდობლობამ გამოიწვია. თან სულ იმას მეუბნებოდნენ, რატომ ამტყუნებ კახა, რატომ უნდა სჯეროდეთ შენი?! მოიცა რა, რატომ ვამტყუნებ?! იმიტომ რომ, არ შეიძლება, ადამიანს მთელი ცხოვრება უნდობლად უყურო, არ შეიძლება და ამიტომაც ვამტყუნებ. ეს ერთი. არ მინდა ვიწუწუნო, ყველამ იცის რატომ არ მაქვს ხალისი და არ მინდა ამაზე კიდევ საქვეყნოდ ლაპარაკი, გული მერევა ისეთ ტიპებზე, რომლებიც საკუთარ თავზე ჩივიან.

 

– მთელ ამ სიტუაციაში საკუთარ დანაშაულად რას მიიჩნევ?

 

– ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ გამარჯობას ვამბობდი და ფულს არ ვახდევინებდი, აი ეს არის. ყველამ ჩათვალა, რომ კაბუ? მერე რა!

 

– იყო შენს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც მიხვდი, რომ აღარ ჭირდები არავის?

 

– ვის ვჭირდები, გეხვეწები. მარტო მე და ჩემი ძმაკაცები ვუსმენთ ჩემს სიმღერებს, მაგრამ ამას უკვე დიდი ხანია შეგუებული ვარ. კინოში და სპექტაკლებში თამაში მინდა, ხალხნო, რა ვერ გაიგეთ?! არ მჭირდება ეს ჰიპ-ჰოპი. ჰიპ-ჰოპს ვჩუქნი ლექს-სენს მას ჰქონდეს. ფული რატომ არ არის? – ეს კითხვა ალბათ არ გაგიჩნდებათ.

 

– თეატრში რატომ არ ხარ?

 

– იმიტომ რომ, ამ ქვეყანაში არავინ საკუთარი საქმე არ იცის, მუშამ – მუშის და „პრარაბმა„ – „პრარაბის“. თეატრში შუა ფესტივალის დროს „შტანგეტი„ ჩამოვარდა, არადა სულ ცოტა ხნის წინ იყო ყველაფერი გაკეთებული, როდესაც ლევან წულაძემ „შტანგეტის“ მეოთხე ჩამოვარდნის დროს „პრარაბს“ ჰკითხა მიზეზი, იცი როგორ ახსნა?! როგორ ჩამოვარდა, ხომ გავსინჯე, აი, კარებში სქელი კაცი რომ დგას, ის დავკიდეო. „პრარაბმა“ თქვა ეს და ამიტომაც არ ვარ თეატრში. ველოდები თეატრის გარემონტებას და მერე აუცილებლად მნახავთ მარჯანიშვილის თეატრში. ჭოლა არ გამწირავს, არ არსებობს.

 

– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე, რითი ხარ დაკავებული?

 

– ძალიან ერთფეროვანი და ეს არავის ბრალი არ არის. არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ამაზე ვწუწუნებ და ვინმეს რამეში ვადანაშაულებ. უბრალოდ, მაინც ყველაფერი იმის ბრალია, რომ ალბათ, ცუდად გავიზარდე. აქ დედაჩემს და მამაჩემს არ ვგულისხმობ. ძალიან „ცუდად“ პრინციპული ტიპი ვარ, არასდროს მიმაჩნდა კარგ ტონად ვინმესთან მისვლა და რაღაცის თხოვნა. ადამიანი, რომ მეტყვის კახა ხვალ დაგირეკავ და არ დამირეკავს, მე ვეღარ ვურეკავ. არ დამირეკა და რა ვქნა, იმდენჯერ ხომ არ დავურეკავ, სანამ არ იტყვის, რა ტვინი შემიჭამა ამის დედაცო... არადა, უეჭველად იტყვის.

 

– რას ნიშნავს დღეს კაცობა, ვაჟკაცობა...

 

– რას ღადაობ?! რა არის ეგ, რას ნიშნავს ეს სიტყვები?! ეგ რომელია? მაშინ, როდესაც ქუჩაში ვიყავი, ამით ბევრ რამეს ვსწავლობდი. თავისთავად ისწავლებოდა ეს ყველაფერი. ძველბიჭობაზე პრეტენზია არასდროს მქონია, ყოველთვის სხვა რაღაცეების კეთება მინდოდა. თუმცა, მათ შორის მეგობრები მყავდა, მყავს და მეყოლება. გლობალურად კი არ ვამბობ, კონკრეტულ ტიპებს ვგულისხმობ, რომლებიც ამწუთას არ არიან საქართველოში მაგრამ ისინი ცხოვრების ბოლომდე ჩემი ბავშვობის ძმაკაცებად დარჩებიან. ვერ ვიტყვი მათზე უარს, ხალხნო, სულ რომ „პა ჟიზნენი მახეხინონ“. პრინციპში აღარავინ დარჩა საქართველოში, კაცები აქ აღარ ცხოვრობენ.

 

– აბა, როგორ შემორჩი აქაურობას?

 

– ალბათ, ბევრ რამეს შევეგუე. სულ ჯარიმებს ვიხდი და რაღა ვქნა მეტი? (იცინის). ახლა ჭკვიანად ვიქცევი და ყოველდღე ავტომობილის გაჩერების გამო, იმ ადგილებშიც კი, სადაც დიდი ასო „P“ წერია, ოცლარიან ჯარიმას მიწერენ. რატომ?

 

– ამიტომ უნდა დააწერო – „მე მიყვარს თბილისი“.

 

– და, არ მიყვარს და როგორ უნდა დავაწერო? მოვიტყუო? კარგი, მოვიტყუები და დავაწერ. აღარ მაქვს ფული და იძულებული ვარ გავაკეთო ის, რაც არ არის ჩემს გულთან. იცი რა, არავისთვის არაფერი დამიშავებია. რასაც ვაკეთებდი, ამით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს და ჩემს ოჯახს დავუშავე. მოდი რა, ნურავინ ნუ იტყვის, რომ ამით ვინმეს ვაფუჭებდი ან რამეს ვუშავებდი. ერთ რაღაცას გეტყვი და ყველაფერს მიხვდები, მე „სველი იასამანის“ თაობა ვარ. დამთავრდა ამით ყველაფერი. მოტყუებული და „გაფარჩაკებული“ თაობის წარმომადგენელი. რაც გავაკეთე, ამაზეც მადლობა უნდა გადამიხადონ. ერთი თვეა, რაღაცეების დაწერას ვაპირებ. ფურცლები მეგობარს გამოვართვი მასთან ვიყავი, დავინახე ეს ფურცლები და ვთხოვე, მომეცი, რაღაც უნდა დავწერო-მეთქი და წამოვიღე. ყოველ საღამოს მივდივარ, ვამოწმებ როგორ დევს ეს ფურცლები მაგიდაზე, ზემოდან ადევს კალამი ერთი ათი წუთი ვუყურებ და მივდივარ.

 

– იყო პერიოდი, როდესაც აყვავდა თეატრალური სარდაფი, სადაც მართლა კაშკაშებდა კახა აბუაშვილი. ბევრმა მერე გაიგო, რომ ეს სწორედ ის კახაა, რეპერი კაბუ...

 

– იყო ასეთი პერიოდი ნამდვილად, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს. მე სამსახური არ მქონია არასდროს, თეატრში დავდიოდი. როგორც კი გავიღვიძებ დილით და ვიტყვი, სამსახურში მივდივარ-მეთქი, იმ წუთიდანვე წამოვალ თეატრიდან. ჰო, სულ მთლიანად დაცლილი ვარ, აბსოლუტური ჩალა ვარ, თვალებზეც ხომ მეტყობა, რომ ისე აღარ მიბრწყინავს, როგორც მიბრწყინავდა მაგრამ თეატრის ენერგია სულ მაქვს. დარწმუნებული ვარ, თვალებიც ეგრევე ამენთება. ბავშვობაზე ვსაუბრობდით, რომელიც მართალია მძიმე იყო, მაგრამ დაჩაგრული და საცოდავი არასდროს ვყოფილვარ, ელემენტარულის საშუალება სულ გვქონდა. შემდეგ როდესაც თეატრალურში ჩავაბარე, ომი დაიწყო და წავედი, ჩამოვედი და მერე არ სჯეროდათ, რომ ვიყავი.

 

– რატომ წახვედი?

 

– „პატრინოტში“ სიმღერას, ომში წასვლა მერჩივნა ჩემი ქვეყნის გამო და ამიტომ წავედი. არც მესმოდა, სიმართლე გითხრა, იმ წუთში რა ხდებოდა და რა ომი იყო. მთავარია, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს ქვეყანას ვჭირდებოდი. მეორე კურსზე ვიყავი. დებილი ვიყავი... თან ვერც ვერაფერი, რომ ვერ ვნახე ამ ომში ეგ არის მთელი უბედურება. ერთი ტყვიაც ვერ ვისროლე, ისე გამომაბუნძურეს იქიდან და მრცხვენოდა. ახლაც მრცხვენია, რომ ვამბობ, იქ ვიყავი-მეთქი. ბევრად ჩემზე მეტი სამსახური გაუწიეს საქართველოს ჟურნალისტებმა, რომელთაც იარაღი საერთოდ არ სჭერიათ. ვერაფერი ვერ გავაკეთე, გესმის?

 

– რა იყო ამის მიზეზი?

 

– იმიტომ რომ, ომი დამთავრდა. დილით, რომ გავიღვიძე, ჩემი ნაწილი აღარ იყო, წასულან. ასეთი რამ ფილმშიც კი არ მინახავს. ორი კაცი დაგვტოვეს. მანამდე ცხენისწყალზე ავტომატები რომ მოგვცეს, გვითხრეს, ვინც იქ არ მოხვალთ, მოღალატეებად გამოგაცხადებთო. მე შეურაცხყოფად მივიღე და თურმე, „რას ღადაობ„?! ოცმეთაური, რომ გადაგიდგება ცხენისწყალთან, დავიღალეო, იქ რაღაზეა ლაპარაკი. კინდღში, ზუსტად ომის ხაზთან მივედით. დილით გავიღვიძეთ და მხოლოდ ორი ადამიანი ვიყავით იქ დარჩენილები. წარმოიდგინე, 1993 წლის 26-ია უკვე, ომის ბოლო დღეები, თან დედაჩემის დაბადების დღე იყო ომში რომ „მოვხიე„, ჰო, კაი ბიჭი ვარ, როგორი საჩუქარი მივუძღვენი დედას? წავედით. „ჩერეზ“ ახალდაბა, ანუ ბრძოლით უნდა გადავსულიყავით სოხუმში. საბუთები, დანები, „ჟეშტის“ ბეჭდები და ასეთი რაღაცეები დაგვატოვებინეს, არ ვიცი რატომ-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. ახლა უკვე გადასარევად ვიცი, რატომაც. თან გვეუბნებოდნენ, რად გინდა, შვილო, ვინმემ არ დაგინახოსო. იქ ვერ ვხვდებოდი, ამ ყველაფერს, ერთი მეორეს აკოფში ჩაუხტა, წამალი სად წაიღეო. შუაგულ ომში ვართ, ხალხო, ვაგებთ. იმ მეორემ, ხათუნას საფლავს ვფიცავარ, „სიდენიაზე“ დაგიგდე ბიჭოო! გაოგნებული სახით ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი, „ვაფშე“ რა ხდებოდა, სად ვიყავი. მერე გავიღვიძე და მარტო აღმოვჩნდი. უკან წამოვედი, რაღა უნდა მექნა, ომი დამთავრებული იყო. წამოვედი და მერე ზვიადისტებმა დამიჭირეს ზუგდიდში, „შენ, ბებერი მელას ბიჭი ხარო“, ამის ძახილით გაგვძარცვეს და გამოგვიშვეს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დავინახე მაინც რაღაც-რაღაცეები და მოტყუებული არ დავრჩი. მონაყოლით კი არა ჩემი თვალით ნანახი ვიცი ყველაფერი და ვერავინ მომატყუებს. და ამ ომს რამდენი ვაჟკაცი შეეწირა, მათ შორის უამრავი „მხედრიონელი„, რომელიც მართლა მაგრად იბრძოდა. და ეს ყველაფერი ვიღაც სამი ნაძირალას გამო. თეატრის ფუნქცია ახლა, დღეს, საზოგადოების გადარჩენაა და ამას ლევან წულაძე ცდილობს. აქედან უნდა ვიომო მეც. შუაში ვდგავარ, არც იქით ვარ და არც აქეთ და თავი დამანებონ. მოდი ასე ვიტყვი, არც უცნობი ვარ და არც ლექს-სენი. უცნობობა „ვაფშე“ არ მინდა და ლექს-სენობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. შუა ხაზზე ვდგავარ გაუნძრევლად და „გამეშვან“ ეე!

 

 

 

http://s001.radikal.ru/i194/1003/72/e7b88c5c803c.jpg

 

რეპერი დონის ინტერვიუ:

 

ცნობილი ქართველი რეპერი, მსახიობი და Dj: " დონი "_ს ინტერვიუ.

წაკითხვის მსურველებმა შებრძანდით სრულიადში...

 

 

 

დონი, პირველად რა ასაკში მოუსმინე რეპ მუსიკას ?

 

დაახლოვებით ათი წლის ვიყავი თუ არ ვცდები პირველად რომ მოვუსმინე რეპს.

სადღაც ვიყავი ზუსტად აღარ მახსოვს, ღამე იყო და შუქებიც არ იყო იმ დროს როდესაც, ეზოში რაღაც ძველი ავტომობილი შემოვიდა და “Tu Pac” ქონდა ჩერთული. ჭკუაზე არ იყო ტიპი ისე მარიაჟობდა, არა და მაგ პერიოდში „მაკარენას“ ეპოქა იყო თბილისში (იცინის) შემდეგ გავარკვიე შემსრულებლის ვინაობა და ძლივს შევიძინე ალბომი.

 

 

ანუ რეპერებიდან პირველად “Tu Pac” მოუსმინე?

 

-კი, რეპერებიდან პირველად “Tu Pac” მოვუსმინე.

 

 

შენის აზრიდ, დღევანდელი რეპ მუსიკა როგორ მდგომარეობაშია?

ბევრი ამბობს, ისეთი რეპი აღარ იქმნება როგორიც ძველად იქმნებოდაო...

 

-რაშია იცით საქმე, ყველაფერს სჭირდება სიახლე და ცვლილებები, ესკი მოაქვს დროს. ჰიპ-ჰოპ და რეპ მიმდინარეობა თავიდან იმდენად განვითარებული არ იყო როგორც ახლაა. არც იმდენად პოპულალური იყო თავიდან როგორც ახლაა.

რეპი დღეს ყველგანაა. ბევრისთვის შეიძლება გამაღიზიანებელია ეს “Auto Tune” და რაღაც საშვალებები, რასაც იყენებენ დღეს მასიურად, რომელიც ასევე მაგარი გაცვდა კიდეც და რომელიც არის გათვლილი იმ ეგრედ წოდებული “Ringtone” რეპერებზე რომლებიც, ერთი კვირა გამოჩნდებიან და მეორე კვირას გაქრებიან. ეგეთების შემხედვარე შეძლება ითქვას რომ ცუდ მდგომარეობაშია რეპი, მაგრამ, ასევე არიან ახლებიდან ხალხი ვინებიც ნამდვილად საინტერესო და კარგ მუსიკას ქმნიან.

 

 

ახალი რეპ მუსიკოსებიდან ვის უსმენ?

 

-საერთოდ ახალი თუ რამე გამოდის, ინტერესის ამბავში სმენით ყველას და ყველაფერს ვუსმენ. უბრალოდ მაინტერესებს ვის რა აქვს გამოყენებული მუსიკაში და როგორ აქვს გაკეთებული. მაგრამ, დღევანდელი Hip-Hop და R’’n’’B არტისტებიდან “Kanye West”_ის მუიკის მოყვარული ვარ. არ ქმნის მარტივ მუსიკას ჩემის აზრით.

 

 

ძველი რეპერებიდან ვის უსმენ და ვინ არის შენთვის დღემდე ნომერ პირველი?

 

-ჩემთვის ნომერ პირველი “Tu Pac” ეს ისეთი ტიპია

რომლის სმენაც მე ნამდვილად არ მბეზრდება.

დანარჩენებს რაც შეეხება “Krs-One, Redman, Rza, Jedi Mind Tricks “ და სხვა ბევრი მსგავი ტიპის რეპ მუსიკოსები ...

 

 

ამ მუსიკალური მიმდინარეობის გარდა, სხვა რა მუსიკას უსმენთ?

 

-უფრო შავი მუსიკა მიყვარს: „Jazz, Blues, Grime“ და „Dubstep, Trip-Hop“...

 

 

თქვენის აზრით, საქართველოში რეპ და ჰიპ-ჰოპ მუსიკის განვითარებისთვის რა არის საჭირო?

 

-მიწოდება... უნდა იყოს სატელევიზიო, თემატური, შემეცნებითი გადაცემები.

რისი ნაკლისობაც არის ქართულ ტელე სივრცეში. მსგავსი გადაცემები არა მარტო გარკვეულ მუსიკალურ მიმდინარეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ ახალგაზრდებისთვისაც სასარგებლო იქნება. თორემ მარტო ბრაზილიური სერიალები, პოლიტიკური თოქ შოუები და რაღაც ლატარეების გათამაშებები ვერ წაგვიყვანს შორს. უნდა იყოს ჰიპ-ჰოპზე, როკზე, ჯაზე, ელექტრონულ და სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებზეც ტელე-პროექტები. იმიტომ რომ მუსიკის მსმენელი არის საქართველოში და მსმენელს სჭირდება ინფორმაცია ამათუ იმ მუსიკოსზე თუ მუსიკალურ მიმდინარეობაზე.. მარტო პოლიტიკოსების პიარზე, არ უნდა მუშაობდნენ ქართული ტელე არხები.

 

თქვენ თვლით რომ მარტო პოლიტიკოსების პიარზე მუშაობენ ქართული ტელე არხები?

 

-ხო, აბა ახლა რა დავარქვა მაგას!? სადაც არ უნდა გადართო, ხან შალიკო ხან მიშიკო და ხან ჯონდო უნდა გაგეჩითოს .... გასაგებია რომ დღეს დღეობით პოლიტიკა ყველაზე აქტუალურია, არა მარტო აქ, არამედ მთელს მსოფლიოში. მაგრამ, სხვა ქვეყნებში ათი და თხუთმეტი პლიტიკური პროექტები რომ არის, იქ კიდევ ორი იმდენი ისეთი ტელე-პროექტია რომ არჩევანი დიდია. აქ კიდევ არხები არის და გადაცემები არ არის. (იცინის)

 

თქვენ გქონდათ ადრე ერთ ერთ არხზე რეპ მუსიკაზე გადაცემა.

ახლა რატომ აღარ გადის?

 

-კი იყო ესეთი გაცემა, რომელიც მხოლოდ ჰიპ-ჰოპ და რეპ მიმდინარეობას ემსახურებოდა და რომელმაც ძალიან ბევრ უცნობ ქართველ რეპ შემსრულებელს საშვალება მისცა, საკუთარი შემოქმედების მსმენელთან მიტანის.

გადაცემა არ იყო დიდი შოუებით გამორჩეული, მაგრამ იმ პირობებიდან გამომდინარე რა პირობებიც გადაცემას გააჩნდა, იმაზე მეტს აკეთებდა.

პირობები კი საერთოდ არ ჰქონდა... გადაცემას არ ქონდა დაფინანსება, არ ყავდა რეჟისორი, არ ყავდა პროდიუსერი და კიდევ ბევრი რამ არ ჰქონდა რაც სჭირდება გადაცემას. ეს არ იყო ტელევიზიის ბრალი, იმიტომ რომ თვითონ ტელევიზიასაც არ ქონდა იმის საშვალება ფინანსურადაც რომ გადაცემა აეღო და უზრუნველყო.

 

 

დაფინანსების მიზნით, არ გიცდიათ მიმართვა რომელიმე კომპანიასთან?

 

-ძალიან ბევრ კომპანიასთან მქონდა შეხვედრა. არა მარტო ამ პროექტის შესახებ, არამედ სხვა პროექტებზეც. მაგრამ სამწუხაროდ ინტერესი განსაკუთრებით ესეთ პროექტებზე საქართველოში დიდი არ არის. ბოლოს ძალიან მცირე შემოსავალი კი ქონდა გადაცემას მაგრამ, საკმარისი არ იყო იმისთვის რომ ცვლილებები შეგვეტან და გადავწყვიტეთ რომ დროებით შეგვეჩერებინა.

 

 

როგორც ჩანს სამომავლოდ კიდევ აპირებთ მსგავსი გადაცემის გაკეტებას?

 

-კი, რა თქმა უნდა... ოღონდ არა მსგავსი, არამედ ბევრად განსხვბავებული უნდა გაკეთდის იმისგანს რაც მანამდე იყო.

 

 

როგორ ფიკრობთ, მარტო ფულით, დღეს დღეობით რეპ მუსიკაში წარმატების მიხწევა მარტივია?

 

-წარმატების მიხწევა შეიძლება მარტივია მაგრამ, რესპექტის (პატივის ცემის) მოპოვებაა რთული.

 

 

რატომ? ფულით ვერ მოიპოვებ პატივის ცემას ?

 

-ვერ მოიპოვებ! საერთოდ ამბობენ, ფული ბევრს შვება დღესო. მაგრამ, მე არ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას... მე ასევე ბევრი ვიცი ისეთი ადამიანები რომლებიც ფულით არსებობენ ამ სფეროში. ყველაფერში ფულს იხდიან: ტექსტებში, მუსიკაში, დუეტებში, ტელე-რადიო რასკრუტკაში, ჟურნალ-გაზეთებში ინტერვიუებზე და ფულით იმეგობრებენ კიდეც ხალს... შეიძლება რაღაც შედეგს ახწევდე მაგით მაგრამ, იმდენს მაინც ვერ იღებდე რამდენსაც იღებს უბრალო ადამიანი თავის შრომით.

 

 

თქვენ შეგიძლიათ ურთიერთობა ან მეგობრობა ფულის გამო ადამიანთან?

 

-მე ნამდვილად არ შემიძლია ეგეთი რაღაცები... თუ პირველ რიგში ერთმანეთში ჯიგრობა არ გვაქვს, არ შემიძლია არავისთან მეგობრობა. უბრალო ურთიერტობას რაც შეეხება, თუ ერთმანეთს მხოლოდ რაღაც ბიზნეს ინტერესები გვაკავშირებს მაშინ კი.

 

 

 

რეპერები ყოველთვის გამოირჩევით თქვენი ჩაცმის სტილით , ძვირად ღირებული სამკაულებით და მაინტერესებს, თქვენ თუ მოგწონთ სამკაულები?

 

-სამკაულები კი, მომწონს, ძაან მაგარია. მაგრამ ეგ ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ზოგადად ჰიპ-ჰოპ ჩაცმულობას დღეს დღეობით ძალიან მოდნია.

 

საყურეს დიდი ხანია რაც ატარებთ?

 

-კი, დაახლოვებით შვიდი წლის უკან გავიხვრიტე პირველად ყური.

 

 

თავიდან როგორი დამოკიდებულება ქონდათ ოჯახში ან საახლობლოში, პირველად რომ გაიკეთეთ საყურე?

 

-ჩვეულებრივი დამოკიდებულება ქონდათ. ცუდი ამაში არაფერია...

 

 

საქართველოში ზოგს მაინც მიაჩნია საყურე და მსგასი რაღაცეები, ქართველ მამაკაცს არ უნდა ეკეთოს. თქვენ რას ფიქრობთ?

 

-ჯერ ერთი, ყური ჩემია და მე მინდა საყურეს ჩამოვიკიდებ და მინდა მობილურს. ეგ არავის საქმე არ არის! სჯობია ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ბევრად უკეთესად იქნება ამ ქვეყნის საქმეც.

არ შეიძლება ქართველობა და ადამიანობა თმის ვარცხნილობით, ჩაცმით და ასევე ეგეთი რაღაცეებით განისაზღვრებოდეს, როგორც ბევრი იდიოტი შვრება.

მე პირადათ, ქვეყნის სიყვარულს და პატივის ცემას ეგეთი რაღაცეებთ არ გამოვხატავ და საჭირო დროს საჭირო ადგილზეც ვარ, თუ ქვეყანას დასჭირდება.

 

 

ნარკოტიკებთან თუ გქონიათ ოდესმე შეხება და თუ ყოფილხართ დამოკიდებული მასზე?

 

-არა, ნარკოტიკებთან არ მკონია ისეთი შეხება რომ ვთქვათ რომ მასზე დამოკიდებული ვყოფილიყავი...

 

თქვენის აზრით რა ზომები უნდა იყოს მიღებული ნარკომანიის წინააღმდეგ? უნდა იჭერდნენ ეგეთ ადამიანებს, ვინც მასზეა დამოკიდებული?

 

-საერთოდ მე არავის დაჭერის მომხრე არ ვარ, ეგეთი რაღაცეები არაა ჩემი საქმე. ასევე ციხე არ არის ის ადგილი სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანს უშველი. ნარკომანი არის ავადმყოფი და მას სჭირდება მკურნალობა, არათუ თავის ავადმყოფობის გამო დასჯა. უნდა იყოს ცოტა სხვა ზომები მიღებული რომ დავეხმაროთ ეგეთ ადამიანებს. თორემ ციხით შენ უფრო მეტ ტრანვას აყენებ ეგეთ ადამიანს.

 

 

მე როგორც ვიცი, ერთი ორჯერ გქონდათ თქვენ პოლიციასტან რაღაც პრობლემები...

 

-კი, მარა ისეთი სერიოზული არაფერი ყოფილა. ნასვამ ნიადაგზე მოხდა რაღაც.

 

 

საპროტესტო აქციებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა ოდესმე, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში?

 

-არა, ამ ბოლო ხანებში არ მიმიღია მონწილეობა. მაგრამ ვარდების რევოლუცია რომ მოხდა მაგ პერიოდში კი. (იცინის)

 

 

ახლა აღარაფრის მიმართ აღარ გაქვთ პროტესტი?

 

-პროტესტი შეიძლება მაქვს მაგრამ, არ მინდა მაგით ვიღაც ბოროტ ძალებს ვასარგებლო.

 

 

ბოროტ ძალებს ვის გულისხმობთ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს?

 

-კი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი მათგანი საშინლად არ მომწონს, რომლებიც ჩემის აზრით, არაფრის კარგის მომტანნი არ არიან. იმიტომ რომ წლების უკან ბევრი მათგანი უკვე იყო ხელისუფლების სათავეში და თავიანტი თავიც მაქედან დაგვამახსოვრეს. ახლა კი, უბრალოდ სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით

არა და რეალურად არავინ და არაფერი არ აინტერესებთ თავიანთი თავის გარდა. მე პირადათ არ ვენდობი...

 

 

თქვენის აზრით ქვეყანაში შეიცვალა რამიმე, ვარდების რევოლუციის შემდეგ?

 

-ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და გაუმჯობესდა ქვეყანაში, მაგის არ დანახვა სიბრმავეა ჩემის აზრით. მე კარგად მახსოვს ის ძველი დრო როდესაც, არანაირი პერსპექტივა არ უჩანდა ქვეყანას, სამწუხაროდ. მე არ ვამბობ იმას რომ ამ დროისთვის ყველაფერი ფანტასტიურად გვაქვს. უბრალოდ დრო გვჭირდება კიდევ და ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს.

ასევე რაც დავკარგეთ იმასაც დავიბრუნებთ, თუ ერთად დავდგებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

-ჩემთვის ნომერ პირველი “Tu Pac” ეს ისეთი ტიპია

:bushti:

 

დანარჩენებს რაც შეეხება “Krs-One, Redman, Rza, Jedi Mind Tricks “ და სხვა ბევრი მსგავი ტიპის რეპ მუსიკოსები ...

რაღაც არამგონია ამათ უსმენდეს, თუ ამათ მოუსმინა და კიდევ ყუპაქუნა ყოფილა მისთვის პირველი, უკვე მძიმე შემთხვევაა იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
:D

 

 

რაღაც არამგონია ამათ უსმენდეს, თუ ამათ მოუსმინა და კიდევ ყუპაქუნა ყოფილა მისთვის პირველი, უკვე მძიმე შემთხვევაა იმჰო

 

 

რატომ რა თუ ფაქი ცუდია? ძაან მაგარია.... და ვაბშეტა ქართველებში დონი უმაგრესია, მევასება :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აწმყოში პანკ როკით იყო გატაცებული

აწმყოში თუ წარსულში?

 

შემდეგ ჰიპ-ჰოპმა შიპყრო

არ ყოფილა ეგ სულით როკერი. ეგეთი ხალხი პაპსავიკი არ ხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს თემა ეხლა თავიდან ბოლომდე წაიკითხე?

 

მუსიკალური კერპები: 2PAC , SNOOP DOGGY DOGG

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თემა ეხლა თავიდან ბოლომდე წაიკითხე?

არა ერთ წაკითხვაზე ამდენს ვერ ავიტან :givi: მივყვები ნელ-ნელა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიეთ მაგრამ ამ თემას ბოლომდე ვერც მე წავიკითხავ - ნერვები მიმტყუნებს და ჩემც გემოვნებაზე უარყოფითად აისახება. სულ მიკვირს - ისეთი დროა რომ ყველა სახის მუსიკაზე მიგიწვდება ხელი ადამიანს - ადექი რამე სხვა ნახეთ, რაღა ამათ უსმენთ. ვაახ!

ჯერ ერთი რეპის მოყვარული არ ვარ და მერე კიდევ ქართულის ხომ საერთოდ :givi: რეპის კარიკატურაა :givi:

 

ეს სამკურნალოდ

საწყისი ეტაპისათვის არა უშავს

Edited by dariala
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

ჯერ ერთი რეპის მოყვარული არ ვარ

 

პრინციპში ეგრევე მაგ სიტყვებით რომ დაგეწყო შენი საუბარი უკვე აღარ იკნებოდა საჭირო შენი კომენტის წაკითხვა და გასაგებიც იქნებოდი... მეორეც ერთი, მოდი რა შენი ჭირიმე რა მარტო შენი გემოვნებით ნუ ზომავ ყველაფერს, აბა ახლა მე და კიდევ ბევრს გვკითხე ეგ შენ რომ ვიდეო ჩასვი როგორი სლეზე გვკიდია ბევრს და როგორი სლეობაა:mad: მე პირადათ არც ერთ მუსიკალურ მიმდინარეობასთან არ მაქვს პრობლემა, ყველაფერს უსმენ და იდიოტური და ავადმყოფური შეტევები არ მაქვს ბევრისგან განსხვავებით, რომ იციან აი მე რაც მომწონს ეგ მაგარია და რაც არ მომწონს ეგ ცუდია, რამდენ ადამიანსაც არ უნდა მოსწონდეს...

რაც შეეხება პაპსას, მეცინება რა შენნაირებზ მეგობარო რა:mad:) იმიტომ მეცინება რომ შენ და შენნაირებმა არ იციან პაპსა მუსიკის მნიშვნელობა.:)) მაგრამ ვეცდები ორი სიტყვით აგიხსნა და გაგარკვიო. პაპსა მუსიკა და მუსიკოსი არის ყველა ის ვისაც თავის სიმღერა და ერთი დისკიც კი აქვს გაყიდული და მათში შედის და ერთ ერთია ის ვისი ვიდეოც ახლა შენ დიდი სამბით ჩასვი აკვ..

არ გეგონოს რომ ამ საუბრით მე ვცდილობ რომ შენს განვითარებაში ან მუსიკალურ აღზრდაში წვრილი შევიტანო (რაც გეტყობა რომ გჭირდება) მაგრამ მე კიდევ ერთს დაგიმატებ აქვე: ცოტა მოეშვი და ნუ ჩაიბოღმებით ეგრე, იმიტომ რომ ესეთი სლეობები მარტო აქ სჭირს ხალხს და არცეთ ქვეყანაში არ ხდება ესეთი სლე Feadback_ები სამწუხაროდ რასაც მარტო აქ წააწყდება კაცი!

Edited by avtandili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი მადლობა გენაცვალე, გაიხარე კარგი სიტყვებისათვის :mad: ახ, განვითარებაშიც მჭირდება შენი დახმარებაა? დიდი მადლობა :mad: შენ გაიხარე, რა კარგი სიტყვა-პასუხი გაქვს, გეტყობა რომ ძალიან განვითარებული ხარ. რას იზამ მე შენი დახმარება აქეთ მინდოდა - რა გაეწყობა უსმინე კაბუს - მე წავალ და ბრამსს მოვუსმენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

რა გაცინებს, მართალი არ მითხრა? აა კაცი ძმაუ, არ ჩამომიყალიბა მთელი ჩემი პიროვნება ერთ პოსტში? გამშიფრა რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

 

შენი ჭირიმე რა, ბრამსს კი არა თუ გინდა მაილ დევიდს უსმინე მაგაზე არავინ გედავება და აქ სადაოც არაფერია. ყველას თავის გემოვნება აქვცს და შენი გემოვნებიდან გამომდინარე რაც არ მოგწონს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არ ვარგა და რაც შენ მოგწონს ისიც იმას არ ნიშნავს რომ ეგ ყველაზე მაგარია... შენ უსმინე იმას რაც გისწორდება და შეურაწყოფაზე და ცინიზმზე არ უნდა გადახვიდე....

 

რაც შეეხება იმას რომ მე კაბუს მოვუსმენ თუ დონის, რა მერე? ან თუნდაც რატომ ეგეთი ცინიზმი? რადგან არ მოგწონს?

ან თუნდაც შენ ვინ ხარ? ან ამათზე მეტს რას წარმოადგენ? რას აკეთებ? გამოჩნდი რა ხალხში, მოახდინე შენი თავის რეალიზაცია შენის საქმით და ალბათ სასიხარულო იქნება ერთ ორ ადამიანს რომ მაინც შეუყვარდე შენი გაკეთებული საქმით. არა თუ მარტო მთელიდგე იჯდე და საიტებზე დაძვრებოდა და ადამიანებზე წერდე ცინიზმს, რომლებიც შენზე მეტს წარმოადგენენ ამ ქვეყნად და შენზე ცნობილებიც არიან. აა, ალბათ ეს შური და ბოღმა და მეტი არაფერი. :yes:

Edited by avtandili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

avtandili

არ ვაპირებდი თქვენთვის პასუხის დაბრუნებას, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი პოსტია, რომ ვერ გავუძელი ცდუნებას :givi: ჩემი სულ პირველი პოსტი ამ თემაში ცუდი განზრახვით არ დამიწერია. რატომ გაწიწმატდით ვერ ვხვდები :givi: თუმცა მესმის მწარეა სიმართლე :018:

ჩემამდე სხვა უზერებმაც დაგცინეს, მაგრამ რატომღაც მარტო ჩემმა პოსტმა გაგაღიზიანა, რა არის ეს? დაბალი ღობის პრინციპი? თუ გოგოა და ვერაფერს დამაკლებს-მეთოდი? რატომ გგონია, რომ ჩემი თავის რეალიზაციას ვერ ვახდენ, ამ ფორუმზე რომ ვარ და თქვენ რომ გელაპარაკებით იმიტომ? თქვენნაირებს თუ არ ვეყვარები ჩემთვის ეს დიდი ტრაგედია არ არის. ხო აბა რაა - თქვენ ახდენთ თქვენი თავის რეალიზაციას - თავს იგიჟებთ ქართველი რეპერების გულისთვის, დიდი რამეა ეს გეთანხმებით, აბა ქართულ კულტურას ხომ უნდა გადარჩენა. ვაი დედაა!!! რაც გინდათ ის გიქნიათ გინდა რეპისთვის მოგისმენიათ და გინდა თუნუქის ჯამების რახუნისათვის, თქვენი ნებაა, ეს ორი მაინც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

 

ჯერ ერთი არ ვიცოდი თუ ოგო იყავი მაგრამ ახლა რომ გავიგე ეგეც არ მადარდებს. იმიტომ რომ კომუნისტურ ეპოქაში ჩარჩენილი იდიოტები მაგრად არ მევასება და ასევე თვით დაჯერებული იდიოტები, რომლებსაც რატომღაც გონიათ რომ ყველაფრის თქმის უფლება აქვთ და ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ თავისი აზრის გამოხატვა, თუნდაც შეურაწყოფით და ცინიზმით. არა და ერთი სუნიანი პრიშიკიანი ბავშვები ან თუნდაც მოზარდები არიან...

შენ თუ შვილი დღევანდერ მსოფლიო თანამედროვე მუსიკაში ვერ ერკვევი, ნუ ეგ აშკარაა რომ ვერ ერკვევი, იმიტომ რომ თუნგებისო თუ ჯამების რახარუხი როგორც შენ თქვი, მაგი და მუსიკა ვერ გაგირჩევია ეგ შენი პრობლემა. მაგრამ სანამ პირს გააღებ კარგად დაფიქრდი, თორემ შემდეგ რომ დაფიქრდე შენს ნათქვამზე (თუ შეგიძლია ფიქრი ოღონდ) შეიძლება თავი მოიკლა მერე, იმიტომ რომ ბოდიში მაგრამ ძაან დებილი ხარ და არ გრცხვენია შენი თავის და აზროვნების.

მე უბრალოდ უუმრავ საიტზე ვყოფილვარ (უცხოურებზე) ამერიკულ, ბრიტანუ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ საიტებზე მაგრამ აი ესეთი არა ნორმალური და ყველანაირად ლოგიკა მოკლებული აზრი არსად არ ამომიკითხავ. მეტსაც გეტყვი, შენნაირ იუზერებს ბლოკავენ თემიდან ამოვარდნილ და უარგუმენტო რაღაცეებს რომ პოსტავენ...

შენ მიეკუთვნები როგორ ფორუმელებს იცი ? აი საქართველოში რომ არიან და რომ პოსტავენ თავიან აზრს ან სმაილიკით და ან კიდევ სიტყვა "ბანძით" :))

ასე რომ ახლა მე გასწავლი ერთ კარგ რამეს თუ გინდა რომ აწი შეურაწყოფა არავინ მოგაყენოს და განსაკუთრებით მე, თორემ მეორეჯერ ამ თემაში რაღაცნაირ ბნელ აზრს თუ კიდევ დაწერ, უნდა გაგიონო, იმიტომ რომ უკვე სხვა გზა არ არის...

ანუ სანამ თემაში შეხვალ, კარგად დააკვირდი თემის სათაურს და გადაწყვიტე მერე შენთვის საინტერესოა თუ არა ის თემა და შედი და ინავარდე, დაბალო ჭორფლიანო და თვით კმაყოფილებით ახსავსე გოგოვ... :mad:

 

ხო ასევე ჩემზე ვინ გაიცინა? მე მსგავი არაფერი შემინიშნავს, მაგრამ ვიტყვი რომ ვინც ჩემზე გაიცინებს იმის ოჯახს იმხელა რომ აერო პორტში ვერ მოატრიალოს! ვოტ ტაკ :D

Edited by avtandili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...