Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ბიბლია ქადაგებს, რომ ქალი არის არარაობა, რომ ქალი არის უმდაბლესი, ცოდვილი და უწმინდური არსება, რომ ქალს პრაქტიკულად თითქმის არაფრის უფლება არ გააჩნია და მუდამ ქმრის ან მამის ან ძმის მორჩილებაში უნდა იყოს რაც წარმოადგენს ქალთა პატრიარქალურ დისკრიმინაციას და აღმაშფოთებელია. ბიბლიის მიხედვით თუ გოგონა გათხოვებისას ქალწული არ აღმოჩნდა უნდა მოიკლას ან ქვებით ჩაქოლვით ან ცეცხლში ცოცხლად დაწვით, თუნდაც ორსული იყოს მაინც უნდა დაიწვას ცეცხლში ან ჩაიქოლოს ე.წ. „გარყვნილების“ გამო. ბიბლია ქადაგებს, რომ ომის დროს დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის ანუ მოქიშპე ხალხის ქალების გატაცება, დატყვევება და იძულებით „ცოლად მოყვანა“. ბიბლია გვეუბნება რომ ქალმა არ უნდა ილაპარაკოს ეკლესიაში და მას აგრეთვე არ გააჩნია უფლება იყოს მასწავლებელი. საუკუნეების მანძილზე აბრაამულ რელიგიებში: იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში და აგრეთვე აღმოსავლურ რელიგიებში: მაგ, ინდუიზმში, დომინირებდა და ზოგან დღემდე დომინირებს ქალთა რელიგიური დისკრიმინაცია დაფუძნებული უსაფუძვლო პატრიარქატზე. ბიბლიაში მრავალგან არის მითითებული, თუ რისი უფლება არ გააჩნია ქალს, რა უნდა აკეთოს მან და რომ ის არის უწმინდური არსება, მაგრამ რატომღაც არსად არ არის მითითებული კონკრეტული ლოგიკური და რაციონალური მიზეზები, იმისა თუ რატომ არის ქალი უწმინდური არსება და რატომ არ გააჩნია მას მთელი რიგი უფლებები, რომლებიც გააჩნია მამაკაცს. აბრაამული (ბიბლიური) რელიგიების ფაშისტური და ალოგიკური ბუნებიდან გამომდინარე, მათი მიმდევრებიდან ანუ ე.წ. „მორწმუნეებიდან“ არცერთი არასოდეს არ უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას: იქნებ მე ვცდები? იქნებ ბიბლია ცდება? იქნებ ჩემი რელიგია ცდება? იქნებ ის რაც მე მწამს არ არის სწორი და მართალი? რა იქნება, თუ შეცდომას ვუშვებ? ეს უბრალოდ არ შედის მათ ყოველდღიურ რეპერტუარში და მგონი ესაა მთავარი პრობლემა. ჩვეულებრივ ბიბლიისთვის დამახასიათებელია სრულებით უმიზეზო, ამაზრზენი და შემზარავი, გაუგონარი სისასტიკე და უსამართლო მოპყრობა ქალთა მიმართ, რაც დღემდე პრობლემას წარმოადგენს.

დაბადების წიგნში, „მოსეს ხუთწიგნეულის“ პირველი წიგნის ოცდამეთვრამეტე თავში წერია, რომ ქალი თავისუფალი სექსის ანუ ე.წ. „მეძავობის“ გამო ცეცხლში ცოცხლად უნდა დაიწვას. ეს არის ქალების უსაფუძვლო დისკრიმინაცია. დაბადებაში წერია: „გავიდა სამიოდე თვე და ემცნო იუდას, გაბოზდაო თამარი, შენი რძალი, და დაორსულდაო კიდეც ბოზობით. თქვა იუდამ: გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.“ (დაბადება 38-24).

პავლეს პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ, მეთერთმეტე თავში წერია, რომ მამაკაცი არის ქალის მბრძანებელი, ქალს არ აქვს წინასწარმეტყველების და თავსაბურავის გარეშე ეკლესიაში ლოცვის უფლება, თუ ქალი თავსაბურავს არ იკეთებს, მაშინ თმა უნდა გადაიპარსოს ან დაიმოკლოს, მხოლოდ მამაკაცი არის ღმერთის ხატი და დიდება და არა ქალი, ქალი არის შექმნილი მამაკაცისგან მამაკაცის სადიდებლად, პავლე კრძალავს ამ საკითხზე დავას და კამათს. ეს არის ქალების უსაფუძვლო დისკრიმინაცია. ეპისტოლეში წერია: „მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-1). „იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-2). „ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-3). „ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-4). „და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-5). „ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-6). „ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-7). „რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-8). „და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-9). „ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-10). „თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-11). „ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-12). „თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე? (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-13). „განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის? (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-14). „ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა. (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-15). „მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას. (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 11-16).

პავლეს პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ, მეთოთხმეტე თავში წერია, რომ ეკლესიაში ქალებს არ აქვთ საუბრის უფლება და თუ რაიმე აინტერესებთ ქმრებს სახლში უნდა ჰკითხონ, ისინი უნდა დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს და მათზე იყვნენ დამოკიდებულები, თავად არაფერი გამოიკვლიონ და გამოიძიონ და ეს არის ქალთა რელიგიური დისკრიმინაცია. ეპისტოლეში წერია: „ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარაკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 14-34). „ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 14-35).

პავლეს პირველ ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ, მეორე თავში წერია, რომ ქალებს არ აქვთ საკუთარი თავის გალამაზების და შემკობის უფლება და უნდა აკეთონ „კეთილი საქმეები“, ხოლო „კეთილი საქმეები“ ესაა ქმრების და მამების, ზოგადად მამაკაცების უტყვი მორჩილება. ნათქვამია რომ პირველად შესცოდა ქალმა და თუ მამაკაცის მორჩილებაში არ იქნება და შვილებს არ გაუჩენს ქმარს, ვერ ცხონდება. ეპისტოლე გვეუბნება, რომ ქალს არ აქვს სწავლების ანუ მასწავლებლობის უფლება. ეს უცილობლად არის რელიგიური ფაშიზმი და დისკრიმინაცია. ეპისტოლეში წერია: „ასევე ქალებიც, ღირსეუღად მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,“ (პავლეს პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ 2-9). „არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ 2-10). „ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ 2-11). „მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.“ (პავლეს პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ 2-12). „ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. (პავლეს პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ 2-13). „ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა. (პავლეს პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ 2-14)

„თუმცაღა მაინც ცხონდება, რადგანაც შვილებს გააჩენს, თუკი რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში დარჩება კდემით. (პავლეს პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ 2-15).

ლევიანთა წიგნის მეთორმეტე თავში წერია, რომ ორსულობის გამო ქალი გარკვეული დროით შეიძლება უწმინდური გახდეს, თუ ბიჭს გააჩენს შვიდი დღე იქნება უწმინდური, ხოლო გოგოს გაჩენის შემთხვევაში თოთხმეტი დღე ანუ ორჯერ მეტი. ქალი მშობიარობის შემდეგ 66 დღე სპეციალურ დაწესებულებაში უნდა იყოს იზოლირებული, ხოლო შემდეგ ე.წ. „ცოდვის“ გამოსასყიდად უნდა შესწიროს ე.წ. „ღმერთს“ ცხოველი ან ფრინველი. ეს არის ქალთა რელიგიური დისკრიმინაცია. ლევიანთა წიგნში წერია: „ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: (ლევიანნი 12-1). „ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება.“ (ლევიანნი 12-2). „მეშვიდე დღეს უნდა წააჭრან ბავშვს ჩუჩა.“ (ლევიანნი 12-3). „ოცდაცამეტი დღის მანძილზე უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა.“ (ლევიანნი 12-4). „თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც წიდოვანების დროს. სამოცდაექვსი დღის მანძილზე უნდა დარჩეს განწმედის სისხლში.“ (ლევიანნი 12-5). „როცა გავა ვადა განწმედისა ვაჟისათვის თუ გოგოსათვის, მიუყვანოს მღვდელს სადღესასწაულო კარავთან ერთწლიანი ბატკანი აღსავლენად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის გამოსასყიდად.“ (ლევიანნი 12-6). „მღვდელი შესწირავს ამას უფლის წინაშე, გამოითხოვს მისთვის შენდობას და განიწმიდება ქალი წიდოვანვბისგან. ეს არის ვაჟისა თუ გოგოს შობის წესი.“ (ლევიანნი 12-7). „თუ ბატკანზე არ მიუწვდება ხელი, მიიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი; ერთი აღსავლენად, მეორე ცოდვის გამოსასყიდად; მღვდელი შენდობას გამოითხოვს მისთვის და გაწმიდავდება ქალი.“ (ლევიანნი 12-8).

მეორე რჯულის ოცდამეერთე თავში წერია თუ როგორ უნდა გაიტაცოს და დაატყვევოს მამაკაცმა ქალი და იძულებით გაიხადოს ცოლად. მეორე რჯულში წერია: „როცა შენს მტრებთან საომრად გახვალ და ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი, წამოასხამ ტყვეებს,“ (მეორე რჯული 21-10). „და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება და მოინდომებ მის ცოლად წაყვანას,“ (მეორე რჯული 21-11). „მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს თმა და დაიჭრას ფრჩხილები,“ (მეორე რჯული 21-12). „გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი, იცხოვროს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეეუღლე და გახდება შენი ცოლი.“ (მეორე რჯული 21-13).

მეორე რჯულის ოცდამეორე თავში წერია, რომ გათხოვილი ქალი რომელიც სხვა კაცთან დაწვება უნდა მოიკლას, აგრეთვე უნდა მოიკლას გოგონა, რომელიც გათხოვების შემდეგ საქორწინო ღამეს ქალწული არ აღმოჩნდა, კერძოდ საჯაროდ ჩაიქოლოს ქვებით. ეს არის ქალთა შემზარავი რელიგიური დისკრიმინაცია დაფუძნებული პატრიარქატზე. მეორე რჯულში წერია: „თუ ვინმე ცოლს ითხოვს, შევა მასთან და მერე შეიძულებს მას,“ (მეორე რჯული 22-13). „ცილს დასწამებს და ცუდ ხმებს დაუყრის, იტყვის: მე ვითხოვე ეს ქალი, დავუახლოვდი მას და ქალწული არ აღმოჩნდაო,“ (მეორე რჯული 22-14). „ადგეს ამ ყმაწვილი ქალის დედ-მამა და გამოუტანოს მისი სიქალწულე ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან.“ (მეორე რჯული 22-15). „უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: ეს ჩემი ასული ამ კაცს მივათხოვე ცოლად, მან კი შეიძულა.“ (მეორე რჯული 22-16). „აჰა, ცილს სწამებს მას, ამბობს: ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ქალიშვილი. აჰა, ჩემი ასულის სიქალწულე. და გაუშლიან სამოსელს ქალაქის უხუცესების წინ.“ (მეორე რჯული 22-17). „ადგნენ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი.“ (მეორე რჯული 22-18). „ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ისრაელიან ქალწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.“ (მეორე რჯული 22-19). „თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა,“ (მეორე რჯული 22-20). „გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.“ (მეორე რჯული 22-21). „თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.“ (მეორე რჯული 22-22). „თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ქალაქში ვინმე შეხვდა და დაწვა მასთან,“ (მეორე რჯული 22-23). „გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლონ სასიკვდილოდ - ყმაწვილი ქალი იმის გამო, რომ ხმა არ გაიღო ქალაქში, კაცი კი იმის გამო, რომ ძალა იხმარა მოყვასის ცოლზე. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.“ (მეორე რჯული 22-24).

ლევიანთა წიგნის ოცდამეერთე თავი გვიქადაგებს, რომ მღვდლის ქალიშვილი თავისუფალი სექსის ანუ ე.წ. „მეძავობის“ გამო ცეცხლში უნდა დაიწვას ცოცხლად. ლევიანთა წიგნში წერია: „მღვდლის ქალიშვილი, რომელმაც ბოზობით თავი შეირცხვინა, მამამისის შემარცხვენელია იგი. ცეცხლში უნდა დაიწვას.“ (ლევიანნი 21-9).

მეფეთა მეოთხე წიგნში წერია: „მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო; მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული, რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი.“ (მეოთხე მეფეთა 15-16).

მეორე რჯულში წერია: „თუ კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ და ერთერთის ცოლი ახლოს მივა თავისი ქმრის დასახსნელად მისი მცემელის ხელიდან, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება,“ (მეორე რჯული 25-11). „ხელის მტევანი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.“ (მეორე რჯული 25-12).

ქრისტიანული ბიბლია ეწევა პატრიარქატზე დაფუძნებული სოციალური დესპოტიზმის საფუძველზე ქალების გენდერული დისკრიმინაციის დაუფარავ და პირდაპირ აგიტაციას და პროპაგანდას. ძველ აღთქმაში, კერძოდ მსაჯულთა წიგნის მეცხრამეტე თავში მოთხრობილია ერთი ებრაელი ლევიანის ანუ იუდაისტი ღვთისმსახურის ისტორია, რომელიც ეფრემის ქვეყანაში ცხოვრობდა. ამ ლევიანმა მოიყვანა ე.წ. ხარჭა იუდეის ბეთლემიდან, თუ თქვენ დღემდე არ გაგიგიათ ეს სიტყვა და არც კი იცით მისი მნიშვნელობა, სიამოვნებით განგიმარტავთ ძვირფასო მკითხველებო, სიტყვა „ხარჭა“ თანამედროვე ქართულ ენაზე შეიძლება განიმარტოს, როგორც მამაკაცის სექსუალურ მონობაში მყოფი ქალი, აი რა არის „ხარჭა“. ხარჭები ესენი არიან მონაქალები, სექსუალური მონები, მდიდარი მამაკაცების მიერ შესყიდულები, როგორც ფუფუნების საგნები, რომელთა მოვალეობაა მონათმფლობელი ბატონისთვის სექსუალური სიამოვნების მინიჭება. ხარჭები ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი მსოფლიოში ახალი ერის მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე. ხარჭებს არ ჰქონდათ სწავლა-განათლების უფლება, არ ჰქონდათ პირადი საკუთრების ქონის უფლება, ყოველშემთხვევაში მონათმფლობელი ბატონის ნებართვის გარეშე, არ ჰქონდათ ბატონის ნებართვის გარეშე თავისუფლად გადაადგილების უფლება და ა.შ. ეს ლევიანიც პრაქტიკულად იყო მონათმფლობელი, რომელსაც ჰყავდა ხარჭა. ერთ მშვენიერ დღეს ადგა ეს ხარჭა, გაექცა ამ ლევიანს და დაბრუნდა იუდეის ბეთლემში საკუთარი მამის სახლში. ამ ლევიანმა მაინც არ დაანება თავი ამ საცოდავ მონაქალს, ჩააკითხა სახლში და შეეცადა დაებრუნებინა, რაღა თქმა უნდა ის არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ქალს და თან ხარჭას, უფლებას მისგან წასულიყო. ლევიანს მიაჩნდა, რომ ეს ქალი, ეს ხარჭა, იყო მისი პირადი საკუთრება და მის დაკარგვას არ აპირებდა. ქალის მამა შეეცადა დრო გაეყვანა და რაიმე მოემოქმედებინა, რათა ქალიშვილი დაეხსნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ლევიანი მიხვდა, თუ რას აკეთებდა ქალის მამა, დაავლო ხელი ქალს და მისი სახლიდან ტყვიასავით გავარდა. ლევიანი მონაქალთან და მსახურ ბიჭთან ერთად გზას გაუდგა ეფრემის მთიანეთისკენ, სადაც სახლობდა. სანამ ეფრემამდე მიაღწევდნენ, მათ ბენიამინის ხალხის ქალაქ გიბყაში შეისვენეს, ისინი სახლში არავინ შეიპატიჟა, გარდა ერთი მოხუცი კაცისა. როდესაც ამ მოხუცის სახლში ჭამდნენ და სვამდნენ, სახლს მოადგა ქალაქის მოსახლეობა და სახლის პატრონს მოსთხოვეს მათთან გარეთ გამოეყვანა სტუმარი მამაკაცი, ეს ეფრემელი ლევიანი, რათა გაეუპატიურებინათ, ეტყობა ქალაქის მაცხოვრებლები რაღაცის გამო იმდენად იყვნენ განრისხებულნი ამ ლევიანზე, რომ მზად იყვნენ სექსუალურად ეძალადათ მასზე. ეს რაღა თქმა უნდა ცუდი იყო, მე არ ვამბობ, რომ ვამართლებ ქალაქელთა საქციელს, ეს ასე არ არის, მაგრამ ის, რაც გააკეთეს იმ ლევიანმა და სახლის მოხუცმა პატრონმა, უფრო დიდი ბოროტება იყო, სახლის პატრონმა, რაღა თქმა უნდა სტუმარ ლევიანთან შეთანხმებით, კართან მომდგარ განრისხებულ კაცებს შესთავაზა გაეუპატიურებინათ საკუთარი ქალიშვილი, რომელიც ქალწული იყო და სტუმარი ლევიანის ხარჭა ანუ მონაქალი. მოკლე ხანში ლევიანმა და მისმა მასპინძელმა დაავლეს ხელი ამ საბრალო ხარჭას (სექსუალურ მონაქალს) და გაათრიეს განრისხებულ მამაკაცებთან. ლევიანზე გაბრაზებული მამაკაცები ეცნენ საბრალო ხარჭას და მთელი ღამე ჯგუფურად აუპატიურებდნენ მას. მეორე დილას როცა კარები გააღეს და გარეთ გაიხედეს, დაინახეს, რომ ლევიანის ხარჭა გონდაკარგული (სავარაუდოდ მკვდარი, ზუსტად არაა ნათქვამი) იპოვეს სახლის ზღურბლთან მიწაზე დავარდნილი. ლევიანმა ერთი შეუძახა ხარჭას, პასუხი რომ ვერ მიიღო აჰკიდა თავის ვირს, როცა თავის სახლში მივიდა, აიღო მახვილი, საბრალო ქალი თორმეტ ნაწილად დაჩეხა და მისი სხეულის ნაწილები ისრაელის ყველა მხარეში დაგზავნა (საინტერესოა როგორ? და ვის გაუგზავნა?). როგორ მოგწონთ ეს ყველაფერი პატივცემულო მორწმუნეებო? თქვენი აზრით ეს რა არის? მოდით მე აგიხსნით, საქმე იმაშია, რომ მთელს მსოფლიოში, ჩვენი წელთაღრიცხვის მეცხრამეტე საუკუნემდე (ყოველ შემთხვევაში მეთხუთმეტე საუკუნემდე უდავოდ), ქალი როგორც ასეთი, ქალი როგორც ცოცხალი არსება, ითვლებოდა არაფრად, არარაობად და არც მეტი არც ნაკლები ფუფუნების საგნად, რომელიც შეიძლება იყიდო და გაყიდო. ქალი იყო არსება, რომელსაც სულიც კი არ გააჩნდა ქრისტიანთა გაგებით. ქალი იყო არსება, რომელსაც არ ჰქონდა საკუთრების ქონის და სწავლა-განათლების უფლება. ყველა ქალი ასეთ მდგომარეობაში იყო, თვით დიდგვაროვანი და მდიდარი ქალებიც კი. ზოგიერთებმა შეიძლება თქვან, რომ დიდგვაროვანი ქალები ფლობდნენ პირად საკუთრებას, სიმდიდრეს, მაგრამ დროა გამოერკვათ ძილისგან და გამოფხიზლდეთ, თვით დიდგვაროვანი ქალებიც კი არ ფლობდნენ ქონებას, არამედ მთელ საოჯახო სიმდიდრეს ყოველთვის ფლობდნენ, მართავდნენ და აკონტროლებდნენ საგვარეულოს მამაკაცები: ქმრები, ძმები, ბიძები, ბაბუები, ვაჟიშვილები და ა.შ. წარსულში იყო დრო, როდესაც ქალს არ ჰქონდა უფლება მემკვიდრეობით მიეღო გარდაცვლილი მამის ქონება, მთელი ქონება ეძლეოდა მამრობითი სქესის შთამომავალს, ან ვაჟიშვილს ან შვილიშვილს. თანამედროვე მსოფლიოშიც კი ზოგიერთ ქვეყნებში და სოფლებში დღემდე არსებობს ეს დისკრიმინაციული და პატრიარქალური „ტრადიცია“. მოდით გადავავლოთ თვალი ბიბლიას, კერძოდ მსაჯულთა წიგნს. მსაჯულთა წიგნში (ბიბლიაში) წერია: „იმ ხანებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი მდგმურობდა ეფრემის მთის კალთაზე. ხარჭა მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.“ (მსაჯულთა წიგნი 19-1). „გაშორდა მას ხარჭა, მამის სახლში წაუვიდა, იუდას ბეთლემში, და ოთხი თვე იქ იყო.“ (მსაჯულთა წიგნი 19-2). „ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ შემოერიგებინა და შინ დაებრუნებინა. მსახური ბიჭი და ორი ვირი ახლდა თან. ხარჭამ იგი მამის სახლში შეიწვია. დაინახა ის ყმაწვილი ქალის მამამ და გახარებული შეეგება.“ (მსაჯულთა წიგნი 19-3). „არ გაუშვა იგი სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა იქ კაცი სამი დღე. ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს.“ (მსაჯულთა წიგნი 19-4). „მეოთხე დღეს დილაადრიანად ადგნენ. ადგა კაციც შინ წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: ჯერ პური გატეხე, დანაყრდი და მერე წადი.“ (მსაჯულთა წიგნი 19-5). „დასხდნენ ერთად ორივენი, ჭამეს და სვეს. უთხრა კაცს ყმაწვილი ქალის მამამ: დარჩი ამაღამ და მოილხინოს შენმა გულმა.“ (მსაჯულთა წიგნი 19-6). „ადგა წასასვლელად, მაგრამ არ მოეშვა სიმამრი და იმ ღამითაც დარჩა კაცი.“ (მსაჯულთა წიგნი 19-7). „მეხუთე დღეს დილაადრიან ადგა წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ: ჯერ დანაყრდით, შეიცადეთ, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს. ჭამეს ორთავემ და სვეს.“ (მსაჯულთა წიგნი 19-8). „ადგა კაცი, რომ შინ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურ ბიჭთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: აჰა, დღე საღამოსკენ გადაიხარა, ამაღამაც დარჩით, დამდეთ ხათრი. დღე სადაცაა მიილევა. ეს ღამეც აქ გაითიე და მოილხინოს შენმა გულმა. დილით ადრიანად გაუდგებით გზას და მიხვალთ შინ.“ (მსაჯულთა წიგნი 19-9). „მაგრამ კაცმა აღარ ისურვა ღამით დარჩენა, ადგა და წავიდა. იარა იებუსამდე, ახლა რომ იერუსალიმია. მიჰყავდა წყვილი კეხდადგმული ვირი და თავისი ხარჭა.“ (მსაჯულთა წიგნი 19-10). „იებუსს რომ მიადგნენ, კარგა შესაღამოებული იყო. უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: შევიდეთ იებუსეველთა ქალაქში და ღამე მანდ გავათიოთ.“ (მსაჯულთა წიგნი 19-11). „უთხრა ბატონმა: არა, ნუ შევალთ უცხო ქალაქში, სადაც ისრაელიანები არ სახლობენ. გიბყამდე მივიდეთ.“ (მსაჯულთა წიგნი 19-12). „უთხრა თავის მსახურ ბიჭს: რომელიმე სხვა ადგილამდე მივიდეთ, გიბყაში ან რამაში გავათიოთ ღამე.“ (მსაჯულთა წიგნი 19-13). „განაგრძეს გზა, იარეს და ბენიამინის გიბყის მახლობლად დაუღამდათ.“ (მსაჯულთა წიგნი 19-14). „გაუხვიეს, რომ გიბყაში შესულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ. მივიდა და ქალაქის მოედანზე დაჯდა, მაგრამ არავინ შეიპატიჟა შინ ღამის გასათევად.“ (მსაჯულთა წიგნი 19-15). „აჰა, ერთი ბერიკაცი საღამოხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან; ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ.“ (მსაჯულთა წიგნი 19-16). „გაიხედა და ქალაქის მოედანზე მგზავრი დაინახა. ჰკითხა ბერიკაცმა: საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ?“ (მსაჯულთა წიგნი 19-17). „მან მიუგო: იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. სტუმრად ვიყავი იუდას ბეთლემში, ახლა კი უფლის სახლისაკენ მიდევს გზა, მაგრამ არავინ შემიპატიჟა შინ.“ (მსაჯულთა წიგნი 19-18). „ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის. აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც და ამ მსახური ბიჭისთვისაც, რომელიც შენს მორჩილთ გვახლავს. არაფერი გვჭირდება.“ (მსაჯულთა წიგნი 19-19). „ბერიკაცმა უთხრა: მშვიდობა შენდა! ჩემზე იყოს, რაც გჭირდება, ოღონდ ქუჩაში ნუ გაათევ ღამეს.“ (მსაჯულთა წიგნი 19-20). „შინ შეიყვანა და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.“ (მსაჯულთა წიგნი 19-21). „როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, ქალაქის მცხოვრებნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ სახლს, კარზე აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ ბერიკაცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე, შენს სახლში რომ კაცია მოსული, უნდა შევიცნოთო.“ (მსაჯულთა წიგნი 19-22). „გავიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა: არა, ძმებო, ნუ უზამთ ბოროტებას. ეს კაცი ჩემს სახლში სტუმრად შემოვიდა, ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას.“ (მსაჯულთა წიგნი 19-23). „აჰა, გასათხოვარი ქალი მყავს შინ, ამ კაცსაც ხარჭა ახლავს. გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით, რაც გენებოთ. ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას.“ (მსაჯულთა წიგნი 19-24). „მაგრამ მათ მისი გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ ადგა კაცი და გამოუყვანა ქუჩაში თავისი ხარჭა. შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე აუპატიურებდნენ მას. და ცისკარზე გაუშვეს.“ (მსაჯულთა წიგნი 19-25). „წამოვიდა ქალი დილით, დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი პატრონი იდგა, და დილამდე ეგდო.“ (მსაჯულთა წიგნი 19-26). „ადგა დილით მისი პატრონი, გააღო სახლის კარი, გამოვიდა, რომ გზას გასდგომოდა, და, აჰა, კართან მისი ხარჭა აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი.“ (მსაჯულთა წიგნი 19-27). „უთხრა: ადექი, წავიდეთო. მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. გადაჰკიდა სახედარს, ადგა და შინ წავიდა.“ (მსაჯულთა წიგნი 19-28). „შინ რომ მივიდა, აიღო თავისი ხარჭა, თორმეტ ნაწილად, ასო-ასო დაჭრა და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში.“ (მსაჯულთა წიგნი 19-29). „ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით.“ (მსაჯულთა წიგნი 19-30).

ერთხელაც ებრაელთა ტომებს შორის ატყდა ომი, ბენიამინების ტომი გამოეყო დანარჩენ ტომებს და მათ წინააღმდეგ აჯანყდა, მაგრამ ისრაელიანებმა ეს არ მოითმინეს და ბენიამინებს თავს დაესხნენ, მათ ბენიამინების ზედიზედ ორი ქალაქი გაანადგურეს, და ბენიამინებს შეუთვალეს რომ მიცფაში ტომთა საკრებულოზე გამოცხადებულიყვნენ, მაგრამ ბენიამინებმა უარი განაცხადეს, რის გამოც ისრაელიანებმა მესამედ გაილაშქრეს ბენიამინებზე და დაიმონეს ისინი,
ისრაელიანთა თავკაცებმა გალაადის იაბეშში გაგზავნილ მებრძოლებს უბრძანეს დაეხოცათ ქალები და ბავშვები.
ბიბლიაში ამის შესახებ წერია: „გაგზავნა მათთან საზოგადოებამ თორმეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები, უბრძანა: წადით და დედაწულიანად მახვილით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი“ (მსაჯულნი, 21-10). „ასე ჰქენით: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოკალით“ (მსაჯულნი, 21-11). „ნახეს გალაადის მკვიდრთა შორის მამაკაცის საწოლის უნახავი ოთხასი ქალწული და მიიყვანეს ბანაკში, სილოამში, რომელიც ქანაანის მხარეშია“ (მსაჯულნი, 21-12). „თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოემელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში“ (მსაჯულნი, 21-21).

ებრაელთა ბარბაროსულმა ურდომ გაანადგურა არც მეტი არც ნაკლები 10 ეთნოსი, 10 ერი; ამორეველნი, მოებელნი, ედუმელნი, ხეთელნი, ფერიზეველნი, იებუსეველნი, ქანაანელნი, ხივიელნი, გირგაშეველნი და მიდიანელნი. მათ ამ ხალხთა 90 % -ზე მეტი გაწყვიტეს, ხოლო რაც გადარჩა დაიმონეს,
ებრაელი მამაკაცები ტყვედ ჩაგდებულ ქალებს აიძულებდნენ მათთან სექსუალური კავშირის განხორციელებას
, რათა ებრაელი ერი გაემრავლებინათ. ბიბლიაში წერია: „გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც ნაბრძანები ქონდა მოსესთვის უფალს და დახოცეს ყველა მამრი“ (რიცხვნი, 31-7). „ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და ბავშვები და მთელი მათი საქონელი. მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი“ (რიცხვნი, 31-9). „ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა“ (რიცხვნი, 31-10). „აიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაალაფარი კაციდან პირუტყვამდე“ (რიცხვნი, 31-11). შემდეგ მივიდნენ ებრაელი ტერორისტები და ყაჩაღები თავიანთ უფროსთან მოსესთან და ტერორისტი მოსე გაცოფდა, რადგანაც ებრაელმა მებრძოლებმა ქალები და ბავშვები ცოცხლები დატოვეს, მოსეს ეს არ მოეწონა და
ბრძანა დაეხოცათ ქალები და მამრობითი სქესის ბავშვები.
ბიბლიაში ამის შესახებ წერია: „განურისხდა მოსე ჯარის უფროსებს, ათასისთავებს და ასისთავებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მობრუნდნენ“ (რიცხვნი, 31-14).
„უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?“
(რიცხვნი, 31-15). „განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში?“ (რიცხვნი, 31-16). „ახლა
გაწყვიტეთ
ბავშვებში ყველა მამროვანი, ყოველი ქალი რომელსაც შეცნობილი ყავს მამაკაცი მამრის საწოლზე,
მოკალით
“ (რიცხვნი, 31-17).

ერთხელ ერთი ქალი ნახევრადებრაელი და ნახევრადეგვიპტელი ქალი მთელი ხალხის წინაშე აგინებდა ბოროტ დემიურგს, უცხოპლანეტელ ბოროტ რეფტოიდს, რომელიც იუდაისტებს, ქრისტიანებსა და მუსულმანებს „ღმერთი“ ჰგონიათ. შეიპყრეს ეს ქალი ებრაელებმა და ჩააგდეს დილეგში, ელაპარაკა რეფტოიდი „უფალი“ ებრაელებს და ბრძანა მისი ჩაქოლვით მოკვლა. გაიყვანეს ებრაელებმა მეამბოხე ქალი ბანაკის გარეთ, ჩაქოლეს და მოკლეს. ბიბლიაში წერია: „მოვიდა ისრაელიანთა შორის ისრაელიანი დედაკაცის და ეგვიპტელი კაცის შვილი და წაეკიდნენ ბანაკში ისრაელიანი დედაკაცის შვილი და ისრაელიანები.“ (ლევიანნი 24-10). „აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და ილანძღებოდა. მიუყვანეს იგი მოსეს (დედა მისი იყო შელომითი, დიშრის ასული, დანის ტომიდან).“ (ლევიანნი 24-11). „და ჰყავდათ საპყრობილეში, ვიდრე უფლის განაჩენს გაიგებდნენ.“ (ლევიანნი 24-12). „ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:“ (ლევიანნი 24-13). „გაიყვანეთ მაგინებელი ბანაკის გარეთ და ყველამ ვინც გაიგონა, დაადოს ხელი თავზე და ქვით ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ.“ (ლევიანნი 24-14). „ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც თავის ღმერთს ლანძღავს, ცოდვას იდებს.“ (ლევიანნი 24-15). „უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს.“ (ლევიანნი 24-16).

ბიბლია მოგვითხრობს, რომ როდესაც აბრაამის ქვეყანაში დადგა დიდი შიმშილობა, ის თავის ცოლთან ერთად გაემართა ეგვიპტეში, გზაში მან ცოლი დაარიგა, არ ეთქვა რომ ცოლი იყო, ხოლო როდესაც ეგვიპტეში ჩავიდა ცოლი დად გაასაღა, აბრაამის ცოლი ეგვიპტის ფარაონს ძალიან მოეწონა და თავისთან ჰარამჰანაში წაიყვანა, მაგრამ აბრაამის ღმერთმა აიძულა იგი გაეშვა და აბრაამისათვის დაებრუნებინა. ამის შესახებ ბიბლიაში წერია: „შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში“ (დაბადება, 12-10). „როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი ლამაზი შესახედავი ქალი ხარ“ (დაბადება, 12-11). „დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო, მე მოკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ“ (დაბადება, 12-12). „თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისათვის და გადავრჩე შენი წყალობით“ (დაბადება, 12-13). „როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი“ (დაბადება, 12-14). „დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში“ (დაბადება, 12-15). „ხოლო აბრამს კარგად მოექცნენ მისი გულისათვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები“ (დაბადება, 12-16). „დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო“ (დაბადება, 12-17). „მაშინ დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი?“ (დაბადება, 12-18). „რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!“ (დაბადება, 12-19). „მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ“ (დაბადება, 12-20).

ბიბლია პრაქტიკულად გვეუბნება, რომ აბრაამს, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ აბრამი ერქვა (აბრაამი მას მერე დაარქვა ღმერთმა), შეეშინდა ეგვიპტელებს არ მოეკლათ და სიმხდალე გამოიჩინა, მან გადაწყვიტა ეთქვა ტყუილი, მან იცრუა და საკუთარი ცოლი ფაქტობრივად გაყიდა დიდძალი ქონების ფასად, აბრაამს სურდა საკუთარი ცოლის ფასად გადარჩენილიყო, ის ცოლს ამოეფარა და მისი სილამაზით დაიწყო მანიპულირება. აბრაამს ფარაონმა, რომელსაც ძალიან მოეწონა მისი ცოლი, რომელიც და ეგონა, მის ფასად დიდძალი ქონება გადასცა, ხოლო მას მერე რაც სარაის იგივე სარას ცოლად შერთვა დააპირა, ბიბლიურმა ღმერთმა, იმის მაგივრად რომ სიცრუისთვის აბრაამი დაესაჯა, რადგანაც სწორედ აბრაამმა გაყიდა ცოლი, დასაჯა ფარაონი, რომელსაც არავითარი ბრალი არ მიუძღოდა არც აბრაამის და არც სარას (სარაის) წინაშე. მართლაც, ლოგიკურად და რაციონალურად თუ ვიმსჯელებთ გამოდის სრული უაზრობა, აბრაამი ცრუობს, ცოლს დად ასაღებს, ცოლს ჰყიდის ფარაონზე და ამის ფასად იხვეჭს დიდ სიმდიდრეს და მის მიგივრად „ღმერთი“ სჯის ფარაონს, აქ აშკარად სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, სად არის აქ სამართლიანობა? ნათელია რომ აქ არაა სამართლიანობა. ბიბლიური ღმერთი კიდევ ერთხელ ავლენს თავის ირაციონალურ და უსამართლო ბუნებას. აბრაამი იმდენად უსინდისო და უსირცხვილო იყო, რომ მას მერე რაც მისი ტყუილი გამჟღავნდა, სულაც არ ინება, რომ ფარაონისათვის დაებრუნებინა ის დიდძალი ქონება, რომელიც მან უწყალობა ცოლის ფასად (რომელიც ფარაონს და ეგონა), პირიქით აბრაამმა ხელს გააყოლა ის სიმდიდრე რაც მოტყუებით მოიპოვა, რაც დასტურდება ბიბლიაში. პრინციპში გასაგებია ისიც, რატომ არ მოსთხოვა ფარაონმა აბრაამს ქონება უკან, აშკარაა, რომ ფარაონს შეეშინდა აბრაამის ღმერთის, რომელმაც როგორც ჩანს საშინლად დააფრთხო ფარაონი, იმდენად, რომ ფარაონს აბრაამთან დავა-კამათის ყოველგვარი ხალისი გაუქრა და არათუ ენას კბილი დააჭირა, არამედ ერთი სული ჰქონდა სანამ აბრაამს თავისი ქვეყნიდან გაისტუმრებდა და თავიდან მოიშორებდა მისი „ღმერთის“ მახვილ მზერასა და მრისხანებას, რომელიც მის თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდა, სანამ აბრაამი მის სიახლოვეს რჩებოდა. ბიბლიაში წერია: „ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით“ (დაბადება, 13-2).

ჰოი საოცრებავ! ბიბლია საკუთარი პირით აღიარებს, რომ აბრაამი გამდიდრდა საბრალო ეგვიპტელი ფარაონის გაპამპულებით. აბრაამის ამგვარი მოპყრობა ცოლის მიმართ არის ქალის გენდერული დისკრიმინაცია, აბრაამი საკუთარ ცოლს ისე მოეპყრა, როგორც ნივთს და ფარაონს დიდძალი ქონების ფასად მიჰყიდა, ის იმდენად მხდალი აღმოჩნდა, რომ ქალის, საკუთარი ცოლის კალთას ამოეფარა და მისი დად გასაღებით თავი დაიზღვია.

ახ. წ. 591 წელს მართლმადიდებელმა ფანატიკოსებმა და შოვინისტებმა შეთხზეს დოგმატი, რომლის თანახმადაც თითქოსდა მარიამ მაგდალინელი (იესო ქრისტეს ცოლი) იყო მეძავი, მაგრამ ეს სიცრუეა.

განსხვავებით მსოფლიოს სხვა რელიგიებისგან, განსაკუთრებით აბრაამული რელიგიებისგან, ბუდიზმში, ბუდას მოძღვრებაში ქალი და კაცი თანასწორია. ბუდას სწავლებაში ქალს შეუძლია საეკლესიო იერარქიაში დაიკავოს ნებისმიერი ჩინი, ქალს შეუძლია გახდეს დალაი-ლამა, ქალს შეუძლია გახდეს არჰატი, ბოდჰისატვა და ბუდა, ქალს შეუძლია გადავიდეს ნირვანაში და მოიპოვოს ღვთაებრივი ნეტარება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...