Jump to content
Planeta.Ge

dormikumi

პლანეტელი
  • პოსტები

    4
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია dormikumi

  • დაბადების დღე 07/12/1979

Profile Information

  • Gender
    Male
  • Location
    საქართველო

dormikumi'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. სიმართლე გითხრა ჯერ არ დამჭირვებია და ღმერთმა არც დამაჭირვოს
  2. მე თვითონ ექიმი ვარ და ჩემთან რომ მოდიან დაზღვეულები ყველაფერს ვაკეთებთ რაც საჭიროა, ოღონდ აუცილებელია სადაზღვევო კომპანიის საქმის კურსში ჩაყენება და დიაგნოზის გადაცემა, ზოგიერთი კომპანია ითხოვს დაახლოებითი თანხის დასახელებას, რაც მის დაზღვეულს ჭირდება ამა თუ იმ ნოზოლოგიაზე.
  3. სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული პირობები: ასისტანსი - ითვალისწინებს სადღეღამისო სატელეფონო კონსულტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. ასისტანსის სამსახურის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მომსახურებების მოცულობისა და სარგებლობის წესების შესახებ. პირადი ექიმის მომსახურება - ზოგადი პრაქტიკის ექიმის პირველადი კონსულტაციები, პროფილაქტიკური გამოკვლევები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება. სასწრაფო სამედიცინო დახმარება - ითვალისწინებს სახელმწიფო გარანტიების დამატებით სასწარაფო სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას. დაზღვეულის რეანიმობილით ტრანსპორტირებას რეგიონებიდან ცენტრში. პრევენციული გამოკვლევები - ითვალისწინებს პროფილაქიკურ სამედიცინო შემოწმებას პირადი ექიმის მიერ შედგენილი ინდივიდულაური გეგმის მიხედვით. ჰოსპიტალიზაცია - ითვალისწინებს ჰოსპიტალური მომსახურების ორგანიზებას, დაზღვეულის ურგენტული ან/და გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების იმ ხარჯების ანაზღაურებას, რაც დაზღვეულმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამით გათვალისწინებული გარანტიების დამატებით. მშობიარობა/ორსულობა - ითვალისწინებს ორსულობის დროს ექიმის კონსულტაციის, ლაბორატორიული გამოკვლევების და სხვა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. გარდა ამისა, ფიზიოლოგიური და არაფიზიოლოგიური მშობიარობის (მათ შორის საკეისრო კვეთა) ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფო. ამბულატორიული მომსახურება - კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მომსახურება ვიწრო სამედიცინო სპეციალობების მიხედვით, ექიმის მიერ დანიშნული კლინიკური და პარაკლინიკური გამოკვლევები. გარდა ამისა, ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს პატრონაჟს, რაც გულისხმობს დაზღვეულისათვის ბინაზე სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება სტაციონარის შემდგომ პერიოდში. მედიკამენტები - ითვალისწინებს ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებას. სტომატოლოგია - ითვალისწინებს თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურების - (სტომატოლოგის კონსულტაცია, კბილის თერაპიული მკურნალობა, დაბჟენა, გაწმენდა, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია) და გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების (გაუტკივარება, ექსტარქცია, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია) ხარჯების ანაზღაურებას. უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა ითვალისწინებს : - დაზღვეულის გარდაცვალებისას დაზღვეულის მიერ წინასწარ განსაზღვრულ პირს ან კანონერ მემკვიდრეს გადაეცემა სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული თანხა. - სადაზღვევო პაკეტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ქმედუნარიანობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვისას (I ჯგუფის ინვალიდობა). მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურებას მოსარგებლეს ან მის ოფიციალურ მეურვეს. მე თვითონ კომპანია "ვესტში" ვარ დაზღვეული, კორპორაციული საოჯახო პაკეტი მაქვს აღებული თვეში 48 ლარად და წლიური ლიმიტი მაქვს 8000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე.
  4. შაკიკი - განმეორებადი, მწვავე თავისტკივილებია, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ცალმხრივია და პულსირებადი. მათი ხანგრძლივობაა 4 საათიდან 72 საათამდე.სახელწოდება დასაბამს იღებს ბერძნული სიტყვიდან ,,ჰემიკრანია’’ (თავის ნახევარი), რაც ტკივილის ცალმხრივობაზე მიუთითებს. შაკიკი გავრცელებული დაავადებაა, ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე კაცები(სიხშირე 4:1). როგორც წესი შაკიკს აქვს სეზონური ხასიათი და თუ არ ვცდები გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება ხოლმე. არსებობს შაკიკის ორ ძირითად ტიპი :ჩვეულებრივი შაკიკი-ასევე ცნობილი, როგორც აურის გარეშე მიმდინარე და კლასიკური,ანუ აურით მიმდინარე შაკიკი. უმრავლეს შემთხვევაში, აურას თან ახლავს მხედველობის გაუარესება, სმენისა და მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა, ფსიქიკისა და მოძრაობის დარღვევა. აურის პერიოდი გრძელდება 4-დან 60 წუთამდე. კლასიკური შაკიკით დაავადებულია ავადმყოფთა 15 %. შაკიკის ეტიოლოგია: შაკიკის სიმპტომები გამოწვეულია ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევით. ცვლილების მიზეზი, ჯერ-ჯერობით, უცნობია. ავადმყოფთა 70% აქვს დაავადებისადმი მემკვიდრული მიდრეკილება.შაკიკის ეტიოლოგიაში შეიძლება გამოვყოთ: სტრესი, ნერვული და ფიზიკური გადაძაბვა, კვებითი ფაქტორები (ყველი, შოკოლადი, მიწის თხილი, თევზი), ალკოჰოლი (ლუდი, წითელი ღვინო, შამპანური), ჰორმონალური დარღვევები (მენსტრუალური ციკლი), კონტრაცეპტივების გამოყენება, ძილის უკმარისობა, გარემოს ფაქტორები. ხო და რა შეიძლება კიდევ დავამატო ასაკის მატებასთან ერთად აღინიშნება დაავადების გაქრობაც. (მამაკაცებში 45 წლის შემდეგ, ხოლო ქალებში მენოპაუზის დადგომისას).
×
×
  • შექმენი...