Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ინფორმაცია McLaren

  • დაბადების დღე 02/09/1986

Profile Information

  • Gender
    Male
  • Location
    თბილისი

Contact Methods

  • Website URL
    http://

უკანასკნელი ვიზიტი პროფილზე

14.698 profile views

McLaren'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. newstudio ამას პლიუს ტომარა ფქვილი ან ტომარა შაქარი (ვინ რასაც აირჩევს). მილიონი ტომარა სადღაც 50 მილიონის ამბავია. წესით არ უნდა გაუჭირდეს.
  2. საინტერესო შედეგია, განსაკუთრებით რეგიონების ჭრილში. საინტერესოა, რომ ივანიშვილს 20%-ზე დაბალი შედეგი მარტო ქვემო ქართლში და სამეგრელოში აქვს. სამეგრელოში საერთოდ 8%-ია. მოვიდეს ლაშა ალო და გაგვცეს პასუხი. კიდევ დასაქმების ჭრილშია ძალზედ საინტერესო შედეგი. მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებში უსწრებენ ნაციონალები ივანიშვილის პარტიას. სხვა დანარჩენებში (სტუდენტები, პენსიონერები, კერძო სექტორში დასაქმებულები, უმუშევრები) ივანიშვილის პარტიას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს. რატომ მოხდა რომ ჯამური პროცენტი ნაციონალებს უფრო მაღალი აქვს? საინტერესო იქნებოდა რაოდენობების ნახვაც
  3. newstudio ივანიშვილს გაუადვილებენ საკონსტიტუციაო უმრავლესობის მოპოვებას
  4. Saturn დასავლეთიდან თუ გაუხურეს, მაშინ ხო. მშვენივრად ესმით, რომ ფულით არჩევნების მოგება საქართველოში შესაძლებელია (თვითონ დანერგეს ეგ სისტემა ). ამიტომ ბოლომდე ეცდებიან რომ არჩევნებში არ ყავდეთ ფულიანი მოწინააღმდეგე. მაგრამ ისიცაა, რომ თუ არჩევნებს არ გააკარეს ივანიშვილის ფული, ეს ფული სხვა მიმართულებით წავა. და ნეტა ესმით მაგდენი?
  5. Saturn შენ მართლა გგონია რომ ბესელიას გარდა ადვოკატი არ ყავს ივანიშვილს? უცხოელი იურისტებიც ექნება დაქირავებული, დარწმუნებული ვარ. მაგრამ რა ხეირი? არაა საქართველო სამართლებრივი სახელმწიფო. ერთადერთი ვარიანტი ივანიშვილი რომ მიუშვან არჩევნებზე, დასავლეთიდან თუ ეტყვიან მიშას "შ** ხომ არ გაქვსო". სხვა შემთხვევაში არც ბიძინას, არც მის პარტიას არ მიუშვებენ არჩევნებზე. და მერე აღარავინ აღარ მითხრას, არჩევნებით უნდა შეიცვალოსო ხელისუფლება.
  6. Saturn მაინც რა აღელვებს? ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია? ვანო არის ამ ხელისუფლების სიბინძურის განსახიერება. მისი აღზევება მოხდა გირგვლიანის საქმის შემდეგ. მანამდე იყო ჩვეულებრივი ნაცჩინოვნიკი, რომელიც ხან რისი მინისტრი იყო, ხან რისი. გვირგვლიანის საქმის მერე მიშამ რომ თქვა, ვანო ხერხემალი არიო და არ გადავაყენებო, იმის მერე გახდა ვანო იმის სიმბოლო, რომ ნაცებს ყველაფერი შერჩებათ ამ ქვეყანაში. რუსებმა კიდევ იმიტომ ვერ მოისყიდეს, რომ მიშა მყარად იჯდა საკუთარ სკამზე. ივანიშვილმა თუ ვერ შეუქმნა საფრთხე რეჟიმს, ვერც ივანიშვილი მოისყიდის FRIDRIX ივანიშვილის პროგრამაში პრეზიდენტობა საერთოდ არ იყო ნახსენები, პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერიო. თანაც მხოლოდ გარდამავალ პერიოდშიო. ნუ რაც არ უნდა იყოს ივანიშვილის 10 წლიანი პრეზიდენტობა მირჩევნია მიშას 20 წლიან პრეზიდენტობას. და საიდან მოიტანე რომ ივანიშვილი რუსეთის კანდიდატია? რუსეთიდან მთელ კაპიტალს გავიტანო და რითიღა იქნება ამ რუსეთზე დამოკიდებული?
  7. FRIDRIX ვინ თქვა მომწონსო? რა არის მოსაწონი იმაში, რომ ადამიანის წამატებას პოლიტიკაში ფული განსაზღვრავს? მაგრამ პიროვნულად ივანიშვილს სააკაშვილს ვერც შევადარებ და სავარაუდოდ გუნდშიც ბევრად უფრო წესიერი ხალხი ეყოლება. რაც შეეხება რუსეთის აგენტობას, ამ კაცმა გარკვევით თქვა, რომ მთელი რუსული კაპიტალის რეალიზაციას მოვახდენო ამ ერთ წელიწადშიო. ხოდა ამის მერე რა ზემოქმედების ბერკეტი დარჩებათ რუსებს მასზე? და თვით ვანო რომ მოისყიდოს? გამორიცხულია? გგონია ვანოს ფულის მეტი რამე აღელვებს? ისევდაისევ არჩევნების გაყალბება ხორციელდება მოსყიდვით და დაშინებით. ივანიშვილის ფულს ორივე ფაქტორის განეიტრალება შეუძლია. შეუძლია არ ნიშნავს, რომ ასე მოხდება. მთავარია ივანიშვილმა ჭკვიანურად დაგეგმოს ყველაფერი.
  8. FRIDRIX ლაპარაკი არაა მხოლოდ უბრალო შემსრულებლებზე. ბრძანების გამცემებიც ფულის გულისთვის არიან დღეს იქ სადაც არიან. ხოდა ივანიშვილს აქვს იმის რესურსი რომ მეტი გადაუხადოს. რაც შეეხება დაპატიმრებას, როცა სიტუაცია სათუო გახდება (ანუ ნაციონალების გამარჯობევა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება), დაპატიმრების შიში ნაციონალების თავგამოდებულ მომხრეებსაც გაუჩნდებათ. და ბევრი უშუალო შემოსრულებელიც კარგად დაფიქრდება, სანამ რაიმე უკანონო ბრძანებას შეასრულებს.
  9. FRIDRIX მერე აქედანაც შეიძლება პიარის აგორება. "ხელისუფლება მშიერ ხალხს უკანასკნელ ლუკმას ართმევს პირიდან". ისე კი ვანოც ხომ ფულით აკონტროლებს სიტუაციას? ხოდა ივანიშვილს ბევრად მეტი ფული აქვს
  10. ძუკუ რატომ ვერ მოუგებს, როცა მიშას მიცემული მეშოკი ფქვილის საპირწონედ შეუძლია ორი ასეთი მეშოკი მისცეს ამომრჩეველს? თან სხვა ფულის ტომარა ბიზნესმენები, 2008-ში რომ დაუწვნენ ნაცმოძრაობას, და იმათი პარტიის სახელით გამაჟორიტარდნენ, ახლა უკვე შეეშინდებათ მიშას საქმის ასე ღიად გაკეთების. დიდი იქნება რისკი რომ ნაცმოძრაობამ ვეღარ გაიმარჯვოს. ხოდა მოუწევთ ნაცებს თავისი პარტ. აქტივისტების დასახელება მაჟორიტარობის კანდიდატებად. და დიდი შესაძლებლობაა რომ თავისივე დაგებულ 30%-იან მახეს შეეწირონ. მაჟორიტარების უმრავლესობა თუ ივანიშვილის ხალხი გახდა, იქ დამთავრდება ნაც. მოძრაობის საქმე. საკონსტიტუციო კი არა, უბრალო უმრავლესობაც არ ეყოლებათ პარლამენტში.
  11. ესეც იყოს აქ http://www.interpressnews.ge/ge/regioni/180519-bathumis-khelovnebis-centrshi-tsvima-isev-chamodis.html
  12. Saturn აგერ ვიპოვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვა წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე. http://assembly.coe.int/ASP/Press/StopPressView.asp?ID=2013 დემოკრატიულად არაა შეფასებული ეს არჩევნები, მარა არც ის წერია რომ ხმების დაუთვლელად წერდნენ ციფრებს საარჩევნო კომისიაში.
  13. კიდე 12 წელი პუტინი ეყოლებათ ე.ი. 12 წელიწადში 2024 წელი იქნება, მე მაგ დროისთვის ღიპიანი ბიძა ვიქნები ალბათ მე მზარავს მაგის გაფიქრება და რუსებს დავიჯერო არა? ესეც ხომ არაა საქართველო, თითო სადარბაზოში 20 ლარიანი ქალი რომ მოძებნო და მოსყიდვა / შანტაჟით მოაგროვო სასურველი პროცენტი. ადგნენ და მისცენ ხმა ნებისმიერ სხვას. რთულია? არ მესმის მე ამ ხალხის.
  14. Siknadmo ისტორიას ვისაც როგორც უნდა, ისე კერავს. 1866 წელს კი არა, 2008 წლის ომი ბევრს კიდევ მოგებული გონია. იაკობ გოგებაშვილს ჩაუსახლებია თურმე ქართველები აფხაზეთში. თუნდაც ეგრე ყოფილიყო, ადამიანი რომელიც სოხუმში დაიბადა, რომლის ბებია ბაბუის, იმათი მშობლების და ა.შ. საფლავები აფხაზეთშია, ეუბნებიან, შენ არ გაქვს აქ ცხოვრების უფლება იმიტომ რომ 150 წლის წინ რუსებმა ვიღაცეები გაასახლეს და იმათ ადგილას ვიღაცეები ჩამოასახლეს. ადამიანობაზე და თანასწორუფლებიანობაზე გქონდა ლაპარაკი წინა პოსტში. სამართლიანობაში 1866 წლის სამართლიანობის აღდგენას გულისხმობდი? მაგ ლოგიკით მსოფლიოს არც ერთ წერტილში ომი არ შეწყდება არსდროს, იმიტომ რომ ვიღაცა 1866 წლის სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს, ვიღაცა კიდე 1755 წლის სამართლიანობის. და არკვიე მერე რომელი წლის სამართლიანობაა უფრო სამართლიანი. ეჭვი არ შეგეპაროს რომ ორივე მხარეს გამოჩნდებიან თავთავიანთი სიმართლის მამტკიცებელი ისტორიკოსები.
  15. Siknadmo ქალაქ სოხუმის მოსახლეობის აღწერა 1989 წელს: აფხაზები - 14,922 ქართველები - 49,460 სომხები - 12,242 რუსები - 25,739 მოსახლეობის აღწერა 2003 წელს: აფხაზები - 24,603 ქართველები - 1,761 სომხები - 5,565 რუსები - 8,902 აშკარად ადამიანის პატივისცემაზე მეტყველებს ეს ციფრები ყოფილმა "ვიცე პრეზიდენტი", "პრეზიდენტობის კანდიტი" და აწ უკვე პრეზიდენტი ღიად იძახის, რომ გალს იქეთ ქართველ დევნილებს არ დააბრუნებს. თანასწორუფლებიანობის ეტალონია პირდაპირ.
×
×
  • შექმენი...