კონტენტზე გადახტომა


ჯაზი ლუი არმსტრონგის გარეშე?!


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
7 პასუხი თემაში

#1 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 27 July 2009 - 03:03 AM

What a Wonderful World



Paris Blues



Hello Dolly Live


2X2=4

#2 zeppelina    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4085 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Kutaisi/Tbilisi
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 27 July 2009 - 03:14 AM

ლუი დენიელ არმსტრონგი (ინგ. Louis Daniel Armstrong) (*4 აგვისტო, 1901 - †6 ივლისი, 1971) (აგრეთვე მეტსახელებით საჩმო (Satchmo) და პოპსი (Pops)) - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი. არმსტრონგი ქარიზმატული, მუდამ ახლის მაძიებელი შემსრულებელი იყო, რომლის მუსიკალურმა ტალანტმა და ბრწყინვალე პიროვნულმა თვისებებმა ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკიდან პოპულარულ მხატვრულ ფორმად ტრანსფორმაცია მოახდინა. შესაძლოა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა ჯაზის მუსიკოსმა პირველად პოპულარობა საყვირზე შესრულებით მოიპოვა, თუმცა კარიერის ბოლოსკენ ის უკვე განთქმული იყო როგორც საუკეთესო ვოკალისტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზის მომღერალი.

არმსტრონგი დაიბადა ახალი ორლეანში, ლუიზიანა, ხელმოკლე ოჯახში. ახალგაზრდობა სიღარიბეში გაატარა ნიუ-ორლეანის ერთ-ერთ საკმაოდ კრიმინალურ გარეუბანში. თავდაპირველად კორნეტზე დაკვრა ისწავლა ნიუ-ორლეანის მიუსაფართა სახლში ფერადკანიანთათვის, სადაც ის რამდენჯერმე იქნა გაგზავნილი ქუჩის მოხეტიალე ბავშვებთან აკიდების გამო და განსაკუთრებით კი ახალი წლის აღსანიშნავად ჰაერში დამბაჩის გასროლის გამო დაკავების შემდეგ. ის ხშირად დაჰყვებოდა ქალაქის სასულიერო ორკესტრის აღლუმებს და ყოველ შესაძლებლობას იყენებდა ძველი მუსიკოსებისთვის მოესმინა, სწავლობდა რა ბანკ ჯონსონის, ბადი პეტიტისა და განსაკუთრებით ჯო "კინგ" ოლივერისგან, რომელიც ახალგაზრდა არმსტრონგისთვის მენტორისა და მამის ფუნქციას ასრულებდა. არმსტრონგი მოგვიანებით თავად იწყებს შესრულებას ქალაქის სასულიერო ორკესტრში, მოგზაურობს რა იმჟამად კარგად ცნობილ ბენდთან "ფატ-მარაბლი", რომელიც თბომავლით მდინარე მისისიპის ტურებს დაჰყვებოდა. თავად არმსტრონგი მის ამ ბენდთან გატარებულ დროს "უნივერსიტეტში სიარულს" ადარებდა, ვინაიდან ამ ორკესტრმა დიდი გამოცდილება მისცა მას ფორმალური მუსიკის შესრულების დარგში. 1919 წელს ქალაქიდან ჯო ილივერის წასვლის შემდეგ არმსტრონგი მის ადგილს იჭერს კიდ ორის ბენდში, რომელიც იმჟამად ყველაზე "ცხელ" ჯაზ-ბენდად ითვლებოდა ახალ ორლეანში.

ახალგაზრდა ლუი არმსტრონგი

1922 წელს არმსტრონგი ჩიკაგოში მასიურ მიგრაციას მიჰყვება, სადაც ის ჯო ოლივერის კრეოლ ჯაზ-ბენდს უერთდება. 1920-იანებში ოლივერის ბენდი საუკეთესო და ყველაზე გავლენიანი ჯაზ-ბენდი იყო ჩიკაკოში, ქალაქში, რომელიც იმხანად ჯაზის ცენტრი გახდა. არმსტრონგმა აქ რამდენიმე საკუთარი ჩანაწერი გააკეთა 1923 წელს ოლივერის ბენდში მეორე კორნეტზე შესრულების პარალელურად.

არმსტრონგი ოლივერთან მუშაობით საკმაოდ კმაყოფილი იყო, თუმცა მისი მეუღლის, პიანისტ ლილ ჰარდინ არმსტრონგის დაჟინებით უფრო მაღალი ანაზღაურება მოეძებნა, ის და ოლივერი მეგობრულად ეთხოვებიან ერთმანეთს და არმსტრონგი ნიუ-იორკში გადადის ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრში, იმჟამად საუკეთესო აფრიკულ-ამერიკულ ბენდში, შემსრულებლად. აქ არმსტრონგი საყვირზე გადადის მისი განყოფილების სხვა მუსიკოსებთან უკეთ შესაწყობად. ამავე დროს ის ქმნის უამრავ პირად ჩანაწერს მისი ძველი ნიუ-ორლეანელი მეგობრის, პიანისტ კლარენს უილიამსის დახმარებით. მათ შორისაა მცირე ჯაზური შესრულებანი დუეტში სიდნი ბეხეტთან და ბლუზის მომღერალთა აკომპანემენტების სერია.

1925 წელს ის ჩიკაგოში ბრუნდება და იწყებს ჩაწერას საკუთარი სახელით მის სახელგანთქმულ ჯგუფებთან "ჰოტ ფაივ" (ცხელი ხუთეული) და "ჰოტ სევენ" (ცხელი შვიდეული). მათ შორისაა ჰიტები - "Potato Head Blues", "Muggles" (ნიუ-ორლეანური ჟარგონით - მარიხუანა, რომელსაც ის საკმაოდ წყალობდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში), და "West End Blues", რომლის მუსიკამაც ჯაზის შესრულების სტანდარტი დააწესა მრავალი მომდევნო წლის განმავლობაში. არმსტრონგის ინტრო საყვირით "West End Blues"-ში დღემდე რჩება ჯაზის ისტორიაში ყველაზე განთქმულ იმპროვიზაციად.

1929 წელს არმსტრონგი ნიუ-იორკში ბრუნდება, 1930 წელს კი ლოს-ანჯელესში გადადის, შემდეგ ტურით ევროპაში მიემგზავრება. მრავალი წლის მოგზაურობის შემდეგ ის საბოლოოდ ქვინსში, ნიუ-იორკი, სახლდება 1943 წელს. ხმის ჩამწერი სტუდიებისა და მუსიკის ბიზნესის განგსტერთაგან გამუდმებული შევიწროების მიუხედავად არმსტრონგი აქტიურად აგრძელებს საკუთარი შესრულების სტილის დახვეწას.

შემდგომი ოცდაათი წლის განმავლობაში არმსტრონგი ყოველწლიურად 300-ზე მეტ კონცერტს ატარებს. 1940-იან წლებში დიდ ბენდებზე მოთხოვნამ იკლო პოპულარული გემოვნების ცვლილებასთან ერთად: საბანკეტო დარბაზები დაიხურა, ხოლო ტელევიზიის შემოტევისა და სხვა ტიპის პოპულარული მუსიკის ჟანრების აღმოცენებასთან ერთად ჯაზის პოპულარობამ იკლო. შესაბამისად დღითიდღე უფრო გართულდა 16-წევრიანი ბენდის ტურების დაფინანსება.

1950 წლისთვის არმსტრონგი საკუთარ ბენდს 6 ინსტრუმენტამდე კვეცს, უბრუნდება რა დიქსილენდის სტილს, რომელმაც ის თავიდანვე გახადა ცნობილი. ამ ჯგუფს სახელად "ოლ სტარზ" (All Stars - ყველა ვარსკვლავი) დაერქვა. მისი წევრები იყვნენ, სხვადასხვა დროს, ბერნი ბიგარდი, ჯეკ ტიგარდენი, ტრამი იანგი, არველ შოუ, მარტი ნაპოლეონი, ბიგ სიდ კატლეტი, და ბარეტ დიმსი. ამ პერიოდში ის უამრავ ჩანაწერს აკეთებს და ოცდაათზე მეტ ფილმში იღებს მონაწილეობას. 1964 წელს არმსტრონგი მის ყველაზე გაყიდვად ალბომს უშვებს, სახელწოდებით "ჰელო, დოლი".

არმსტრონგი თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დაძაბული ტურების განრიგით ცხოვრობდა (ბოლო რამდენიმე წლის გარდა). ბოლო წლებში ის დროგამოშვებით საკუთარ წარმატებულ ნამუშევრებს გაიმეორებდა ხოლმე თითქმის ზედმიწევნით, ზოგჯერ კი ყველაზე უცნობ და არაფრით გამორჩეულ ნაწარმოებს ისეთი იმპროვიზაციით და ენერგიით შეასრულებდა, რომ საკუთარ ბენდსაც კი აოცებდა. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მან ტურები გამართა აფრიკაში, ევროპაში და აზიაში. ამ ტურებს უდიდესი წარმატება მოჰყვა, რის შემდეგაც მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც "ელჩ სეჩს" (Ambassador Satch). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მას ჯანმრთელობა სწრაფად ურთულდებოდა, მას დაკვრა გარდაცვალების დღემდე არ შეუწყვეტია.

არმსტრონგი გულის შეტევით გარდაიცვალა 1971 წელს 69 წლის ასაკში, ვალდორფის ასტორიის საიმპერატორო დარბაზში სახელგანთქმული შოუს გამართვის ღამეს. დაკრძალულია ფლაშინგის სასაფლაოზე, ნიუ-იორკი.

#3 bocmani    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 42 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 January 2010 - 02:56 PM

ჯაზი არმსტრონგის გარეშე?

მე შემიძლია დაგიმტკიცო რომ ჯაზი არმსტრონგზე გაცილებით ნაკლებად ცნობილი ტიპების გარეშეც არაფერი იქნებოდა!... ის უბრალოდ არ იარსებებდა!

ამასობაში არმსტრონგები საკმაოდ ნიჭიერი გვარი გამოდგა! აი მაგალითიც!



#4 chegesto    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1512 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 2
პოზიტიური

დაწერილია 12 January 2010 - 03:06 PM



ასეთი სახეგახსნილი ჯაზმენი მეორე არ არსებობს :D


ტიპი სულ კაი ხასიათზეა ...

#5 nuaka    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 784 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 January 2010 - 04:10 PM

ჯაზმენები ჯიგრები არიან ყველა.ლუის მართლა მზე აქვს გულში.

#6 nuaka    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 784 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 January 2010 - 04:16 PM

ეს ვინც არ იცით მაგრად იხალისებთ:D

#7 Pompiero    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 691 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 13
პოზიტიური

დაწერილია 15 April 2010 - 08:45 AM

ლუის სულს ალბათ გაეხარდება, მეგობრებთან ერთად თუ გავიხსენებთ

გამოხმაურების ნახვაnuakaს ციტატა(დაპოსტვის დრო 12th January 2010 - 04:16 PM):

ეს ვინც არ იცით მაგრად იხალისებთ
nuaka
ძალიან მაგარია

გამოხმაურება რედაქტირებულია Pompiero: 15 April 2010 - 08:55 AM


#8 flash    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 52 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 20 April 2010 - 09:49 PM

ნუ ლუის ამსტრონგი უკვდავია..

ისე ჯაზში მაინც დამაინც ვერ ვერკვევი.. ამ განყოფილებაში იმიტომ შემოვედი, რომ
დამაინტერესა და მინდა გავერკვე..
თუ დამეხმარებით ამაში
დიდი მადლობელი დაგრჩებით :mad:

"He was born poor, died rich and never hurt anyone along the way."

Duke Ellington
სიბერით არ იზომება დრო!


"მძულს , რომ შენით არ ვიღლები,
ისე არა მიშავს..."



"ვის გაუგია ივლისში თოვა
მაგრამ თუ მთხოვე,მე თოვლად მოვალ..."





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი