მოდი პატიოსნად მითხარი ეს საკითხი მართლა ასეა თუ შენ გსურს რომ ასე იყოს? და შესაბამისად მისი რეალიზებისკენაც ამიტომ ხარ ასა მოწოდებული , არა? როდესაც ბოროტებასა და სიბნელეს ადარებენ ერთმანეთს მათ შორის მნიშვნელობა მხოლოდ აზრს აქვს , იმ აზრს რომელიც ემთხვევა ან რაიმე საერთო მახასიათებელი გააჩნია ერთს მეორისადმი.და არა მოლეკულურ სტრუქტურულ აგებულებას. შენ კიდე ეს გაიგე არამარტო პირდაპირი მნიშვნელობით არამედ ეს პირდაპირი მნიშვნელობა ,,გაშიფრე " კიდეც. ყოჩაღ. მაგრამ რა არის რეალური არ არსებობა? როდესაც ამბობენ ბოროტება არ არსებობსო ეს ნიშნავს იმას , რომ სიკეთე მასში არ არის. ანუ როდესაც სანთლის გარშემო არ არსებული სიბნელეა , სანთლის ჩაქრობის შემდეგ იგი იბყრობს იმ ადგილს სადაც წინათ სინათლე ენთო. და სინათლის ჩაქრობის შემდგომ რას ვხედავთ? ვერაფერს. მხოლოდ სიბნელეა და გარშემო აღვიქვავთ ყველაფერს შავად. ანუ მხედველობითი აღქმა ხედავს მის არსებობას მაგრამ მას იგი არსობრივად არ არსებობს. როდესაც ადამიანი ბოროტებას აკეთებს მასში სიკეთე არ არის . ანუ ის სანთელი ჩაქრა მის სულში , ესეიგი დაბნელდა მასში . მასში სიცარიელე დარჩა. ზოგიერთ აზიურ მოთოლოგიაში დემონებს ცარიელებს ეძახდნენ. რუსულად პუსტოი გამოითქმის. ანუ საერთო ჯამში ადამიანი , გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი , შეგნებულად ბოროტი არ არის. მასში იმ სინათლემ დაიკლო , რომელსაც ღმერთი ჰქვია. რელიგიის მიზანი კი არის ამ სინათლის კვლავ ანთება. დიახ ყველაფერი ცუდი რაც ახლა ხდება სამყაროში ადამიანის თავისუფალი ნების ბრალია , რომელიც უფალმა უბოძა მას. თავისუფლება თავისი არსით გამოცდაა მიღმა სამყაროსკენ . თავისუფალ ადამიანს თავად შეუძლია აირჩიოს რომელ მხარეს დარჩება. თორემ ეს 80 წელი რასაც ჩვენ განვლევთ ამ სამყაროში არაფერია მარადიულობასთან , თქვენ კი ამ სამყაროს ეჭიდებით და ამ სამყაროდან განსჯით ღმერთს. რომელმაც მოგცათ იმის უფლებაც კი რომ დაგეგმოთ იგი. თავისუფლება რომ არ მოეცა მაშინ დიქტატორს დაუძახებდით. თავისუფკება მინიჭბულებმა ეს სამყარო ჯოჯოხეთად ვაქციეთ და ვამბობთ რატომო. ღვთის მონობა კიდევ არ ნიშნავს იმას , რომ იგი შოლტით მოგდევს. ერთადერთი მიზეზი სამყაროსგან ჩვენი დასჯისა ასევე ჩვენი ბრალია. ეს ჩვენ გამოვუწერეთ ჩვენს თავს და არა ღმერთმა. რადგან ჩვენ იმ სანთელს არ ვებღაუჭებით. პირიქით ვაქრობთ მას და ვცარიელდებით სინათლისგან. სულ ესა არის