Search the Community
Showing results for tags 'პოლიტიკა და საზოგადოება'.
-
პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულთა ერთი ნაწილი პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს. გიორგი დემეტრაძის განცხადებით, ის ფულად კომპენსაციასთან ერთად, იმ მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს, რომლებიც უშუალოდ მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ფეხბურთელი 2010 წელს ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და წევრობისთვის გაასამართლეს. ლევან გოგიჩაიშვილი კი აბსოლუტური გამართლებისთვის აპირებს ბრძოლას, ხოლო ვახტანგ მაისაია ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვას, რათა მისი საქმე სამხედრო ტრიბუნალმა განიხილოს. უკვე ცნობილია, რომ პოლიტპატიმრად აღიარებულთა საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება. ვიდეო: http://www.rustavi2.com/news/video.php?fr=video&id_news=47810&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0
-
ემზარ კვიციანი, ბიძინა გიორგობიანი, ლევან მამალაძე, იგორ გიორგაძე და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსის მიღებას ითხოვენ. მათ საქმეებთან ერთად კიდევ 80-მდე სხვა საქმე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ კომისიას უახლოეს მომავალში გადაეცემა. მათ შორის 7 ნომბერის და 9 აპრილის აქციების დროს დაკავებულთა საქმეებიც. დოკუმენტაციისა და წარმოდგენილი მასალების შესწავლა და განხილვის დაწყება ერთი კვირის შემდეგ იგეგმება. პარლამენტის მიერ უკვე მიღებული დადგენილებით კი პოლიტპატიმრის სტატუსი 190, ხოლო პოლიტიკური დევნილის სტატუსი 25 პირს მიენიჭა. http://www.rustavi2.com/news/video.php?fr=video&id_news=47766&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0 ქართლის ბედმა დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა, ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი. რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო" მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი" მე შენს ბუჩქებში ვით ჩამოვხდე გზას ვეშურები, ღვინოს არ დავლევ, გავიჩქარებ, ძილიც არ მინდა. არაგველებო, წამოდექით არაგველებო, ცხელი გულღვიძლი ამოჰგლიჯეს მტრებმა ამირანს. დარდიან თვალებს აღარ ულხინთ შენი მშვენება, დაბერებულა ანანურთან მზევარის ბიჭი. სიკვდილი მინდა, ჰო, სიკვდილი მეადვილება, მე ვერკვლის ციხეს დღეს ნაძრახი სიცოცხლე მიჭირს. კრწანისის ბოლოს ყაყაჩოებს ჩაუმუხლიათ ორასი წლისა სისხლი აწვიმთ ბეჩავებს მხრებზე ეჰა არაგვო, ჩემი ისევ ფიქრის ფიქრი ხარ და ბედი ჩემი დაწინდული ქართლისა ბედზე. დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა, ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი. რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო" მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"
-
კაცო, სირცხვილია ეს ყველაფერი! ზღვა დაბინძურებულია რაა ჯანდაბა? მიდის ადამიანი დასასვენად, და რას ხედავს? ზღვას რომელიც სავსეა: ჭუჭყით, ნაგავით, და ბაცილებით,რაა ეს. და რატო არავინ არ აქცევს ყურადღებას, ამდენი არასამთავრო ორგანიზაცია ან ეს მთავრობა არის. საა ტრაკში უყურებენ სურათს ნახავ ლამაზია, ჩახვალ ნაგავია!
- 4 replies
-
- პლანეტა დედამიწა
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საქართველოს უსაფრთხოების გარემო საქართველოს ეროვნული ღირებულებები სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა თავისუფლება დემოკრატია და კანონის უზენაესობა უსაფრთხოება კეთილდღეობა მშვიდობა საქართველოს ეროვნული ინტერესები 1. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა 2 2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება 3. ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება 4. ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება 5. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია 6. ეკონომიკის სტაბილური გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფა 7. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა 8. რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა 9. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება 10. საქართველოს და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა 11. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული და კულტურული თვითმყოფობის უზრუნველყოფა 12. კიბერუსაფრთხოების განმტკიცება 13. დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა 14. დიასპორებთან ურთიერთობა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები 1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები 2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი 3 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დარღვევა 4. კავკასიაში არსებული კონფლიქტები 5. საერთაშორისო ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული 6. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები 7. ენერგეტიკული გამოწვევები 8. კიბერსაფრთხეები 9. ეკოლოგიური გამოწვევები 10. დემოგრაფიული გამოწვევები 11. სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები 12. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება/განადგურება საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა 1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია 1.2. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა 2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება 3. ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება 4 4. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება 5. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება და ევროკავშირში ინტეგრაცია 5.1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება 5.2. ევროკავშირში ინტეგრაცია 6. თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში 7. საგარეო კავშირების განმტკიცება 7.1. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა 7.2. უკრაინასთან თანამშრომლობა 7.3. თურქეთთან თანამშრომლობა 7.4. მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებთან თანამშრომლობა 7.5. მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმები 7.5.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) 7.5.2. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) 7.5.3. ევროპის საბჭო 8. საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 5 9. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა 10. ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა 11. განათლების პოლიტიკა 12. სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა 13. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა 14. ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა 15. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა 16. დემოგრაფიული პოლიტიკა 17. სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა 18. დიასპორებთან ურთიერთობის პოლიტიკა 6 საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, დაამკვიდრონ „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო“, უზრუნველყონ „ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი“, განამტკიცონ „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა...“ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა შესავალი საქართველო მეორედ აქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც ასახავს წინა დოკუმენტის მიღების შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში მომხდარ ცვლილებებს და მათ გავლენას საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის 7 უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ კონცეფციის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. საქართველოს ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეროვნული ინტერესების განხორციელებას, აგრეთვე ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე ადეკვატურ რეაგირებას. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ასევე იქმნება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგია და გეგმა, რომლებიც ამ კონცეფციის ცვლილებასთან ერთად განახლდება. 8 საქართველოს უსაფრთხოების გარემო ბოლო წლებში მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების გარემო. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ღია, ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ნათელი გახადა, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც კი ამგვარი აგრესია ზოგიერთი ქვეყნისათვის პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად რჩება. 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და იქ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. ამ ომმა ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ეგუება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, მათ შორის, მის მიერ დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს, ქვეყნის დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამ გააუარესა მთელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემო. ამასთანავე, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობა და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი 9 კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. რეგიონში პროცესების მშვიდობიანი განვითარება და თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება საქართველოს უსაფრთხოებისათვის პოზიტიურ შესაძლებლობებს შეიცავს. საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილია. შესაბამისად, მისი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, კერძოდ, ნატოს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება. საქართველო ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებთან. ამ ქვეყნების მიერ საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. საერთაშორისო ვითარების მუდმივ ცვლასთან ერთად საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიგა პოლიტიკური პროცესები. საქართველოს დემოკრატიული მონაპოვრის რეფორმების გაგრძელების გზით განმტკიცება დადებითად მოქმედებს სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობასა და გაძლიერებაზე. ქვეყნის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, რაც ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპების ფართოდ დანერგვით, მკაცრი ფისკალური დისციპლინითა და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გატარებით მიიღწევა. ღია, პარტნიორული და 10 თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან და სახელმწიფოთა გაერთიანებებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონის ქვეყნებთან, საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევანია.
-
აი მიიღეს ეს ამნისტია, და ახლა რაა???? ჩავთლალოდ რო პრეზიდენტი ცდება, და არაფერი არ მოხდება მაგრამ თუ არა?
-
-აპა ნახეთ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს - ამის შესახებ განხცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტუდენტებთან და იმ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლებიც არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს საღამოს შევიდა. მისი თქმით, ეჭვს იწვევს პოლიტპატიმართა სია, მით უფრო, რომ არც ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუდასტურებია საქართველოში პოლიტპატიმართა არსებობა. მისი თქმით, ამ სიის მიხედვით გათავისუფლდებიან ის პატიმრებიც, რომლებიც გასამართლებული არიან პედოფილიის, ჯაშუშობის, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. „ამნისტია ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა. ამ შემთხვევაში შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხე, მაგრამ თუ გარეთ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს უშვებ, ძალიან აშავებ... აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებსა და რუსეთის ჯაშუშებს. საღი გონებით, მე ამას ხელს არ მოვაწერ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ახალგაზრდებთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილა, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკის, მათ შორის, პრივატიზაციის საკითხებს, ტარიფების შემცირების თემას, ჰესებისა და მაგისტრალების მშენებლობას, სარკინიგზო პროექტებს, დასაქმების პრობლემას და სხვა. "შს მინისტრი აცხადებს, რომ დანაშაული "უმნიშვნელოდ, 50 პროცენტით" გაიზარდა. როცა ასეთი ბევრი გამოდის, ეს საფრთხის შემცველია. მეც მოვაწერე ხელი ბევრის გათავისუფლებას, რადგან სია წარმომიდგინეს. ამნისტია ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია, ნელ-ნელა დააცარიელო ციხე. თუ უშვებ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს, ძალიან აშავებ," - განაცხადა გუშინ პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, შენიშვნები აქვს ე.წ პოლიტპატიმრების სიის შესახებ, რადგან არც ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან.
-
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ღია წერილით მიმართავენ საქართველოს პარლამენტს და მოუწოდებენ დეპუტატებს, უარი თქვან მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ეხება მიმართვა:"მოგიწოდებთ, არ შეცვალოთ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ, არ წაართვათ ქუთაისსა და რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში მეტი ჩართულობის განცდა. დაუტოვეთ შანსი, მიიღონ თქვენი სიახლოვით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი და, რაც მთავარია, არ აფიქრებინოთ, თითქოსდა 3500- წლოვანი ისტორიის ქალაქს თქვენს ღირსად არ თვლიდეთ. ნუ წაგვართმევთ პარლამენტს!" - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ადგილობრივი ტელევიზიების, რადიოს, გაზეთებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების, უპირველესად კი პარლამენტის ქუთაისში გადატანამ, გაზარდა ქუთაისის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი საერთაშორისო ცნობადობა, რასაც, შესაბამისად, მოჰყვა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება: "ქუთაისში უძრავი ქონების ღირებულების ზრდა; მოიმატა მოთხოვნამ დამატებით სერვისებზე, რამაც, თავის მხრივ, მომსახურების სფეროში ახალი ბიზნესობიექტების გაჩენა გამოიწვია. ქუთაისში საგრძნობლად გაიზარდა შიდა და საერთაშორისო ტურიზმი. ქვეყნის პოლიტიკური ფუნქციების გარკვეული ნაწილის ქუთაისისათვის დელეგირებამ გააჩინა ქალაქის და რეგიონის საზოგადოების პოლიტიკური აქტივობის გაზრდის იმედი. ქუთაისისთვის გაზრდილი ადმინისტრაციული და ბიზნესფუნქციები ქმნიდა იმერეთის მხარის უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების წინაპირობებს. ყველა ამ ცვლილებამ ქუთაისს, როგორც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, გაუჩინა შანსები გამოსულიყო იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაციიდან, რომელშიც წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩავარდა და რომლიდან თავის დაღწევას საკუთარი მწირი რესურსებით უშედეგოდ ცდილობდა." ყველა ამ ცვლილებამ ქუთაისს, როგორც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, გაუჩინა შანსები გამოსულიყო იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაციიდან, რომელშიც წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩავარდა და რომლიდან თავის დაღწევას საკუთარი მწირი რესურსებით უშედეგოდ ცდილობდა." ამჟამად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის მიზანიც ქუთაისიდან პარლამენტის გადატანაა. "ამ ინიციატივის გასამართლებლად გამოთქმული არგუმენტები შეიძლება რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბდეს: • ქუთაისში პარლამენტის შენახვა უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში; • პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებული მანძილი (220 კილომეტრი) გაართულებს კომუნიკაციას; • პარლამენტის შენობა არაკომფორტულია; • დეპუტატებს ქუთაისში კომუნალური პრობლემები ექმნებათ. "რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის შენახვის სიძვირეს, არსებობს ალტერნატიული გათვლები, რომლის მიხედვით ქუთაისში პარლამენტის შენახვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თბილისში. ასეც რომ არ იყოს, წელიწადში რამდენიმე ათეული, ან თუნდაც ასეული ათასი ლარის დაზოგვა ნამდვილად ვერ გადასწონის იმ პოზიტიურ შედეგებს, რასაც პარლამეტის ქუთაისში ფუნქციონირება მოიტანს. დანარჩენი არგუმენტებიდან ზოგიერთი (კომუნიკაციის სირთულეებზე აპელირება კომუნიკაციების საუკუნეში) ღიმილისმომგვრელია, ზოგიც (ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმთავრებელი შენობის არაკომფორტულობა) მარტივად გადაწყვეტადი. ბოლო კი (პარლამენტარების კომუნალური პრობლემები), გამაღიზიანებელი და გაუგებარი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, ვდგავართ ფაქტის წინაშე, როდესაც ჩვენი ქვეყნის რჩეულები, დეპუტატები, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობამ ნდობის მანდატი მიანიჭა, განიხილავენ საკონსტიტუციო(!) ცვლილებას, რომლის არსიც მათივე კომუნალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. პატივცემულო დეპუტატებო, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქი გაგებით ვერ მოეკიდება და მხარს ვერ დაუჭერს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის ინიციატივას, ვერ დაირცხვენს იმის გამო, რომ ხალხის რჩეულთა 24- საათიანი წყალმომარაგება ვერ უზრუნველყო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმიტომ აგირჩიათ - პრობლემები გადაჭრათ და არა იმიტომ, რომ პრობლემებს გაექცეთ", - ნათქვამია პარლამენტისადმი მიმართულ ღია წერილში. წერილს ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები: „ლიბერალური კლუბი“, „ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი-რეგიონების განვითარებისთვის“, „დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრი,“„ასოციცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის“, „ქუთაისის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია“, „ევროპა ჩვენი სახლია“, „საზოგადოება და სამართალი“, „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა „სამოქალაქო ინიციატივა Pro Patria”, დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირი „სავარდი“, „ინერ-ჯორჯია“, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „საჩინო“, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“, „განვითარებისა და განათლების ცენტრი“, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის კომიტეტი“,რეზო თაბუკაშვილი სახ. დოკუმენტური ვიდეო-სტუდია “DVS”. მედიაორგანიზაციები: რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“, ტელერადიოკომპანია „რიონი“, გაზეთი „ახალი გაზეთი “, „რეგიონული მედიის ასოციაცია“, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-TV" ვიდეო:http://news.ge/ge/ne...atseoba-miusaja
-
ყველაზე, სასიზღარი საქმის გამოძიება ჭიანურდება? და რა მოოხთა, ბოლო ბოლს?
-
http://youtu.be/TTZU5uOSAI4
-
პატრიოტიზმი - (ბერძნული patris - სამშობლოს) - ნიშნავს.არის მორალური და პოლიტიკური პრინციპი, სოციალური თვალსაზრისი, შინაარსი, რომელიც ქვეყნის სიყვარულში გამოიხატება, ამაყობს თავისი წარსულით და აწმყოთი, სურვილი აქ დაექვემდებაროს თავიანთი ინტერესები ქვეყანის ინტერესებს ქვეყანაში, სურვილი სამშობლოს დასაცავად ინტერესებისა და მის ხალხისა.ქვეყნის სიყვარულში და ერთგულება, სურვილი თავისი ქმედებებით ემსახურება მის ინტერესებს. აი რას ნიშნავს, (პატრიოტიზმი) ენცეკლოპედიაში რო ჩაიხედო მაგრამ რას ნიშნავს,პატრიოტიზმი ან რას ეძახით მაგას თქვენ?
-
ამ ბოლო დროს ძაან ბევრი ინფო, ჩნდება ძველი შევარდნაძის დროინდელი, "პოლიტიკოსები" ბრუნდებიან. ხო და, რაზე? ან რას ფიქრობთ?
-
აი, რა ვერ გავიგე, ამ ფორუმზე, თუ აგინებ ნაციონალებს მაგარი ხარ? ეს რა ####ობააა? ერთი რაა გააკეთა ოცნებამ? აი, უბრალოდ მითხარიD! რა გააკეთეს რაც, მოვიდენ? P.S. და არ მინდა, ეს ზღაპრები და თავის მართლება!
-
მე ძაან დამაინტერესა ერთი თემა, ამ ბოლო ხანია გალფი უქვე მე-სამედ გაძარცვეს და რა? არაფელი!(გამოზიება გრზელდება) ეგ შეილება მთავრობის შეცვლას და უმოქმედობას დააბრალო. მაგრამ,ძაან სააეჭვო ვითარება!ხოდა მაქ კითხვა, ვის უნდა გალფის გაგდება?
-
ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა პრეს–კომფერენცია მოკლედ იტლიკინა ბევრი და სისულელე.თავი გაიმართლა მაგრამ, საგანგებოდ რაზეა? წყარო:http://1tv.ge/live
-
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეგ ოცნება ძაან გათამამდა! ჯერ ბაჩო ახალაია დაპაატიმრეს. მერე რაღაც,კაფე მიაკერეს http://youtu.be/f7iIeuvWj8c მერე ტურმე ხეობაში არავითარი, უკანონო დაჯგუფება არ იყო.იქ ტურმე მშიდობიანი ხალხი იყო. და ახლა შურის ძიება უნდად. რა სისულელეა?! http://youtu.be/SZPVqfdQfGQ ახლა დააპატიმრეს ბრიგადის უფროსი. რაზე? კაი ეს ყველაპერი არაფერია. მაგრამ, რამეს აკეთებენ? არა! ამის მაგივრად, ანგარიშის გასწორება უნდად. თუნდაც, დღევანდელი ინციდენტი გავიხსენოდ. http://youtu.be/16bTL9ht00I ხოდა ასეთი კითხვა მაქ,განსაკუთრებულად: dire-ს რაც მოვიდა "საყვარელი ბორია" რა გააკეთა? სოციალური მხრივ ან პირობა რომელი შეასრულა?
-
აჰა, რა აზრისა ხართ? ბორიას გვრიტებო
-
ძაან მაინტერესებს, საქართველო ამერიკის მომავალი ურთიერთობა? კი ამბობენ, არაფელი არ შეიცვლება მაგრამ, მაშინ წესიერი მთავრობა იყო და ახლა..........აი მაგათი ჯანდაბა!ხო, როგორ ფიქრობდ ვინ მოიგებს?
-
ერთი ვინმეს, არ უფიქრია იმაზე რასაც, ვჭამთ ანუ "ხარისხის კონტროლი" ის რო 2003 წლის მერე საჭმლის შემოწმების, ხარისხი აიწია.ეგ ნამდვილათ! მაგრამ, მაგალითად: რეკლამაში ამბობენ, "ეს პროდუკტი" სასარგებლოა, ის კი არა, და ჩვენც როგორც ამბობენ, "просто хаваешь"
-
ძაან მაინტერესებს, საადა მთავრობა? ქვეყანაში უკვე, არეულობა იწყება "გაფიცვები" მერე რაა? თანაც,ფაქთებით მსჯელობა ვინმეს, შეუძლია? თუ თუთიყუშივით, ძახილი "ნაციონალები არაფერი, არ გააკეთესო! ოცნება კი აღაშენებს ქვეყანასო!" ხო, და სად არიან?
-
ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს გააკეთა თავისი არჩევანი და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. თუმცა, მე და ახალ უმრავლესობას გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობები. მე ვმუშაობდი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობაში იმიტომ, რომ ვიზიარებდი მის იდეალე… წყარო:https://www.facebook.com/dimitrishashkini?fref=ts
-
მე მაინტერესებს როდისმე იქნება სოციალური პროექტები ინვალიდებისათვის? ოღონდ ისე კი არა :მარტო თბილიში: თანაც, კანონები უფლებების დასაცავათ არის ან ვინ აკონტროლებს მათ შესრულებას ისე კი არა :კაბინეთში ვზივართ და მოდით და ვისაც არ შეუძლია სახლებში იჯექით:
-
დღეს ოფიციალურათ გაიხსნა, ქუთაისის პარლამენტი და მთავრობა იწყებს, მუშაობას. "უნდა დაიწყოს" ამიტომაც, მაქ კითხვები: ახალი მთავრობისადმი.და ამიტომაც, ამ თემას დღეს ვაკეთებ. ჯერ როგორც ქუთაისელი მაინტერესებს, რატო უნდათ"ქუთაისის პარლამენტის"გადმოტანა–დაბრუნება თბილიში? მერე ეს განცხადება, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე? ან სპორტის დაფინანსებაზე? "მთავარი დაფინანსება უნდა იყოს სახელმწიფოდან" :beat: :vischemivis: და ბოლოს ის პროგრამა 1000 ლარიანი ვაუჩერი რო გაუქმეს, სწორია! მაგრამ, ლაზიკა რაზე შეაჩერეს, ნახევარი ხო, მზადაა. თანაც, შემოსავალზე უნდა იფიქრო, და არა მარტო ხარჯებზე. "ყველაზე ცნობილია ლას ვეგასის პროექტი"
-
ივანიშვილი ამ კრემლის კაცი, რო არი მხოლოდ ბრმა ვერ ხედავს, მინიმუმ ერთი ადამიანი, ვინც კი მოიპოვა მილიარდები რუსეთში კრემლის "კურთხევის გარეშე" ვერ იშოვიდა ფულს. თანაც,მითხარით რაზე ენდობით? მდიდარი რო არის, ლამაზი თვალების გამო, თუ რა? http://youtu.be/w5jKOa1gb_k