მიხეილ სააკაშვილის დაპირებები გრძელდება სიახლე — თავფურცელი 00:45 03.09.2009 [”ფაქტნიუსი”] - “საქართველო ასპროცენტიანი დასაქმების ქვეყნად იქცევა. მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, რუსეთის აგრესიისა და ქვეყნის ტერიტორიების ნაწილობრივ ოკუპაციისა, ასევე, პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილის მუდმივი მუქარებისა, ყველა დაპირება ბოლომდე იქნება მიყვანილი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასტუმრო “რედისონ სას ივერიის” გახსნაზე. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მსოფლიო კრიზისის ფონზე, არ შეჩერებულა ინვესტიციების განხორციელება და მშენებლობა. პრეზიდენტის თქმით, განზრახული აქვს, კვლავაც გაგრძელდეს აღმშენებლობის პროცესი ქვეყანაში და ყველა დაპირება პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულებამდე ბოლომდე შეასრულოს. *** აააა ძმაო რა ქნას კაცმა მეტი