და(მე)ქორწინე
ხომ იცი რომ ამის გარდა
ალტერნატივა
აბსტრაქცია
და არჩევანი
მოქალაქე M
არ გაგვაჩნია?!
გამიღიმე
ხომ იცი, რომ სისუფთავეა
ურთიერთობის საწინდარი?!
(მომე)ალერსე
ხომ იცი, რომ ყოველ ალერსით
სიყვარულის ერთი ფერ(ილუზ)ია ჩნდება
Nევერლანდ – ში?!
დამიწექი და ამიყენე სურვილები
რომ ერთად გავიტანოთ
ჩვენი აბნეული თაობის
ნალოლიავები ტკივილი
გარეთ, შორს და უმისამართოდ.
ჩაისახე
შენში
ჩემი
დაღლილი
ოცნებების გაგრძელება
და გადაულოცე უპერსპექტივობა
კაიფის ქვეშ გაჩენილ
ჩვენ ბავშვებს...
მომიყევი
როგორ თამაშობდი
გაცვეთილი სიტყვებით
და სიმულირებული ორგაზმებით
(არ ვიეჭვიანებ გპირდები)
მასწავლე გაფრთხილება და სა(თუთობა)
უ(თუთობისას) ვერნერის ბაღში
არ დამივიწყო და
არ მიმატოვო
(ჩუმად და ღამით)
გევედრები...
მიმანიშნ - მიმახვედრე
რომ თავისუფლება
გრძნობებსა და ეპიზოდებად
დაშლილ სიცოცხლეში
სიკვდილამდე ერთად ყოფნაა
და არა თამაში!
(თუნდაც ჭვავის ყანაში)
გადამარჩინე
ეგოიზმს
კარიერიზმსა
და დუეტში ანანიზმს
ანუ ველურ კაპიტალიზმს ერთი სიტყვით
ანდა
ოცდასამჯერ დალეწილ საწოლზე
დანთხეულ
ოცდასამი უცხო არსებისა და ჩემი
გულისცემის ერთჯერად ამოვარდნებს
შეფარდებულს
ამდენივე შეხვედრის და განშორების ლოვესტორყ-ზე
ანუ მარტოობას ერთი სიტყვით
გადამარჩინე!
შეგიძლია, ვიცი...
ლექსები,ჩანახატები,სასიყვარულო ისტორიები
#361
დაწერილია 09 August 2010 - 10:49 PM
#362
დაწერილია 11 August 2010 - 10:07 AM
ერიდეთ პოეტებს
ერიდეთ პოეტებს.
ერიდეთ ამ უმაქნის იდიოტებს,
თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,
ტვინში სტენდით სახანძრო უსაფრთოებითვის,
ორი წვეტიანი ვედროთი და და ერთი “ეკლერით”,
ძალაყინით, ნაჯახით და ინსტრუქციით,
ევაკუაციის გეგმით:
როგრ უნდა დავარწიოთ თავი ხანძარს.
უმოკლესი გზით.
ერიდეთ პოეტებს.
ერიდეთ, როგორც კეთროვანებს,
როგორც რუდიმენტულ ბანჯგვლებს,
როგორც გამონაყარს,
როგორც შხამიან სოკოს, ან შხამიან სიტყვას.
ერიდეთ პოეტებს,
წარმართ ქურუმებს მკვდარი ღმერთების.
ერიდეთ მათ გამომისტერიებულ მზერას,
მომხიბლავ ღიმილს, აუხსნელ შარმს,
თბილ გამოხედვას, ლამაზ სიტყვებს,
ერიდეთ მათ კივილს, უილაჯოდ გაშვერილ ხელებს,
გაფარჩხულ თითებს. თვალი მოარიდეთ მათ ტანჯვას.
ცხოვრების უაზროდ ფლანგვას, არაღებული ჰონორარის ხარჯვას.
ერიდეთ პოეტებს,
ამ ასოციალურ ელემენტებს,
წესრიგის მტრებს, ბახუსის ძმაკაცებს,
სუტენერებს, სუიციდით შეპყრობილებს,
ერიდეთ მათ ლამაზ სიფათებს,
რადგან მათ უკან დაჩეხილი გონებაა
წითელი სტენდით სახანძრო უსართხოებისათვის,
ერიდეთ მათ სათნოებას და უსასოობას,
ერიდეთ სახლებთან ახლოს სიარულს,
რომ თავზე არ დაგეცეთ მეოთხე სართულიდან
გადმოხტარი მოხუცი პოეტი.
ერიდეთ ტყვის, რომელმაც
ახალგაზრდა პოეტის საფეთქელში გაირა.
ერიდეთ პოეტებს,
ყველგან სადაც თავს დაცულად და უსაფრთოდ გრძნობთ,
ერიდეთ პოეტებს, როდესაც თვითკმაყოფილება შეგიპყრობთ,
ერიდეთ წიგნებს, რომლებითაც თქვენს ხარჯზე კარგად გაერთენ,
ერიდეთ დუქნებს, სადაც პოეტები თვრებიან, ან უკვე გამოთვრენ.
ერიდეთ ყველას, ვისი მზერაც ცარიელი არ არის,
ერიდეთ ყველას, ვისი ფრთებიც ცვილის არ არის,
ერიდეთ ლამაზ სიტყვებს, ლამაზ ფრაზებს,
საერთოდ მოერიდეთ სილამაზეს.
თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,
სულშიც ხანძარით, ბევრი ყუნული დაძარით,
ბევრი მყინვარი დაადნეთ,
მოერიდეთ გლობალურ დათბობას,
მოერიდეთ ნებისმიერ დათმობას,
ერიდეთ პოეტებს.
თომა ოტიელი
ერიდეთ პოეტებს.
ერიდეთ ამ უმაქნის იდიოტებს,
თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,
ტვინში სტენდით სახანძრო უსაფრთოებითვის,
ორი წვეტიანი ვედროთი და და ერთი “ეკლერით”,
ძალაყინით, ნაჯახით და ინსტრუქციით,
ევაკუაციის გეგმით:
როგრ უნდა დავარწიოთ თავი ხანძარს.
უმოკლესი გზით.
ერიდეთ პოეტებს.
ერიდეთ, როგორც კეთროვანებს,
როგორც რუდიმენტულ ბანჯგვლებს,
როგორც გამონაყარს,
როგორც შხამიან სოკოს, ან შხამიან სიტყვას.
ერიდეთ პოეტებს,
წარმართ ქურუმებს მკვდარი ღმერთების.
ერიდეთ მათ გამომისტერიებულ მზერას,
მომხიბლავ ღიმილს, აუხსნელ შარმს,
თბილ გამოხედვას, ლამაზ სიტყვებს,
ერიდეთ მათ კივილს, უილაჯოდ გაშვერილ ხელებს,
გაფარჩხულ თითებს. თვალი მოარიდეთ მათ ტანჯვას.
ცხოვრების უაზროდ ფლანგვას, არაღებული ჰონორარის ხარჯვას.
ერიდეთ პოეტებს,
ამ ასოციალურ ელემენტებს,
წესრიგის მტრებს, ბახუსის ძმაკაცებს,
სუტენერებს, სუიციდით შეპყრობილებს,
ერიდეთ მათ ლამაზ სიფათებს,
რადგან მათ უკან დაჩეხილი გონებაა
წითელი სტენდით სახანძრო უსართხოებისათვის,
ერიდეთ მათ სათნოებას და უსასოობას,
ერიდეთ სახლებთან ახლოს სიარულს,
რომ თავზე არ დაგეცეთ მეოთხე სართულიდან
გადმოხტარი მოხუცი პოეტი.
ერიდეთ ტყვის, რომელმაც
ახალგაზრდა პოეტის საფეთქელში გაირა.
ერიდეთ პოეტებს,
ყველგან სადაც თავს დაცულად და უსაფრთოდ გრძნობთ,
ერიდეთ პოეტებს, როდესაც თვითკმაყოფილება შეგიპყრობთ,
ერიდეთ წიგნებს, რომლებითაც თქვენს ხარჯზე კარგად გაერთენ,
ერიდეთ დუქნებს, სადაც პოეტები თვრებიან, ან უკვე გამოთვრენ.
ერიდეთ ყველას, ვისი მზერაც ცარიელი არ არის,
ერიდეთ ყველას, ვისი ფრთებიც ცვილის არ არის,
ერიდეთ ლამაზ სიტყვებს, ლამაზ ფრაზებს,
საერთოდ მოერიდეთ სილამაზეს.
თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,
სულშიც ხანძარით, ბევრი ყუნული დაძარით,
ბევრი მყინვარი დაადნეთ,
მოერიდეთ გლობალურ დათბობას,
მოერიდეთ ნებისმიერ დათმობას,
ერიდეთ პოეტებს.
თომა ოტიელი
#363
დაწერილია 13 August 2010 - 10:19 AM
ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,
ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.
ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,
თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს
ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,
სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,
გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _
მე თუ აკაცია?..
ვახუშტი
ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.
ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,
თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს
ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,
სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,
გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _
მე თუ აკაცია?..
ვახუშტი
გამოხმაურება რედაქტირებულია ლ ი ც ი: 13 August 2010 - 10:22 AM
#364
დაწერილია 03 September 2010 - 08:41 PM
უცხო ქალბატონო!
სულში სიამაყე მინდა ვაბატონო,
დავალ მოგონებით გართული,
როგორ მებრალებით უცხო ქალბატონო,
თქვენ რომ სულ არ გესმით ქართული.
იცით? ამ გალობას ჩემი წინაპრები,
უფალს შესწირავდნენ ალერსით,
როგორ საბრალო ხართ, უცხო ქალბატონო,
თქვენ რომ "იავნანა" არ გესმით.
თუ არ გიდარდია, თუ არ განგიცდია,
რას ნიშნავს, სამშობლო დატოვო,
ამას ვერასოდეს თქვენ ვერ მიმიხვდებით,
ჩემო უსამშობლო ბატონო.
ქართულ ვაჟკაცობას, ქართულ მოფერებას,
ქართულ მიწის სურნელს დაგიდებთ,
მაგრამ, მაპატიეთ, უცხო ქალბატონო,
თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ!
სულში სიამაყე მინდა ვაბატონო,
დავალ მოგონებით გართული,
როგორ მებრალებით უცხო ქალბატონო,
თქვენ რომ სულ არ გესმით ქართული.
იცით? ამ გალობას ჩემი წინაპრები,
უფალს შესწირავდნენ ალერსით,
როგორ საბრალო ხართ, უცხო ქალბატონო,
თქვენ რომ "იავნანა" არ გესმით.
თუ არ გიდარდია, თუ არ განგიცდია,
რას ნიშნავს, სამშობლო დატოვო,
ამას ვერასოდეს თქვენ ვერ მიმიხვდებით,
ჩემო უსამშობლო ბატონო.
ქართულ ვაჟკაცობას, ქართულ მოფერებას,
ქართულ მიწის სურნელს დაგიდებთ,
მაგრამ, მაპატიეთ, უცხო ქალბატონო,
თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ!
არასოდეს უთხრა მეგობარს ის, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს...

დახმარება





ციტირება









