კონტენტზე გადახტომა


Latest News




რკინიგზის თანამშრომლები ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ხვალ დილით განაახლებენ

Oct 23 2012 10:11 PM | lasha_alo in პოლიტიკა

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ხვალ დილით განაახლებენ . როგორც დღევანდელი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, ჯერჯერობით მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მათივე თქმით, მორიგი შეხვედრა ხვალ, 09:00 საათზეა დაგეგმილი, თუმცა, უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში რკინიგზის თანამშრომლები 11:00 საათზე გამაფრთხილებელ, ორსაათიან გაფიცვას მოაწყობენ. დღევანდელ მოლაპარაკებას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექ...

Read story →    1 comments    -----

სამბო

Oct 23 2012 08:39 PM | LegolaS in სპორტი

სამბო (რუს. самбо, აკრონიმი „сам(ооборона) б(ез) о(ружия)“ - თავდაცვა უიარაღოდ) — თანამედროვე საბრძოლო ხელოვნება, სპორტის სახეობა და თავდაცვის სისტემა, რომელიც განვითარდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩამოყალიბდა მრავალი ეროვნული ორთაბრძოლის სახეობის სინთეზის შედეგად, კერძოდ საფუძვლად უდევს იაპონური საბრძოლო ხელოვნება ძიუდო. იყოფა ორ სახეობად: სპორტულ და საბრძოლო სამბოდ.

Read story →    0 comments    -----

ჭადრაკი

Oct 23 2012 08:34 PM | LegolaS in სპორტი

ჭადრაკი — ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყ...

Read story →    0 comments    -----

დინამო

Oct 23 2012 08:34 PM | LegolaS in სპორტი

„დინამო“ — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2–1. კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავია ინგ...

Read story →    0 comments    -----

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

Oct 23 2012 08:34 PM | LegolaS in სპორტი

საქართველოს პირველი ეროვნული რაგბის გუნდი შეიქმნა 1989 წელს, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს.1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შ...

Read story →    0 comments    -----

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

Oct 23 2012 08:30 PM | LegolaS in კულტურა

საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება იმ ზოგად პოლიტიკურ-კულტურული პროცესების უშუალო გამოძახილი და გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მოიცვა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით. 1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა, დიპლომატმა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. 1845 წელს მან სტავროპოლიდან მოიწ...

Read story →    0 comments    -----

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Oct 23 2012 08:30 PM | LegolaS in კულტურა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. იგი დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედის: სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი (მუზეუმი ღია ცის ქვეშ), შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მ...

Read story →    0 comments    -----

ნიკორწმინდის ტაძარი

Oct 23 2012 08:30 PM | LegolaS in კულტურა

ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლ...

Read story →    0 comments    -----

ვარძია

Oct 23 2012 08:30 PM | LegolaS in კულტურა

სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების...

Read story →    0 comments    -----

თბილისი

Oct 23 2012 08:22 PM | LegolaS in პოლიტიკა

თბილისი (1936 წლამდე ტფილისი [2]) — საქართველოს დედაქალაქი; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს....

Read story →    0 comments    -----