Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჩვენი ცხოვრება ბუნებრივია, თითქოს ყველაფერი ნათელია, რასაც ვხედავთ, რასაც ვგრძნობთ და რაც გვესმის. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ილუზიაა რადგან ის სამყარო და კანონები რომელშიც ჩვენ ვცხოვორბთ გაცილებით რთული და კომპლექსურია.

 

დავიწყოთ იმით რასაც ვხედავთ. ფერები ჩვენთვის ძალიან რეალურია, მაგრამ სინამდვილეში ეს ილუზიაა რომელიც ტვინში იქმნება. ფერები არ არსებობს და ბუნებაში მისი არსებობა არცაა საჭირო, ისინი უბრალოდ ჩვენ გვჭირდება გარემოს უკეთ აღსაქმელად, ფაქტი კი ის არის რომ ფერები უბრალოდ ელექტრო მაგნიტური ტალღეის სიგრძის სხვაობაა. მაგალითად წითელი ფერი უფრო გრძელი ტალღაა ვიდრე მწვანე, ხოლო მწვანე უფრო გრძელია ლურჯზე. რაც უფრო მოკლეა ტალღა მით უფრო მაღალი ენერგიის მქონეა, ესეიგი ლურჯი ფერი უფრო მაღალენერგეტიკული გამოსხივებაა ვიდრე წითელი და მწვანე.

 

თეთრი ფერი ალბათ იცით რომ ყველა დანარჩენი ფერის ერთობლიობაა და ის ცალკე ტალღად არ განიხილება.

 

http://i017.radikal.ru/1601/30/ba96612df4d6.png

 

ელექტრო მაგნიტურიზმის სამყაროს შემადგენელი 4 ძალიდან ერთერთია, ხოლო მისი გადამტანი არის ელემენტარული ნაწილაკი ფოტონი ანუ სინათლის ნაწილაკი. სინათლე ბუნებაში კი ტალღურად ვრცელდება, მიუხედავად იმისა რომ ის ნაწილაკია. ლუი დე ბროილმა დაამტკიცა და ახსნა რომ ყველა ელემენტარული ნაწილაკი რომლისგანაც შედგება ყველაფერი მატერიალური, არის 2 ბუნებოვანი, ისინი როგორც ნაწილაკურ ასევე ტალღურ თვისებებსაც ავლენენ, ამ მოვლენას ეწოდება კორპუსკულურ-ტალღოვანი დუალიზმი. ფოტონიც როგორც სხვა დანარჩენი ელემენტარული ნაწილაკები ამ თვისების მატარებელია.

 

ელექტრო მაგიტური ტალღის სპექტრი შედგება რამდენიმე მონაკვეთებისგან რომლებსაც ტალღის სიგრძე განსაზღვრავს, ესენია გამა გამოსხივება, რომელიც არის ყველაზე საშიში, მაღალ ენერგეტიკული ანუ ყველაზე მოკლე ტალღოვანი გამოსხივება. ის საშიშია იმიტომ რომ რადიაციული გამოსხივებაა და მისი მოკლე ტალღა მოქმედებს ატომებზე და იწვევს მოლეკულების დაშლას თავისი მაღალი ენერგიის ხარჯზე. შემდეგ მაღალენერიულობის მიხედვით, თანმიმდევრულად მოდიან რენტგენის სხივები, ულტრაიისფერი სხივები, ხილვადი სხივები (ვარდისფერი -> იისფერი -> ლურჯი -> ცისფერი -> მწვანე -> ყვითელი -> სტაფილოსფერი -> წითელი), ინფრა წითელი სხივები, მიკრო ტალღები და რადიო ტალღები.

 

http://s015.radikal.ru/i332/1601/1e/3218e8c677c9.jpg

 

დიახ რადიაციული გამოსხივება რომელიც საშიშია, ფერები რომლებსაც ვხედავთ და რადიო ტალღები რომლებსაც რადიოში ვისმენთ არის ერთი და იგივე მოვლენის სხვადასხვა სახე.

 

 

თუ დაფიქრებულხართ როდესმე... როდესაც რამეს ეხებით თქვენ მართლა ეხებით სხეულს? თუ კი მაშ როგორ?.. სინამდვილეში ჩვენ ვერაფერს ვერ ვეხებით, არც შევხებულვართ და ვერც ვერასდროს შევეცებით, ამას ბუნება გვიკრძალავს. როდესაც ვსაუბრობთ შეხებაზე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ჩვენი სხეული ატომებისგან შედგება, ფიზიკა კი ომელიც ატომურ დონეზე მუშაობს გაცილებით განსხვავდება იმ კლასიკური კანონებისგან რომლებსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. დავიწყოთ იმით რომ ატომი შედგება ბირთვისგან და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან... ელექტრონები ბირთვის გარშემო ქმნიან ელექტრულ ღრუბელს რომელშიც თავად გადაადგილდებიან, მათ იცით ალბათ უარყოფითი მუხტი აქვთ, ეს იმიტომ რომ ელექტრონები პატარა მაგნიტებია, რომლებსაც საკუთარი მაგნიტური ველი გააჩნიათ. ისიც გეცოდინებათ რომ ელექტრონები უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებია და ერთნაირ მუხტს არ უყვართ ერთმანეთი, ისინი ყოველთვის განიზიდავენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე როდესაც 2 სხეული ერთმანეთს უახლოვდება მათი შემადგენელი ელექტრონები ერთმანეთთან მიახლოვებისას განიზიდავენ ერთმანეთს საკუთარი მაგნიტური ველით. შეუძლებელია 2 ცალკეული სხეულის შემადგენელი ნაწილები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ რადგან ამის საშუალებას მაგნიტური ველი არ იძლევა, იმისთვის რომ ეს უძლიერესი წინააღმდეგობა დაიძლიოს, საჭიროა წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგია, ასეთ მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ატომური ბომბი იძლევა.

 

გამოდის რომ ჩვენ სინამდვილეში კი არ ვეხებით სხეულებს, არამედ უბრალოდ ვგრძნობთ ძალას რომლითაც ერთმანეთზე ვმოქმედებთ. ფიქიკური კონტაქტი არ არსებობს, არსებობს ძალთა შორის ურთიერთქმედება. ამის მარტივი მაგალითია 2 მაგნიტი რომლის ერთნაირი პოლუსები ერთმანეთს განიზიდავენ, ეს ალბათ ყველას გიცდიათ.

 

აინშტაინის გენიალურმა თეორიამ, რომელსაც ფარდობითობის თეორიას ვუწოდებთ დაგვანახა სამყარო ახალი რაკურსით. აინშტაინმა ფაქტიურად დაამსხვრია მექანიკური დროის მცნება და შემოგვთავაზა ახალი გაგება დროისა რომელიც ფარდობითი და შედარებითია. მისი თეორიის თანახმად დრო სამყაროში ერთნაირად არ მიედინება, ყველას და ყველაფერს თვისი ინდივიდუალური დრო აქვს. მან თქვა რომ დო და სივრცე არის განუყოფელი. როდესაც ჩვენ ზემოქმედებას ვახდენთ სივრცეზე, ჩვენ დროზეც ვმოქმედებთ. მან დრო და სივრცე ერთ ქსოვილად წარმოიდგინა, ჩვენთვის კი ცნობილია რომ გრავიტაცია არის სივრცის სამგანზომილებიანი ქსოვილის დეფორმაცია.

 

http://s019.radikal.ru/i642/1601/9c/d521838ae4d9.jpg http://s019.radikal.ru/i606/1601/89/93c43c08622f.jpg

 

გრავიტაცია არ არის მიზიდულობა, გრავიტაცია არის ვარდნა იმ დეფორმირებულ სივრცეში რომელსაც ქმნის ობიექტი. ამის მარტივი მაგალითი შეგიძლიათ სახლშიც. გაჭიმეთ ჰაერში დიდი ნაჭერი (მაგ. სუფრის გადასაფარებელი) და შუაში ჩააგორეთ დიდი ზომის სხეული. ადვილი მისახვედრია რომ ნაჭერი შუაში ჩაიზნიქება სხეულის სიმძიმის მოქმედებით, შემდეგ მცირე ზომის ბურთულა გააგორეთ ამ ნაჭერზე და ნახავთ რომ ეს ბურთულა ჩაზნექვის ცენტრის ირგვლივ იგორავებს. სწორედ ესე ბრუნავს ჩვენი პლანეტა მზის გარშემო, ის ფაქტიურად მზის ცენტრში ვარდება, მაგრამ ორბიტალური აჩქარება და მზის გრავიტაცია ბალანსშია. სწორედ ამის გამო ჩვენი პლანეტა არ ვარდება მზეში.

 

აინშტაინი ამბობს რომ ჩვენი 3 განზომილებიანი სივრცე დამატებით მეოთხე განზომილებას შეიცავს, ამ განზომილებას ჩვენ დროს ვეძახით. აქედან გამომდინარე როდესაც ხდება სივრცის 3 განზომილების დეფორმაცია, მასთან ერთად დეფორმირდება დროც. ფარდობითობის თეორიის თანახმად რაც უფრო დიდია მიზიდულობის ძალა, მით უფრო ნელა გადის დრო იმ ობიექტისთვის რომელიც ამ გრავიტაციულ ველშია მოქცეული ვიდრე იმისთვის ვინც მოშორებითაა. გამოდის რომ ადამიანი რომელიც ცათამბჯენზეა უფრო დაშორებულია დედამიწის გრავიტაციულ ცენტრს ვიდრე იმისთვის ვინც ცათამბჯენის ქვემოთ დგას, შესაბამისად დაბლა მდგომისთვის დრო შედარებით ნელა გადის რადგან მას დედამიწა უფრო იზიდავს. რათქმაუნდა სხვაობა ამ შემთხვევაში მიზერულია და დროის სხვაობა წამის მეტრილიონედია მაგრამ ეს მაინც დროში მოგზაურობაა პრაქტიკულად.

 

გრავიტაციასთან ერთად აინშტაინის თეორია იმასც ამბობს რომ რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ობიექტი მისთვისაც დრო შედარებით ნელდება ვიდრე იმისთვის ვინც არ მოძრაობს, ხოლო თუ მე თეორიულად სინათლის სიჩქარით ვიმოძრავებ, მაშინ დრო ჩემთვის საერთოდ შენელდება ეს იმიტომ ხდება ბუნებაში რომ სინათლის სიჩქარის ლიმიტი არ გადაილახოს. წარმოიდგინეთ სინათლის სიჩქარით მოძრავი ადამიანი რომელსაც ხელში ბურთი უჭირავს და ამ ბურთს წინ ისვრის, გამოვა რომ სინათლის სიჩქარეს დაემატება ბურთის ის სიჩქარე რომელსაც ადამიანი მიანიჭებს მას სროლის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოვა რომ ბურთი სინათლის სიჩქარეზე სწრაფად იმოძრავებს, ბუნებაში კი ეს დაუშვებელია, სინათლის სიჩქარე ლიმიტა და ამიტომ ეს რომ არ მოხდეს დრო უნდა გაჩერდეს. თეორიის თანახმად რაც უფრო სწრაფად იმოძრავებ მით უფრო შენელდება შენი დრო უძრავ სხეულთან მიმართებაში. შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ ეს მაგრამ რომ არა აინშტაინი ჩვენთვის ჯიპი ეს ნავიგაცია არ იარსებებდა. ხო ჯიპიეს ნავიგაციაში სწორედ ის ფაქტია გათვალისწინებული რომ სიჩქარის და გრავიტაციის გავლენით დროის სვლა იცვლება. ფარდობითობის თეორიიდან გმამომდინარე ჯიპიეს ნავიგაცია მუდმივ კორექტირებას გადის რათა დროის სიზუსტე არ გადაიხაროს, 1 წამის გადახრაც კი დროში ძალიან დიდ უზუსტობას მოიტანს რაც გათვალისწინებულია რათქმაუნდა.

 

სამყარო

მუდამ მოძრაობაშია, ყველაფერი მოძრაობს, ჩვენ ერთმანეთის მიმართ, დედამიწა მზის მიმართ, მზე გალაქტიკის მიმართ, გალაქტიკა კი უსაზღვრო სივრცეში მიცურავს სხვა ყველაფერთან მიმართებაში. გამოდის რომ დროც არ ყოფილა ისეთი როგორიც ჩვენ გვეგონა და პრაქტიკულად ჩვენ მუდამ დროში ვმოგზაურობთ.

 

მომდევნო არასასიამოვნო ფაქტი ისაა რომ ატომის მთელი მასა თავმოყრილია ბირთვში (პროტონებსა და ნეიტრონებში) ხოლო ატომის მთლიან სივრცეს ქმნის ბირთვის გარშემო მოძრავი ელექტრონები, რომლებსაც თითქმის არ გააჩნიათ მასა. ელექტრონის ორბიტა ქმნის ატომის მთლიან მოცულობას ხოლო მისი დიამეტრი ატომის ბირთვის დიამეტრთან შედარებით 10 000-ჯერ დიდია. გამოდის რომ ელექტრონსა და ბირთვს შორისი სივრცე 99.9% სიცარიელეა. ეს იგივეა, რომ მთელი დედამიწის შემადგენელ ატომებს რომ ელექტრონები მოვაცალოთ და ბირთვები ერთმანეთს მივატყუპოთ, მთელი დედამიწის მასა მოთავსდება ვაშლის ზომის სივრცეში. გამოდის რომ ჩვენ 99.9% სიცარიელე ვართ. შემაშფოთებელია ნამდვილად.

 

კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა უკვე თავად რეალიზმის არარეალურობას ამტკიცებს. ამ მოვლენამ დასაბამი მისცა კვანტური მექანიკისს გაჩენას, ანუ მეცნიერებისა რომელიც შეისწავლის კანონებს რომლებიც მუშაობს სუბ-ატომურ დონეზე.

 

ამ ექსპერიმენტის ახსნას არ დავიწყებ რადგან ვიდეოებში უფრო გასაგებადაა ახსნილი და განზოგადოებული... თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ უყუროთ და გაოცებულებიც დარჩებით.

 

 

 

 

ამ და სხვა უცნაური ექსპერიმენტების საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ რეალობა თავისთავად არ არსებობს, ის მხოლოდ მაშინ არის რეალური როდესაც მას ვიღაც ან რაღაც აკვირდება. პრაქტიკულად ფიზიკის ამ დარგმა მოკლა რეალიზმის არსებობა და წარმოგვიჩინა იდეალიზმი როგორც ნამდვილ რეალობად. კვანტურ მექანიკაში დამკვირვებლის ფენომენმა გზა გახუხსნა ძველ და ახალ ფილოსოფიურ მსჯელობებს, იმაზე თუ რა არის თავად რეალობა და რა როლს ვასრულებთ ჩვენ, დამკვირვებლები.

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 334
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ოჰო... საინტერესოა... ზოგადად ვიცოდი ამ უცნაური რეალობის შესახებ მაგრამ ასე ღრმად არა :read:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოჰო... საინტერესოა... ზოგადად ვიცოდი ამ უცნაური რეალობის შესახებ მაგრამ ასე ღრმად არა :read:

 

ხოო... საინტერესოა და მე ესე ვთვლი რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. იმდენი საინტერესო დოკუმენტური ფილმებია რომლებსაც ჩვენს არხებზე არ აჩვენებენ და მაგის მაგივრად ინტელექტის გამანადგურებელ დაბალი დონის სერიალებს უშვებენ... :facepalm: :cry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოო... საინტერესოა და მე ესე ვთვლი რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. იმდენი საინტერესო დოკუმენტური ფილმებია რომლებსაც ჩვენს არხებზე არ აჩვენებენ და მაგის მაგივრად ინტელექტის გამანადგურებელ დაბალი დონის სერიალებს უშვებენ... :facepalm: :cry:

იმიტომ რომ იმას უფრო ეყოლება (და ყავს კიდეც) მაყურებელი.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ რომ იმას უფრო ეყოლება (და ყავს კიდეც) მაყურებელი.. :)

 

რატომ მერე? იმიტომ რომ ადრევე არ დაიწყეს შემეცნებითი გადაცემების გაშვება... დებილები დებილებად დარჩნენ და მათი შვილებიც დებილებად გაიზრდებიან მაგეების ყურებით... დღეს უნდადაიწყონ ცვლილებები რომლებიც ამ თაობაზე კი არ იქნება გათვლილი არამედ მომავალზე... ჩვენ თაობას არაფერი ეშველება მაინც. :titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოო... საინტერესოა და მე ესე ვთვლი რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. იმდენი საინტერესო დოკუმენტური ფილმებია რომლებსაც ჩვენს არხებზე არ აჩვენებენ და მაგის მაგივრად ინტელექტის გამანადგურებელ დაბალი დონის სერიალებს უშვებენ... :facepalm: :cry:

GDs-ი ცდილობს რაცხას, მომწონს ეგ არხი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ხოო... საინტერესოა და მე ესე ვთვლი რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. იმდენი საინტერესო დოკუმენტური ფილმებია რომლებსაც ჩვენს არხებზე არ აჩვენებენ და მაგის მაგივრად ინტელექტის გამანადგურებელ დაბალი დონის სერიალებს უშვებენ... :facepalm:/> :cry:/>

გეთანხმები... სიამოვნებით ჩვუჯდებოდი და მარფო ზოგადად არ მეცოდინებოდა დრო რო მქონდეს ბევრი... :(

 

 

 

რატომ მერე? იმიტომ რომ ადრევე არ დაიწყეს შემეცნებითი გადაცემების გაშვება... დებილები დებილებად დარჩნენ და მათი შვილებიც დებილებად გაიზრდებიან მაგეების ყურებით... დღეს უნდადაიწყონ ცვლილებები რომლებიც ამ თაობაზე კი არ იქნება გათვლილი არამედ მომავალზე... ჩვენ თაობას არაფერი ეშველება მაინც. :titebi:/>

არაჰ... დამიჯერე ამის ბრალი არაა... თავიდანვე არ ქონდა იმ გადაცემებს რეიტინგი... :( სამაგიეროდ რაჯია თურმე საინტერესო თუ რაც ქვია რავი :cry:

 

GDs-ი ცდილობს რაცხას, მომწონს ეგ არხი

 

გეთანხმები... კარგი არხია აქვთ ხოლმე საინტერესო რამეები... სხვათაშორის არც მაესტროა ცუდი... თუ რომელია პარანორმალურ მოვლენებს რო ხსნის... :read:

 

იმიტომ რომ იმას უფრო ეყოლება (და ყავს კიდეც) მაყურებელი..

 

ყველაფერი უნიჭო და უხარისხო ჩვენ უნდა შემოვიტენოთ... ვერცერთ ქვეყანას ვერ შეტენეს თავის **** სერიალები, არც თვითონ არ უყურებენ და ჩვენ წაგვლეკეს... (ინდოელებზე მაქ ლაპარაკი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები... სიამოვნებით ჩვუჯდებოდი და მარფო ზოგადად არ მეცოდინებოდა დრო რო მქონდეს ბევრი... :(

 

ოჰ მოიცხო მიზეზი :titebi: არც მე მაქვს დრო მარა მაგეების ყურებას და კითხვასაც ვასწრებ და აქ ყოფნასაც :brr:

 

არაჰ... დამიჯერე ამის ბრალი არაა... თავიდანვე არ ქონდა იმ გადაცემებს რეიტინგი... სამაგიეროდ რაჯია თურმე საინტერესო თუ რაც ქვია რავი

 

მარტო ეგენი გაუშვან ყველა არხზე და რას იზავენ? :)) ვინუჟდენი ჩაუჯდებიან აბა რა ქნან. ცოტა ძალადობა უნდა იხმარო, ჭკვიანებზე რომ ძალადობენ მაგ სერიალებით აგი რაია? :D

 

GDs-ი ცდილობს რაცხას, მომწონს ეგ არხი

 

:+: mec... GDS dziritadad axalgazrdebzea orientirebuli da chvennair xalxs egetebi chirdeba, siaxleebi. danarchenebi ra gitxra tvinis gamorecxvis arxebia, politika da unicho serialebi.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც მე მაქვს დრო

 

თუ არ გრცხვენია მაგაში რო მე მედრები... ტელევიზორი მაინც გაქ... დურაკ..!!!

 

მარტო ეგენი გაუშვან ყველა არხზე და რას იზავენ?

 

სულელი ყოველთვის იპოვნის გზას სისულელე გააკეთოს... ინტერნეტში უყურებენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ არ გრცხვენია მაგაში რო მე მედრები... ტელევიზორი მაინც გაქ... დურაკ..!!!

 

:)) ტელევიზორს კვირაში შეიძლება რამდენჯერმე ჩავუჯდე... ეგეც მარტო შემეცნებით არხებს :titebi: სახლში 9-ის მერე ვარ ყოველდღე თითქმის, მანამდე ვმუშაობდა მერე მაგისტრატურაზე ვარ პრაქტიკებზე, აქ რო ვარ შემოსული ეგეც ტელეფონის ხარჯზე. + სახლში სამაგისტრო თემაზე ვმუშაობ პარალელურად და რა გინდა თქვა შენ ჩემზე დაკავებული ხარ?.. დურა... :titebi:

 

სულელი ყოველთვის იპოვნის გზას სისულელე გააკეთოს... ინტერნეტში უყურებენ...

 

ki, magram am shemtxvevashi echvi mepareba diasaxlisma kartofili frcqvnas da paxodu leptops chaujdes ulvashebiani xalxis sayureblad :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

:))/> ტელევიზორს კვირაში შეიძლება რამდენჯერმე ჩავუჯდე... ეგეც მარტო შემეცნებით არხებს :titebi:/> სახლში 9-ის მერე ვარ ყოველდღე თითქმის, მანამდე ვმუშაობდა მერე მაგისტრატურაზე ვარ პრაქტიკებზე, აქ რო ვარ შემოსული ეგეც ტელეფონის ხარჯზე. + სახლში სამაგისტრო თემაზე ვმუშაობ პარალელურად და რა გინდა თქვა შენ ჩემზე დაკავებული ხარ?.. დურა... :titebi:/>

 

 

 

ki, magram am shemtxvevashi echvi mepareba diasaxlisma kartofili frcqvnas da paxodu leptops chaujdes ulvashebiani xalxis sayureblad :))/>

შენ კვირაში ერთხელ მაინც უყურებ და ყოველ საღამოს სახლში ხარ... მე აღარც მახსოვს ტელევიზორი ბოლოს როდის დავინახე... მემგონი ახალ წელს... მე მარტო ტვინით მუშაობა არ მიწევს + ამას... ამიტო დაღილი ტელეფონსაც ძლივს ვკიდებ ხს... მე სულ ტელეთინ ვარ თითქმის ვინ მიმკშვებს კომპთან ოთახში მიდგას და აბა გავბედო სასწავლო მასალის გარდა სხვა რამე ჩვრთო...

 

შემედარა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ კვირაში ერთხელ მაინც უყურებ და ყოველ საღამოს სახლში ხარ... მე აღარც მახსოვს ტელევიზორი ბოლოს როდის დავინახე... მემგონი ახალ წელს... მე მარტო ტვინით მუშაობა არ მიწევს + ამას... ამიტო დაღილი ტელეფონსაც ძლივს ვკიდებ ხს... მე სულ ტელეთინ ვარ თითქმის ვინ მიმკშვებს კომპთან ოთახში მიდგას და აბა გავბედო სასწავლო მასალის გარდა სხვა რამე ჩვრთო...

 

შემედარა...

 

:)) აუფ ტელევიზორს თუ არ ვუყურე რა მეშველება. მარტო ტვინით მუშაობა არც მე მიწევს. ჩემს მაგივრად იმუშავე 1 კვირა... არც მეტი არც ნაკლები და თუ ჯარი მინდა არ დაიყვირო ნახავ :))

 

აი მეკი შენგან განსხვავებით ვერაფერს მიკრძალავენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი იციან რომ უაზრობას არასდროს გავაკეთებ და მეორეც ის რომ ჩემთან კამათს აზრი არ აქვს :)) :titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

:))/> აუფ ტელევიზორს თუ არ ვუყურე რა მეშველება. მარტო ტვინით მუშაობა არც მე მიწევს. ჩემს მაგივრად იმუშავე 1 კვირა... არც მეტი არც ნაკლები და თუ ჯარი მინდა არ დაიყვირო ნახავ :))/>

 

აი მეკი შენგან განსხვავებით ვერაფერს მიკრძალავენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი იციან რომ უაზრობას არასდროს გავაკეთებ და მეორეც ის რომ ჩემთან კამათს აზრი არ აქვს :))/> :titebi:/>

ჩემი სამსახური და შენი ერთი არაა... ჩემთან წესებია... და სანამ ამ წესების დაცვა მიწევს დავიცავ... სულ მალე აღარ მომიწევს. ნუ გგონია საკუთარი თავი ყოვლისმქმნელი და შემძლე.. ვსო მოკვდა თემა გამაღიზიანე ისედაც უხასიათოდ ვიყავი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი სამსახური და შენი ერთი არაა... ჩემთან წესებია... და სანამ ამ წესების დაცვა მიწევს დავიცავ... სულ მალე აღარ მომიწევს. ნუ გგონია საკუთარი თავი ყოვლისმქმნელი და შემძლე.. ვსო მოკვდა თემა გამაღიზიანე ისედაც უხასიათოდ ვიყავი.

 

ყოვლის შემძლე არ ვარ მაგრამ თუ შევძლებ ოდესმე გავხდები :)) რას დუდუღუნებ ერთი... დაწყნარდი... კარგი ხარ კარგი. უბრალოდ შევამოწმე ისევ ფორმაში ხარ თუ არა :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ყოვლის შემძლე არ ვარ მაგრამ თუ შევძლებ ოდესმე გავხდები :))/> რას დუდუღუნებ ერთი... დაწყნარდი... კარგი ხარ კარგი. უბრალოდ შევამოწმე ისევ ფორმაში ხარ თუ არა :*/>

არც ვდუდღუნებ და წყნარადაც ვარ... უბრალოდ შენი პოსტები მაიძულებს თვალები ხშირად გადავატრიალო მომაბეზრებლად... ხოლმე და დამეღალა :)) ჩემი თვალუკები.. ესენი მივარგა მარტო თორე აფსუს არაფერი არ ვარ ამიტო შეეშვი ჩემ თვალებს თორე ჩაგქოლავ... :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...