Jump to content
Planeta.Ge

dachi2006

პლანეტელი
  • პოსტები

    73
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

dachi2006'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. http://boqlomi.blogspot.com/2010/04/blog-post_544.html ირაკლი ლომაია: დავამტკიცებ, რომ ეკა კვალიაშვილი თაღლითია „ეკა კვალიაშვილს რომ ჰკითხო, დიდი პატრიოტია თავისი ქვეყნის, მაგის პატრიოტობას რა ვუთხარი. ეგ იყო ხუბუტიას რომ ეხვეწებოდა, რუსეთის თავშესაფრის მიღებაზე დამეხმარეო. იმ კაცს ფული გამოსძალა, მაგრამ მერე მიუხვდა ხუბუტია და „აახვევინა“ რუსეთიდან. ეკას ფულს რომელი პარტიაც გადაუხდის, იქით წავა. არ მინდა დავასახელო ის თანამდებობის პირი, რომელთან ერთადაც შავ საქმეებს აკეთებდა, რადგან არ მინდა ის კაცი ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში, თორემ ეს ყველაფრის ღირსია. ყველაფერს ვიტყვი, კვალიაშვილმა რომ მარინა ბერიძეს საფერფლე ესროლა და შერჩა, მე იმაში ხომ არ ვეშლები?იმ დროს, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა არსებობდა, რუსეთის ელჩს, 2000 დოლარად აკეთებინებდა ვიზებს, ხოლო გერმანიის საელჩოში შენგენის ვიზების გაკეთებას პირდებოდა ხალხს და „გადაყარა“, ზოგს პასპორტები გაუფუჭა. პატარკაციშვილს რომ ფულს სძალავდა ეს რატომ არ აინტერესებს პრესას?“ – განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას პარაფსიქოლოგმა და მსახიობმა, ირაკლი ლომაიამ, რომელმაც მომღერალ ეკა კვალიაშვილის ბრალდებებსა და მის წინააღმდეგ აგორებულ პიარ-კამპანიაზე უკრაინიდან ისაუბრა. ირაკლი ლომაია: საპრეზიდენტო არჩევნების დროს კვალიაშვილი გაქანებული ოპოზიციონერი იყო. არჩევნების მეოთხე დღეს ხელისუფლების დაკვეთილ კონცერტზე ხობში გაქანდა. სულ წუწუნებდა, წურწუმია მიბლოკავს კონცერტებს და არსად არ მეძახიან, მიშა მაგას სწყალობსო. სადაც მე უნდა წავსულიყავი, ყველგან ლელა „ჩაეკვეხაო“. კვალიაშვილი სულით მდაბიო ავადმყოფია, რომელიც სიმდიდრისა და ფუფუნების სენითაა შეპყრობილი, მთელი ცხოვრება „ვიგოდნიკობით“ ცხოვრობს. საინტერესო ამბავია. ლომაია ინტერვიუში 5 მოწმეს ასახელებს, რომლებიც დაადასტურებენ კვალიაშვილის თაღლითობას.
  2. რა უნდა და ჩვენი პოლიციელები ხუჭავდნენ თვალს ამ ყველაფერზე ქრთამსაც იღებდნენ
  3. ერთგულ კლიენტებს ქალბატონი ელიკო ტერტერაშვილი, თუ მათ ეს მიზერული თანხაც არ გააჩნიათ, "ნისიად" უმასპინძლდედა... დედოფლისწყაროში, სოფელ წითელწყაროს შესასვლელში, მეგობრობის ქუჩაზე, ტერტერაშვილების ოჯახში თითქმის თხუთმეტი წელია არაოფიციალური ბორდელი ფუნქციონირებს, რომელსაც ელიკო ტერტერაშვილი ხელმძღვანელობდს. საროსკიპო მთელი კახეთის მასშტაბით განთქმულია და მათი მომსახურებით მთლიანად რეგიონის ახალგაზრდობა სარგებლობდა. საგულისხმოა, რომ ე.წ. "მამაშას" წლების მანძილზე მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსებთან, რის გამოც მათი პასუხისმგებლობის საკითხი არასოდეს დასმულა. როგორც "ღია ბოქლომისთვის" გახდა ცნობილი, დედოფლისწყაროს საროსკიპოში გოგონები ახმეტიდან, თელავიდან, გურჯაანიდან და თბილისიდან ჩამოჰყავდათ... ინტიმური მომსახურებისთვის კლიენტები გასამრჯელოს "ელიკო მამიდასთან" იხდიდნენ, ამ დღეებში კი გაირკვა, რომ ქალბატონი ელენე მეძავებს საკუთარი ოფლით მონაგარ გროშებსაც არ უნაწილებდა და უფასოდ ამუშავებდა. http://boqlomi.blogspot.com/2009/09/5.html
  4. საინტერესო წერილია უბედური ქალი დახმარებას ითხოვს, გადახედეთ თუ არ დაგეზარებათ და შეაფასეთ. მგონი წერილის ავტორი მთლად ნორმაზეც არ უნდა იყოს http://boqlomi.blogspot.com/2010/03/blog-post_2736.html
  5. წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2009/11/blog-post_8205.html ხომ გახსოვთ, ამ ხელისუფლებამ სისხლის სამართლებლივ დანაშაულზე საპროცესო გარიგება რომ დააკანონა, რა ფული იშოვა? ჰოდა, იგივე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაც მოხდება. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახალ კანონში პირდაპირაა გაწერილი, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი მისი გამოყენება, ვის შეეხება და კონკრეტულად რა შეღავათებს გულისხმობს. დავიწყოთ იმით თუ რა დარღვევებისთვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისრტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ესაა თითქმის ყველა დარღვევის ჩამონათვალი, რაც კი ჯარიმას ითვალისწინებს. მაგალითად, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დატაცება, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, მეტროპოლიტენში კარების გაღება-დაკეტვის შეფერხება, აქციზური მარკების გარეშე სიგარეტის ან ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია-გადაზიდვა, უკანონო თევზჭერა, ნადირობა, ნებართვის გარეშე მიტინგისა და მანიფესტაციის მოწყობა, წვრილმანი ხულიგნობა, ნარკოტიკების მოხმარება და ა.შ. მოკლედ, ყველა ის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. სასჯელი ამ დარღვევებზე ფულადი ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობაა, რომლის მაქსიმალური ვადაც, ახალი კანონით 30 დღიდან 90 დღემდე გაიზარდა. ადმინისტრაციულ დარღვევებზეც მაკონტროლებელი სხვადასხვა ორგანოებია, მაგალითად, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის უკანონო დატაცებაზე ადმინისტრაციული ორგანო უბნის ინსპექტორის სამსახურია, საგზაო წესების დარღვევაზე საპატრულო პოლიცია, უკანონო თევზჭერაზე, ნადირობაზე ან ხის მოჭრაზე, გარემოს დაცვის ინსპექცია და ა. შ. ახლა კი იმის შესახებ, კონკრეტულად რას გულისხმობს ადმინისტრაციული შეთანხმება. თუ დამღრვევი დანაშაულს აღიარებს, ეს არის პირველი შემთხვევა ან მას მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს, მას უფორმდება ადმინისტრაციული შეთანხმება, რომლის შემდეგაც დადგენილი დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმის ნახევარს იხდის, "ჩვენი რედაქცია პირველ რიგში, იმის გაკონტროლებას შეეცადა, ადმინისტრაციული შეთანხმება შეეხება მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც ითვალისწინებენ ადმინისტრაციულ დაპატიმრებას თუ იმ დარღვევებსაც, რომლებზეც სასჯელი მხოლოდ ჯარიმაა? ამის გასარკვევად პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს დავუკავშირდით: -ადმინისტრაციული შეთამნხმების გაფორმების უფლება საპატრულო პოლიციის ექნება? -არა, ადგილზე პატრული ვერ გააფორმებს ადმინისტრაციულ შეთანხმებას. ის დააფიქსირებს დარღვევას, გამოწერს ჯარიმას ან შეუფარდებს სხვა ადმინისტრაციულ სასჯელს, მაგრამ იქნებიან გარკვეული თანამდებობის პირები, რომლებსაც ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმების უფლება ექნებათ. -განმეორებით დარღვევაზე იქნება შესაძლებელი ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმება? -არა, ეს მხოლოდ პირველ შემთხვევაში იმუშავებს. -ვინ არის ამ პროექტის ინიციატორი? -ჩვენთან იურიდიულ კომიტეტში შექმნილი იყო კომისია, რომელსაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდა. ეს პროექტი ამ კომისიამ მოამზადა, რომელიც შემდეგ გადაეგზავნა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა მოახდინა მისი ინიცირება. -ახალ კი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გავხადოთ, რაზეა საუბარი, კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვანთ. მაგალითად, პიროვნება ელექტროენერგიის ან გაზის უკანონო დატაცებაში ამხილეს. ამ დარღვევაზე ჯარიმა, ასევე ახალი კოდექსით, 100 ლარის იქნება (ნაცვლად ჯარიმის სახით 50 ლარი გამოუწერონ). იგივე შეიძლება ითქვას ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზეც. მაგალითად, თუ ერთი ბოთლი ლუდი გაქვს დალეული და ,,გაგლეჯილი" მთვრალი არ ხარ, ამ შემთხვევაში პატრულს წინასწარვე უთხრათ, რომ ლუდი აქვს დალეული და პატიება ითხოვოთ. მართალია ჯარიმა მაინც გამოიწერება, მაგრამ თუ თქვენ საპატრულო პოლიციას მიმართავთ და ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმებას ითხოვთ, განცხადებას განიხილავენ და შესაძლოა, 150-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 75 ლარი გადაგახდევინონ. რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, აქაც დაახლოებით იგივე პროცედურა მეორდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში დამრღვევს 90 დღე ციხეში გატარებაც აღარ მოუწევს. ამ დანასაულზე სასჯელი 200-ლარიანი ჯარიმა ან 90-დღიანი პატიმრობა ხდება, მაგრამ, თუ შეთანხმება გააფორმეს, ხულიგანს, რომელიც დანაშაულს აღიარებს და ამას დროებითი გაღიზიანებით ან ფაქტით ხსნის, მხოლოდ 200-ლარიანი ჯარიმის ნახევარს, ანუ 100 ლარს გადაახდევინებენ და სახლში გაუშვებენ. ერთი მხრივ ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, მაგრამ არც მოსალოდნელი უარყოფითი მხარე უნდა გამოვრიცხოთ. ადვილი შესაძლებელია ეს ცვლილება კორუფციის წყაროდ იქცეს. ამ ეჭვის საფუძველს თუნდაც ის გვაძლევს, რომ ბოლო დროს თავად შსს-მ გააპიარა და გენერალურმა ინსპექციამ საკმაოდ ბევრი პატრული ამხილა ქრთამის აღებასა და სხვა უკანონო ქმედებებში. ანუ ადვილი შესაძლებელია ადმინისტრაციული შეთანხმების სანაცვლოდ დამრღვევი და შეთანხმების გამფორმებელი გარიგებაზე წავიდნენ. მაგალითად, თუ პიროვნება უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის დააკავეს, რაზეც ჯარიმა 10 ათასი ლარია, გააფორმებენ შეთანხმებას, დამრღვევი 10 ათასი ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 5000 ლარს გადაიხდის, 2000 ლარს ქრთამის სახით შეთანხმების გამფორმებელს მისცემს, საერთო ჯამში კი 1000 ათასი ლარის ნაცვლად 7000-იც რომ გადაიხადოს, 3000 ათასი პატარა შეღავათი არ არის. იგივე მაგალითი სიმრთვალეზე ან ელექტროენერგიის დატაცებაზეც შეგვეძლო მოგვეყვანა, მაგრამ ამ შემთხვევაში განახევრებულ ჯარიმასა და მთლიან ჯარიმას შორის სხვაობა 50-100 ლარია და ალბათ, შეთანხმების გამფორმებელი თანამდებობის პირები ასე არ დაწვრილმანდებიან, როცა ათასებზეც შეიძლება "გაქაჩვა". რაც შეეხება იმ დარღვევას, სადაც ჯარიმა ათასობით ლარს აღწევს, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარება, სავალუტო წესების დარღვევა და ა.შ. კორუფციამ და ნაცნობ-მეგობრობოთ გარიგებამ სწორედ აქ შეიძლება იჩინოს თავი. მე დიდად არ მჯერა ამ ამბის
  6. საზოგადოებას რომ ეხება იმიტომ გავხსენი აქ. ისე კახელები მაგარი დაუნდობლები არიან. ყველა არა ოღონდ
  7. დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები 58 წლის მერი არაბული არნახული სისასტიკით აწამეს და მოკლეს, გვამი კი დაანაწევრეს. თავდასხმის ორგანიზატორი და შემსრულებელი გარდაცვლილის სიძე აღმოჩნდა. როგორც გამოძიება ირწმუნება, მკვლელობის მოტივი ფულის გამოძალვა და ბინის ძარცვაა. აქ დევს სრული ტექსტი: http://boqlomi.blogspot.com/2010/02/58.html
  8. ჩემო კარგებო იმედია დაგაინტერესებთ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. ჟურნალ "ღია ბოქლომის" ახალი ნომერი გამოვიდა დღეს. გადმოწერეთ თუ არ დაიზარებთ და შეაფასეთ. http://www.bin.ge/file/126356/journal---gi...mi--14.pdf.html
  9. უკრაინული არჩვნების მეგრული აქცენტი http://boqlomi.blogspot.com/2010/02/video_06.html
  10. მას შემდეგ, რაც საგადასახადო კანონში ცვლილებები შევიდა და საპროტესტო აქციებმა თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, წალენჯიხელმა მოვაჭრეებმა პროტესტი საკმაოდ ხმაურიანად გამოხატეს. ცენტრალრი ბაზრის ტერიტორიაზე დასაქმებულმა მცირე მეწარმეებმა ჯერ გაფიცვა გამოაცხადეს, ხოლო შემდეგ მათთან შესახვედრად ფოთიდან საგანგებოდ ჩასულ საგადასახადო ინსპექციის მაღალჩინოსანს, თენგიზ ჭითანავას ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს. პროდუქციის ადმინისტრირების გამკაცრებასთან ერთად მოვაჭრეებმა პროტესტი სალარო აპარატების მოქმედებასთან დაკავშირებითაც გამოხატეს, თუმცა მათი განსაკუთრებული შეშფოთება იმ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ცენტრალური ბაზრის ალაგმვას და მიწის გასხვისებას გეგმავს. შექმნილი პრობლემების გასარკვევად მოვაჭრეებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსაც მიაკითხეს, მაგრამ იქ მათ არავინ დახვდა. როგორც წალენჯიხელები ამბობენ მაჟორიტარი როლანდ ფიფია რაიონში იშვიათად ჩნდება და მოსახლეობასთან შეხვედრით თავსაც არ იწუხებს. სამაგიეროდ წალენჯიხელებს „დაიცავი საქართველოსა“ და „ალიანსი საქართველოსათვის“ წევრებმა დაუჭირეს მხარი. მომავალ კვირას მათი ორგანიზებით წალენჯიხაში მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება. ვიდეო: http://boqlomi.blogspot.com/2010/02/video_2296.html
  11. კონსერვატიული პარტიის ერთერთი ლიდერის, კახა კუკავას მიერ, ზვიად გამსახურდიას ოჯახის შესახებ გაკეთებებულ განცხადებას, სოციალურ ქსელ "facebook" –ში, გიორგი გამსახურდია გამოეხმაურა. "არ მესმის ნამდვილად, თავისუფალი აზრის გამოხატვა და დისკრედიტაცია რამდენად არის ერტმანეთთან კავშირში. ესეც მანანას ლოგიკიდან არის, "აქუსთან" რომ ბრძანებოდა ეთერში, თითქოსდა მე დაშანტაჟებული ვარ და მსგავსი იდიოტიზმები. უბედურება ის არის ჩემო კახა, რომ სწორედ ჩვენდა, ყველას სამწუხაროდ თავის უაზრო და გაუწონასწორებელი ქმედებებით, სწორედ ჩემი ძმა და "ქალბატონი" მანანა ახდენდა ზვიად გამსახურდიას სახელის დისკრედიტაციას, და თუ ვინმე უთმენს და არაფერს იძახის, სწორედ სულმნათი ზვიადის პატივისცემით, თორემ დამერწმუნეთ, ესეთ ოჯახის წევრებს ზვიადი ნამდვილად არ იმსახურებდა, და თუ ვინმე მისი (ცოტნეს) ექს-"გელფრენდი" გამოვა და რამე იდიოტიზმს მოროშავს, ესეც მისი ბრალია. მსგავს ინდივიდებთან ნორმალურ ადამიანს და მითუფრო, ზვიადის და კოწიას ჩამომავალს არაფერი არ ესაქმება. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ბევრი გაიზიარებს დარცმუნებული ვარ", – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ კახა კუკავას განცხადების კომენტარებისას. წყარო: http://boqlomi.blogspot.com/
  12. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ დონეცკში იმყოფებოდა. წყარო http://boqlomi.blogspot.com/2010/01/blog-post_18.html რას გვეთამაშება ეს ხალხი ხომ ვერ მეტყვით? მე აღარ ვიცი რა ვიფიქრო!
×
×
  • შექმენი...