Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ქართველი “სქაუზერების” მისია ტრაბზონში


Recommended Posts

http://a.pix.ge/h/jhzio.jpgჩამოვედით ქართველი “წითლები” ტრაბზონიდან! … ალბათ, ძალიან ბევრს გაინტერესებთ, თუ რა და როგორ მოხდა იქ … მართალია ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ახლა ყველაფერს ამ პოსტში გაიგებთ … (+დაემატა ვიდეოები!)

ტრაბზონი – ალბათ, ბევრ თქვენგანს გსმენიათ ამ ქალაქის შესახებ, ხალხის მორწმუნეობისა და უდიდესი გულშემატკივრობის ტრადიციებზე. თურქების “ლიდსთან” დაპირისპირება ხალხის მკვლელობითა და უამრავი ადმიანის საავადმყოფოში მოხვედრით დასრულდა, მას შემდეგ გავიდა წლები, თუმცა ვერავინ ბედავს მოწინააღმდეგე გუნდის თუნდაც რაიმე ნივთით სიარულსა და მათთან შეხვედრას.

 

http://a.pix.ge/s/0zvod.jpg

 

რაც შეეხება ტრადიციებს, “დიდი” მოლა მათ ცხოვრებას საკმაოდ ერთფეროვანს და ჩვენთვის, უცხოელებისთვის საკმაოდ დამქანცველს ხდის. ქართველებს რომ ლუდი გვიყვარს, არავისთვისაა უცნობი, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კი მასზე სასიამოვნო დასალევი მოყვარულთათვის ალბათ არაფერია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისე ჩაიარა ჩვენმა ტრაბზონში ვიზიტმა, მხოლოდ მოგონებებით გვახსოვდა მისი გემო, მოლა მათ ყოველგვარ ალკოჰოლს უკრძალავს http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif )))

 

დილის 09:00 საათიდან კი კოშკებზე დამაგრებული “დინამიკებიდან” მოლა “წაიღიღინებს” და ყოველგვარი ჭამა- სმა (წყალიც კი), სიგარეტის მოწევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია  – წყდება. ინგლისური ენა  – ეს მხოლოდ ფუფუნება იყო ჩვენთვის, თუკი ბედი გაგვიღიმებდა, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა გადავყროდით ადამიანს რომელსაც ინგლისურად მხოლოდ Hello, welcome, ok, come, thanks იცოდა ))

 

ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ გაიგოთ, თუ სად მოგვიწია ჩვენი ფეხბურთელებისთვის საგულშემატკივროდ ჩასვლა.

 

წასვლის წინ ყველა გვფრთხილებდა, რომ არ გაგვებედა და სამაჯურიც კი არ გაგვეკეთებინა “ლივერპულისა” ტრაბზონის ქუჩებში, მატჩის დღეებში. ჩვენ კი ქართველები ვართ, თანაც ლივერპულის ფანები, ოთხნი – 1,230,399  თურქის წინააღმდეგ http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ).  წინა დღეს, არამც თუ სამაჯური, მაიკები და კაშნები მოვირგეთ და 20-20 -ად მოსიარულე ტრაბზონის მაისურებით მორთულ ფანებში თამამად დავსეირნობდით.  მართალია, შიშის ფაქტორი არც თუ ისე დაბალი იყო, http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif მაგრამ მაინც გავბედეთ, და მშვიდობიანადაც ჩაიარა ყველაფერმა. თითქმის ყველას ინგლისელები ვეგონეთ და სურათებითაც გაგვანებივრეს. თურქებს შევეშალეთ ინგლისელებში – სასიამოვნოა, მაგრამ არც ის იყო ურიგო გვერდიდან ქართულად რომ გვესმოდა: “ნახე ნახე ინგლისელები” -ო  ჩვენს მშობლიურ ენაზე http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif )

 

http://a.pix.ge/f/qfb8j.jpg

 

მატჩამდე ადრე მოგვიწია ჩასვლა, დიდი იმედით განვეწყვეთ, რომ საამაყო ლივერპულის ფანებში მოვხვედრილიყავით, შემოღობილ არეალში, თუმცა ბედმა სულ ცოტა ხნით გვიღალატა და მოგვიწია “ტრაბზონსპორის” ფანების გვერდით აგვეღო ბილეთები. თამაშაბდე ვათვალიერებდით ქუჩებს, იქნებ ინგლისელი ფანები გადაგვყროდა, თუმცა უშედეგოდ, ისინი ერთად შეყუჟულიყვნენ სასტუმროში და ვერ ბედავდნენ გარეთ გამოსვლას “წითელი” მაისურებით ძველი ისტორიის გამო (რაც ზემოთ უკვე ავღნიშნე).  როგორც იქნა, ვნახეთ “Satndard Chartered” – ნაწერით მორთულ მაისურიანი წყვილი, რომლებიც კაფეში საუზმობდნენ, თუმცა მათი შეშინებული სახეები ძნელად დასანახი არ ყოფილა http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif http://b.pix.ge/m/kh0de.jpgგავესაუბრეთ მათ და დავადგინეთ, რომ ჩვენ ნამდვილი გმირები ვყოფილვართ, რადგან მათი თქმით ნამდვილად ყოჩაღები ვიყავით, რათა თავად ლივერპულელებისგან განსხვავებით ,ჩვენ “წითლად” გამოწყობა გავბედეთ.

 

ნელ-ნელა გადიოდა დრო და მატჩიც უახლოვდებოდა დასაწყისს. ვიცოდით, რომ მალე “ლივერპულელი” ფეხბურთელები ავტობუსით უნდა მოსულიყვნენ სტადიონზე, თუმცა შესასვლელში, ჯებირებით შემოღობილთან მხოლოდ ცისფერი და შინდისფერები მოჩანდა (მაისურის ფერები), იქ ყველა ტრაბზონის გულშემატკივარი იყო. ჩვენი ოცნების ასრულებას ცოტაღა აკლდა და ამის გამო ვერ გადავდებით, თამამად გავივკვლიეთ 300-400 ტრაბზონელში გზა და მოაჯირთან მივედით, საიდანაც ყველაზე კარგად გამოჩნდებოდა ავტობუსი ლივერპულელებით. რა დაგვრჩენოდა თუ არა ლოდინი, ვიცდით და ცოტა უხერხულადაც ვიცქირებით ირგვლივ 3 წითელ მაისურიანი 400 მუქ ფერებიანებში. თვალების აქეთ-იქით ცეცებისას ჩვენი მზერა ერთმა ლამაზმა გოგომ მიიბყრო, გოგომ რომლის ნახვაც ალბათ ყველა ლივერპულის ფანის დიდი სურვილი იქნებოდა, ის კლერ რურკია, LFC.TV -ს წამყვანი …

 

http://b.pix.ge/c/ftt3b.jpg(გოჩა, ირაკლი, კლერი და მე)

 

ისიც საკმაოდ გულთბილად შეგხვდა, როდესაც ირგვლივ ამდენი მოწინააღმდეგის გულშემატკივარია თავმოყრილი და მხოლოდ 3 წითელ მაისურიანი შეჰყრებს მას, ჩვენდამი ხშირი ღიმილითა და ხელის დაქნევითაც კი მოგვესალმა. შემდეგ კი ძალიან მარტივად სურათიც გადავიღეთ http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ).

 

და ძალიან მალე გამოჩნდა თეთრი დიდი ავტობუსი, შემოვიდა შემოღობილ არეში და სწორედ ამ დროს დავინახეთ პირველი ფეხბურთელები ოდნავ დაბურულ შუშებში. ავტობუსი საკმაოდ ნელა მოძრაობდა და ჩვენც ამით ვისარგებლეთ. ალბათ ყველას გახსოვთ ბანერის შესახებ, რომელიც თან წავიღეთ ტექსტით: “When The Fans can’t come to east from Merseyside, We’ll be there from Georgian side. You’ll never walk alone From Tbilisi.”

 

http://a.pix.ge/e/rb976.jpg(გოჩა და მე. შემოღობილი, სადაც ავტობუსი შევიდა)

 

მაშინვე გადავფინეთ მოაჯირებზე ავტობუსის მხრიდან და აი სწორედ მანდ, ყველაზე მეტი ემოცია მოგვეძალა, ჯეიმი კარაგერი, გლენ ჯონსონი, ქრისტნიან პოულსენი, ლუკასი და კიდევ რამოდენიმე ავტობუსის მარცხენა ფანჯრიდან იცქირებოდნენ და მხოლოდ 3 ადამიანს გვიყურებდნენ და ჩვენი ბანერის წასაკითხად ავტობუსიდან თავს ოდნავ უკან აბრუნებდნენ, რათა მოესწროთ მოსიარულე მანქანიდან წაკითხვა თვალთმოფარებამდე. ალბათ არ გაგიჭირდებათ იმ მომენტში ჩვენს ადგილას თავის წარმოდგენა, ჩვენთვის საამაყო, უდიდესი ადამიანები, როდესაც რამოდენიმე წამი გვიყურებენ სიამაყით, მხოლოდ ჩვენ და ჩვენს მიერ ჩატანილ ბანერს, რომ 400 კაცში მათმა 3 -მა ფანმა ამხელა, შეიძლება ითქვას მათთვის, მათი გულისთვის გმირობაც კი ჩაიდინა – უბრალოდ შესანიშნავია.

 

უდიდესი ემოციებით შევცქეროდით ავტობუსს ბოლო წამამდე, სანამ მთლიანად არ გაქრა. გავეშურეთ სტადიონზე შესასვლელისკენ… დაბნელდა, სტადიონის მიდამო ტრაბზონის ფანებით გაივსო. ჩვენთვის, ქართველებისთვის საოცრება იყო ყველა ადამიანის ერთ ფორმაში გამოწყობა, ჩვენთან ხომ მხოლოდ 15-20 კაცი იცმევს საგულშემატკივრო მაისრუს. აი იქ კი დაიწყო წამოძახილები ჩვენს მიმართ, იყო ფრაზები : “You are here alone!” , “Trabzon 4-1 Liverpool” და მსგავსები, თუმცა ჩვენ არც ამას შევუშინებივართ.

 

ყველაფერი იდეალურად იყო ერთი, მთავარი რამის გარდა, ჩვენ თურქების შუაში “გატრუნულებს” უნდა გვეყურებინა მატჩისთვის. ნათქვამია ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც გადავწყვიტეთ სტუმრებისთვის შემოღობილ, განკუთვნილ ადგილას რამენაირად შევსულიყავით, თუმცა თეორიულად ეს შეუძლებელი იყო, რადგან აპარატები ბილეთის პატრონს ზუსტად უღნიშნავდა, თუ რომელი შესასვლელიდან უნდა შესულიიყო, არასწორ შემთხვევაში კი თავად დაცვას მიჰყავდი განკუთვნილ ადგილას. http://b.pix.ge/t/ftp6b.jpg(კარის შიგნით დგას შემმოწმებელი აპარატი, მხოლოდ აქედანაა შესაძლებელი სტუმრებისთვის განკუთვნილ, შემოღობილ ადგილას შესასვლელად.)

ჩვენ კი ჩვენი ბილეთების შემოწმების შემდეგ ნამდვილად არ მოგველოდა ლივერპულელებთან ადგილის დაკავება… როდესაც მივუახლოვდით, გადაიწვა, მწყობრიდან გამოვიდა შემმოწმებელი მოწყობილობა… იმ დღეს ჩვენთვის უდიდესი სასწაული მოხდა, მათ  გაგვატარეს სტუმრების ადგილისკენ (ვინაიდან ვეღარ შეამოწმებდნენ აპარატით, ბილეთზე დახედვის გარეშე მოგვენდნენ)...

 

ბედნიერები შევედით, თუმცა 1000 კაცისთვის განკუთვნილ ადგილზე, მხოლოდ რამოდენიმე, 100 წითელ მაისურიანი კაცი დაგხვდა. როგორც გაირკვა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა მათთვის, “წითელი” ფანებისთვის აქ ჩამოღწევა, გზის თუ სხვა პრობლემების გამო. იქ კი დაიწყო ყველაფერი … მართალია თურქებმა სრულად ჩაახშვეს ჩვენი ხმა, თუმცა არც ჩვენ გავჩერებულვართ და სიმღერებითა, თუ შეძახილებით მაქსიმალურად გავამხნევეთ ჩვენი ფეხბურთელები. ალბათ თითოეული თქვენგანის ოცნებაა დადგეთ სხვა ფანებთან ერთად სტადიონზე და YOU’LL NEVER WALK ALONE მთელი გულით იმღეროთ, ეს ჩვენ მოვახერხეთ!

 

http://b.pix.ge/r/jrbpo.jpg

http://b.pix.ge/r/38uyk.jpg

 

მატჩის ბოლოს მოხდა კვლავ უდიდესი ემოციის მომგვრელი რამ, “მერსისაიდელმა ფეხბურთელებმა“ სტადიონს წრე დაარტყეს და ჩვენი ადგილების წინ გაჩერდნენ, ტაშით გადაგვიხადეს მადლობა 100 კაცს, რომლებიც ერთდულად ვგულშემატკივრობდით. “შენ არასოდეს იქნები მარტო” დევიზიც ხომ სწორედ ასეთია. რეინა, ჯონსონი, კარაგერი, ბაბელი, აურელიო, ლუკასი, იოვანოვიჩი, პოულსენი, ნგოგი, მათი ამ მომენტჩი დანახვა, ჩვენსკენ მომართული ხელებით და ტაშით, ცარიელ სტადიონზე, სადაც მხოლოდ 100 ფანიღა შემოვრჩით უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინ გვიდგანან. – უდიდესი ემოცია და უდიდესი განცდაა…

 

რა ბედი ეწვია ბანერს? ის ერთ კეთილ კაცს ვაჩუქეთ, რომელიც საკმაოდ შეძლებული ყოფილა და შეგვპირდა, რომ ენფილზე, კოპზე ატარებდა, შემდეგ კი თავის ბარში დაკიდებდა. სანაცვლოდ კი ბევრი რამ გაიმეტა, თან რაც კი ებადა ლივერპულიდან ჩამოტანილი!

 

იმედია ნაწილობრივ მაინც შეიგრძნობთ ჩვენს უდიდეს განცდებს და ნასიამოვნები დარჩებით!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 years later...
Guest jannno
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი უნდა იყოს ნებისმიერი ფეხბურთის ფანისთვის. ყოჩაღ ბიჭებო!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...