კონტენტზე გადახტომა


- - - - -

1992 წლის 3 იანვარს მიტინგის დახვრეტა



1992 წლის 3 იანვარს, იმ დროს როდესაც მთავრობის სასახლესთან ბრძოლები მიდიოდა, როდესაც კანონიერი ხელისუფლება თავს იცავდა ტანკებითა და ზარბაზნებით შეიარაღებული პუტჩისტებისა და რუსების შემოტევებისაგან, თბილისის ქუჩებში მრავალი ათასი უიარაღო მშვიდობიანი მომიტინგე გამოდიოდა კანონიერი ხელისუფლების, თავისი არჩევანის მხარდასაჭერად.

2-3 იანვარს ციხეებიდან საგანგებოდ გამოუშვეს სამი ათასზე მეტი მძიმე დანაშაულებისათვის გასამართლებული კრიმინალი, რომლებიც შეაიარაღეს და შეერწყენ „მხედრიონის ბანდებს - არაკაცების ამ მასსამ გარკვეულწილად (რუსის დახმარებასთან ერთად) გადაწყვიტა თბილისში შეიარაღებული დაპირისპირების ბედი არაკაცების სასარგებლოდ. ციხიდან საგანგებოდ განთავისუფლებული კრიმინალები არაკაცთა ხუნტის მთავარი დასაყრდენი გახდა - ჯაბა იოსელიანის პოლიტიკური ძლიერების საფუძველი და განაპირობა კიტოვან-სიგუას ბანდის დასუსტება.

წინა დღით, ციხიდან ახლადგამოშვებულმა არაკაცმა არაკაცთა შორის ჯაბა იოსელიანმა, მხედრიონს უბრძანა მშვიდობიანი და უიარაღო მიტინგების დახვრეტა, მაგრამ ხალხს არა სჯეროდა, რომ ასეთ არაკაცობამდე შეიძლება მისულიყო ქართველი ადამიანი. ხალხი ცდებოდა - არაკაცობის ვირუსი ღრმად იყო გამჯდარი ბევრის სულში.

მშვიდობიანი მიტინგის დროს დიდუბეს მეტროსთან, პუტჩისტი ჯალათები ვერაგულად ესვრიან ტყვიას ხალხს. ხალხი არ დრკება და უტევს ჯალათებს, დამფრთხალი ნაძირლები აგრძელებენ უარაღო ქართველების ხვრეტას, ამის და მიუხედავად ხალხი უკან არ იხევს. იმ სისხლიან დღეს არაკაცებმა 34 ქართველის სისხლი შესვეს - მოკლეს 5 და დაჭრეს 29.

პუტჩისტების ამ არაკაცულმა აქციამ გააცამტვერა მათი მტკიცება თითქოს ისინი ებრძოდენ მხოლოდ და მხოლოდ „დიქტატორ გამსახურდიას - აქ თვალნათლივ და ცალსახედ გამოჩნდა, რომ ისინი ქარველი ხალხის ნებას ებრძოდნენ
ბესარიონ გუგუშვილი