კონტენტზე გადახტომა


კულტურა




თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

Oct 23 2012 08:30 PM | LegolaS in კულტურა

საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება იმ ზოგად პოლიტიკურ-კულტურული პროცესების უშუალო გამოძახილი და გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მოიცვა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით. 1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა, დიპლომატმა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. 1845 წელს მან სტავროპოლიდან მოიწ...

Read story →    0 comments    -----

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Oct 23 2012 08:30 PM | LegolaS in კულტურა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. იგი დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედის: სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი (მუზეუმი ღია ცის ქვეშ), შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მ...

Read story →    0 comments    -----

ნიკორწმინდის ტაძარი

Oct 23 2012 08:30 PM | LegolaS in კულტურა

ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლ...

Read story →    0 comments    -----

ვარძია

Oct 23 2012 08:30 PM | LegolaS in კულტურა

სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების...

Read story →    0 comments    -----

გერგეტის სამების ეკლესია

Oct 23 2012 08:18 PM | LegolaS in კულტურა

გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზ...

Read story →    0 comments    -----