Jump to content
Planeta.Ge

"რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების წესები


Recommended Posts

"რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების წესები

 

(აკრძალვები, სასჯელები, მოდერატორის პასუხისმგებლობა)

 

 

თავი 1. ზოგადი ნაწილი

 

1.1. ეს წესები არეგულირებს "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილების მომხმარებელთა და მოდერატორთა ქცევის და მათი ურთიერთობის წესებს;

1.2. ფორუმელი რომელიც პოსტავს ფორუმის "რელიგია და ფილოსოფიის" განყოფილებაში ავტომატურად ეთანხმება ამ კოდექსს;

1.3. სადავო საკითხების გადასაწყვეტად გამოიყენება განყოფილება "პრეტენზიების ოთახი";

 

 

თავი 2. აკრძალვები

 

ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა

 

2.1. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე ერის (და არა ქვეყნის) ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება);

2.2. რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რასის ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება);

2.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების - წმინდანების, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრების გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა, ცილისწამება. აგრეთვე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ რომელიმე კონფესიის მიმდევრების რწმენას;

 

სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - ვორნი, მესამედ - 12 საათიანი ბანი.

 

 

ფორუმელის პირადი შეურაცხყოფა

2.5. სხვა ფორუმელზე მუქარა - ფიზიკური ანგარიშსწორების, თავისუფლების აღკვეთის, მოკვლის;

2.6. ფორუმელის გინება;

2.7. ფორუმელის ან მისი ოჯახის წევრების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება;

2.8. ფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა და ა.შ.);

2.9. "ისტი"-ს წოდება ფორუმელზე, როცა ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგია.

 

სასჯელი: პირველად - ვორნიდან 6 საათიან ბანამდე, მეორედ - 24 საათიანი ბანი, მესამედ - 48-72 საათიანი ბანი.

 

 

სხვა აკრძალვები

 

2.10. ისეთი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია ომზე ან ბუნებრივ კატაკლიზმებზე;

2.11. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, იქნება ეს ვიდეო-ფოტო-აუდიო სახით თუ ბმულის საშუალებით;

2.12. უცენზურო გამონათქვამები;

2.13. ფლუდი დიდ მასშტაბებში;

2.14. ტროლინგი;

2.15. ოვერქვოთინგი;

2.16. სარეკლამო განცხადებების განთავსება ფორუმზე ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად;

2.17. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა;

 

სასჯელი: პირველად - სიტყვიერი გაფრთხილება, მეორედ - 3 საათიანი ბანი, მესამედ - 24 საათიანი ბანი.

 

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში თუ დასჯის მომენტში ფორუმელის ვორნლოგი აღწევს 80 % -ს, მოდერატორი მას ადებს ბანს, რომლის ხანგრძლივობაც გამოითვლება ფორმულით: 24 საათი + ბოლო დარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის ხანგრძლივობა. ამ შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ფორუმელის ვორნლოგი ნულდება.

 

 

თავი 3. მოდერატორთა ვალდებულებები

 

მოდერატორი ვალდებულია:

3.1. დაიცვას და გამოავლინოს ფორუმის ზოგადი წესის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე;

3.2. წესები გაავრცელოს ყველა მომხმარებელზე თანაბრად მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და რელიგიური კუთვნილებისა;

3.3. გააერთიანოს ერთი და იმავე საკითხზე გახსნილი თემები;

3.4. ჩაასწოროს თემის სათაური თუ ის შეიცავს უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან თუ სათაური არ შეესაბამება თემის შინაარსს;

 

თავი 4. მოდერატორთა პასუხისმგებლობა

 

მოდერატორის ბრალეულობა ირჩევა პრეტენზიების ოთახში. ადმინისტრაცია ვალდებულია თავისი ვერდიქტი გამოიტანოს ფორუმელის ნებისმიერ საჩივარზე ცალსახად:

მოდერატორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ან

მოდერატორი შეცდა

გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოსატანად საჭიროა ადმინისტრაციის 2 წევრის გადაწყვეტილება. ასეთი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში პირველ ჯერზე მოდერატორს ეძლევა პირველი გაფრთხილება, შემდეგ ჯერზე - მეორე გაფრთხილება, მესამე ჯერზე - სამი დღით აეკრძალება მოდერირების უფლება, მეოთხედ კი მოხდება მისი გადაყენება. მოდერატორზე გაცემული გაფრთხილება ანულირდება მისი გაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...