კონტენტზე გადახტომა


სპარსული პოეზია


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
25 პასუხი თემაში

#16 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 16 April 2008 - 01:12 AM

მეკიდე ქართულად წავიკIთხე პირველადაც და მეორედაც
მარა ენა გამადამეყლაპა ისეთი იყო... :))
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#17 ჩუპა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 477 წერილები:
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 16 April 2008 - 10:39 PM

ნიზამი განჯელი

ამა ქვეყნად ორი გზაა, მაგრამ ჩემი რომელია?
ერთი გზაა მეჩეთისა, სადაც აღარ მომელიან,
მეორე კი გზაა ლხინის, სადაც სარდაფია ღვინის,
მაგრამ იქაც ჩემი გული მარად დაუდგრომელია.
მეჩეთსა და სარდაფს შუა იდუმალი სხვა გზა თუა,
ჯერ არ ვიცი ცხადლივ, მაგრამ გუმანით ვგრძნობ, რომელია.
იქ მეგულვის და იქ მივის ჩუმი გაელვება სხივის,
სადაც სიყვარული ღვივის, სული დაუცხრომელია.
შენ კი განა იზამ იმდენს, რომ მიხვიდე ნიზამიმდე
და შესძახო: ჭეშმარიტი გზა მითხარი, რომელია?!

უნიჭოს ნათარგმნია ეს შედევრი!
უჟასსს...
ჩემმა კალამმა სასწაულის ქმნა თუ ინება,
დროს შენი ხსოვნა სუნთქვასავით დაეფინება .....

#18 psychosophie27    ნიკის ჩასმა

    Hooked Up With A Hot Guy

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 815 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:New York
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 19 April 2008 - 02:13 AM


მე ვარ დაინტერესებული სხვათაშორის რუმით ოღონდ ინგლისურად ვკითხულობ
ქართული ნამდვილად არ ვიცი როგორია
თუ ვინმეს მოეპოვება ძალიან მაინტერესებს ქართულად როგორ ზუსტად ტარგმნიან
სხვათაშორის ამასწინათ გამოვიტანე ბიბლიოთეკიდან DVD. აქ პოეზიის ვუდსტოკს ვეძახით ყოველ ზაფხულს (წელს ბოლო იქნება) ეწყობა ეგ ფესტივალი სადაც ეს მწერლები და თარჯიმნები გამოდიან და თავის ნათარგმნ ან თავიანთ ლექსებს კითხულობენ. და მოკლედ ასეთი პიროვნებაა Coleman Barks რომელსაც რუმის პოეზია თავისებურად ესმის და თავისებურად თარგმნის და უნიკალურად კითხულობს. რავიცი ვინც იშოვის ამ DVD-ის მართლა გეფიცებით თვალს ვერ მოწყვეტს ისეთი სილამაზეა

Him: Hay
Me: Holla
Him: Hay thanks for everything
Me: Oh come on I have not done anything... really
Him: I thought I was stronger than this. I cannot beleive what happened. Thank you for beeing there for me. and you know I am glad I have someone like you in my life. Nobody treats me this good.
Me: Well I try.
Him: You do very well for yourself, God Sopo, Just hold me that's all I want perhaps somehow someway my life will change and things will get better. I felt awful telling them that I did not have any parents like in front of the whole class. I felt odd saying that.
Me: It's okay you know I care about you.
Him: Please forgive me. You are great, I wish I could spend mornings with you. I just wanna see you every day!!!
Me: Okay.

We forget things we should not be forgetting!!!
We forget friends who are already forgotten forever!!! - it's amazing how it works!!!

#19 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 19 April 2008 - 02:42 PM

კოტეტიშვილის თარგმანია.

***
ჯერაც არ ვიცი, მე მე ვარ თუ მე მე არ ვარ,
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არ ვარ.

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი?
ვარ გაოგნების ჯამით მთვარალი, მე მე არ ვარ.

ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა,
მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ, მე მე არა ვარ.

მარადისობას შენივთული, სული მოკვდავი,
რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ.

ჯალალ ედ-დინ რუმი.

სხვებს საღამოს დავდებ, მეზარება ეხლა ცოტა წერა :(
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#20 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 23 April 2008 - 04:55 PM

ჩემდა გასაოცრად
პოეზია.გეზე ყოფიალ რუმის თარგამანები
http://poezia.php1h....php?poets_id=22
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#21 The Reaper    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 160 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 23 April 2008 - 08:06 PM

ჰაფეზის ეს ლექსი მევასება:

***
ხმამ იდუმალმა მამცნო, რომ სევდა
და მწუხარება წარმავალია,
არრა დარჩება სამარადისოდ,
რადგან ყოველი წარმავალია.

რადგან ყოველი, ქვეყნად რაც არი,
იწვის და რჩება მხოლოდ ნაცარი.
და სხვა ნუგეში ქვეყნად არც არი,
რადგან ყოველი წარმავალია.

საწუთროს ბჭესთან დგას კარის მცველი,
ხელთ უმოწყალო უპყრია ცელი,
ყოველ ჩვენთაგანს ის ცელი ელის.
რადგან ყოველი წარმავალია.

ცრემლთა მდინარის სველი ნაპირი
და სიხარული სევდით ნაფერი,
აღარ დარჩება აღარაფერი,
რადგან ყოველი წარმავალია.

ოქროს სახვეჭად გმინვა და ოხვრა
არ ღირს წვალებად და წელში მოხრად,
ავლა-დიდება დარჩება ოხრად,
რადგან ყოველი წარმავალია.

ჭეშმარიტებას ახადე ფარდა,
ნახე წარწერა იდუმალ აკრთა:
კეთილშობილურ საქმეთა გარდა
ქვეყნად ყოველი წარმავალია


ჰ ა ფ ე ზ, ავდარი კვალდაკვალ გდევდა,
ოცნების აფრებს გრიგალი ხევდა,
მაგრამ გაივლის ეგ შენი სევდა,
რადგან ყოველი წარმავალია!

#22 ჩუპა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 477 წერილები:
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 25 April 2008 - 05:51 PM

ვაიმეე... რას გავს რუმის პოეზია ქართულად :ux: :ux: :ux:

მაპატიეთ და საზიზღრობად მეჩვენება, სხვადროსაც გადავიკითხავ აბა, იქნებ სხვა თვალით
შევხედო...
ჩემმა კალამმა სასწაულის ქმნა თუ ინება,
დროს შენი ხსოვნა სუნთქვასავით დაეფინება .....

#23 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 25 April 2008 - 10:08 PM

არცმასეთი საზიზღრობაა :D

ნუ შეიძლება ორიგინალი უფრო კაია და არცაა გასაკვირი
მაგარამ ქართული ენა უხდება პოეზიას...
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#24 anano    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 May 2008 - 05:56 PM

ხაიამი მაგარი დარდიმანდი კაცი იყო :jump: რა უნდოდ, თავადაც არ იცოდა...

#25 Poisonblack    ნიკის ჩასმა

    The Front Runner

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2848 წერილები:
  • Gender:Not Telling
  • Location:Over The Rainbow
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 May 2008 - 06:41 PM

:( არ ვიცი, სპარსული პოეზია როგორია ორიგინალში, მაგრამ რაც ქართულად ნათარგმნი წამიკითხავს, იმო ზედმიწევნით საშინელი რამეა :))

დადებული სურათი
Boku wa kimi no me no naka ni boku no me o mitsuketa
soshite et cetera...
kimi wa boku no me no naka ni kimi no me o mitsuketa?


#26 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 12 May 2008 - 07:43 PM

რომელი ავტორები წაგიკითხავს?
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი