მიხეილ სააკაშვილის დაპირებები გრძელდება
სიახლე — თავფურცელი
00:45 03.09.2009
[”ფაქტნიუსი”]
- “საქართველო ასპროცენტიანი დასაქმების ქვეყნად იქცევა. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, რუსეთის აგრესიისა და ქვეყნის ტერიტორიების ნაწილობრივ ოკუპაციისა, ასევე, პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილის მუდმივი მუქარებისა, ყველა დაპირება ბოლომდე იქნება მიყვანილი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასტუმრო “რედისონ სას ივერიის” გახსნაზე.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მსოფლიო კრიზისის ფონზე, არ შეჩერებულა ინვესტიციების განხორციელება და მშენებლობა.
პრეზიდენტის თქმით, განზრახული აქვს, კვლავაც გაგრძელდეს აღმშენებლობის პროცესი ქვეყანაში და ყველა დაპირება პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულებამდე ბოლომდე შეასრულოს.
***
აააა ძმაო რა ქნას კაცმა მეტი
გამოხმაურება რედაქტირებულია homo sapiens: 03 September 2009 - 06:57 AM