Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ქრისტეს გნოსტიკური სიტყვები სახარებებიდან:

 

„გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში.“ (მათე 15-21), „და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“ (მათე 15-22), „მან კი ხმა არ გასცა მას. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „გაუშვი იგი, ჩვენ რომ მოგვყვირის.““ (მათე 15-23), „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.“ (მათე 15-24),

 

განმარტება: რატომ მიიჩნევს ქრისტე რომ ისრაელის ხალხი = დაღუპული ცხვრები? ცხადია იმიტომ რომ გნოსტიკური გაგებით ისინი არიან არქონტების, კერძოდ კი წუთისოფლის ბოროტი ლორდის, კაკოდემონი იალდაბაოთის იგივე ლალდაბაოთის ზეგავლენის ქვეშ და არიან მისი მონები! ხოლო ეონი ქრისტე მოვიდა მათ გადასარჩენად, მას სურდა ებრაელთა გამოგლეჯა ლალდაბაოთის კლანჭებიდან. როგორც ვიცით იალდაბაოთის დამარცხება არ გამოვიდა. ქრისტე მოკლეს და დედამიწიდან გააგდეს იალდაბაოთის მსახურებმა.

 

„ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.“ (მათე 10-34), „ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას“ (მათე 10-35), „და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი“ (მათე 10-36), „მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!“ (ლუკა 12-49), „იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება.“ (ლუკა 12-51), „რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს;“ (ლუკა 12-52), „დიახ, განდგესა მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან.“ (ლუკა 12-53),

 

განმარტება: როდესაც ეონი ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, მან მოიტანა ეზოთერული ცოდნა, რომლის დახმარებითაც რჩეულები უნდა გადაერჩინა იალდაბაოთისგან და სხვა ბოროტი არქონტებისგან. ცხადია რომ ადამიანთა მინიმუმ ნახევარი მაინც არ მიიღებდა ქრისტეს გნოზისს, რატომ? იმიტომ რომ ადამიანები არიან სამი სახის: 1) სულიერი ხალხი ანუ ქრისტესმიერი პნევმატიკოსები (ფსიქოკინეტიკურები) 2) მშვინვიერი ხალხი ანუ ფსიქიკოსები (ფსიქოდინამიკურები) რომლებიც მიჯაჭვულნი არიან იალდაბაოთის ბოროტ სასუფეველზე და 3) ხორციელი ხალხი ანუ ჰილიკოსები (ფსიქოსტატიკურები) რომლებიც კიდევ უფრო უვიცები და გენეტიკურად დეფექტურები არიან ვიდრე ფსიქიკოსები, ესენი მიჯაჭვულნი არიან ფიზიკურ სტიქიებზე და არც პლერომას მიღება შეუძლიათ სულიერ არსებაში და არც იალდაბაოთის და საერთოდ მათ არც აქვთ სულიერი ენერგია. ის ცოდნა რომელიც ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე მალე გახდება მიზეზი დიდი ომისა მსოფლიოში პნევმატიკოსებს, ფსიქიკოსებსა და ჰილიკოსებს შორის. წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ფსიქიკოს მშობლებს გაუჩნდება პნევმატიკოსი შვილი? ან თუ რძალი არის ფსიქიკოსი და დედამთილი პნევმატიკოსი? სწორედ ამაზეა საუბარი. ათეისტური ლიბერასტია = აბსურდი, რადგანაც ადამიანები ვერასოდეს ვერ იქნებიან თანასწორები. პნევმატიკოსი არის ზეკაცი, ხოლო სხვები საერთოდ არ ფლობენ სულიერ ნათელს. მალე დედამიწაზე პლერომას შვილებსა და კენომას შვილებს შორის ატყდება ომი და გაღვივდება არესის ცეცხლი.

 

„ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;“ (მათე 10-37), „თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს,თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.“ (ლუკა 14-26), „გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.“ (ლუკა 19-26).

 

განმარტება: აქ იგულისხმება ის, რომ ჭეშმარიტი რეალობა ესაა პარამაშივა იგივე ადიბუდა. მატერიალური რეალობა არის მოჩვენებითი რეალობა. ქრისტე არის სულიერი ეონი რომელმაც მოიტანა ადვაიტა ტანტრას ცოდნა. ის ამბობს, რომ იმისათვის რათა სულიერი ასკეზის გზაზე დადგე საჭიროა მატერიალური მიჯაჭვულობების ჩამოშორება და ეს პირდაპირ წერია ინდურ დჰარმაშასტრებში. ეონმა ქრისტემ იქადაგა ის რაც დჰარმაშასტრებში წერია. რატომ? იმიტომ რომ ქრისტე ესაა იგივე ვიშნუ. ნაზარეველი ეონი იყო ვიშნუ ადიდევას იუგაავატარა. ამის გარდა ქრისტე მიუთითებს იმაზე რომ თუ ადამიანი არის პნევმატიკოსი, ხოლო მშობლები გყავს ფაშისტური ბუნების რეპრესიული ფსიქიკოსები, მან უნდა მოიძულოს ისინი და აჯანყდეს მათი სისასტიკისა და უმეცრების წინააღმდეგ. საკუთარი თავის შეძულებაში იგულისხმება პიროვნული ეგოიზმის და ფიზიკური იდენტობის უარყოფა. იმისათვის რათა ადამიანი გადავიდეს ნირვანაში, მან უნდა შეიძულოს მატერიალური სტერეოტიპები, მაგალითად ისეთი სტერეოტიპი, როგორიცაა „ტრადიციული ოჯახი“. ვისაც აქვს სულიერი ენერგია, იმას უფრო მეტი მიეცემა და ვისაც ეს ენერგია არ აქვს უბრალოდ მოისპობა.

ბევრი ათეისტი ვერ იგებს ქრისტეს სიტყვებს და აკრიტიკებს უფალს. ეს სასაცილოა. იმისათვის რათა ქრისტეს სიტყვები გაიგო საჭიროა ოკულტური ცოდნა. ათეისტებს კი ეს ცოდნა არ აქვთ.

Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

შენ, ძმაო, იმტერებ ათეისტებს, მორწმუნეებს, კომუნისტებს, ფაშისტებს, მაზოხისტებს..

ნუ მოკლედ, ყველას ერთად!

ყოჩაღ შენ..! . :D :+:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...