მასეთი ორი თავხედი ჩავყარე, ზუსტად 11 წლის წინ, მარშრუტკიდან. უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ და თან ვერელი კაი ბიჭები ვართო, მძღოლს აშინებდნენ. ის კი აკრაჭუნებდა კბილებს, მაგრამ ვერაფერს იზამდა, რომ ჩამოესვა, დახვდებოდნენ მეორე დღეს და წაართმევდნენ იმ მანქანას, სულაც. აი, მე კი ყირებზე ხახვს ვერ დამაჭრიდნენ, ჰოდა, ერთხელ რომ მივეცი შენიშვნა და ყური არ შეიბარტყუნეს, გავაჩერებინე მძღოლს და ისე ჩავაბუნძულე, წინააღმდეგობის გაწევა არც უცდიათ და სულ, ბოდიში, ჩემი დაიკო მიძახეს. მაგაზე ცალკე მიიღეს კიდეც კურთხევა. მერე კი ატყდა მარშრუტკაში ამბავი, შენ აგაშენა ღმერთმაო, ესენი ვინ იყვნენ, აგვიკლესო და იქ მსხდომ კაცებსაც ჩავაგდებინე ენა, თქვენი გასაკეტებელი გავაკეთე და ხმის ამოღებას როგორ ბედავთ-მეთქი... უფ, კაი, ამბავი გამახსენე, კი. რომ ჩადიოდნენ, იმათი გაშტერებული სიფატები უნდა გენახა, უკანმოხედვას რომ ვერ ბედავდნენ..