Jump to content
Planeta.Ge

giorgi1987

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

giorgi1987'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. "ინვენცია" რა შეიცვალა, ო, იმ ტკბილი მომავლის შემდეგ, გულს რომ ჩაუთქვი, აისრულე, ხოლო დღეები გადახალისდა, გაიზარდნენ შენი ხელები და ხვალინდელი სარჩოს ფიქრით აღარ იღლები. შენი სახელიც, ვით მდინარე, ისე ადიდდა, და ყველა ღამე წარსულია ახლა რატომღაც. რა შეიცვალა, იმ მწარე და ტკბილ მომავლიდან, როგორც ფოთოლი - მოწყვეტის ჟამს, ისევ მარტო ხარ. ******** „პოეზია არის ასული, ერთი იღლია მწიფე თავთავებით ანდა პოეზია საერთოდ არ არის.“ (შოთა ჩანტლაძე) ----- რა დარჩება ამ ქალაქისგან, თუკი გეტყვი, რომ შენს თვალებში ფოთლების სევდა ასვენია და ქარს გადააქვს ისინი, როგორც უკანასკნელი ამბავი ზამთრიდან. რომ ტყისპირა ქოხში არავინ ცხოვრობს გარდა დედ-მამის ხსოვნისა და უშენობისა. რა დარჩება ამ სიტყვებისგან რომელთაც გულისკენ ვერ გაიკვალეს გზა. რა დარჩება სიტყვებში სადაც არ ურევია დუმილი, როგორც დახრილი თვალების პოეზია. ************* რამდენჯერ იყო, წამოვიწყე თითქოს ბედნიერება, უფრო სწორედ წამომცდა. და ყოველთვის რაღაც მაკლდებოდა მისდამი და მიკლავდა ამ მოულოდნელ სიხარულს. მაგრამ სასიამოვნო განცდად მრჩებოდა ის, რომ ასე ახლოს იდგა ჩემთან. მოკლედ, ყოველთვის იყო რაღაც, რაც ყველაფერს აფუჭებდა. ახლა კი საით, ჩემო მოჩვენებითო სიმშვიდევ, ჩემო სიჩუმევ, რომელ კედელზე ამოვკაწრო შენი სახელი, რომ მოვიშორო ყველა მოულოდნელობა - ბევრჯერ მატკინეს.. ახლა კი თვითონ ამოვზილავ ჩემს გულის სამყოფს და საკუთარ თავს ნაწილ-ნაწილ პეშვით მოგიტან. ალბათ ასეა, დაუმსახურებელი ბედნიერება - კაზინოში მოგებულ ფულს ჰგავს, ეს კი მალე გაივლის.
×
×
  • შექმენი...