Jump to content
Planeta.Ge

პაატა დავითაია: პალესტინის აღიარებით საქართველომ რუსეთს „კოჭი გაუგორა“


Recommended Posts

http://news.ge/ge/ne...s-kochi-gaugora დავითაიას უკვირს თორემ გასაკვირი აქ არაფერია: კანცლერ ბიძინეს მოსვლით საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსული საგარეო პოლიტიკის ნაწილი გახდა......ყოველთვის მიკვირდა პოლიტიკური ჰეტერების გნიასი უახლოეს წარსულში: არიქა ებრაელი ბიზნესმენი დაიჭირა "რეჟიმმა" და ქართულ-ებრაულ საუკუნო ურთიერთობას ბზარი გაუჩნდაო....სხვა მრავალიც....სხვათა შორის პალესტინის ადმინისტრაცია(თუ ის შაითან ტრუბა-კასამის მსროლელები) თავის დროზე აპირებდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას რუსეთის თხოვნით. მაგრამ რუსეთს ესეთი უმნიშვნელო ბანდის(ცნობილია რომ დღევანდელი პალესტინის მმართველი პატია ჰამასი-ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული ევროპული ქვეყნების მიერ) აღიარებაში ბოლოს ფული დაენანა(იქიდან თავზე კრაზის საბურავწამოცმულმა ჰესბოლას ლიდერმა ნასრალა-მაც გამოთქვა სურვილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება რუსული იგლების სანაცვლოდ..). ეს კონფლიქტი რომელიც საქართველოს არანაირად არ ეხებოდა და დიდი სახელმწიფოთა თამაშების საგანი იყო- ბიძინე გაქანდა და კონფლიქტის მხარე გახდა..... მოკლედ როგორც ჩანს საქართველო სასომხეთის მსგავსად გაეროში და სხვა ფორუმებზეც რუსული შაბაშების მხარდამჭერი გახდება. მალე საქართველოს ის "ძმაკაცები" ეყოლება რაც რუსეთს ყავს და თვინიერი სოვდაგარი ბიძინე ეხლა უკვე ალბათ რაიმე ფაჩუნს ელოდება რუსეთიდან რომ რაღაცით მაინც გაამართლოს სისულელების კასკადი რომლებიც საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოებისას უკვე ჩაიდინა.. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 38
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

http://s018.radikal.ru/i524/1212/52/bd62743c8563.jpghttp://s019.radikal.ru/i604/1212/bc/8738c9a96057.jpg ბიძინემ ახალი მოკავშირეები იშოვა..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjusპალესტინას დაარქვით, რაც გინდა შემადგენლობა დარჩება ისეთივე (ნაგავი)

 

urfinjusვაიმე, ასეთ ექიმთან არ წავალ :)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი,მაგაზე რატომ არაფერს ამბობთ?ისრაელმა რომ გაწყვიტა მოქმედი სამხედრო კონტრაქტები და საშიში ქვეყნების სიაში რომ შეგვიყვანა მაშინ სად იყავით?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტრადიციული იქით გადაბრალებაა და არა ფაქტის კომენტარი მე რატომ უნდა ვამართლო ისრაელი ან მუსტაფა ტერორისტები.... წევრთა უმრავლესობაში ვიცი ვინც იგულისხმება ირანი, ჩინეთი რუსეთი სასომხეთი შეიძლება არგენტინა და რამოდენიმე ევროპული სახელმწიფო....საქმე მაგაში არაა თუ გაგება გინდოდათ გაიგებდით რის თქმაც მინდოდა და არა ვინმეს წარსულზე ან ახლანდელი მთავრობად წოდებულთა აპოლოგიას დაიწყებდით.....საქართველომ საერთოდ ეგეთ საკითხებზე თავი უნდა შეიკავოს და არ გახდეს რუსეთის მხარდამჭერი გეოპოლიტიკურ საკითხებზე(რუსეთი ტრადიციულად ყველა ტერორისტი და იზგოი სახელმწიფოთა ინტერესების ლობისტია ირანი ჩრდილო კორეა...). სად იყავით სერიოზული სიმძიმის საკითხია(რიტორიკულიც კი ვერ იქნება). ჩემი საქმე არაა და არც ამ თემას არ ეხება მაგრამ ისრაელს ესეთ სიებში რომელიც საქართველოს არანაირ ზიანს არ აყენებს ის ქვეყნები შეყავს სადაც საომარი კონფლიქტებია და მათ მოსახლეობას საფრთხე ემუქრებათ გასაგებია ამ საკითხის მიბმა ისრაელთან იმ დიდი სისულელის გამართლების მცდელობაა რაც ამ თავის არ შეკავებით ბიძინეს თანამხარჯველებმა გააკეთეს მაგრამ უსარგებლოდ...გერმანიას არ ქონდა რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიები ამიტომაც აღიარა კოსოვო და ა.შ. სამხედრო კონტაქტები კი ბევრმა ქვეყანამ შეწყვიტა მედვედევის კანონის შემდეგ მაგრამ ეს მათი საქმე იყო. ისრაელმაც რომ აღიაროს ჰამასის მართული კოდლის დამოუკიდებლობა საქართველოს რა ხელი აქვს ამ კონფლიქტის მხარის აღიარება არააღიარებისა?.....ეხლა ეს(ბიძინე) გამოტყვრა მეცამეტე გოჭივით და რუსეთს თვალის პაჭუნი დაუწყო ეგებ რამე ვიხეიროო...და ამის გადაფარვა ვიღაცამ რაღაცა ადრე სია შეადგინა ვერ გამოვა თორემ კი ბატონო...ჯერ სადაა ეს გლეხი ამბებს დაატრიალებს...სია და აღიარება დიდი სხვაობაა. ჯერ გაკიოდნენ ნუ განგვიხილავთ გეოპოლიტიკურ საკითხებში პატარა სახელმწიფო ვართო-სადაც კი წავიდოდნენ ალასანია და უსუფა....ეხლა გაქანდნენ და დიდ კონფლიქტში თავი შეყვეს-არადა კაცი შვილი თავი რომ შეეკავებინათ ხმას არ გაცემდა...მაგრამ მერე ვინ უნდა დაუაროს კინტაური პუწინის წინ არიქა თქვენი მეკავშირე ვართ ბოლომდეო....ამ ბეკეკკოებს ერთი გრამი ჭკუა ეგებ ვინემ ასესხოს თორემ ერთ წელში ესენი საქმეებს დაატრიალებენ დასაწყისიდან უკვე ჩანს რომ... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წევრთა უმრავლესობაში ვიცი ვინც იგულისხმება ირანი, ჩინეთი რუსეთი სასომხეთი შეიძლება არგენტინა და რამოდენიმე ევროპული სახელმწიფო

თითზე ჩამოსათვლელი ნამდვილად არ ყოფილა,რამოდენიმე ათეულმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი,სრულმა უმრავლესობამ

 

 

საქართველომ საერთოდ ეგეთ საკითხებზე თავი უნდა შეიკავოს და არ გახდეს რუსეთის მხარდამჭერი გეოპოლიტიკურ საკითხებზე

ყველგან და ყველაფერში რუსეთს რატომ ხედავთ?რატომღაც ყოველთვის რუსეთს ვაბრალებთ ჩვენს საქციელს

 

რუსეთი ტრადიციულად ყველა ტერორისტი და იზგოი სახელმწიფოთა ინტერესების ლობისტია ირანი ჩრდილო კორეა...

რატომ არის ირანი ტერორისტი სახელმწიფო შეგიძლია დამისახელო?ეხლა ოღონდ ჰამასზე არ დამიწყო ლაპარაკი რა,ამერიკას თუ აქვს უფლება ჰქონდეს და დაჟე გამოიყენოს ბირთვული იარაღი,დააფინანსოს შეიარაღებული კონფლიქტი უცხო ქვეყანაში და სამხედრო ძალით დაამხოს უცხო ქვეყნის კანონიერი ხელისუფლება მაშინ რატომ არ აქვს ირანს არაფრის უფლება?

 

ისრაელმაც რომ აღიაროს ჰამასის მართული კოდლის დამოუკიდებლობა საქართველოს რა ხელი აქვს ამ კონფლიქტის მხარის აღიარება არააღიარებისა?

ჰო,არც არაფერი, უკეთესი იქნება საერთოდ თუ არ ჩავერევით,მაგრამ არც ისეა საქმე როგორც ცდილობთ წარმოაჩინოთ რა თითქოს რაღაც საშინელება მომხდარიყოს ამით,მე ოცნებისტი არ ვარ და ღმერთმა დამიფაროს ვინმეს-ისტი ვიყო უბრალოდ ძალიან მაღიზიანებს როცა დასავლეთის გასახარად ნებისმიერი ნაბიჯი(იქნება ეს აზრიანი თუ არა)ითვლება პოზიტიურად და სხვა დანარჩენი ხდება რაღაც პანიკისა და აჟიოტაჟის მიზეზი

 

.ეხლა ეს(ბიძინე) გამოტყვრა მეცამეტე გოჭივით და რუსეთს თვალის პაჭუნი დაუწყო ეგებ რამე ვიხეიროო

მერე თუ იხეირებს რას ხედავ ცუდს მაგაში?ისრაელმა თუ მედვედევს ასიამოვნა და მაგიტომ გაწყვიტა კონტრაქტები მაშინ სულ ფეხზე არ გვკიდია მაგათი ინტერესები?მთავარია ქართული საქმე გაკეთდეს

 

ჯერ სადაა ეს გლეხი ამბებს დაატრიალებს

კარგით რა კაცო ბიძინა არის გლეხი?90-იან წლებში რო მილიარდერი გახდები კაცი და მერე კიდე პრემიერ-მინისტრი აი ეგეთი გლეხი მესმის

 

მაგრამ მერე ვინ უნდა დაუაროს კინტაური პუწინის წინ არიქა თქვენი მეკავშირე ვართ ბოლომდეო

აჰაა ე.ი ისევ რუსეთს მივადექით ხო?კარგი რა როგორ არ გბეზრდებათ?აი რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს რო ბიძინა პუტინის კაცია?სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიართვა და იმაზე არავის მოსვლია აზრად რუსეთის კაციაო ეთქვა და ეხლა ბიძინამ რა გააკეთა რო მიარტყით უკვე იარლიყი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი იქ არი სადაც ვთქვი ტერორისტების და იზგოების გვერდით ამაზე რა სახის დისუკუსია უნდა იყოს...მხოლოდ შევჩენკოს და კურგინიანის "გეოპოლიტიკური" ხედვა... რუსთისგან რამე მოვიგოთო...ეს წმინდაო უბრალოებავ: სასომხეთი ოცი წელი და ედუარი მთელი ცხოვრება "რაღაც რაღაცეების დათმობით საქმის კეთება" რა მოიგეს ეს სასაცილოზე ცოტაა.... ოკუპანტთან არშიყი ეს კოლაბორაციონისტთა ჩვეული არგუმენტია.... ბიძინეთი აღტაცებას ვერავის დავუშლი ვინც არ იცის კავკასიელი რუსეთში როგორ გახდება მილიარდელი ფეესბეს ნებართვის გარეშე და ეს ისეთი საქმეა რაზეც დოკუმენტები არ შეიძლება მოიძიოს...ვხედავ სულ სხვა კუთხით არი სურვილი დიალოგის წაყვანისა და სიმერთლე გითხრათ ვისაც ჯერა რომ ოკუპანტთან საუბარი(თან ისეთ ველურ არაცივილიზრებულ სახელწიფოსთან რომელიც ყოველთვის არღვევდა საქართველოსთან დადებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას) "ხეირის" მომცემია ან "მოლაპარაკების" მომტანია ამ საუბარში ჩემთვის ინტერესს ვერ ვხედავ....სააკაშვილი კი მხოლოდ ერთი რამის გამოა ჩამოსაკიდი ოჯახით ხეზე: როდესაც ამ პუწინის რუსეთს და ევროპას საზეიმოდ აღუთქვა იარაღით ქართულ მიწას არ დავიბრუნებთო....ბიძინე ჩემთვის კი რუსული ფულით მოსული კოლლაბორაციონისტია და არ ვაპირებ იმის გამეორებას რაც ამ საიტზე მრავალჯერ მითქვამს. გისურვებთ წარმატებებს იმ რწმენაში რაც გაგაჩნიათ ამ გამოთქმულ აზრებში მე ამისთვის აშკარად არ მცალია....მაქვს ჩემი პოზიცია რომ რუსეთი არი საქართველოს კონტექსტისმიღმა პრობლემა და ერთადერთი მტერი 200წელი. თუ ვინმეს რაიმე ზიანის მიყენება შეუძლია მისთვის(რუსეთისათვის) ჩემი მეგობარი და თანამოაზრეა დანარჩენი "მოლაპარაკებები" და სხვა გაეროს, ადამიანისა და დასაქოქი მაიმუნის უფლებათა დამცველების უთავბოლო ყბედობები(ალია უსუფა, ზაქარეიშვილი და ა.შ) აბსოლიტურად აზრსაა მოკლებული. რუსი ვიდრე საკუთარი სისხლით არ გაძღება არც მოლაპარაკებებით არც დათმობებით(რაღაა დასათმობი) არ გაეთრევა ქართულ მიწიდან....და კიდევ ვინ რა იქირავა ქართულ მიწაზე ინვესტიციისატვის ეს სულ ფეხზე მკიდია და როცა საქართველო მოინდომებს ისინიც გაქრებიან...ბრიტიშ პეტროლიუმი გააძევეს და ვესტ-ინდოეთის გზა წაიღეს უკან ქვეყნების პატრონებმა და ეხლა ეგ არაკები ყასტრანგაზზე და სხვებზე აქუბარდიას ბუტკაში და გლობალიზმით შეწუხებულ ნაცარქექიებს მოუყევით ვინც ეგეთ არაკს აიტაცებს ფლაგელანტობის ეშხით. აბა ბედნიერად ბრძანდებოდეთ მე კი რუსებთან სათისფაქციაზე ვიფიქრებ... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აჰაა ე.ი ისევ რუსეთს მივადექით ხო
მივდაგები და საფლავშიც ჩავაკითხავ უბრალოდ საშუალება თუ ოდნავ მომეცა და ესაა ჩემთვის მთავარი(სისხლი გვაქვს ასაღები ქართველებს აგერ 9 აპრილიდან დღემდე)....მათი ჯარია ქართულ მიწაზე.....ვისაც რუსეთთან სათისფაქცია არ უნდა მათთან მე სასაუბროს ვერაფერს ვერ ვხედავ....ვინც რუსეთთან ომობდა ან აპირებს ისინი არიან სისხლით ჩემი ძმები და არა გეოპოლიტიკაზე უსასრულედ მოყმუილე ექსპერტები. ინადირე ოკუპანტზე: მოკალი, მოწამლე, იმეგობრე მის ცივილიზირებულ მტრებთან, მოატყუე, ჩაუსაფრდი, დივერსია მოუწყე, წაახალისე მისი მტრები, ოპოზიციონერები, გარყვენი, გაალოთე, გაავრცელე ტყუილი მასზე, ყველაფერი რაც შეგიძლია ესაა ჩემი დაო... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია და დარწმუნებული ვართ მის სისწორეში ასე რომ როდესაც ჩვენი შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდის ამის გამო შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს,პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს,რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი გვინდა ორივეს,უბრალოდ სიტუაციიდან გამოსავალი სხვადასხვანაირად გვაქვს წარმოდგენილი.

რუსეთი გეზიზღებათ და გამოსავალს ნატოში ხედავთ მაშინ როცა ნატოს თავისი არსებობის 66 წლის მანძილზე არავინ დაუცვია უცხო ქვეყნის აგრესიისგან,ის მხოლოდ თავს ესხმის და მიწასთან ასწორებს ქვეყნებს და ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბოლოს და ბოლოს იმაზე მაინც იფიქრეთ რომ გერმანია კატეგორიული წინააღმდეგია ნატოს გაფართოებისა და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის,რომ ოცნებებს შევეშვათ და რეალობას შევხედოთ თვალებში.ისინი მუდმივად საუბრობენ იმაზე,რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში და ეს ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯია არადა ამ დროს ალიანსის არაერთი წევრი და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თურქეთი კორუფციის ჭაობში იხრჩობა.მიტ რომნიმ რუანდა და მსგავსი სახელმწიფოები დაასახელა პარტნიორთა სიაში მაგრამ რატომღაც იქ საქართველო არ იყო მიუხედავად იმისა,რომ ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტიგენტი გყყავს..........უსასრულოდ შეიძლება ასეთი მაგალითების მოყვანა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არც მიფიქრია პირადად თქვენთვის რაიმე სახის შეურაცხყოფა მომეყენებინა....მე იმ ადამიანებთან ერთ მიწის შვილებად არასოდეს ჩავთვლი თავს ვინც საქართველომ ომი დაიწყოო თქვა(ბიძინეს კომანდას ვგულისხმობ). მიშები და ბორიიები მიდიან და მოდიან ქვეყანას არ უნდა დაცინო და ბიჭებს ვინც იბრძვიან საფლავში არ უნდა ჩააფურთხო ამას ვამბობ. გასაოცარია მტერი რატომ უნდა მიყვარდეს? ჩემი ნათესავები გამოყარეს ქართლის სოფლებიდან რუსებმა და სახლი რუსებმა დაუწვეს და უნდა მიყვარდნენ? 9აპრილს ამერიკელებმა დაგვიხოცეს ქალები? ნატო სად იყო აფხაზეთის ომის დროს? სად იყო 1801წელს 1921 წელს 1924 წელს 1956წელს...ჩხეიძეები, ბიძინეები, თავისი კლიენტებითა და თანამხარჯველებით სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ სადაც მონობა სიბრძნა მე მათი გორისა არა ვარ....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი გეზიზღებათ და გამოსავალს ნატოში ხედავთ მაშინ როცა ნატოს თავისი არსებობის 66 წლის მანძილზე არავინ დაუცვია უცხო ქვეყნის აგრესიისგან,ის მხოლოდ თავს ესხმის და მიწასთან ასწორებს ქვეყნებს
ეს გამომეპარა არა ეს უკვე ჩეკისტების შემოგდებული არაკია რამდენჯერაც დარჩა საქართველო პირისპირ მარტო რუსეთთან რუსეთმა ჩაყლაპა ისე რომ ამ საკენკზე "ნეიტრალიტეტზე" გუბასასთან და არა ჩემთან....თქვენ არც გდომებიათ ნატოში შესვლა ეს "ნატოს დამანგრეველი საქმიანობის" შესახებ არაკში გაგეპარათ....ისევ მიგყავთ საუბარი სხვაგან.....რომ არა ნატო გერმანია ვერ გაერთიანდებოდა, რომ არა ნატო ჩეხეთში და ბალტისპირეთში ხალხს მუდამ ოკუპაციის შიში ექნებოდათ რომ არა ნატო სერბეთი იმას გააკეთებდა რასაც რუსეთი აკეთებს მეზობლებთან. რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის 74% მხარი დაუჭირა ნატოში გაწევრიანებსა რასაც კანონის ძალა აქვს და მოწყალეო ხელმწიფეო ეგ არაკები იქ მოუთხრეთ ვინც არ იცის ამის შესახებ....ალბანეთში ცუდი დემოკრატიაა მაინც მიიღეს, ხორვატეთს ტერიტორიული პრობლემები ქონდათ სერბეთთან მიიღეს გერმანიას საერთოდ გდერ-ი ყავდა ვარშავის ხელშეკრულებაში და ნატოში შევიდა....ნატო "ანგრევსო" ეს ძველი საბჭოთა აგიტკა იანუკოვიჩის ბრიგადირებმა გაჩუქეს თუ ნაშის ამხანაგებმა თუ ერეკლეს საზოგადოების ბიჭებმა ....აქამდე უბრალოდ მეგონა რომ გულუბრყვილო ადამიანთან ვსაუბრობდი მაგრამ ამან(ნატო ანადგურებსო) აშკარად სიგნალი გამოუშვა რომ ძირფესვიანად აგიტირებული ხართ ან კიდევ უარესი....ამჯერად კეთილი სურვილების გარეშე ადიო. არავითარი შეურაცხყოფა უბრალოდ ასეთ ადამიანებთან არაფერი მაქვს საერთო....მე სხვა ვარ მე არ მექნება მშვიდობა ოკუპანტთან და ნატო საშუალებაა და არა მიზეზი ან მიზანი ნაკლები სისხლით მიიღწეს მიზანი....თქვენი გზა ჩემი გზა არაა თქვენი მეგობრები ჩემი მეგობრები არასოდეს იქნებიან, ნატო ჩემი მტერი არასოდეს ყოფილა არც იქნება.... თქვენ უცხო ხართ და ასეთად დარჩებით ჩემთვის როგორც მე თქვენთვის. დამთავრდა საუბარი. Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ერთი ვინ დაიწყო ომი მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,მთავარია მიზეზი რატომ დაიწყო და რა შედეგები მოყვა თორემ შეიძლება სრულიად სამართლიანადაც დაიწყოს სახელმწიფომ.

მაგ წლების შეხსენება არაა საჭირო,იმპერიაა და რა გიკვირს?როდესაც ბრიტანეთის უზარმაზარმა იმპერიამ ნგრევა დაიწყო ამას ძალიან დიდი სისხლისღვრა მოყვა,რეპრესიები თან სდევს ნებისმიერი იმპერიის როგორც შექმნას ისე დაშლას.

7 ნოემბერიც რუსებმა მოგვიწყვეს?შენ იცი რო ციხის ბუნტის დროს 50-ზე მეტი პატიმარი დაიღუპა?იქ ჩემი ძმაც იყო და შემთხვევით გადარჩა სიკვდილს

 

ჩემი ნათესავები გამოყარეს ქართლის სოფლებიდან რუსებმა და სახლი რუსებმა დაუწვეს და უნდა მიყვარდნენ?

ჩემი დიდი ბაბუა კი 24 წლის სტუდენტი მოხალისედ გაყვა გენერალ მაზნიაშვილს და ბათუმთან დაიღუპა თურქებთან ბრძოლაში,სხვათა შორის ეს იმ 1921 წელს მოხდა ჩვენთვის მხოლოდ რუსულ ოკუპაციასთან რომ ასოცირდება.უკაცრავად მაგრამ მე რუსეთზე მეტად თურქეთი უფრო მძულს,რუსებს თურქებისგან განსხვავებით რელიგიური ომი და ტყვეთა სყიდვა არ უწარმოებიათ,ბოლოს და ბოლოს რუსული მმართველობის პირობებში საქართველოს მოსახლეობა 5,6 მილიონამდე გაიზარდა და ძალიან ბევრი რამ აშენდა მაშინ როცა სპარსეთს,ოსმალეთს,მონღოლეთს,არაბეთს საქართველოში ნგრევის მეტი არაფერი უკეთებიათ.

ჩვენ ხომ ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის გვიწევდა არჩევანის გაკეთება ამიტომაც ვამბობ ჯობია მწარე რეალობას შევხედოთ თვალებში და ოცნებებს მოვეშვათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...