Jump to content
Planeta.Ge

Nicole

პლანეტელი
  • პოსტები

    2
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Nicole'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. მინიმები მას/ის/შენ იცი, ბოლო ხანებია ტკივილის აბებს ვსვამ, რათა სიცარიელით არ დავავადდე. ბოლო ხანებია აღარ ვიცინი იმდენს და იცი რატომ? შენ გახდი ჩემი ღიმილების მიზეზი და ასე მგონია, როცა "უმიზეზოდ ვიცინი" შენ გღალატობ. რა სასაცილოა იჯდე და მონატრებას თითებით ართავდე მის შესამოსად და ამ დროს კი უშენობა არ სციოდეთ... მითხარი, რომ უთქმელობა ეს ყველაზე დიდი გრძნობაა და მე აღარ დავლევ აბებს... იცი, დიდი ხანია ბრმა გავხდი. ხელის ცეცებით ვეძებ სამყაროს და როცა მგონია რომ მივაგენი, ხელში მხოლოდ შენი გრძნობა შემრჩება ხოლმე.. და მე კი ამ დროს ქვეყნიერებისხელაზე ბედნიერი ვარ. ჰო, მე საკუთარი ნებით გავხდი ბრმა, რადგან სამყაროს ნაცვლად შენი გრძნობები მეპოვნა, ისინი ხომ თვალით აღქმადნი არ არიან... იცი, დრო ახლა ჩემს წინ ზის და თავისი შემზარავი უფორმობით თვალებიდან სხივებს მაცლის... მე კი შენს მზერას აყოლილი, სუნთქვაგაშიშვლებული, ვზივარ მის წინ და უბადრუკი მგონია ყოველი, რადგან შენი ერთი ღიმილი შეაჩერებს დედამიწის ბრუნვას... იცი, მე აღარ ვითვლი დღეებს შენს ნახვამდე. ასე მგონია, ჩემი დათვლილი დღეები ეს ყველა ვერასრულებული ნატვრაა და ისინი ნელ-ნელა მშთანთქავენ.. მე აღარ ვითვლი დღეებს, რადგან შენი თვალების ფეთქვა ჩემს ნაკვთებზე ეს უკვე უდროობაა და დიდი ცრურწმენა იქნება მჯეროდეს შენი თვალების და ამ დროს დღეებს ვითვლიდე შენთან შეხვედრამდე... იცი, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია, რომ მხოლოდ შენს მკლავებში იგრძნობს შვებას..
  2. ნუ, ტრამალის მგელმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.. შეიძლება ითქვას, რომ ჰარი მიყვარდა ))
×
×
  • შექმენი...