Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

სათაურიდან გამომდინარე ალბათ გასაგებია , არა?

 

ჰოდა, თუ გასაგებია, მაშინ:- ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე, შენი იმედით ვიწყებ და ...ხელი მომიმართე :)

 

 

 

http://pic.ipicture.ru/uploads/090715/9oDa79yD8Q.jpg

 

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად თბილისში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა

 

 

 

 

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად თბილისში დღეს ამერიკელ ექსპერტთა და დიპლომატთა ჯგუფი ჩამოვა.

საქართველოში აშშ-ს ელჩის, ჯონ ტეფტის განცხადებით, სწორედ ამ ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ დადგინდება ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი, შეხვედრების განრიგი და შეხვედრებზე განსახილველი თემები. მისივე თქმით, ბაიდენი თბილისს მომავალ კვირას ეწვევა.

აშშ-ის ელჩის განმარტებით, ვიზიტი გამოხატავს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული რეფორმებისადმი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

http://pic.ipicture.ru/uploads/090715/1CS9B3eXT7.jpg

 

დაჩი ცაგურიას, მიშა მესხს, გიორგი საბანაძეს და მერაბ ჭიქაშვილს პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

 

მარგალიტად საღდება

ჯანდაბა და დოზანა

ოსანა!

 

:)

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იან კელი - მედვედევის ცხინვალში ვიზიტმა აშშ-რუსეთის ფუნდამენტური უთანხმოებები წინა პლანზე წამოწია

 

აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ისევ არსებობს, დიმიტრი მედვედევის ცხინვალში ვიზიტმა კი, ჩვენ ფუნდამენტური უთანხმოებები წინა პლანზე წამოწია. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, იან კელიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იზიარებენ აშშ-ს პარტნიორები “დიდ შვიდეულში”, ნატო-სა და ევროკავშირში.

“ყველა მათგანმა უარყო აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის აღიარება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათი სუვერენიტეტი ერთადერთმა ქვეყანამ - ნიკარაგუამ აღიარა”, - აღნიშნა კელიმ.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ შეეცდება, დაარწმუნოს რუსეთი, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეასრულოს 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

გაიხარე .კარგი თემა გაგიხსნია იმედია სხვებიც იაქტიურებენ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

გაიხარე .კარგი თემა გაგიხსნია იმედია სხვებიც იაქტიურებენ :)

 

გაიხარე...lasha_alo :maladec:

 

 

ლიცემერი: ეს სააგენტო აშკარად ტენდენციური, აშკარად ხელისუფლებაზე მუშაობს, მაგრამ , ჩემი აზრით, მათი პოზიციაც საინტერესოა

 

გალიიდან კარლოვივარამდე ანუ პავლე, სავლე და არქიფო...

 

ავტორი ნატალია კალანდაძე

 

 

ოფიციალურ მიზეზად მკურნალობა გამოაცხადა, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მკურნალობს, მაგრამ რის გმოც ეგ მკურნალობს, იმას ყავარჯენი არ სჭირდებაო.. საინტერესოა, მუდამ პროლეტარიატზე მოტირალი გრეჩიხები კარლოვივარში ვისი დაფინანსებით დაბრძანდებიან? რომ ჰკითხოთ, გაკოტრებულებს, მხოლოდ ხალხის ბედი ადარდებთ და თარგამაძე რაც ფულს უხდის, კაპიკს-კაპიკზე აწებებენ ხალხის სასიკეთოთ.

 

ხელისუფლების ოფიციალურ ვიზიტებს ევროპული კურორტებიდან ისე აკრიტიკებენ, ვითომ ენგურის ხიდზე ეძინოთ და იქედან ერთვებოდნენ ტელევიზიებს პირდაპირ ეთერში.

 

ასე იყო ამ ქვეყანაში სულ. “მე წავეთრევი ევროპულ კურორტებზე, თქვენ 40 გრადუს სიცხეში ბრძანდებოდეთ საპროტესტო აქციებზე”, _ ამ პრინციპით მოქმედი გრეჩიხები აბოლებენ ხალხს და თან ანუგეშებენ, “ერთს კარგად დავისვენებ და მერე უფრო კარგად შევუდგები სხვის ლანძღვას საკანშიო”.

 

აქამდე მხოლოდ შვილებს მალავდნენ ევროპაში.. საბრალო ქართველ ბავშვებს სკოლაში სიარულის უფლებას ართმევდნენ, გაუთავებელი მიტინგებით, და თავიანთ შვილებს ლონდონებსა და პარიზებში ხიზნავდნენ.

 

ახლა თავადაც მოუვიდათ შვებულების დრო და გარბიან ძვირადღირებულ კურორტებზე. თავიანთ მიმდევრებს რომ არ გადაავიწონ თავი, შიგადაშიგ ევროპიდანვე ერთვებიან ეთერებში და მოძღვრავენ..

 

მიმდევრებიც კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყვნენ, რადგან მათ უნდა იკმარონ ის, რომ ბელადი კმაყოფილია, ბელადი დასვენებულია, ბელადი ძალებს იკრებს... მერა რა, თუ შენმა ბელადმა სიტყვა გატეხა, ჯერ სამშობლო იფიცა, საკანში ამომძვრება სული, თუ მიზანს არ მივაღწევო, ხან აკაკი და ილია... მაგრამ ოდნავ დაცხა თუ არა, ერთიც ფეხებზე დაიკიდა, მეორეც და... გაფრინდააა...

 

ღმერთმა დაიფაროს მიმდევრებიც და ერიც, გრეჩიხები საქმის გამკეთებლები ეგონოთ, მაგრააააამ, მაინც სასაცილოა, ეს უნიჭო სეზონური ფიცი-მტკიცი და სეზონურივე სპექტაკლები...

 

ჰოდა, ახლა მტერი იქნა გრეჩიხების დაცული ქვეყნის იმედად.. ფუი ეშმაკს და, ამათ გალია-საქათმეებისთვის ვერ მოუვლიათ და საქართველოს რა უნდა უყონ? სოციალური პრობლემებით გადაღლილ თბილისურ საზოგადოებას არ სურს დაიჯეროს, რომ გაჩეჩილაძეების უკან პრორუსული კახა თარგამაძე დგას რუსული ფინანსებით.

 

როდემდე აპირებენ სირაქლემას პოზაში ყოფნას გაურკვეველია. გრეჩიხები ისევე როგორც, ბევრი ცნობილი ავანტიურისტი ბრმა იარაღად იყენებენ საზოგადოების ნაწილს.

 

როგორ შეიძლება ენდო ქვეყნის ბედის ნდობის საკითხში ტიპიურ თაღლითს, რომელიც დროის მოთხოვნის მიხედვით პიარზე დაყრდნობით ცვლის მოქმედების ტაქტიკას და რომლისთვისაც საკან-საქათმე და ქვეყანა ერთია. გინდა შეხვალ, გინდა გამოხვალ.. ახსნა სულ მოიძებნება: _ ასეა საჭირო და იმიტომ...

 

საზოგადოების ნაწილის გაგვკვირვებია. კი ბატონო, შეიძლება პავლე არ მოგწონდეს, არც სავლე გეხატებოდეს გულზე, მაგრამ ენდო არქიფოს?!

http://droni.ge/?article_id=55&lang=geo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ივლისის ბოლოსთვის სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი

 

 

მიმდინარე თვის ბოლოსთვის სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი.

როგორც მთვრობის კანცელარიის კულუარებში საუბრობენ, იგეგმება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანება. გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად კი, დავით ტყეშელაშვილი სახელდება.

ასევე, იგეგმება, რომ ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნდეს, ხოლო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, სანდრო კვიტაშვილის ნაცვლად მისი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი დაინიშნოს.

სავარაუდოდ, მოსალოდნელია პრემიერ-მინისტრის შეცვლაც და ამ პოსტს ზურაბ ადეიშვილი ან გიგი უგულავა დაიკავებს. კულუარებში ამბობენ, რომ ხელისუფლებაში ორივე კანდიდატურა აქტიურად განიხილება. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კი, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრად დაბრუნდეს.

ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ შეიცვალოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

მეტა: :ლიცემერისკონკურენტი:

 

:user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ შეიცვალოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე

 

აი ეს თუ მოხდა მართლა დაენძრა ფორუმს :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს თუ მოხდა მართლა დაენძრა ფორუმს :user:

:angel:: :maladec:

 

კაცი ხარ...choxa. ქიციც იცი და ქიცმაცურიც +წყენას გულში არ იჩერებ :maladec:

 

 

 

სოზარ სუბარი სამომავლო საქმიანობის შესახებ კონკრეტულ განცხადებას ჯერ არ აკეთებს

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

 

საინტერესოა სად წავა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი: ეს სააგენტო აშკარად ტენდენციური, აშკარად ხელისუფლებაზე მუშაობს, მაგრამ , ჩემი აზრით, მათი პოზიციაც საინტერესოა

თავისთავად. ყველანაერი ინფორმაცია ანალიზს მოითხოვს. ისინი ამბობენ ჩვენი საქმეა დავიჯერებთ თუ არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2009

 

• “რკინიგზის გაყიდვაზე რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს”

• ნიშნავს თუ არა გიორგი არველაძის “იმედში” დანიშვნა არჩევნების დანიშვნას

• “ნაბუქოს” პროექტის განხორციელებისთვის ძირითადი პრობლემა სააკაშვილია”

 

“რკინიგზის გაყიდვაზე რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს”

 

“ოპოზიცია ღიად აცხადებს, რომ “საქართველოს რკინიგზის” გასხვისებაზე რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი მერაბ შარანგია და მისი ოჯახის წევრები აწარმოებენ. “კონსერვატორმა” ბიძინა გუჯაბიძემ დაგვიდასტურა ჩვენს ხელთ არსებული ცნობები, რომ შარანგია თავის დროზე ხელისუფლების სახელით რკინიგზის თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან... “საქართველოს რკინიგზის” გასხვისებაზე რუსებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე უმრავლესობის წევრები კომენტარებს არ აკეთებენ. ინფორმაციას არ ადასტურებენ რკინიგზის დეპარატმენტში. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკა ჯანაშია კი ამბობს, რომ ეს “სრული ბოდვა და აბსურდია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ ელაპარაკება რუსებს საქართველოს სახელით რკინიგზის გაყიდვაზე.

“შარანგია აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს სახელით, რომ მოხდეს რკინიგზის პრივატიზება. ამ გარიგებაში შარანგიასთან ერთად ჩაბმულია თემურ ალასანია და სააკაშვილთან შეთანხმებით აწარმოებენ ამ მოლაპარაკებას. ახლა სააკაშვილი რომ გახლდათ სომხეთში, მასთან ერთად იქ იყო შარანგიაც. რუსეთს უნდა, რომ კვანძი შეიკრას და ეს მაგისტრალი მთლიანად ჩაიგდოს ხელში” - ამბობს ბიძინა გუჯაბიძე. “რუსეთის ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ამაში ჩართულია შარანგია, - ამბობს “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წევრი რომან კუსიანი, - დროდადრო წამოიწევს წინ შარანგიას ხელისუფლებასთან კავშირზე ინფორმაცია. საუბარია ხელისუფლებასა და შარანგიას შორის არსებულ გარიგებებზე. მინდა გითხრათ, რომ ორი თვის წინ რკინიგზის მთელი დოკუმენტაცია გასაიდუმლოებულ ვითარებაში ათარგმნინეს რუსულად. წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული რუსეთის რკინიგზიდან, რომლებიც ახლა სომხეთის რკინიგზის მენეჯმენტში არიან და ეს დოკუმენტაცია უკვე გაიგზავნა”, - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს:

“იმას, რომ ხელისუფლება “საქართველოს რკინიგზის” გასხვისებაზე რუსეთის ხელისუფლებასთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს, ეკონომიკის ექსპერტები ღიად საუბრობენ. სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ რკინიგზის გაყიდვის სურვილი საქართველოს ხელისუფლებას 2006 წლიდან აქვს და ეს მუდმივი საიდუმლო მოლაპარაკების თემაა”.

“ასეთი კონტაქტები შეუძლებელია გამოვრიცხოთ და ომის შემდგომაც კი წინ გვაქვს მაგალითი. როცა ეკითხებიან, რა წერია ხელშეკრულებაში, რომელიც ენგურჰესთან დაკავშირებით გაფორმდა რუსეთთან, გვეუბნებიან, უკაცრავად, მაგრამ რუსეთის თხოვნით ეს არის საიდუმლოო. როდესაც ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მაქსიმალურად გაუმჭვირვალე იყოს მისი ეკონომიკური საქმიანობა, ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე: რომ მისი საქმიანობა არცთუ კანონიერია თავისი ბუნებით”, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში სოსო ცისკარიშვილი.

 

ნიშნავს თუ არა გიორგი არველაძის “იმედში” დანიშვნა არჩევნების დანიშვნას

 

“არველაძე დანიშნეს? - ესე იგი, არჩევნებსაც დანიშნავენ! - ასეთი იყო განწყობა პოლიტიკური სპექტრისა, როდესაც “იმედში” გიორგი არველაძის დანიშვნა გახმაურდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან არველაძე გახლდათ მფლობელი იმ ცნობილი სარეკლამო სააგენტოსი, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მთელ პიარს აწარმოებდა. როგორც ამბობენ, სწორედ იქ დახარჯულ თანხებს შეეწირა მისი წარმატებული კარიერაც”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით “ნაციონალების” რუხი კარდინალი ისევ გამოჩნდა / რამდენი მილიონი აორთქლდა 2008 წლის არჩევნებზე, რას ედავებოდა მერაბიშვილის უწყება და რატომ ემუქრება ქიბარ ხალვაში გიორგი არველაძეს.

“მართალია, გიორგი არველაძე აცხადებს, რომ “იმედში” მისი დაბრუნება პოლიტიკას არ უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, ეს ტელეკომპანია არც ცხონებული ბადრი პატარკაციშვილისთვის ყოფილა ბიზნესი, არც მისი მყიდველი ჯოზეფ კეისთვის და, მით უმეტეს, ზედმეტი თავის ტკივილია “რაკიინისთვის”. ჯერჯერობით, დასკვნა მარტივია და ცალსახა - “ნაციონალებმა” არჩევნებისთვის მზადება და სააკაშვილის მემკვიდრეობისთვის ბრძოლა დაიწყეს. დააბალანსებს თუ არა გიგი უგულავას ამბიციებს გიორგი არველაძე, ძნელი სათქმელია, თუმცა სააკაშვილი კვლავ მისთვის აპრობირებულ მეთოდს იყენებს - ოქრუაშვილს მერაბიშვილის ხელით ებრძოდა, როგორც ჩანს, გიგი უგულავასთვის გიორგი არველაძე სჭირდება”, - მიაჩნია სტატიის ავტორს.

“ზოგი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ 3 თვის განმავლობაში აქციები რა ფორმითაც იმართება, დაშვებულია და ახლა ხელისუფლებას კანონით ისეთი რეგულაციები შემოაქვს, რომლებიც ამ ყველაფერს კრძალავს. მსგავსი ტიპის აქციებს მოქმედი კანონმდებლობაც კრძალავს. უბრალოდ, ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, კანონის დარღვევის ხარჯზე, ეს აქციები გამართულიყო. ოპოზიცია ახლა უბრლოდ ცდილობს გამოკვეთას, რომ თურმე კანონს არ არღვევს. არადა, არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, 2-3 თვის განმავლობაში, საკნებითა და რაღაც კონსტრუქციებით მაგისტრალებს, მერწმუნეთ, არავის გაააკეტინებდნენ”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა თორდია გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლაშა თორდია: “გადატრიალების ეპოქა დასრულდა - რიგგარეშე არჩევნები არ იქნება!”

შეკითხვას - “საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ახალი ცვლილებით ევროსაბჭოს მოთხოვნებსაც ავცდით. ეს კანონპროექტი რომელი ქვეყნის მოდელია?” - რესპონდენტი პასუხობს:

“ყველა ზოგადი რეგულაცია, ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებულია. სამწუხაროდ, ახლა კანონპროექტის სხვადასხვა სახით ინტერპრეტირება ხდება. ალბათ ამის მიზანი პოლიტაჟიოტაჟის გამოწვევაა. საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რომ ახალს არაფერს ვიგონებთ. ის, რომ 20 მეტრის რადიუსში ადმინისტრაციული შენობის პიკეტირება არ შეიძლება, ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში წერია. ჩვენს კანონშიც იდო, უბრალოდ, ახლა განმეორდა და იმ დაწესებულებების ჩამონათვალი გაკეთდა, რომელთა სრული ბლოკირებაც არ შეიძლება”.

“კანონი, დამტკიცების შემდეგ, ვენეციის კომისიასაც გადაეგზავნება და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, საკითხს მივუბრუნდეთ. თუმცა გარწმუნებთ, ამ კანონში ისეთი არაფერი წერია, რაც უარყოფითად შეფასდება. არც ერთი ახალი რეგულაცია არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, საერთაშორისო ნორმებსა და კორექტივებს”, - ამტკიცებს ლაშა თორდია და დასძენს:

“საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს იქნება, საპრეზიდენტო - 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობისა კი 2010 წელს. ამ სიტუაციაში ყველა სახის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას გამოვრიცხავ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი შეიძლება იყოს მზადება, გასაკვირი არ არის”.

 

“ნაბუქოს” პროექტის განხორციელებისთვის ძირითადი პრობლემა სააკაშვილია”

 

“სააკაშვილისთვის უკვე რამდენიმე თვეა, არც ერთ ევროპელ ლიდერს ხელი არ ჩამოურთმევია. აქტიურად მონაწილეობდა “ნაბუქოს” პროექტში? იქ არავის მიუწვევია. თურქეთის მიერ გადაღებულ ოფიციალურ კადრებში სააკაშვილის არ უჩვენებიათ. ის დაუპატიჟებლად დადის ყველგან. რეგლამენტი და წესი ყველგან არსებობს. სიენენსა და ევრონიუსზე რუკები აჩვენეს. იქ საქართველო არ იყო”, - აცხადებს გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, სათაურით უგულავას მერის არჩევნებს ალასანია და გაჩეჩილაძემ მოუგებს.

გამოცემის კორესპონდენტის შენიშვნას - “ტრანზიტორი ქვეყანა არის საქართველო. ეს განცხადება გაკეთდა ხელისუფლების მიერ” - რესპონდენტი პასუხობს:

“შესაძლო ტრანზიტორი, იმ შემთხვევაში, თუ თურქმენეთიდან წამოვა გაზი. თურქმენეთში წინა კვირაში ჩასული იყო ჰილარი კლინტონის მოადგილე, უილიამ ბერნსი, რომელმაც თურქმენეთის პრეზიდენტს პირდაპირ სთხოვა, მიეღო მონაწილეობა “ნაბუქოს” პროექტში. თურქმენეთის პრეზიდენტმა უთხრა, ბევრი გაზი გვაქვს და ვიფიქრებო, მაგრამ ანკარაში არ ჩასულა თურქმენეთის წარმომადგენელი. თურქმენეთის გაზი რომ წამოვიდეს, კასპიის ზღვის ქვეშ მილი უნდა აშენდეს. ეს პროექტი 8 მილიარდი ევრო ჯდება. თუ თურქმენეთი მიიღებს მონაწილეობას, კიდევ უნდა დაემატოს ერთი-ორი მილიარდი. თუ თურქმენეთი მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ საქართველოს არავითარი ფუნქცია აღარ აქვს ამ პროექტში. სოფიაში სამიტზე ყაზახეთმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა პირდაპირ თქვეს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდნენ “ნაბუქოს” პროექტში... თვითონ ჩანაფიქრი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ამ სამი ქვეყნის ჩართვა იყო საჭირო, უფრო სწორად, მათი მონაწილეობა. აზერბაიჯანიდან უნდა წამოსულიყო გაზი, მერე თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი ჩაერთვებოდნენ პროექტში, მაგრამ სამივე ქვეყანამ უარი თქვა. გაუგებარია, რამ უნდა გაიაროს საქართველოზე. ანკარაში ითქვა, რომ გაზსადენს ერაყიდან, ირანსა და ეგვიპტიდან შეავსებენ. ამ შემთხვევაში, საქართველო აღარანაირ კავშირში აღარ არის”.

~ნაბუქოს” პროექტი ეკონომიკურად არასერიოზულია, მაგრამ მას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ~ნაბუქო” პოლიტიკური პროექტია. თავიდან ეს პროექტი ძალიან კარგად იყო ჩაფიქრებული, მერე სააკაშვილმა აურია, შარშანდელი ომით აჩვენა, რომ საქართველო არ არის სტაბილური ქვეყანა... გასულ კვირას კლინტონის პირველი მოადგილე შტეინბერგი და მასთან ერთად ევრაზიის ბიუროს დირექტორი ფილიპ გორდონის თვითმრინავი აეროპორტში დაჯდა და ავზი შეავსო. არავითარი ინფორმაცია მათ არ ჩამოუტანიათ. ბოკერიასთან ორი სადღეგრძელო თქვეს ვიპდარბაზში. მათ ახალი პროექტი ჩაიტანეს ყარაბაღის პრობლემის გადასაჭრელად. ეს იტალიაში, დიდი რვიანის სამიტზე ითქვა... ეს პროექტი ძალიან ახლოს არის იმ პროექტთან, რომელიც ერთი წლის წინ საქართველოში ჩამოიტანა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად. ეს პროექტი სააკაშვილმა ჩაშალა, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მოაწყო ავანტიურა. არადა, ძალიან კარგი პროექტი იყო. შტაინმაიერმა ეს პროექტი მოსკოვშიც შეათანხმა, მერე აფხაზეთშიც იყო”, - აცხადებს რამაზ კლიმიაშვილი.

“სტამბოლის შეხვედრა “ნაბუქოსთან” დაკავშირებით პირველი არ არის. წლეულს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში კიდევ გაიმართა შეხვედრა. იქაც ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პრობლემა ისაა, რომ რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ამგვარი პროექტების განხორციელება ამ რეგიონში ძალიან ძნელი გახდა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლით ქვეანაში დაიწყო არასტაბილური სიტუაციის შექმნა... რუსეთი დაინტერესებულია, ეს მაგისტრალი, ეს დერეფანი როგორმე ჩაკეტოს და ამით შუა აზიას არ მისცეს საშუალება, თავისი რესურსები გაატაროს რუსეთის გვერდის ავლთ. თუ ეს დერეფანი ჩაკეტილი იქნება, რა ქნან თურქმენეთმა, უზბეკეთმა”, - ამბობს “ახალი თაობის” კორესპონდენტთან საუბრისას მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, სტატიაში სათაურით ნაბუკოს პროექტის განხორციელებაში ძირითადი პრობლემა სააკაშვილია.

კორესპონდენტის შენიშვნას - “სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ის, რომ რუსეთის გავლით გაიტანოს თავის რესურსები ევროპაში” - გიორგი გაჩეჩილაძე პასუხობს:

“დიახ, სხვა გზა არ ექნებათ და იძულებული იქნებიან, რუსეთის გავლით გაიტანონ ან რუსეთს მიჰყიდონ თავიანთი რესურსები, შემდეგ რუსეთმა ის ევროპაში გაიტანოს და ამით გააძლიეროს თავისი პოზიციები ევროპაში. ამიტომ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური “მოღვაწის” ხელისუფლებაში ყოფნის დანიშნულება არის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, არა მარტო საქართველოსა და არა მარტო რეგიონული ინტერესების, არამედ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების მიმართაც. სააკაშვილის ძირითადი მიზანია (რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესების გამო), ეს დერეფანი ჩაკეტოს და საქართველომ დაკარგოს გეოპოლიტიკური ფუნქცია. საქართველო დაკარგავს თუ არა გეოპოლიტიკურ ფუნქციას, მაშინვე მთელი დასავლეთი ზურგს აქცევს ჩვენს ქვეყანას და პირველი ისინი დაიწყებენ სეპარატისტული რეგიონების აღიარებას”, - აცხადებს მწვანეთა პარტიის ლიდერი და დასძენს:

“ყველგან, სადაც კი გამოცხადებული იყო თურქეთში ამ პროექტთან დაკავშირებით შეკრების შესახებ, სააკაშვილი არსად არ იყო მოხსენიებული. სხვათა შორის, არც წინა შეხვედრისას. უცნაურია, როცა სატრანზიტო ქვეყნის ხელმძღვანელს არ პატიჟებენ. მაგრამ ჩანს, რომ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება სერიოზულად უარყოფითია სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ის ცდილობს, დიდი პროექტები ჩაშალოს და ევროპას პრობლემები შეუქმნას... პროექტი 8 თუ 9 მილიარდი ჯდება. წარმოიდგინეთ, ამხელა ფულს, ისეთი რისკების ქვეშ, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, არავინ დააბანდება, სანამ ძირითადი პრობლემა არ იქნება მოგვარებული. ძირითად პრობლემას კი სააკაშვილი წარმოადგენს. ამიტომ, ბუნებრივია, თუ ვინმეს ამ პროექტის განხორციელება უნდა, პირველ რიგში, სააკაშვილის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს და ასეც იქნება”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/103683.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ტუ-154”, რომელიც თეირანი-ერევნის რეისს ასრულებდა, აფრენიდან 16 წუთში ჩამოვარდა

 

 

 

“ტუ-154”, რომელიც თეირანი-ერევნის რეისს ასრულებდა, აფრენიდან 16 წუთში ჩამოვარდა.

“ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ბორტზე სულ 168 ადამიანი იმყოფებოდა. ტელეკომპანიასთან საუბრისას ირანის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ბორტზე, ძირითადად, იმყოფებოდნენ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები. ~ინტერპრესნიუსის~ ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია საქართველოს ორი მოქალაქის ვინაობა. ესენი არიან - სომხეთში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი და თეირანში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მეუღლე.

ირანული ავიაკომპანიის Caspian Airlines ასრულებდა რეისს თეირანი-ერევანის მიმართულებით. ავიალაინერი ქალაქ კაზვინთან ჩამოვარდა. რეისს ერევანში 12.00 საათისთვის ელოდებოდნენ.

“ფრანს პრესთან~ საუბრისას ქალაქ კაზვინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ თვითმფრინავი მთლიანად განადგურებულია, ნამსხვრევებს კი ცეცხლი უკიდია.

მაშველების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებიდან და მგზავრებიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერევნის აეროპორტ “ზვარტნოცში" ტუ-154-ის ბორტზე მყოფი მოქალაქეების სია გამოაკრეს

 

ბორტზე მყოფი მოქალაქეების სია გამოაკრეს.

თვითმფრინავის ბორტზე 153 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის არსებული ცნობით, ყველა მათგანი დაღუპულია.

~ინტერპრესნიუსის~ ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მხოლოდ ორი მოქალაქე იმყოფებოდა - სომხეთში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი გივი ჭკადუა და თეირანში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მეუღლე ნათელა ნიკლავა.

დაღუპულთა უმეტესობა სომხეთის მოქალაქეები არიან. ამის გამო ერევნის საერთაშორისო აეროპორტში შეიქმნა სპეცილაური ჯგუფი, რომლებიც გარდაცვლილთა ახლობლებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ.

თეირანი-ერევნის ავია-რეისი აფრენიდან 16 წუთში ჩამოვარდა. რეისს ერევანში 12.00 საათისთვის ელოდებოდნენ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

...........................................................................................................................

 

ტუ-154-ის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავაში გაჩენილი ხანძარი გახდა

 

 

 

ტუ-154-ის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავაში გაჩენილი ხანძარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული ტელეკომპანიები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ავიაკომპანია Caspian Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თეირანსა და ერევანს შორის რეისებს რეგულარულად ასრულებდა. ლაინერი დღეს თეირანის დროით, დაახლოებით, 12.00 საათზე ქალაქ კაზვინთან ახლოს ჩამოვარდა.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფირნავის ბორტზე 153 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. მათგან არავინ გადარჩენილა.

“ინტერპრესნიუსის~ ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა - სომხეთში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი გივი ჭკადუა და თეირანში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მეუღლე ნათელა ნიკოლავა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაზუსტებული ინფორმაციით, ტუ-154-ის კატასტროფის შედეგად 170 ადამიანი დაიღუპა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტის სხდომაზე ტრიბუნასთან ჯონდი დგას ბაღათურია და ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღემდე შემცირებას ითხოვს..

 

სპიკერატში კი ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ზის და სხდომა მიჰყავს....

 

დარბაზში კი 6-მდე ოპოზიციონერი და მხოლოდ 10-მდე უმრავლესობა ზის..

 

პარლამენტი ოპოზიციისაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...