კონტენტზე გადახტომა


- - - - -

რკინიგზის თანამშრომლები ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ხვალ დილით განაახლებენ



საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ხვალ დილით განაახლებენ .
როგორც დღევანდელი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, ჯერჯერობით მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მათივე თქმით, მორიგი შეხვედრა ხვალ, 09:00 საათზეა დაგეგმილი, თუმცა, უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში რკინიგზის თანამშრომლები 11:00 საათზე გამაფრთხილებელ, ორსაათიან გაფიცვას მოაწყობენ.
დღევანდელ მოლაპარაკებას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ეზუგბაია და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რკინიგზის თანამშრომლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.


lasha_alo
Oct 24 2012 02:31 AM
გადასარევია