Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დუალისტური რელიგიები დაფუძნებულნი არიან კუნდალინი-შაკტის ჩახშობაზე. აბრაამული რელიგიები, მაზდეანობა, ბრაჰმანიზმი და ა.შ. ცდილობენ ჩაახშონ და წაშალონ ადამიანის არსებაში მსუფევი სექსუალური ენერგია, ცდილობენ გაასუფთაონ ადამიანი, რათა ის გადავიდეს "სამოთხეში". ესაა მზაკვარი ასურების ხრიკები. ასურებმა შექმნეს დუალისტური იდეოლოგიები იმისათვის, რათა ადამიანები დააშორონ ჭეშმარიტ დჰარმას. უკაცრავად, მაგრამ სექსუალურ ენერგიას (კუნდალინის) ვერც ჩაახშობ და ვერც გააქრობ და წაშლი და მაინც თუ შეეცდები ამის გაკეთებას, დაანგრევ ჩაკრებს და ნატიფ სხეულებს და შედეგად მიიღებ მტკივნეულ აღსასრულს. დჰარმა (ჭეშმარიტება), არტჰა (ფინანსური მოგება), კამა (სექსუალური დაკმაყოფილება) და მუქტი (ნირვანაში გადასვლა) არის ადამიანის ცხოვრების 4 მიზანი. თუ ადამიანი ოთხივეს ვერ შეასრულებს, ის ვერ გადავა ნირვანაში და ვერც ზეციურ სავანეში ავა და განაგრძობს რეინკარნაციას, იქამდე სანამ ოთხივე მიზანს ბოლომდე არ შეასრულებს. კამას (ვნების დაკმაყოფილების) გამოტოვებით ვერაფერს მიაღწევ. კამა-კუნდალინის ვერ გაანადგურებ, ეს უაზრობაა. კამა-კუნდალინი არაა "ცოდვა" ან "სიბინძურე", ესაა პროგრამა ჩადებული ადამიანში. კამა-კუნდალინის ჩახშობა ახალგაზრდა ადამიანის სხეულში ანგრევს ფიზიკურ და ასტრალურ ბუნებას, ანგრევს ჩაკრებს და სპობს ადამიანს. ასეთი "ასკეზა" დამღუპველია. არადა დუალისტები (მაგალითად; ქრისტიანები) სწორედ ასე აკეთებენ. ქრისტიანულ მონოთეიზმში ითვლება, რომ სექსუალური ენერგია "არასუფთაა" და საჭიროა მხოლოდ გამრავლებისთვის. ეს სრული აბსურდია. ქრისტიანები ცდილობენ ახალგაზრდებს დაუმალონ სექსის შესახებ ცოდნა ანუ "დაიცვან გარყვნილებისგან", იმიტომ რომ მათ სექსუალური ენერგია მიაჩნიათ ბინძურ ენერგიად. ჭეშმარიტი დჰარმა ამბობს საპირისპიროს, კამა-კუნდალინი არის ღვთაებრივი ენერგიის ერთ-ერთი ფორმა, ისევე როგორც ფიზიკური სხეული. ახალგაზრდა სხეულს აქვს ძლიერი კუნდალინი და მისი ბლოკირების მცდელობა ანგრევს ფსიქიკას და გონებას. იცოდეთ ეს. იმიტაციურ პროცესებში მყოფი ქრისტიანები ამას ვერ ხვდებიან და ცოფებს ჰყრიან. უბრალოდ მათ არასწორი რწმენა აქვთ. მორჩა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...