Search the Community
Showing results for tags 'ელინიზმი'.
-
სტოიციზმი ელინისტური ფილოსოფიაა რომელიც ზენონ კიტიელმა (ძველი ბერძენი ფილოსოფოსი) პირველად სტოიკური ფილოსოფიის სკოლის სახით შექმნა, ძველ ათენში, ქრისტეს შობამდე მე-3 საუკუნეში. სტოიციზმი პერსონალური ეთიკის ფილოსოფიაა, რომელიც ლოგიკურ სისტემად არის წარმოდგენილი და ერთიან სურათში სამყაროზე შეხედულების მოდელს გვთავაზობს. მისი სწავლების მიხედვით, გადიხარ ადიაფორას გზას, რომელიც აწმყოს მიღებაში გეხმარება, საკუთარი თავისთვის უფლების არ მიცემით, კონტროლი დაკარგონ შიშის, ან სიამოვნების (გრძნობების) გამო. გონების გამოყენებით შეიცნონ სამყარო და მიიღონ მონაწილეობა ბუნების ჩანაფიქრის შესრულებაში, ერთად მუშაობითა და სხვებთან სუფთა, სამართლიანი დამოკიდებულებით. სტოიცისტები განსაკუთრებით ცნობილნი არიან მათი სწავლებით, რომ “სათნოება ერთადერთი სიკეთეა” ადამიანებისათვის და გარე ფაქტორები, როგორიცაა ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიამოვნება - არ არის თავისთავად კარგი, ან ცუდი, არამედ მათ აქვთ ღირებულება სათნო ქმედებასთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ გარკვეული კრიტერიუმით ვანიჭებთ მათ, შესაძლებელია ამ ღირებულების სათნოებაზე მორგება. სტოიციზმი არისტოტელეს ეთიკასთან ერთად საფუძველს უდებს დასავლურ არტატიკურ ეთიკას (aretaic ethics - Virtue ethics). სტოიცისტები საფუძველს უდებენ განკითხვის საფუძველზე შექმნილი ემოციების ბლოკირებას, ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანები მიზნად უნდა ისახავდნენ მოცემულობებთან ემოციურად თანხვედრაში მოსვლას, რაც არჩევანის ფილოსოფიის (Prohairesis), სახელით არის ცნობილი. თავისი მხრივ კი ეს იმას გულისხმობს, რომ სტოიცისტური ფილოსოფია გვთავაზობს ადამიანები შევაფასოთ არა მათი ნათქვამის, არამედ მათი ქმედებების მიხედვით, რამდენადაც ჰარმონიის მისაღწევად, ადამიანმა უნდა გაიაზროს სამყაროს წესები, რადგან ყველაფრის ძირეული ახსნა სწორედ სამყაროს ხასიათსა და ბუნებით მოცემულობაშია. ბევრი სტოიცისტი, მაგალითად სენეკა და ეპიკტეტუსი - მიიჩნევდნენ, რომ სიკეთე (სათნოება) საკმარისია ბედნიერებისათვის, სიბრძნე კი ემოციურ მდგრადობას გვანიჭებს უიღბლობის მიმართ. ეს რწმენა მსგავსია ფრაზის მნიშვნელობისა “სტოიცისტური სიმშვიდე”, თუმცა ფრაზა არ მოიცავს რადიკალურად ეთიკურ სტოიცისტურ ხედვას, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ სიბრძნე შეიძლება იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი და ყველა ტიპის მორალური გადაცდომა, თანაბრად მიუღებელი. სტოიცისზმი პოპულარული გახდა ძველ რომაულ-ბერძნულ სამყაროებში, ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნეში, როცა მის მიმდევართა შორის იყო იმპერატორი მარკუს აურელიუსი. ის უარყოფილ იქნა ქრისტიანობის დაკანონებასთან ერთად, მე-4 საუკუნიდან. მას შემდეგ ის ისტორიულად აღორძინდა რენესანსისა (ნეოსტოიციზმი) და თანამედროვე ფილოსოფიის (თანამედროვე სტოიციზმი) ეპოქებში.
-
ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძ. Μέγας αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა. ალექსანდრე რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდს ან მაკედონელს უწოდებდნენ 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-მ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო, რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს. ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა. ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი. ძვ. წ. 334 : ივნისში, გრანიკოსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი. ძვ. წ. 333 : ისოსის ბრძოლა. მან გადაჭრა გორდიას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი. ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელის ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში. ძვ. წ. 331 : გავგამელის ბრძოლა. ალექსანდრემ მესამედ დაამარცხა დარიოსის ჯარი. ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი. ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები. ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში. ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო „სოგდიის კლდე“, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო. ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია. ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუზაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიოს III-ის ქალიშვილზე - სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არც ერთი წყაროთი არ დასტურდება). ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა. დიადოქოსები (ბერძ. διάδοχος — მემკვიდრე) — ალექსანდრე დიდის სარდლები, რომლებმაც მისი გარდაცვალების შემდეგ, ძვ. წ. 323—ძვ. წ. 301 წლებში მიმდინარე ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, გაინაწილეს ალექსანდრე მაკედონელის იმპერია. ამ გაყოფის შედეგად წარმოიქმნა ელინისტური სახელმწიფოები — სირია, ეგვიპტე, ბითინია, პერგამონი და მაკედონია ცნობილი დიადოქოსები იყვნენ — ანტიგონე I და მისი ვაჟი დემეტრე პოლიორკეტი, ანტიპატრი და მისი ვაჟები კასანდრი, პტოლემე I, სელევკი, ლისიმაქე და ევმენი. მათ შორის გაჩაღდა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც გაგრძელდა 22 წელიწადი ძვ. წ. 323 – ძვ. წ. 301 წლებს შორის. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა იპსასთან ძვ. წ. 301 წელს. ეს პერიოდი ისტორიაში ცნობილია სახელწოდებით – დიადოქოსების (სარდლების) ბრძოლა. ბრძოლის შედეგად, წარმოიქმნა სახელმწიფოთა ახალი სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც ელინისტური სახელმწიფოები და რომელშიც შევიდა მთელი მიწები – ადრიატიკის ზღვიდან მდინარე ინდამდე გადაჭიმული. ელინისტური მონარქიები დიადოქოსების ბრძოლა ხასიათდება ბერძნული პოლიტიკური ორგანიზაციებიდან — პოლისებიდან დაპყრობილი ტერიტორიების მემკვიდრეობით მონარქიებად გარდაქმნაში, აგრეთვე, ბერძნული კულტურისა და ეკონომიკური აქტივობის მცირე აზიასა და ეგვიპტეში გადატანით. ასეთი ქვეყნები იწოდებიან ელინისტურ სახელმწიფოებად. მათ შორის მნიშვნელოვანი იყოː ამ ე. წ. ელინისტურად წოდებულ სახელმწიფოთაგან უმნიშვნელოვანესი იყვნენː ელინისტური ეგვიპტე, პტოლემეებით სათავეში სირია, სელევკიდებით სათავეში მაკედონია, ანტიპატრე I ცალთვალას მემკვიდრეებით სათავეში ძვ. წ. 282 წელს მათ მიუერთდა პერგამონის სამეფო ატალიდების დინასტიით სათავეში ყველა მათგანი, საბოლოოდ, დაპყრობილ და მიერთებულ იქნა ძველი რომის სახელმწიფოს მიერ. http://talimger.org/_pu/0/s55656406.jpg http://samlib.siwatcher.ru/img/o/orlow_w_k/orlowwk-prorochestwa2016/orlowwk-prorochestwa2016-20.jpg
-
ელინიზმი — პირობითი ცნება, რომელიც მოიცავს გარკვეულ ისტორიულ ეპოქას ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან (ძვ. წ. 323 წ.) რომაელთა მიერ აღმოსავლეთ ხმლთაშუაზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს - პტოლემეების ეგვიპტის - დაპყრობამდე (ძვ. წ. 30 წ.) ბერძენ-მაკედონელთა პოლიტიკური ექსპანსია ძველ საქართველოს (იბერია, კოლხეთი) არ შეხებია. იგი დარჩა „ელინისტური ოიკუმენეს“ (ანუ ელინიზმის ეპოქის ანტიკური სამყაროს) ფარგლებს გარეთ, თუმცა ელინისტურ სამყაროსთან პოლიტიკურმა კონტაქტებმა, სავაჭრო-ეკონომიკურმა და კულტურულმა ურთიერთობამ გარკვეული გავლენა იქონია იბერიისა და კოლხეთის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე, პოლიტიკურ წყობაზე, კულტურასა და იდეოლოგიაზე. ქართლის სამეფოს დამაარსებელმა ფარნავაზ I-მა (ძვ. წ. III საუკუნე) სახელმწიფო ორგანიზაცია და ფინანსური კონტროლი სელევკიდური სირიის მსგავსად განაწესა: ძველი ქართლის ათასისთავი მასზე დაქვემდებარებული ფისკალური ერთეულით ელინისტური აზიის ქილიარქიებს (უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა) შეესატყვისებოდა. ელინისტურ მონარქ-დესპოტთა მსგავსად ფარნავაზმა თავი ღმერთად გამოაცახადა, მაგრამ მათგან განსხვავებით, იგი რომელიმე ბერძნულ ღვთაებას კი არ განასახიერებდა, არამედ ქართველთა უზენაეს ღვთაებას – არმაზს. ელინიზმის ეპოქაში საქართველოზე გადიოდა ერთ–ერთი დიდი მსოფლიო სავაჭრო სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს აღმოსავლეთთან აკავშირებდა. ამ გზით საქართველოს სხვადასხვა ოლქში ვრცელდებოდა ბერძნული საქონელი: მხატვრული და სამეურნეო კერამიკა, ტორევტიკისა და გლიპტიკის ძეგლები, მონეტები. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული როგორც ბარის, ისე მთის მოსახლეობაც, რაც ხელს უწყობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარე ქალაქების სავაჭრო–სახელოსნო ცენტრებად დაწინაურებას, ქვეყნის ინტენსიურ ურბანიზაციას. გარესამყაროსთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას შედეგად მოჰყვა ელინისტური სამონეტო სისტემის დანერგვა: კოლხეთში დაიწყეს - ლისიმაქეს, ხოლო იბერიაში ალექსანდრე მაკედონელის სტატერების ოქროს მინაბაძის მოჭრა. ქალქებში ფართოდ გავრცელდა ელინისტური სამშენებლო წესები და არქიტექტურული ორდენის ელემენტები, საფორტიფიკაციო სისტემა და საკულტო თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობათა ზოგიერთი ტიპი, ქვისა და ბრინჯაოს ქანდაკებები და რელიეფები, ტერაკოტული პლასტიკა. ამზადებდნენ ბერძნული ტიპის სავაჭრო-სატრანზიტო ჭურჭელს - ამფორებს, აგრეთვე სათევზე ლანგრებს, სანელსაცხებლეებს და სხვ. ელინისტური გავლენა შეიჭრა იდეოლოგიურ სფეროშიც: გავრცელდა ბერძნული რელიგიური კულტები და რწმენა-წარმოდგენები, რაც აისახა დაკრძალვის წესებშიც (სამარხებში მონეტების ჩატანება ქვესკნელის ბებერი მენავე ქარონის „მოსასყიდად“). ელინისტური კულტურის გავლენა საქართველოში მაინც ზედაპირული იყო. მან უპირატესად ქალაქებსა და საზოგადოების ზედაფენებში მოიკიდა ფეხი. ამასთან მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ელინისტური ტრადიციები შუა საუკუნეების ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში არ დამკვიდრებულა და არც განვითარებულა. ლიტერატურა ლორთქიფანიძე ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 646, თბ., 2012 წელი.
-
- ძველი საბერძნეთი
- ფილოსოფია
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ნაწილი 1 "ქსენოფანეს წინაშე, უწინარეს ყოვლისა, პოლითეიზმის საფუძვლიანობის საკითხი დადგა. პოლითეიზმი მრავალღმერთიანობის თეორიაა, გაღმერთებულია ბუნების მოვლენებიცა და ადამიანებიც. ქსენოფანეს აზრით, ბუნების მოვლენების გაღმერთება უსაფუძვლოა, რადგან შეუძლებელია ღმერთი ცვალებადი, წარმავალი იყოს. იკი აკრიტიკებს ანთროპომორფიზმს ანუ ღმერთის ადამიანური თვისებებით წარმოდგენას. ჰომეროსისა და ჰესიოდეს ღმერთები ადამიანთა მსგავსად ცრუობენ, მრუშობენ, ქურდობენ, ერთმანეთს ებრძვიან. ამ ღმერთებს აქვთ ადამიანის მსგავსი სხეული, რომლითაც ისმენენ, ხედავენ, სუნთქვანენ და ა.შ. ქსენოფანეს აზრით, ადამიანური პრედიკატები ღმერთისთვის უცხოა. ამგვარი ღმერთები კი არ ქმნიან და მართავენ სამყაროს და ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანები ქმნიან ღმერთებს. ღმერთების სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზია ადამიანთა განსხვავება: ეთიოპიელების ღმერთი შავია და პაჭუა, თრაკიელებისა ცისფერთვალა და წითელთმიანი, ხოლო ხარებს, ცხენებსა და ლომებს რომ ხელები ჰქონოდათ ან ხატვა შესძლებოდათ, ან სახის შექმნა ადამიანისებურად, მაშინ ცხენები ღმერთს ცხენისებრი, ხარები ხარისებრი სახით დახატავდნენ და ასეთი სახით წარმოადგენდნენ. ქსენოფანე უარყოფს პოლითეისტურ ღმერთს, მაგრამ ამ გზით იგი საერთოდ ღმერთის უარყოფამდე კი არ მიდის, არამედ მონოთეიზმის დასაბუთებას ცდილობს." წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 37. "იონიელებმა სამყაროს არსებად ცვალებადი და გარდაქმნადი ბუნების მოვლენები მიიჩნიეს. ქსენოფანეს აზრით, სამყაროს არსებაა უძრავი და უცვლელი ღმერთი. იგი უპირისპირდება სიმრავლეს (ბუნებას) როგორც ერთი. ღმერთი არსია სამყაროსი და შეუძლებელია მრავალი იყოს, რადგანაც მრავალი თანაბარძალოვანი ღმერთის დაშვებისას ღვთაებრივი ძალა განაწილდება სიმრავლეში და არც ერთი მათგანი არ იქნება ღმერთი (ძალის სიმცირის, ნაკლის გამო). ხოლო თუ მრავალი ღმერთი არათანაბარძალოვანია, მაშინ ყველაზე ძლიერს ექნება ღმერთის მნიშვნელობა, სხვანი კი დაქვემდებარებულნი იქნებიან, მაგრამ ასეთი ღმერთები არ შეიძლება არსებობდნენ; ე.ი. მრავალი ღმერთის დაშვებას საბოლოოდ მონოთეიზმამდე მივყავართ". წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 38. ქსენოფანეს არგუმენტები და იდეები: #01 - "მითოლოგია ადამიანური წარმოსახვის ნაყოფია" #02 - "ღმერთები ჰგვანან ადამიანებს, ეს აბსურდია" #03 - "უმეცრებამ წარმოშვა ზებუნებრივის რწმენა და მითები ღმერთების შესახებ" #04 - ქსენოფანეს გაგებით ზოგიერთი ღვთაებების სიკვდილი და რეინკარნაცია უაზრობაა (იგულისხმება - ადონისი, ოსირისი და ა.შ.) #05 - "ტიტანები, გიგანტები და კენტავრები ძველი ხალხების ფანტაზიის ნაყოფია". #06 - ქსენოფანე ებრძოდა მკითხავებს და ორაკულებს. #07- "რეინკარნაცია არ არის" #08 - "თუ დავუშვებთ, რომ არის მრავალი ღმერთი, გამოვა, რომ თითოეული მათგანი რაღაცაში სხვებზე მეტი და ძლიერი იქნება, რაღაცაში კი ნაკლები, სუსტი, ასეთი არსებები კი ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღვთაება ვერ აიტანს, რომ ვინმე მასზე მაღლა იდგეს და მასზე ბატონობდეს" #09 - "თუ ღმერთები ძალით თანასწორები არიან, მაშინ ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღმერთი სხვებზე უკეთესი და აღმატებული უნდა იყოს" #10 - "მრავალი ღმერთი რომ არსებობდეს, მათგან არც ერთს არ ექნებოდა ყოვლისშემძლეობა" #11 - "ღმერთები (ღმერთი) არც იბადებიან და არც კვდებიან" #12 - "შეუძლებელია ღმერთი დარბოდეს სამყაროში სხვადასხვა საქმეებზე, როგორც ადამიანი" ქსენოფანეს კრიტიკა (ჩემი კონტრარგუმენტები ქსენოფანეს წინააღმდეგ): #01 - საიდან ვასკვნით, რომ მითოლოგია მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და სხვა არაფერი? და რა არის წარმოსახვა? ქსენოფანე აბსურდად მიიჩნევს მითოლოგიას და ვერ ხედავს რომ მითები და ლეგენდები ესენია ძველი ისტორიები, ადამიანების და ღმერთების კონტაქტის შედეგი. ესაა ინფორმაციული არქივი ძველი ეპოქების შესახებ. ქსენოფანე საერთოდ არ იცნობდა დჰარმულ რელიგიებს და საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოგზაურობდა, მთელ მსოფლიოს ვერ მოივლიდა და შესაბამისად ყველა რელიგიასაც ვერ შეისწავლიდა, მის დროს ბერძნული გეოგრაფია უაღრესად პრიმიტიულ დონეზე იყო და განათლების ზოგადი დონეც. წარმოსახვა ესაა გონება (მანასი", რომელიც დაკავშირებულია წინა ინკარნაციებთან და ადამიანის გულში მსუფევ ზესულთან (პარამატმასთან). დევები (ღმერთები) გავლენას ახდენენ ადამიანურ ემოციებზე და შთაგონებაზე (იხ. მუზები და მოირები). #02 - დჰარმული და ჩინური რელიგიების მიხედვით ჰუმანოიდური ფორმა სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია, სხვადასხვა ზებუნებრივი არსებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამის გარდა, სხვადასხვა განვითარების და ტემპერამენტის მქონე ადამიანებს ევლინებიან განსხვავებული ფორმებით. ანთროპომორფული (ჰუმანოიდური) არის სამყაროში მცხოვრები მრავალი რასა (დევები, ასურები, პრეტები, ბჰუტები, ნარაკები, ბოდჰისატვები და ა.შ.). ვედების მიხედვით სამყაროში გავრცელებულია 400 000 ჰუმანოიდური ფორმა. #03 - უმეცრება ესაა სულიერი ცოდნის უარყოფა და ურწმუნოება და არა რწმენა. ეს მხოლოდ ქსენოფანე ფიქრობდა, რომ ძველი მსოფლიოს მისტიკოსები "უმეცრები" იყვნენ, დასაბუთება ცხადია ვერ შეძლო. #04 - ღვთაებებს შეუძლიათ სიკვდილი დ მკვდრეთით აღდგომა. ვერაფერს წინააღმდეგობრივ და უაზროს ამაში ვერ ვხედავ. სული უკვდავია, ხოლო ასტრალური სხეულის და ფიზიკური ხორციელი გარსის მოსპობა ძალიან მარტივად შეიძლება. ღვთაების რეინკარნაცია სულაც არ არის უსაფუძვლო და აბსურდული, ქსენოფანეს არ ესმის მისტიციზმი, ღვთაებათა ბუნება. #05 - ტიტანების, გიგანტების და კენტავრების ძვლებს მთელ პლანეტაზე პოულობენ, ამის გარდა უაზრობა იქნებოდა გვემტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან რომ ნახეს ეს არსებები, ყველანი არიან "შეშლილები", აბსურდი ის იქნებოდა, რომ სხვა ჰუმანოიდური და მისტიკური რასების არსებობის უარყოფა მიგვეჩნია მართებულად. ადამიანთა მსგავსი ცოცხალი არსებები, დაჯილდოვებულნი არაადამიანური უნარებით და ძალებით სავსებით შეიძლება არსებობდნენ, ამის გამორიცხვა ნონსენსია. #06 - ნუთუ ქსენოფანე ვერ ხედავდა, რომ მკითხაობა და ორაკულობა რეალურად მოქმედებს? ცხადია არსებობენ შარლატანებიც, მაგრამ, რის საფუძველზე უწოდებდა მკითხავებს და ორაკულებს, ყველას უკლებლივ, შარლატანებს? ეს გაურკვეველია. #07 - რეინკარნაციის იდეა არის მრავალ რელიგიაში, განსაკუთრებით კი დჰარმულ რელიგიებში, სადაც სულთა გადასახლება იდეად კი არა, ბუნების აბსოლუტურ კანონად ითვლება. დოქტორი იან სტივენსონი აშშ-დან ამტკიცებს, რომ მან შეძლო რეინკარნაციის ფაქტის დადასტურება, მსოფლიო ისტორიაში იყო მრავალი ადამიანი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ახსოვდათ წინა ცხოვრება და ამას ასაბუთებდნენ კიდეც, შეუძლებელია ყველა გიჟი იყოს. სული (ატმანი) რეალურად გადადის სხეულიდან სხეულში კარმული კანონის ზეგავლენით და ეს ფაქტი სავარაუდოდ გაუგებარი ან სულაც უცნობი იყო სკეპტიკურად განწყობილი ქსენოფანესათვის. #08 - თითოეულ ღვთაებას აქვს საკუთარი სფერო და კონკრეტული ტალანტები. რა არის აქ გაუგებარი? რა იცოდა ქსენოფანემ, რომ ღვთაებათა შორის გარკვეული იერარქია ვერ იარსებებს? #09 - ღმერთები არ არიან ერთნაირი ძალის. #10 - ყოვლისშემძლე არავინაა. უმაღლესი ღმერთიც კი შეზღუდულია საკუთარივე კოსმიური კანონებით (ეთიკით). ყოვლისშემძლეობა უეჭველად გულისხმობს აბსოლუტურ თავისუფლებას მოქმედებაში და შესაბამისად მორალურ ნიჰილიზმს. "თავისუფალ" ღმერთს გამოდის რომ შეეძლება რაც მოესურვება ყველაფრის გაკეთება ანუ არ ექნება ეთიკური საზღვრები. #11 - არავინ არ იბადება და არ კვდება. იბადება და კვდება სხეული, სული (ატმანი) - არა. დაბადება და სიკვდილი მოჩვენებითია, სული მარადიულად უსაწყისო და უსასრულოა. რა არის აქ გაუგებარი? კარგი იქნებოდა ქსენოფანეს შეესწავლა შაივა-სიდჰანტას ფილოსოფია ან შანკარას ადვაიტა. #12 - ვითომ რატომ არის შეუძლებელი, რომ სხვადასხვა რანგის ღვთაებები ფლობდნენ ადამიანის მსგავს ფორმას და "დარბოდნენ" სხვადასხვა პლანეტებზე და სამყაროებში საქმეზე? ვერ ვიგებ ქსენოფანეს უსაფუძვლო მტკიცებებს. მისი სკეპტიციზმი უსაფუძვლოა. P.S. ეპილოგი. ღმერთები არიან ადამინის მსგავსი სულიერი არსებები, რომელთა შორისაც არსებობს უმკაცრესი იერარქიული სისტემა. პარაბრაჰმანიდან ჩნდება ტრიადა (ტრიმურტი), ხოლო ტრიადა წარმოშობს ღვთაებათა მთელ მირიადებს, იერარქიებს, ეს არსებები ქმნიან ადამიანურ რასას და პლანეტებს. თითოეულ პლანეტას და ვარსკვლავს ჰყავს თავისი ასტრალური ღვთაება (ჰუმანოიდური ავატარა), რომელსაც გააჩნია კონკრეტული ემოციები, იდეები და გონება. ისინი გავლენას ახდენენ ადამიანებზე და ზოგადად ბიოსფეროზე. ღმერთების სიმრავლის მიზეზია ის, რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, წარმოშობენ ემანაციებს და ექსპანსიებს და ეცხადებიან სხვადასხვა ფორმით და სახით სხვადასხვა აზროვნების მქონე ხალხებს. ამის გარდა ისიც ნათქვამია მითებში, რომ ღმერთებმა გაინაწილეს დედამიწის ხალხები და სამეფოები (!). ბასილიდე გნოსტიკოსიც ამ აზრზე იყო. წარმავალია მხოლოდ მატერია და არა სული. რაც შეეხება ღმერთების ქცევას და სხეულის ქონას, ბუდისტური, ჯაინისტური, დაოსური, შინტოისტური და ვედური (ინდუისტური) რელიგიური ფილოსოფიის მიხედვით, დაბალი იერარქიის, დაბალი რანგის ღმერთებს (ღვთაებებს) გააჩნიათ ადამიანთა მსგავსი ემოციები და გარეგნული ფორმა, რაც სავსებით ბუნებრივია. რა არის აქ გასაკვირი? არაფერი. ქსენოფანე იმყოფებოდა მანუმაიას დონეზე და მთელი მისი "ფილოსოფია" ესაა პრიმიტიული მენტალური სპეკლაციები, სხვა არაფერი. ქსენოფანეს არ ჰქონდა სიყვარული და სულიერი სიახლოვე უფალთან (უზენაესთან). მისი კრიტიკა ესაა აგრესიული ღვარძლი და სხვა არაფერი. მას საერთოდ არ ესმოდა თუ რას წარმოადგენს მატერიალური ბუნება და კოსმიური იერარქია. ომ შანტი ნაწილი 2 ვედანტა, მაჰაიანა და ქაშმირული შივაიზმი ქსენოფანე კოლოფონელის წინააღმდეგ რა არის ღმერთი? ყველას თავის ჭკუაზე ესმის ეს, თუმცა არსებობს ობიექტური ცოდნაც (გნოზისი). ქსენოფანე კოლოფონელი აშკარად მოკლებული იყო გნოზისს. ღმერთის (ღვთაების) რაობა და არსი შეგვიძლია გავიგოთ ორგვარად: #1 ღმერთი არის უსასრულო მულტისამყარო (ცოცხალ არსებათა და ციურ სხეულთა ერთიანობა) და ამ მულტისამყაროს კოლექტიური (აბსოლუტური) ზეცნობიერება. #2 ღმერთი ესაა ღვთაება, ჰუმანოიდური არსება, რომელიც ფლობს ადამიანურის მსგავს სხეულს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერს, შეუძლია სივრცეში მყისიერად გადაადგილება ეთერული პორტალების დახმარებით, ფორმის შეცვლა, შემცირება და გადიდება, დროის და სივრცის გამრუდება, მატერიის შექმნა ენერგიიდან და სხვა მსგავსი სიდჰები (სრულყოფილებები, უნარები). დაცემულ ღმერთებსაც (ასურებს) შესაძლოა გააჩნდეთ მსგავსი უნარები, თუმცა უფრო შემცირებული. ღმერთების გონება, სული და სხეული შესაძლოა იყოს გაცილებით უფრო ძლევამოსილი, ვიდრე ადამიანის. სხვადასხვა რანგის ღვთაებებს (ღმერთებს) შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული ძალა და ფსიქოლოგია, მენტალიტეტი. ომ შანტი
-
ბევრი მსაყვედურობს: "რატომ გძულს განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფია?", ბევრი ვერ ხვდება და ფიქრობს რომ მე ბნელი შუასაუკუნეები მომწონს. საქმე იმაშია რომ ახ.წ. 314 წელს მილანის ედიქტით ქრისტიანული "ორთოდოქსიის" დაკანონებით რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ბოლო მოუღო ანტიკურ ფილოსოფიას, კონსტანტინემ ცოცხლად დამარხა და დაასამარა, საფლავში ჩადო ელინისტური პანთეისტური ფილოსოფია, ეგვიპტური ისიდაიზმი, ირანულ-რომაული მითრაიზმი და გნოსტიციზმი. მილანის ედიქტით რომმა საბოლოოდ აკრძალა არაორთოდოქსული აზროვნება. ახ.წ. 529 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ საბოლოოდ აკრძალა ნეოპლატონიზმი და დახურა ნეოპლატონიკოსთა აკადემიები. აი სწორედ მაშინ დაიწყო დეგრადაცია და დაცემა ანუ ბნელი შუასაუკუნეები. არათუ მეოცე საუკუნემდე არამედ დღემდეც კი მთელ ევროპაში და ამერიკაში "ფილოსოფიური" პოლემიკა გრძელდება და ხორციელდება ბიბლიის გარშემო, აბრაამული ქრისტიანული ბიბლიის გარშემო. განმანათლებლობის ეპოქაში არაფერი შეცვლილა, ანტიკური და ეგვიპტური რელიგიური ფილოსოფია ხომ საბოლოოდ დაივიწყეს, ამას გარდა ყოველგვარი პოზიტიური და ნეგატიური კრიტიკაც მიდიოდა ბიბლიის გარშემო. იდეალისტები იცავდნენ ბიბლიას, ხოლო მატერიალისტები ებრძოდნენ ბიბლიას. ინდურ და ტიბეტურ ფილოსოფიაზე ხომ საერთოდ არავინ არ ფიქრობდა და შეიქმნა იმის ილუზია რომ ჯერ ერთი ფილოსოფია მხოლოდ ევროპაში იყო და მეორეც ის რომ დადგა "განმანათლებლობა". ათეისტებიც და თეისტებიც ფეხებზე იკიდებდნენ ელინიზმსა და ისიდაიზმს და საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას ინდურ და ტიბეტურ იოგას, ვედანტას და ტანტრას. აი ესაა ჩემი ანტიპათიის მიზეზი. ამომივიდა ყელში ეს მონოთეისტური ბიბლია. სხვა საფიქრალი არაფერი გაქვთ?...
-
ჰარპიები (ჰარპაგოს – მტაცებელი; ტაცება; ხარბი) — ქარიშხლიანი ქალღმერთები, შმაგი ქარიშხლისა და ორომტრიალის სწრაფი ღმერთქალები, მტაცებელი ურჩხულები, ნარევი სახეები, ხარბი დემონები. ზოგი ღმერთებს უწოდებს, ზოგი დემონებს,რომელთაც ქალის თავი, ფრინველის ტანი და კლანჭები ჰქონდათ. ჰომეროსი უბრალოდ პოდარგეს ეძახის, ესაა აქილევსის ცხენების ქსანთოსის და ბალიოსის დედა (პოდარგოს - სწრაფი, „ფეხმარდი“, მენელაოსის და ჰექტორის ცხენებსაც ეწოდათ). ეს მტაცებელი ფრთოსნები, რომელნიც მეფე ფინევსს მიუჩინეს და სანოვაგეს პირიდან აცლიდნენ, ერთი ვერსიით უგზო-უკვლოდ დაკარგულებსაც დააცხრებიან, სულებს იტაცებენ. ჰესიოდეს მიხედვით მშვენიერ კულულებიანი ქალღმერთებია, თავმანტისა და ოკეანიდ ელექტრას ასულები, სახელად აელე და ოკიპეტე. შემდეგ ბოროტი მტაცებელი ფრთოსანი ქალწულების სახე მიიღეს, რიცხვმაც იმატა (აელოპე, თიელა, კელენო და ა.შ.). მათი სახე განსაკუთრებით ჩამოყალიბდა აპ. როდოსელის „არგონავტიკაში“, სადაც ანაზდეულად ღრუბლებიდან მოფრენილი ჰარპიები სუფრას უცარიელებენ და სასახლეს უყროლებენ თრაკიელ მისანს, ბრმა მეფე ფინევსს. მტაცებლებს ძმები — ბორეადები დაედევნებიან და სამუდამოდ განდევნიან, ან სტროფადებთან ეწევიან, კლავენ და ზოგი ვერსიით თვითონაც კვდებიან. აქ, სტროფადებთან ნახა ენეასმა საზარელი, ჭანგებიანი, მუდამ მშიერი ჰარპიები - ბოროტი კელენო და მისი დები. როგორც კი ენეასმა და მისმა მხლებლებმა სუფრა გაშალეს, ყრანტალით დაესხნენ თავს, შესანსლეს სანოვაგე და ააყროლეს იქაურობა. ბოლოს ხმლით შეუტიეს, მაგრამ ვერა ავნეს რა. კლდეზე შემომჯდარმა „ფურია კელენომ“ უწინასწარმეტყველა: ქალაქს გალავანს ვერ შემოავლებთ, ვიდრე შიმშილით ისე არ გამწარდებით, რომ მამიდასაც კი დახრავთო. ჰარპია მითოლოგიური, ფრთოსანი, ბასრბრჭყალებიანი არსებაა, ნახევრად ქალი და ნახევრად ფრინველი. ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად იგი ზღვის ქალღმერთ ტავმანტასა და ოკეანიდა ელექტრას ქალიშვილია. ჰარპია შურისძიების სიმბოლოდ ითვლება, მისი სახელი ითარგმნება, როგორც გრიგალი, ქარიშხალი, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთები, მათ წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ჰარპიებს ადამიანების დასჯის მიზნით აგზავნიდნენ დედამიწაზე. ჰარპიები მათ ართმევდნენ საკვებს, რამდენჯერაც ისინი დააპირებდნენ მის მიღებას, და ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ ადამიანი შიმშილით არ დაიღუპებოდა. ადამიანი - ჰარპია ძნელად ივიწყებს წყენას და ძალიან უჭირს პატიება. იგი წყენასა და ბოღმას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იხვევს გულში ისე, რომ გარეგნულად არაფერს იტყობს, თუმცა მუდამ მზად არის შურისძიებისათვის. ჰარპიებს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებთ მტრის წარუმატებლობა და მარცხი.
-
რელიგიური მარაზმი და პათოსი (გოიმი გვიყვება "სიყვარულზე" და "უფალზე")
შანკარადევა posted a blog entry in შანკარადევა's ბლოგი
რელიგია შეგეშალა დაიკო. პარაზიტების შექმნილ რელიგიებს ბრმად ენდობი და ასტრალურ პარაზიტს "ღმერთს" უწოდებ...მეცოდები... არ გესმის არც გნოსტიციზმი, არც ტანტრა და არც ელინიზმი. გოიმი ხარ და რას იზამ, ყველა ხომ არ იქნება განსწავლული ფილოსოფოსი და თეოსოფოსი... ეროვნებას კი ვაფშე შეეშვი, მაგას სჯობს კოსმოპოლიტი იყო. დასრულდა უკვე ერების და ნაციების გოიმური ეპოქა. ადამიანები ერთიანი რასაა და არავითარი ერები არ არსებობენ. ნაციონალიზმი პარაზიტების მოგონილია. ნაციონალიზმი მონური ფსიქოლოგიაა. ასტრალურმა პარაზიტებმა დაგვაჯერეს რომ ერთიანი რასა კი არა სხვადასხვა ნაციები ვართ. ეგ ბოდვა აღარასოდეს გაიმეორო. ისლამიც და ქრისტიანობაც ბოროტი სულების შექმნილია რომელთაც გნოსტიკოსები არქონტებს უწოდებდნენ. და სხვათაშორის ბიბლიაში და ყურანში არაა მონოთეიზმი, ეგ ტყუილია, უბრალოდ შემდეგ დაამახინჯეს ეს "წმინდა" წიგნები და წაშალეს ყოველგვარი კვალი უმდაბლესი სეფიროტის ელოჰიმების შესახებ. ისლამი დაფუძნებულია აბრაამულ ქრისტიანობაზე და არაბულ პოლითეიზმზე, ხოლო აბრაამული ქრისტიანობა დაფუძნებულია მონოთეისტურ იაჰვისტურ იუდაიზმზე რომელმაც გადაფარა და ჩაახშო უფრო ადრეული ელოჰისტური პოლითეისტური იუდაიზმი მომდინარე შუმერულ აქადური პოლითეიზმიდან. ბიბლიაში საუბარი იყო ელოჰიმებზე, 7 ელოჰიმზე რომლებიც შეესაბამებიან 7 პლანეტას: მზეს, მერკურის, ვენერას, მთვარეს, მარსს, იუპიტერს და სატურნს, მთვარეზე სახლობდა იაჰვე ხოლო მზეზე ადონაო, მარსზე საბაოთი, სატურნი იალდაბაოთს ეპყრა და ა.შ. თითოეულ მათგანს ჰყავდა მალაჰიმების ანუ მაცნეების ლეგიონები. გვიანდელ პერიოდში ებრაელებმა გაამარტივეს მითოლოგია და ერთ "ღვთაებამდე" დაიყვანეს ისევე როგორც მუსულმანებმა რომლებმაც არაფერი აღარ იცოდნენ თავდაპირველ დოქტრინებზე. მონოთეიზმი და ნაციონალიზმი არის ყველაზე დიდი ტყუილი გამოგონილი ასტრალური პარაზიტების მიერ ადამიანთა დასამონებლად და გამოსაშტერებლად რაც შენს შემთხვევაში მაგრად გამოუვიდათ ))) ამ ინფორმაციას ადასტურებენ მეცნიერები: ტიმოტი ფრეკი, პიტერ განდი, რაფაელ პატაი, რობერტ გრეივსი, ბლავატსკაია, შტაინერი, ბეზანტი, კუტ ჰუმი, მაისტერ ეკჰარტი, ერიხ ფონ დანიკენი და ა.შ. სხვათაშორის უფოლოგიაში არსებობს თეორია რომლის თანახმადაც ანთროპომორფული ღვთაებები არიან უბრალოდ უცხოპლანეტელები და სხვა არაფერი. ადამიანებმა გააღმერთეს სხვა სისტემებიდან მოფრენილი არსებები. "ღმერთები", "დემონები" და "ანგელოზები" უბრალოდ უცხოპლანეტელი ზეადამიანებია. რაც შეეხება პანთეიზმს, ბუნების გაღმერთება ყველაზე ახლოსაა რეალური ღმერთის რეალურ იდეასთან. და რას იზამდა დედაშენი მამა ინდუსი ან ბუდისტი რომ ყოფილიყო? არ გაყვებოდა ცოლად თუ გაყვებოდა მაგრამ "მოქცევას" შეეცდებოდა? ინდუიზმმა და ელინიზმმა რა დაგიშავათ? რატომ ხართ ასეთი ვიწრო ჭკუის და ტენდენციური საშუალო სტატისტიკური მარაზმატიკები? რა საჭიროა ეს რელიგიური მინი–ეკუმენური პათოსი? მეზიზღება შტერი ადამიანები რომლებსაც ელემენტარული ფილოსოფიის სახელმძღვანელოს გადაშლა ეზარებათ და თავიანთი #### ფანატიზმის გამო რელიგიის ისტორია სირზე ჰკიდიათ!... სანამ რამეს ბანალურად და პათოსურად დააბრეხვებ ჯერ გაიაზრე! იქნება ბოდავ რაღაცას? ნუ მოახდენ საკუთარი უვიცობის დემონსტრირებას... ))))))-
- რელიგიური მარაზმი
- ეკუმენიზმი
- (and 6 more)
-
სამყაროში უამრავი ღმერთი და ქალღმერთი არსებობს, მარტო ინდუიზმში არის 333 000 000 ღმერთი და ქალღმერთი(!). მიუხედავად ამისა იუდეველთა „უფალი ღმერთი“ იმდენად ამპარტავანი და ქედმაღალია, რომ საკუთარი თავი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მიაჩნია და დასცინის სხვა ღმერთებს. იუდეველთა „უფალი“ ქედმაღლურად იძახის: „მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას -გამოქანდაკებულ კერპებს.“ (ესაია 42-8). „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.“ (ესაია 43-10). „მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!“ (ესაია 43-11). „ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.“ (ესაია 44-6). „ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი.“ (ესაია 44-7). „ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.“ (ესაია 45-22). „გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი.“ (ესაია 46-9). ბიბლიური „უფალი“ დაჟინებით იმეორებს, რომ ჭეშმარიტი ღმერთია, რაც სიცრუეა. რუთის წიგნში წერია, რომ „უფალმა“ 50 070 ადამიანი დახოცა „რჯულის“ კიდობანში ჩახედვის გამო. იქ წერია: „მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.“ (რუთი 6-19). მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, მეცნიერებმა – გრემ ჰენკოკმა, ჯიორჯიო ცუკალოსმა, ერიხ ფონ დანიკენმა, დევიდ ჩაილდრესმა და სხვებმა, გამოთქვეს მოსაზრება, რომ ე.წ. „რჯულის კიდობანი“ წარმოადგენს ბირთვული ენერგიის გენერატორს, რომელიც სასიცოცხლოდ სახიფათო რადიაციას ასხივებს, რაც გახდა კიდეც მისი მიზეზით ათასობით ადამიანის რადიაციული დაავადებით დაღუპვის მიზეზი. ცხადია, რომ ეს გენერატორი უცხოპლანეტელმა იეღოვამ ებრაელებს გადასცა, მაგრამ რა მიზნით უცნობია.
-
- პოლითეიზმი
- მონოთეიზმი
-
(and 5 more)
Tagged with: