ფოთის პორტის საბაჟოზე ინდური კამეჩის ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , ფოთის პორტის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ინდოეთიდან საქართველოში 56 000 კილოგრამი კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ფოთის პორტის ვეტერინარების მიერ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგად დადგინდა, რომ გაყინული კამეჩის ხორცი საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის #429 დადგენილების თანახმად, სანებართვო, ასევე ტრანსპორტირებისთვის დადგენილი სავალდებულო პირობების დარღვევის გამო, მავნებელი სურსათი ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ექვემდებარება. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/235074-fothis-portis-sabazhoze-induri-kamechis-khorcith-datvirthuli-konteinerebi-daakaves.html და რამდენი ესეთი კონტეინერია შემოსული და უკვე გასაღებული?????