Jump to content
Planeta.Ge

განყოფილების წესები


Recommended Posts

გამარჯობათ მე ამ განყოფილების ახალი მოდერი ვარ, შესაბამისად წესებიც გვექნება ახალი ამ განყოფილების სპეციფიკასთან მაქსიმალურად მორგებული.

 

აქ შეიძლება

1. განხილვა

ა) ყველანაირი ტიპის კომპიუტერებს იქნება ეს მობილური კომპიუტერები (გარდა სმარტფონების), ნეტბუკები, ნოუთბუკები, სტაციონალური კომპიუტერები (PC, Apple თუ სხვა რამე მოდიფიკაცია), სერვერები, სათამაშო "პრისტავკები" თუ სხვა რამ -> ქვეგანყოფილება კომპიუტერული ტექნიკა

ბ) ნებისმიერი ტიპის პროგრამირება გარდა ვებ-სკრიპტების -> ქვეგანყოფილება პროგრამირება

გ) ყველა პროგრამა, რომელიც მუშაობს ნებისმიერ კომპიუტერულ ტექნიკაზე -> ქვეგანყოფილება პროგრამები

დ) თამაშები რომელიც შესაბამისად თამაშებში განიხილება

ე) ყველა სხვა ახლოკომპიუტერული თემა განიხილება ძირითად განყოფილებაში მათ შორის მავნე პროგრამები და ოპერაციული სისტემები

 

2. ყველა მომხმარებლისადმი პატივისცემით და გაგებით მოპყრობა. თუ თქვენ რამე იცით და თანაფორუმელმა არ იცის არ ნიშნავს რომ მას ზევიდან უნდა უყუროთ და ლამერი უწოდოთ.

 

აქ არ შეიძლება

 

3. ოფტოპიკი

ა) თემაში ვსაუბრობთ მხოლოდ თემაზე, ოფთოპიკის შემთხვევაში გაგაფრთხილებთ სიტყვიერად და თუ კი კიდე გაააგრძელებთ ნუ გაგიკვირდებათ რო ვორნი აიკიდოთ

ბ) უფრო მკაცრად დაისჯება ოფტოპიკი გამოხატული ბილწსიტყვაობაში, ან ეროთიკული/ პორნოგრაფიული მასალების დადებაში, შეურაცყოფაში, ან საქმის გარჩევაში, ნარკომანიის ან სხვა დანაშაულის პროპაგანდაში

გ) თემასთან კავშირში არმყოფი სერვისისთვის, საიტისთვის და ა.შ. რეკლამის გაწევისთვის, მიიღებთ სიტყვიერ გაფრთხილებას, ხოლო გამეორებების შემთხვევაში ვორნსაც კი ეღირსებით. (დაემატა 2009 წლის 5 სექტემბერს 16 საათზე)

 

4. ისეთი თემის შექმნა სადაც თემის სათაური სხვა არი და შიგნით სუ სხვა რამეს წერთ და ასევე უაზრო თემის შექმნა რომელიც არ ემსახურება განყოფილების მიზნებს, ან რომლის ანალოგიური არსებობს განყოფილებაში

გაითვალისწინეთ რომ თუ ამას მუდმივი ხასითი მიეცემა შეიძლება ძლიერ დაივორნოთ.

 

5. ვინაიდან ეს ტექნიკური განხრის განყოფილებააა განსაკუთრებით სასტიკად დაისჯება (ბანითაც კი) განზრახ არასწორი თემატური ინფორმაციის გავრცელება აგრეთვე მავნე პროგრამების დადება ან მავნე პროგრამის კოდის დადება ( თუ დებთ ნათლად დაწერეთ რა არის ეს და რა შედეგები შეიძLება მოყვეს)

 

მორჩა კინო. მიიღება წინადადებები ამ წესების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...