Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Beqo

ეგ ყველაფერი (ჩემი აზრით) მარაზმია

მოდი ჩემო ქავბოო და ეგააა რა ;) :))

თემას აოფებ ეხლა შენ,არაა საჭირო ამ თემაში ლაპარაკი,ამ თემაში საჭიროა ის რაც სათაურშია მოცემული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დედი დედი როგორ გავჩნდი?

რავი შვილი

მამი მამი როგრო გავჩდი?

დედაშენი ##################ი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთხელ მინდა გავიღვიძო

შენს მკლავებთან..

ერთხელ მინდა გავახილო

თვალები და...

გითხრა, როგორ ჩამეძინა

ვარსკვლავებთან,

კოცნა როგორ აგიკრიფე

ხალებიდან...

მინდა ერთხელ, თუნდაც ერთხელ

ძილში შემკრთალს,

შენმა ტუჩმა დააფინოს

კოცნა ბაგეს..

ერთხელ მინდა დავიძინო

მხოლოდ შენთან,

გავეჯიბრო შენს სიზმარს და

შენს წილ ღამეს.

გული მერე სიყვარულმა

გამიგიჟოს,

სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება,

მითხრა ჩუმად... მხოლოდ ერთხელ

დამიფიცო

"შენ თუ წახვალ, ბევრი რამე მომაკლდება"

ერთხელ მინდა გავიღვიძო

შენს მკლავებთან,

ერთხელ მინდა გავახილო

თვალები და...

გითხრა, როგორ ჩამეძინა

ვარსკვლავებთან

კოცნა როგორ აგიკრიფე

ხალებიდან!!!!

 

 

ბიაკო

 

 

აბლაბუდებით ვქსოვე სიზმარი,

ღამემ სული და ძილი შემიძრა...

და მაშინ, როცა გიპოვე თითქმის,

სასაცილოა... გამომეღვიძა.

ნაცნობი ოთხი კუთხე კედლისა

სუნი ნაცნობი, ფარდა და კარი

და ჩემს მაგივრად დაუყვედრებლად

საწოლზე ვიღაც ტიროდა ღამით.

ხმაური ქუჩის ჩუმი და მკვეთრი

ოთახში ეგდო როგორც ხალიჩა,

დილამ დახედა სიზმარს ღიმილით

გაათრია და გარეთ დახლიჩა.

ვერ მოვასწარი ზმანება ჩემი

დამეხატა ან წიგნად მეკინძა

და დამენანა, ეს მერამდენედ

შენს გარეშე რომ გამომეღვიძა.

 

 

ბიაკო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო მეც მჭირს ხოლმე ზოგჯერ წამოვლები და ვწერ და ვწერ.... ეს 2007 წელს დავწერესავით....

 

უბრალოდ ვწერ იმას ხოლმე რასაც ვრგძნობ

 

...Soon he abandoned me, forget my feelings and fade away. But he've stayed his love in my heart. He is dead for me! I suffer without him... please God help me to forget him. I'll try, not try I'll do! I promise...

One day I'll get crazy

One day I'll take my razor, cut my veins and me heart'll stop beating

One day I'll fly from the building and me blood will paint the road you walk

One day I'll kill you and kill myself too

One day I'll ...

 

But God'll forgive me the wrong I've done becauso of love

I make the same wish every day... I wish you weren't so far away!

I miss your touch. I miss your warmth. I miss your Love...

I feel sad without you...

I miss you!

I send you my love! My heart yearns for you. I think of ...

Without you, every minute lasts an hour, every hour a day, and...

Wish I may, wish I might, have you here to hug all night. I miss you!

I am all alone without you

I Miss You

If I could be anywhere in the world... I would want to be

I'm missing you very much today sweetie

I'm lost without You

I'm here and you're there. One of us is in the wrong place. I Miss You!

Life is too short to live it without you... "I love You"

I can't wait to be in your arms!

So far, only my dreams have caressed your beauty. But...

The sky is always cloudy, when you're not with me. I Miss You

 

but I know I must forget you forever because of you!

(2007)

 

p.s And your KIss was the sweetest (2009)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...

მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.

აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.

ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში

ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი

იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს

შენი ლამაზი თვალების ფერი.

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის

მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი

დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.

იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ

შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში

ჭორი!

..გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და

მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...

ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა

დამფრთხალი ქუჩა...ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში

მათხოვრის მუჭას.

..გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ

დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ

შენთან ვიქნები ალბათ.

შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა

თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად (კი, ზღვაც ამაყობს თავის

ხმაურით, მაგრამ იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება).

ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდა

ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან

მოსვლამდე.

რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი

სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე

ქცეული ვიყავი კითხვად... მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი

შენ როგორ გითხრა! და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებ

ყველაფერს გეტყვი?- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ,

ის არის ბევრად იმაზე მეტი!..

მე ვარ მდინარე!

ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს

და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს

მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.

ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი

აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ

მიდის, მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს

ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.

მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს

არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ეს

ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.

შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ

მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!

ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა,

შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს

და დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით

მაგიდაზე გადაშლილ რუკას. სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ

გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან, მაგრამ

პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვს

ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;

გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცას

მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა

შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..

მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდა

გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის

ქალი?

პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ არსებობს

ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და

ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს ისევე კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით და

ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!..

ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე

ძვირფასს მისწერო...

არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!

არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევ

მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისე ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი, ჩემო

ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს

და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.

.. არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ

არაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი

კარგო! უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო, ჩვენ

არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!

მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის

შესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.

სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი

ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო, მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა

შენი პასუხი ზეპირად ვიცი – მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე

ბავშვივით დაიწყებ სიცილს.

შენ შეიცვალე.

მეც შევიცვალე.

სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.

ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის

ისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი.

შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს

დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,

არც დამიკარგავს არასდროს თითქოს, მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი “იყო და არა

იყო რას” მასგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა

ვარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.

ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე

ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლა

იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვე

ძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და

მხოლოდ.

შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ

მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის

მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.

ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინ

იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი და ოცნებებში მხვდებოდი

მხოლოდ...

მარტო ვარ შუა ოკეანეში,

სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.

მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები და

დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.

ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან

სიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!

რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზას

გადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე

ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს... ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე

ნეტაში დაგახრჩობ მერე.

მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში. შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ

მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:

-რა დაგემართა!

-ვერა მცნობ?

-მე ვარ!

მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...

ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა არ ვიცი,

ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?

მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ

დაივიქყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი,

რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.

უკვე თენდება.

თენდება უკვე, ღამე ტყვესავით ნებდება დილას. წვიმის წვეთები, როგორც

ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.

მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა

ძალიან მიჭირს...(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი).

მე მენატრები, როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი). მე მაინც

მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!

თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება

ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს, უეჭველი კი ის არის

მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.

მე ვარ მდინარე!

ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს

და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე

გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას

ნატრობ (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო

უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა).

შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის

ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.

შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი: მე შენს

ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდან

გასული გემი!

შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არც

სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.

ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა

ორი არსება, ორივე, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით

ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხამს.

შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი

არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით: მგონი ვიღაცამ ჩართო

რადიო,-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი,... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენ

მაინც გახსენი იგი. მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების

იქით!...

ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც

არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.

მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს

თუნდაც მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც :love2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ტირი?

_ჰო, ვტირი...

_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.

_გიყვარს?

_ჰო, მიყვარს...

_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი

ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:

_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?

_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...

_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.

_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს

და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...

უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს

ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:

_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?

ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა

გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.

და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან

ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც.

ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე

დედა~-დაიწერა ბაგეზე.

თვალები ძვლივს გაახილა...

..უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.

`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.

_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!

_გადარჩა?

_სადა ვარ?_ და ვარც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...

მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით

მეგობართან წავიდა. არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ

არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ

თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...

`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა და

ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.

`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,

ვერ მაპატიებს, ვერა...~

_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.

მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე

დედა~_ შეაშრა ბაგეზე.

_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა

მშობლებს...

რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...

მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...

_მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,

არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...

..ღმერთს არ ესმოდა მისი...

თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და

ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...

..ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...

`ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~

ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათს

უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს

თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ

ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში...

`ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილო

რა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~

საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა

დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა...

თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...

`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?..~ ყვავილებს შორის

ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა,

მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია

ახლოს და დაჯდა...

..ერთხანს დუმილს უსმენდნენ...

..თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს...

..ბოლოს დაირღვა სიჩუმე...

 

_დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე...

ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ

ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე...

გახსოვს იები რომ მოგიტანე?!.

_რა თქმა უნდა...

_ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?

_მახსოვს...

_გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?

_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ

ვიქნები...

_მე შენ მიყვარხარ!..

_სიბრალული გალაპარაკებს...

_მე შენ მართლა მიყვარხარ!..

_არ მითხოვია შენთვის შებრალება...

_შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა...

_არ არის საჭირო, გეხვეწები...

_მე, მეშEნ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!..

..ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა დარჩენოდა...

_იცი რაა?

_რაა?

_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!..

..და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს...

..ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...

თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები,

მეგობრები...

ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენ

სახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე...

..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...

..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს დავწერე ადრე თუ არ მოგეწონებათ არ ჩამქოლოთ ჯოჯოხეთი ქვია

 

 

gaxrwnil gvamebshi mocurave cariel fiqrebs sicocxle wamlavs... mati sityvebi uxilavad eferebian mokvdavta sizmrebs.. vercxlta landebshi chamaluli sevda uyurebs zgvis sasrulobas.. misi koshkidan gadmofrqveuli sisxlis wvetebi shavtetr sizmrebshi ikveteba mkvetr mkvdar landebad... niavis xmebshi azelili shtormis tirili intqmeba mkvdretit agmdgari mkvdrebis gaxrwnil xaxebshi.. yvavta landebi chafrenilan codvilta tvalebs.. jvarze gakruli mokvdavta sisxli ecema qvebze... gvelis wiwili efereba qalis mkrtal sxeuls... chonchxis dzvlebs shignis dasrialebs sisxlis mchameli... kedelze gakrul qalis biustshi shexrwnli zizgi moedo sivrces... qalis mkerdidan gadmosuli gvelebi ekrobian saflavis dzvel qvebs da mati shxami gavs kocnis dros gadmosul yalb vnebas... cariel fiqrebs dilegshi yavt gamomwyvdeuli mkvdarta ocneba... duji gadmodis zizgisgan sivrces... tvalis gugaze agbecgdili mkrtali sinatle micocavs tvinshi.. mtvaris shuqidan gadmowelili fiqrebis sisxli ecema zgvashi... mtvare anatebs mkvdarta tbashi gaxrwnil sicocxles... shavtetr sxeulshi chamqral siyvaruls isrutavs sevda... niangis xaxas daemsgavsa mtvare... iluziebshi shtantqmul grublebhsi gamoisaxa satanis klanchi... skalp dakawruli miwashi micocavs shishi.. zizgian sivrces gaqceul imeds sikvdilit sjian.. anawevreben mis ararsebul sxuls... glejen da ver dzgebian.. dae daglijon, daanawevron! usargeblo sulebs shoris damaluli mxrdali imedi... gamousadegar landebs shoris dasrialebs gaxrwnili gveli.. kudit miatrevs damxrchval da codvil sulebs.. geenas cecxlshi agikveta qalis dachmuli sxeuli.. misi yoveli sisxllis wveti wviasavit evlinneba tvitmkvlel sulta juja xeebs... romlebic tirian gamudebit... da mat sisxlnarev cremls svamen mkvlelis sulebi.. wminda petres jvari isev amotrialebuli dgaz da iwvis... cecxli ukidia da es cecxli mas xrwnis... xrwnis yovelive kargs da wmindas...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საღამო იყო, ციოდა. . . სახლში მარტო ვიყავი ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მგონი სიცხეც მქონდა, ცოტა ხანში მოვიდა ალეკო. ჩვენ უაზროდ ვიჯექით და ვლაპარაკობდით. მალე ტელეფონმა დარეკა. ავიღე ყურმილი:

-გისმენთ?!

-დათოს სთხოვეთ?

-დათო ვარ გისმენთ. . .

-იცი რა? არ ვიცი როგორ დავიწყო, მე თქვენთვის უცნობი ვარ და მე თქვენი გაცნობა მინდა.

მე ტელეფონზე გოგონას არ ვეცნობოდი, მაგრამ იმ დღეს არ ვიცი რა დამემართა, გავიცანი სახელად მარი. მარი 16 წლის იყო. მე კი 23-ის. გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და მე და მარი ერთმანეთს კვლავ ტელეფონით ვიცნობდით. ვეხვეწებოდი შეხვედრას, ბევრჯერ დავუნიშნე პაემანი, მაგრამ სულ მატყუებდა და არ მხვდებოდა. ერთხელაც ვეღარ, მოვითმინე და ვუთხარი თუ არ შემხვდებოდა, აღარ დაველაპარაკებოდი ტელეფონზე. ისიც დამთანხმდა. მარი შავგვრემანი და ცისფერ თვალება იყო. აი, ასე დაიწყო ჩვენი სიყვარული. მე ძალიან შემიყვარდა მარი, მასაც ვუყვარდი. ჩვენ ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ ერთ დღესაც, როცა მე სახლიდან ვიყავი გასული დარეკა მარიმ, სახლში ჩემი მამიდაშვილი მაკა და ალეკო იყვნენ. ყურმილი მაკამ აიგო.

-გისმენთ?!

-დათოს სთხოვეთ?

-დათო გასულია, თქვენ ვინ ბრძანდებით?

-მე მარი ვარ, გადაეცით, რომ დავრეკე.

-იცით რა მარი? მე დათოს მეუღლე ვარ და არ მომწონს აქ, რომ რეკავ. . .

-მე. . . იცით. . . მე. . .

მაკამ გათიშა. სახლში, რომ მივედი ალეკომ ყველაფერი მიამბო. მე მაშჰინ მარის დავურეკე.

-მარი დათო ვარ, ძალიან გთხოვ არ დაკიდო ყურმილი და მისმინე?! . .

-დათო რატომ არ მითხარი, რომ ცოლიანი იყავი, რაში დაგჭირდა 16 წლის ბავშვის მოტყუება? . . .

-მარი, ნუ ტირი. . . მისმინე. . .

მაგრამ მარიმ ყურმილი დაკიდა.

ამ დღის შემდეგ მაკას ჩემთან ფეხი აღარ მოუდგამს, აღარც მარის დაურეკავს, ის ძალიან ამაყი იყო და ვიცოდი, რომ აგარ დაბრუნდებოდა. ერთხელაც ჩემ ამხანაგთან ვიყავი დაბადების დგეზე. ჩემთან ერთად ალეკოც იყო. ამ დროს დარეკა ტელეფონმა, ეს დედაჩემი იყო, სასწრაფოდ მიბარებდა სახლში. მე ნასვამი ვიყავი და ალეკომ მარტო არ გამიშვა. მახსოვს ეს საღამო, 15 მაისი იყო. სახლში რომ მივედი დედა ნამტირალევი დამხვდა.

რა მოხდა? . . ხმა მიკანკალებდა. ვგრძნობდი, რომ რაგაც საშინელებას გავიგებდი.

-შვილი ვიგაცა გოგომ დარეკა და თქვა, რომ მარი ავარიაში მოყვა და შენს ნახვას ითხოვდა.

გავვარდი გარეთ. საავადმყოფოში, რომ მივედი მარი რამოდენიმე წუთის გარდაცვლილი იყო.

მე ცხოვრებიდან წავიშალე. არ მინდოდა ფიქრი იმაზე, რომ მე ის აგარ მყავდა, სიცოცხლე აგარ მინდოდა.

იმ დგიდან აგარ მეგიმებოდა, არ მეცინებოდა, გმერთო რა უბედური ვყოფილვარ. . .

მჯერა ამდენი ტანჯვის შემდეგ არც მე არ მიწერია დიდი ხნის სიცოცხლე. ჩემო მარი მეც მალე მოვალ შენთან და მანდ მაინც ვიქნებით ბედნიერები

Edited by Beqo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

The Bearer of Li...

 

:love2:

 

მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს,

მას გონია რომ მე იგი მიყვარს,

მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.

ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება,

იგი კრთის, როგორც ჩიტი პატარა,

იმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა,

რომელიც კუბოს კარამდე ატარა.

და ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო,

მე ის მომწონდა და არ მიყვარდა,

მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე,

ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.

და ერთხელ როცა ყვავილი დავდე,

დაღლილ დაქანცულს, უკვე დაკარგულს,

ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი,

თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს.

და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,

დროს მე მივყავარ და მე დრო მიმყავს.

ხალხო გაიგეთ მე ის გოგონა

ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი

მიყვარს!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

როგორც ამ ზაფხულს სიყვითლე ელოდება, შენც ისე გელოდება ვიღაც უცნობი. აკანკალებული ხელით მოვძებნი სახლში კომპიუტერის თეთრ კლავიშებს, როგორც შენს თითებს, ისე შევეხები. მადლობის მეტი რა მეთქმის შენთვის-მოდიხარ ჩემთან და მიპოსტავ პატარ-პატარა პოსტებს. მე მახსოვს კარგად, ყველაფერი კარგად მახსოვს, თუ როგორ ლამობდა ხორხიდან ამოსკდომას მრავალმილიარდჯერ გაცვეთილი სიტყვა "მიყვარხარ" ამ საუკუნეში კომპიუტერებით გატენილ ქალაქში, რომლის თავზეც ჩიტებიც აღარ დაფრინავენ და სადაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს არა მექანიზირებული გული და ასეთი გრძნობა. შენი ბრალი არ არის, ვიცი, რადგან ისეთი პატარა და უმწეო ჩანხარ ვით ხელისგულზე დაფრენილი მის ნაოჭებში გაჭ####ტილი საყვარელი ჭიამაია.

 

მე არ მინდოდა, დამეპოსტა სიტყვები ძალადაკარგული და გაცვეთილი ათასი ყბის მიერ და, კიდევ კარგი რომ არ იყო იგი, თორემ შენს სიყვარულს ვინ მაპატიებდა? მაგრამ რა იცოდნენ რომ. უფრო დიდი იყო და უფრო საშინელი ვიდრე, სიყვარული. არა მოწყალეო ქალბატონო, არ გთხოვ შებრალებას. დავხეტიალობ უდაბნოში, მზეში, ქვიშაში, ეს მზე კი არა გავარვარებული ღმერთის გულია, ეს ქვიშა არ არის, ეს უყვავილოდ დარჩენილი პეპლების ფრთების მსუბუქი მტვერია, მკვდარი პეპლების. გეყოთ , მოწყალეო ქალბატონო, პატარ-პატარა პოსტების გამომეტება, თქვენც კარგად იცით, რას ველოდები, ამდენი ხანი და ჩემს ოცნებით გაჟღენთილი თვალებიდან ცრემლების ნაცვლად მოწვეთავს სისხლი. ჰე...მოდი დროზე და გადამხადე ხავსიანი თავისქალა , თორემ ნაგავი აყროლდა შიგნით. რომლის გაწიწკვნას დამშეული ყვავ-ყორნები არ იკადრებენ, და, ალბათ, შენთვის რა ბედენაა ჩემი აზრები, ჩემი წუხილი , ფიქრი, დარდი, თუნდაც ეს პოსტი, ამ აბდაუბდას კითხვას, რა თქმა უნდა, გირჩევნია ფინჯანი ყავა. მე დავიღალე, მე აღარა ვარ, მე მოვკვდი შენში. მარტოსულს, ეულს, მიუსაფარს და უსასოოს, ყრუს, უსინათლოს, მიწას, ტალახს, არარობას უშენობა ისე მტანჯავს, ისე მაწამებს, აკანკალებული ხელით ვეძებ ხოლმე სახლში კომპიუტერის თეთრ კლავიშებს, როგორც შენს თითებს ისე ვეფერები.

 

 

ქალებისთვის ბევრი საჩუქარი გამიკეთებია, მაგრამ ამაზე "ძვირფასი" არა. პარადოქსი ის არის, რომ ამ ქალბატონს მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობდი ფორუმ ge-დან.

 

 

ოღონდ მალალეტკური ლაი ლაიs გარეშე :siriko:

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

დავიღალე

 

ქარი მინდა, რომ წავიდე

ამ ქვეყნიდან

სიკვდილს მსახურ რომ დავუდგე

და მოვცელო ყველა ყველა

 

პ.ს. მძიმე ბავშვობის გამოზახილი :D :jump:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაბეშა

დავლევ ღვინოს მო@$@$#@$ავ ნინოს და დავუკრავ პიანინოს რომ მე ტკბილად დამეძინოს

პახაბნობები მოსულა??

 

კაი მაშინ:

 

 

,,რათ მინდა ქალის დამპალი ხვრელი, როცა მაბია მარჯვენა ხელი'' :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...