Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

JAMIROQUAI

 

წარმოშობის ადგილი: ინგლისი

ჟანრი/ები: ესიდ ჯაზი, ფანკი, დისკო, სოული, პოპი, როკი, ელექტრონიკა

აქტიური: 1992-დღემდე

 

წევრები:

ჯეისონ ქეი

რობ ჰარისი

პოლ ტერნერი

მეტ ჯონსონი

დერიკ მაკკენზი

სოლა აკინგბოლა

ლორენ მაკინტოში

ჰეიზელ ფერნანდეზი

სემ სმიტი

 

ჯამიროქვაი (Jamiroquai) - ბრიტანული ბენდია, რომლის წამყვანი მომღერალია ჯეი (ჯეისონ) ქეი. ბენდი საერთაშორისო პოპულარობით სარგებლობს და ასევე კარგად ცნობილი წევრია ადრეული 90-იანების ლონდონის ასიდ ჯაზის მოძრაობისა, ისეთ ჯგუფებთან ერთად, როგორებიცაა ინკოგნიტო, ბრენდ ნიუ ჰივისი, გალიანო და კორდუროი. თუმცა ჯამიროქუაი მას შემდეგ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს გაჰყვა.

სახელი ჯამიროქუაი მიღებულია აბორიგენ ამერიკელთა ტომის იროქვისა (რომელსაც ქეი “ფილოსოფიურად” უკავშირებს საკუთარ თავს) და ჯემის, მუსიკალური ჯემინგი, შერწყმით.

ისტორია [რედაქტირება]

 

ქეის მიერ ბენდ ნიუ ჰივისთვის მომღერალი გამხდარიყო წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მან საკუთარი ბენდს შექმნა გადაწყვიტა. შედეგად 1992 წელს ჯამიროქვაის პირველი სინგლი “When You Gonna Learn?” (როდის უნდა ისწავლო?) გამოდის ასიდ ჯაზის მარკით. წარმატებულმა პრემიერამ ქიეს სონი ბი-ემ-ჯი მიუზიკ-თან 8 ალბომის ჩაწერის ხელშეკრულება მოუტანა. პირველი ამ სერიიდან იყო 1993 წლის “Emergency on Planet Earth”, რომელიც გამსჭვალული იყო სოულ ჰანგებით, სოციალური ცნობიერების თემებითა და ჯაზური ინსტრუმენტაციებით. 1994 წლის ალბომში “The Return of the Space Cowboy” უფრო აშკარა გახდა ქეის ხელწერა და ეს ორი ალბომი მისეული სტილის ძირითად გამომჟღავნებად ითვლება.

ბენდს შაერთაშორისო აღიარება მესამე ალბომმა “Travelling Without Moving” (1996) მოუტანა, რომელშიც ორი ჰიტია “Virtual Insanity” და “Cosmic Girl”, დაიმკვიდრა რა ამით მტკიცე ადგილი ძნელად შეღწევად ამერიკულ მუსიკალურ ბაზარშიც. 1997 წლის ემ-ტი-ვი ვიდეო მუსიკის დაჯილდოებაზე, კრეატიულმა ვიდეოკლიპმა “Virtual Insanity” ოთხი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო ვიდეოსთვის, საუკეთესო სპეცეფექტებისთვის, საუკეთესო კინემატოგრაფიისთვისა და “Breakthrough” ვიდეოსთვის.

მათი ჰიტ სინგლი “Deeper Underground” 1998 წლის კინოფილმი გოძილას საუნდტრეკი გახდა. მეორე სინგლი “Canned Heat” მუსიკალური მოტივი იყო ფილმისთვის “Center Stage” (2000) და “Napoleon Dynamite” (2004).

პირველი სამი ალბომისთვის დამახასიათებელი ასიდ-ჯაზის აქცენტები უკვე ნაკლებად შეინიშნება 1999-ის ალბომში “Synkronized”. ჯეი ქეის ინტერესმა ფანკსა და დისკო მუსიკაში ბენდის აქცენტი ნელ-ნელა გადახარა ამ მიმართულებებისკენ, რამაც კიდევ ერთი კომერციული წარმატება მოუტანა მათ. მეხუთე ალბომში “A Funk Odyssey” დისკოს გავლენა ყველაზე მკაფიოდაა. სინგლი ამ ალბომიდან “Little L” მსოფლიო ჰიტ-პარადებში #1 ადგილს აღწევს.

მათი ბოლო ალბომი “Dynamite” 2005 წლის 20 ივნისს გამოვიდა. მას ბრიტანეთის ბილბორდში #3, და მსგავსი წარმატება ხვდა მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაშიც. ეს დისკი დღეისთვის ჯამიროქვაის ყველა მრავალფეროვან ნამუშევრად ითვლება, რომელშიც შესულია დისკო კომპოზიცია “(Don't) Give Hate A Chance” მიქსირებული “Talullah”-ს საკმაოდ მშვიდ ჯაზურ ხმებთან.

 

 

 

 

"When You Gonna Learn?"

http://bin.ge/file/69584/jamiroquai---01-w...-learn.mp3.html

 

“Emergency on Planet Earth”

http://bin.ge/file/69585/jamiroquai---emer...-earth.mp3.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

A_N_N_A

საღოლ!

 

მართალია ამათზე არ ვგიჯდები, მაგრამ თემა გააკეთე ისეთი! ოოოოოოოოოოოოო! :tashi: :tashi: :tashi: :buchti: :love2:

 

 

იუსერებო პლანეტისანო! მიბაძეთ ანნას!!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zeppelina

შენი წესები გადავიკითხე თემის გახსნამდე :eshmak: მიხარია ტყვილად რომ არ ვიტანჯე ამდენი ხანი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

A_N_N_A

აქ არამგონია დაპოსტონ :givi:

 

მარა სულით აქ არიან და სხვებსაც უხარიათ რომ ახალი თემები იხსნება :yes:

 

ასე რომ ტყულა არ გიწვალია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

A_N_N_A

აქ არამგონია დაპოსტონ :givi:

 

მარა სულით აქ არიან და სხვებსაც უხარიათ რომ ახალი თემები იხსნება :yes:

 

ასე რომ ტყულა არ გიწვალია :D

არაუშავს მე დავპოსტავ ხოლმე, იქნებ ოდესმე შემოვიდეს ვინმე ისეთი ვინც სიამოვნებით დაპოსთავს ჩემთან ერთად :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

A_N_N_A

ამათი ერთი კლიპი გადიოდა Mტვ-ზე ადრე ხოდა ეგ რომელი სიმღერაა არ მახსოვს და კლიპს აგიღწერ.

პარაშუტისტების სავარჯიშო პრიბორია რაღაც, ქვემოდან სწრაფად ჰაერს უბერავს და მაგაზე ადამიანი ჩერდება. ხოდა ეგ იყო მაგ კლიპში...

 

იმედია მიხვდები

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

A_N_N_A

ამათი ერთი კლიპი გადიოდა Mტვ-ზე ადრე ხოდა ეგ რომელი სიმღერაა არ მახსოვს და კლიპს აგიღწერ.

პარაშუტისტების სავარჯიშო პრიბორია რაღაც, ქვემოდან სწრაფად ჰაერს უბერავს და მაგაზე ადამიანი ჩერდება. ხოდა ეგ იყო მაგ კლიპში...

 

იმედია მიხვდები

:D

აი ამ სიმღერის კლიპია :yes: Love Foolosophy ძალიან :givi: ეს სიმღერა და ჯგუფიც :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 9 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...