Search the Community
Showing results for tags 'პოლიტიკა და საზოგადოება'.
-
აი, ბოლოსდაბოლოს რას უძახით, "სამართლის აღდგენას" უბრალოდ დასაბუთედ რაა მაგი, რეალობა თუ მითი? არჩევნებიდან, რა დრო გავიდა? და რა სადა მაგ "სამართლის აღდგენა"??? არა, გადავხედოთ, ჯერ უაზრო და ნერვების ამშლელი დაბარება და დაპატიმრება მერე თბილისის მერი დაიბარეს, დააპატიმრეს, მაგრამ სასამართლო წააგეს, და დაიწყო თავის მართლება "სასამართლო კიდო ნაციონალთა ხელშია" დიდი ხნის მერე დააპატიმრეს, რამდენიმე ნაცინალური მოძრაობის წევრი (თანაც უკანონოდ) მერე 2 დიდი საქმე, ბაჩო ახალაის საქმე (რომელიც გამართლებულია მაგრამ მაინც არ უშვებენ) და მერაბიშვილის, საქმე რომელიც უფრო გაუგებარია. ამასობაში არცერთი, გახმაურებული საქმე არაა გამოძიებული და მხოლოდ სპეკულაცია ხთება. ხოდა მაქვს, კითხვა სადაა ეს "სამართლის აღდგენა"
-
http://s018.radikal.ru/i513/1308/4e/51e04398be29.png ფეისბუქზე გაჩნდა ინფო, რომელიც ნამდვილი ბომბის ეფექტი მოახთინა!!! სიმართლე რო ითქვას, გასაკვირი ოცნებისაგან ეს არაა! თანაც ამდენი ტყუილების, ცილისწამების, ზღაპრების მერე
-
80-ანების ბოლოს ქართველები ყვიროდნენ: რად გვინდა საბჭოთა კავშირი?! ბორჯომის და მანდარინის ექსპორტითაც შევძლებთ თავის რჩენას. 1992 წლის დასაწყისში დაამხეს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, და დაიწყეს ყვირილლი: ჯაბა იოსელიანი გვინდა ხელისუფლებაში, ის დაამყარებს წესრიგს, თანაც ნახევრად ოსია და მოაგვარებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს. იმავე წელს ქართველებს უხაროდათ ედუარდ შევარდნაძის “ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის” ჩამოსვლა. მან დაანგრია საბჭოთა კავშირი, მთელი დასავლეთი მას პატივს სცემს და შეგვინახავენ – ბუტბუტებდა “ბრძენი” ერი. 1999 წლისთვის, ყველაფერი რომ გაიფლანგა და მთელი დარჩენილი საწარმოები თურქეთში ჯართად გაიყიდა, მოსახლეობამ ვნებით შეხედა გადამდგარ ამერიკელ გენერალს ჯონ შალიკაშვილს, რომელიც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. ბევრმა იფიქრა: ეგებ მან მაინც გვიხსნას და გადაგვარჩინოს?!!! მაგრამ ჯონ (მალხაზ) წავიდა რესტორანში, მოინახულა წინაპრების სოფელი, თვალი შეავლო დაბინძურებულ თბილისს და წავიდა. შემდეგ მესიის როლში სააკაშვილი მოგვევლინა, ამ პერსონაჟმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ სარეცხი მანქანები არ ცვიოდა ციური მანანასავით ქართველთა თავებზე, და ამ დროს გამოჩნდა მეფეთ მეფე, “მეორე იესო”, სარეცხი მანქანების მჩუქებელი, გადაუხდელი კრედიტების დამფარველი – ბიძინა ივანიშვილი. არა, მან არავის არაფერი აჩუქა, და მიუხედავად მის სახლთან თვითდაწვის მცდელობისა, არცერთი კრედიტი არ დაფარა, პრინციპში არც არაფერი გააკეთა. მაგრამ ბიძინამ სწორად გამოიცნო პარტიის დასახელება – “ქართული ოცნება”, რამეთუ მეოცნებე ერი სწორედ ასეთ პარტიას აირჩევდა! ახლოვდება ომის მორიგი წლისთავი, ქარტველები ლანძღავენ წინა მთავრობას, და ჰგონიათ რომ ამისთვის რუსეთი მათ დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჭეშმარიტად მეოცნებეა ეს ხალხი! ზურაბ ჯავახიძე მართალია ავტორი! რა დებილი და უმადური ერი ვართ
-
ხოო, ოცნება, მართლა კოშმარია და მეტიც!!!
-
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე საუბრობს. ოქრუაშვილი აბობს, რომ ჟვანია არ მოუკლავთ და ამ საქმის დეტალებს უახლოეს მომავალში პროკურატურა გაახმაურებს. მისივე განცხადებით, ჟვანიას საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელს უკვე ესაუბრა და ჩვენებასაც უახლოეს დღეებში მისცემს. "ეს არ იყო მკვლელობა, მე დღეს დამატებით ამ საქმეზე ვერაფერს გეტყვით. მე მომიწევს ამ თემაზე ჩვნების მიცემა, თუმცა დღეს თავს შევიკავებ. ძალიან შორს არ იქნება ის დრო, როდესაც გამოაცხადებენ ამ საქმეს გახსნილად. რაც შეეხება ბუტა რობაქიძეს, ეს საქმე არის ჩემთვის შავი ლაქა 3 წლიანი მმართველობის პერიოდში. მე მესმის ჩემი მორალური პასუხისმგებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაცეები უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. რობაქიძის საქმე მიკავშირდება მე იმიტომ, რომ მაშინ ვიყავი შს მინისტრი", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
- 9 replies
-
- ჟვანია არ მოუკლავთ
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
http://youtu.be/Tr-TuXrU2Ko თვქენი არ ვიცი, მაგრამ :laugh: :laugh:
-
http://youtu.be/ZcempL83-v8 ვიდეოს მერე, ბოლო დროის ზღაპარი ოცნებისაგან))))))
-
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=5499 http://s020.radikal.ru/i715/1306/1f/a15c5dc7c7e4.png http://i068.radikal.ru/1306/ad/6bc7b6185cb8.pnghttp://s61.radikal.ru/i172/1306/19/559e9a85bd78.png http://s019.radikal.ru/i604/1306/05/406ce91950f8.pnghttp://s43.radikal.ru/i101/1306/f4/e6c2cbe82b1b.pnghttp://s017.radikal.ru/i443/1306/44/50182a7744fa.pnghttp://s017.radikal.ru/i428/1306/f2/982d845a1acf.pnghttp://s017.radikal.ru/i436/1306/75/440479e09428.png
- 8 replies
-
- მოწმეების ჩვენება
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
http://youtu.be/LCPYg4dh7Fs ეთმა მოკლა, მეორემ გააპატიურა, მესამემ გაძარცვა ნუ, ხთება მასე რას იზამ? ანდა არა, შეიძლება! სხვათაშორის მოდით გავიხსენოთ, ვის შეეხო ამნისტია: http://transparency.ge/blog/vis-sheekheba-amnistia ღარიბაშვილი სადაა ან რომელ სოროშია? მიაქციე,ხალხს პატარა. შე ხო არ გინდა, სისტემური დანაშაული
-
ალბათ ყველას გვახსოვს პუტინის ეს პასუხი 2012 წლის მარტში ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის და საქართველოს მომავალზე, რა აზრის არის ოპოზიციაზე(მაშინ ოცნება იყო ოპოზიციაში) და სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მომავალზე. ხო და მოდით ეხლა ვნახოთ, პუტინის ეს პასუხი რეალურად შეესაბამებოდა თუ არა დღეს უკვე რეალობად ქცეულ სიტუაციას? 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”. 1. 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ომი დაიწყო საქართველომ“-ბიძინა ივანიშვილი იყო და რჩება კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთადერთ ლიდერად. 2. არჩევნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპით მიღებული იქნა ამნისტია, რომელიც შეეხოთ აგრეთვე საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეებს, მათ მიენიჭათ პოლიტპატიმართა სტატუსი.-ამნისტია განხორციელდა ისე რომ არ ჩატარებულა დამატებითი გამოძიება ამ პირთა საქმეზე. 3. ბიძინა ივანიშვილი მოგვიწოდებს, რომ გავუგოთ რუსეთს და რეალური თვალით შევხედოთ მის მოთხოვნებს საქართველოს მიმართებაში. 4. მიუხედავად პაატა ზაქარეიშვილის არაერთგზის გაჟღერებული პოზიციისა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატუსის შესახებ-იგი დანიშნული იქნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში. 5. პაატა ზაქარეიშვილის პირველივე განცხადება აფხაზ სეპარატისტებთან მიმართებაში იყო ის, რომ: ქართველებმა არ უნდა იცოდნენ პირველებმა თუ რას შესთავაზებს იგი აფხაზებს. 6. ჩრდილო კავკასიაში, მიემგზავრებიან ე.წ. ქართველი ექსპერტები, ნანა დევდარიანი, შოთა აფხაიძე, გულბაათ რცხილაძე, გიორგი გვიმრაძე, დემურ გიოხელიძე, გიორგი კანაშვილი. აქედან შოთა აფხაიძე ვლადიკავკაზში საჯაროდ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ოსებს მოუწყო გენოციდი. ამ ნათქვამს არ მოჰყვა დელეგაციაში შემავალი სხვა წევრების უარყოფითი რეაქცია. 7. აქტიურად მიდის მსჯელობა აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის შესახებ 8. ზურაბ აბაშიძე ინიშნება რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოს მხრიდან. 9. ამ დროიდან მიდის აქტიურად საუბარი „საქართველოს კანონის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“ უაზრობაზე და დღის წესრიგში დგას მისი შემსუბუქების საკითხი. 10. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ ირჩევენ პიროვნებას, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება „ნატო“-ს პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას. 11. საქართველოს სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი ჩადის მოსკოვში და „კრემლში აღმართავს ქართულ დროშას“ 12. ამის საპასუხოდ საქართველოში ჩამოდიან ონიშენკოს დესპანები – ხოლო თავად ონიშენკო დასცინის ქართულ პროდუქციას. 13. ხდება „საქართველოს კანონის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“ შემსუბუქება. 14. ენერგეტიკის მინისტრი – რომელიც ადრე აფიშირებდა (და არა მარტო ის) რომ ენგურჰესი ნაცმოძრაობამ მიჰყიდა რუსებს, აკეთებს აღმოჩენას რომ ენგურჰესი არ არის გაყიდული. 15. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კვლავ ახალ აღმოჩენას აკეთებს და საჯაროდ აცხადებს-თურმე ზამთარში ჩვენ ელექტროენერგია რუსეთისგან ვიღებდით ( ეს არის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი) 16. რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მესაზღვრეები იწყებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაციას და ავლებენ მავთულხლართებს. 17. რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მესაზღვრეები გადმოდიან დაახლოებით 300 მეტრით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ახდენენ ოკუპირებული რეგიონის კიდევ უფრო გაფართოებას დაახლოებით ორი ათეული კვადრატული კილომეტრით. 18. საქართველოს პრემიერ მინისტრს არ სჯერა რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა შეთანხმებულია პუტინთან, და ის ოკუპანტების ამ მოქმედებაში ადანაშულებს ოკუპანტი ქვეყნის რიგით გენარალს. 19. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ სჯერა რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარის ნაწილები მოქმედებენ ოკუპანტი ქვეყნის მთავარსარდლის ბრძანებით. 20. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს უშიშროების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით. 21. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ მიდის სხდომაზე იმ საბაბით რომ უახლოესი 2 დღის მანძილზე ისეთი არაფერი მომხდარა, რომ საჭირო ყოფილიყო უშიშროების საბჭოს მოწვევა. 22. საქართველოს მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს რომ საზღვრებს ოკუპანტი ქვეყანა ადგენს. 23. საქართველოს პრემიერ-მინისტს არ სჯერა, რომ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ან ამ ქვეყნების სრული ოკუპაცია. 24. საქართველოში ვრცელდება ეგრეთ წოდებული „ავღანელი თალიბების“ ვიდეოები, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს წინააღმდეგ მუქარით, რომელსაც თან ერთვის ტერორისტული აქტი ავღანეთში სადაც 7 ქართველი ვაჟკაცი იღუპება. 25. საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით იწვევს სასწრაფოდ უშიშროების სხდომას, რომელსაც კვლავ არ ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბაბით, რომ მას ამაზე მეტად საჭირბოროტო საკითხები აქვს მოსაგვარებელი. 26. რუსეთის მთავრობის რუპორი, დუგინი, ღიად აცხადებს რომ საქართველოს ადგილი მხოლოდ ევრაზიულ კავშირშია. 27. ავღანეთიდან ასვენებენ ქართველ ვაჟკაცებს, მათ ხვდებიან საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები, არ ხვდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ღამის 3 საათზე აქვს შეხვედრები საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. 28. საქართველოს შსს აცხადებს რომ მათ აღკვეთეს ტერორისტული აქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. 29. ეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები, აქედან ერთ-ერთი იყო დაპატიმრებული, რომელიც უცნაურ ვითარებაში გაექცათ ქართველ სამართალდამცავებს. 30. საქართველოს სასამართლო „ტერორისმის ბრალდებით დაკავებულებს“ 50 დღიან სასჯელს აკუთვნებს, ბრალდებით „ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ შეძენა შენახვა“-ეხსნებათ ბრალდება ტერორისტული აქტის მომზადებაზე 31. რუსეთის პრეზიდენტი ღიად საუბრობს საქართველოს და რუსეთის უშიშროების სამსახურების თანამშრომლობაზე. 32. რუსეთის მთავრობა ითხოვს საქართველომ გადასცეს „ტერორისტული აქტის მომზადებისთვის“ დაკავებული ორივე პიროვნება. გაგრძელება იქნება, და ამ ყველაფრის ფონზე, უკვე აშკარად მიდის საქართველოს მთავრობის კრიტიკა როგორც ამერიკიდან ასევე ევროპის ქვეყნებიდან.
-
- 32
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
http://s018.radikal.ru/i512/1306/49/81121ab77753.png http://i036.radikal.ru/1306/f0/f103ccda14d4.png
-
-
ოქროს თევზის, ბოლო გახსოვთ? მასე იქნება
-
- ხო გაფრთხილებდით!
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
- 18 replies
-
- ფრთხილად სპარსეთი!!!
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
საპარლამენტო უმცირესპბის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პირადი ცხოვრებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების შემკვეთის გამოვლენა, დასახელება და დასჯა მოითხოვა, ამავე დროს, დაინტერესდა, იცოდა თუ არა ეკა ბესელიამ, ვინ უკვეთავდა კადრებს ბედუკაძეს. "მე მაინტერესებს ვინ იყო ამ ყველაფრის უკან, ვინ გეგემავდა ამ ყველაფერს. რატომ გაათავისუფლეთ ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან? საპროცესო გარიგებაც კი არ შედგა. მთავრი პროკურორის თავდებით გათავისუფლდა ბედუკაძე. არ გაინტერესებთ ვინ აძლევდა მას დაკვეთებს ამ ვიდეოკადრების გადაღებასთან დაკავშირებით? ვინ მონაწილეობდა იცით ამ ყველაფრის დაგაგემვაში?", - განაცხადა დებატებში ეკა ბესელიასთან გიორგი ვაშაძემ, რასაც ბესელიას რეპლიკა მოჰყვა: "თქვენი პრეზიდენტი! ჩემთვის არავითარი მტკიცებულება აღარ არის საჭირო, პრეზიდენტმა იცოდა ყველაფერი. ამოიღეთ მერაბიშვილის, სააკაშვილის, ბოკერიას და ადეიშვილის ჩანაწერები, ფოტოგრაფები, რომ დაიჭირეს. მე ვთვლი, რომ თქვენ უბრალოდ არგუმენტების მოსმენის გეშინიათ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
- 12 replies
-
- დიდი ბავშვი
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ეს რა იყო პოზიციაში? ყველაფერი, რაც უ–ზე იწყება ხომ ხართ! ახლა კი კიდევ დაამტკიცეთ, რაც იყავით ის დარჩით!.
-
ამასაც ონცება ქვია, ესეცაა კანდიდატი :facepalm: :facepalm: http://politico.ge/index.php/news/view/3420
-
"უდიადეს ოთხკუთხედს კუთხეები არ უჩანს", ამბობს ლაო ძი, რაც ნიშავს, რომ ხშირ შემთხვევაში დიდი სურათის დანახვა ძნელია. საქართველოს მომავლის სურათი დღეს ასეთია – ან ვიბრძვით ევროატლანტიკური მომავლისთვის, რაც ნიშნავს დემოკრატიას, ძლიერ სახელმწიფოს, კეთილდღეობას და თავისუფლებას, ან ვბრუნდებით რუსულ სივრცეში, სადაც გველის უპერსპექტივობა, არშემდგარი სახელმწიფო, კორუფცია და დანაშაულებრივი სამყარო. დღეს შესაძლოა ეს სურათი თვალნათლივ არ ჩანს და ამგვარი შეფასება საზოგადოების ნაწილმა გადამეტებულადაც მიიჩნიოს. თუმცა როცა შედეგი დგება, მიზეზების განსჯა უკვე გვიანია ხოლმე. საქართველოში ხელისუფლების გარდა თითქოს არაფერი შეცვლილა და რატომ ჩნდება იმის საშიშროება, რომ ქვეყანა დასავლურ ვექტორს დაშორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვდეს? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ღიად და ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროატლანტიკური კურსი უცვლელია – პრემიერ მინისტრის თქმით, ავღანეთში მომხდარი ტრაგედია საქართველოს ვერ გატეხავს და შეაშინებს, რამდენიმე კვირაში თბილისი ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს მასპინძლობს, ნატოს გენერალური მდივანი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება კი თითქოს ყველა ჩვენი დასავლელი მოკავშირის სურვილია. თუმცა, ეს ყველაფერი ბევრად კომპლექსური და მრავალექტორიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დასავლეთი საქართველოს მხრიდან რუსეთთან "ურთიერთობის მოგვარებაში" დაძაბულობისა და სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობის შემცირებას ხედავს და სულაც არ მიესალმება იმას, რომ ოკუპაციის მორიგ აქტს საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი სახელი არ დაარქვას, იმის შიშით, რუსეთი არ გავაღიზიანოთ, რადგან ღვინოსა და მანდარინს აღარ გაგვაყიდინებს. ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პრემიერ მინისტრის კომენტარი იყო დროული, ღირსეული და გასაგები. სწრედ ასეთ დამოკიდებულებას ელის როგორც ქართული ისე დასავლური საზოგადოება ხელისუფლების პირველი პირისგან რუსეთთან მიმართებაშიც და არა იმას, რომ ოკუპაციის აშკარა აქტიდან 5 დღის შემდეგ, რომელიღაც გაზეთის ექსკლუზიურ ინტერვიუში ვპოულობდეთ პრემიერ მინისტრის კომენტარს, სსრულიად: http://politico.ge/index.php/news/view/4709
-
გიორგი ხმელიძე, "ფეისბუქზე" სხვა მომხმარებლის სტატუსი გაზიარებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ჯიჰადის მუქარის შემცველი ვიდეოკლიპები ბერას სტუდიიდან არის youtube-ზე ატვირთული, ე.წ. მოდულის შენობაში, დაკითვაზე იმყოფება. მოკლე ამბავი: მამი, მამი, ბიძია ფეიბუქიდან მაწყინა უთხარი ღარიბა-ტვინიანს დააპატიმროს! და ყანდიშვილი???????? http://www.newposts....3-dakitxva.html
- 2 replies
-
- www.newposts.ge
- სტატუსის გამო
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. მაგრამ მისი აქტუალობა სწორედ ეხლა არის ყველაზე მეტად წავოსაწევი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმოამდგენლები კარისი და გრუშევი უკვე ამ მხრივ ულტიმატური ტონით საუბარს იწყებენ. ერთი ითხოვს საერთოდ იყოს გაუქმებული საზრღვრის დარღვევისათვის სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო მეორე ამ კანონის გაუქმებას ითხოვს საერთოდ. ესეც ერთგვარი ხრიკია რუსულ დიპლომატიაში. კრემლსი სისტემის ერთი და იგივე უწყების ორი წარმოამდგენლის მხრიდან განსხვავებული სიმწვავის მოთხოვნების მიზანი, ძირათადი მიზანი ამ ეტაპზე პირველის მიღწევაა. ხოლო, თუ მეორესაც მიაღწია კიდევ უკეთსია. თუმცა, თუ რუსეთის პოლიტიკის თვისებურებებს გავითვალისწინებთ, მისთვის "თითის გაშვერა" მთლიანად "ხელის დაკარგვით" დასრულდება. მოდით გადავდოთ განზე ყველანაირი შიდაპოლიტიკური უთანხმოება ნაციონალურ მოძრაობასა და ოცნებას შორის და საკითხი სუფთა სამართლებრივი კუთხით განვიხილოთ. შევეცადოთ ახსნა რა ლაფსუსებია ამ ცვლილებებში და რა სახის საფრთხეების წინაშე გვაყენებს სამომავლოდ. თავიდანვე უნდა დავაფიქსიროთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი ზაქარეიშვილის მიერ ისეა წარმოდგენილი, რომ საერთოდ არ არის შესწავლილი მოქმედი კანონი. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცვლილებები ეხება მხოლოდ მე-4 მუხლს. აღნიშნულის განხორციელებით კი ეს ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის სხვა მუხლებთან. კერძოდ, ამავე კანონის მე-3 მუხლთან, რომელიც განსაზღვრავს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივ რეჟიმს. მოქმედი კანონმდებლობით - "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონის მოქმედების ვადით ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმოს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ამ კანონით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით." თავის მხრივ ამ მუხლით გათვალისწინებული კანონის მოქმედება ვადა განსაზღვრულია ამავე კანონის მე-11 მუხლით. ამ მომენტისათვის ნიშანდობლივია ამ მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად: "ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე". გარდა ამისა მნიშვნელოვნია ამავე, მე-11მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად: "2012 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტი დეოკუპაციის პროცესის შესაბამისად იმსჯელებს ამ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე." ანუ ეს პუნქტი განსაზღვრავს ამ კანონში ცვლილებების შეტანის ვადებს დეოკუპაციის პროცეცის მიმდინარეობის შესაბამისად, რაც უკვე განხორციელებულია. დღეს კი როდესაც დეოკუპაციის პროცესი არა თუ მიმდინარეობს, არამედ რუსეთი უკვე მცოცავი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს და ოკუპაციის ზოლის გადმოწევას ახდენს, ამგვარი "ლიბერალიზაცია" არა თუ მიუღებელია, არამედ დანაშაულებრივი ქმედებაა. რაც შეეხება მე-4 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს "თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე". ამ მუხლის პირველი პუნქტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ლეგალურ დაშვებას განსაზღვრავს. ანუ ჩამოთვლილია ის მიმართულებები, რომლების გამოყენებითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ლეგალურად ითვლება და არ იწვევს რაიმე სახით სამართლებრივ დევნას. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით "ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით." ხოლო სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ დარღვევის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პირი ისჯება ჯარიმით, ან პატიმრობით. მაგრამ ურღვევია სასაზღვრო რეჟიმი და მისი დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში განისაზღვრება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულის ჩამდენი პირი ექვემდებარება გასამართლებას. სასამართლოს კი გამოაქვს განაჩენი - ჯარიმა, დეპორტაცია, ან პატიმრობა. ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტული პირის ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობაზე. ასევე საგულისხმოა ის მცირედი და ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი ჩასწორება ამავე მუხლის მესამე პუნქტში. არსებული კანონმდებლობით: განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს. შემოთავაზებული შესწორების მიხედვით ასეთი ნებართვა გაიცემა არა მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, და ამ შემთხვევაში ეს დარღვევა სამართლებრივად დასაშვებად მიიჩნევა, არამედ უბრალოდ მთავრობის განკარგულებით, რითაც მთავრობა, ამ შემთხვევაში კი პირადად პრემიერ-მინისტრი კანონზე და სამართალზე მაღლა აღმოჩნდება. ასევე საკმაოდ მაღალი საფრთხის შემცვლელია ის თითქოსდა დამატება, რომელიც ამავე, მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტში "დ" ქვეპუნქტად არის ცნობილი. ამ დამტების თანახმად "ა" და "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები თუ დაარღვევენ კანონს, და მოქმედებენ "ჩვენს ინტერესებში", შემდგომში შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი და მთავრობის განკარგულებით (და არა სამართლებრივი აქტით), მათ ეს ქმედება დანაშაულად აღარ ჩაეთვლებათ. ამ დროს საერთოდ არ არის მითითებული თუ დროის რა მონაკვეთში უნდა წარადგინონ შესაბამისი განაცხადი ქვეყნის მთავრობის სახელზე. ასეთი მიდგომით სავსებით შესაძლებელია ორი, სამი ან უფრო მეტი წლის უკანდელი დარღვევები ჩამოეწეროთ და თბილისში ჟირინოვსკი, ზატულინი და მისნაირი "საქართველოს სიყვარულით სავსე" პირები ვიხილოთ. მოდით ისევ დავუბრუნდეთ მოქმედ კანონდებლობას. მეოთხე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად: "ამ მუხლის მე-4 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – შესვლის შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო. ამ მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.". მოდით დავსვათ კითხვა - საერთოდ რაშია საჭირო ასეთი "დამატება", რომელიც ისედაც არსებობს და საკმაოდ დახვეწილ ფორმებშია გაწერილი! საერთოდ რას და უფრო სწორედ ვის ემსახურება ეს შესწორებები?!