Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გახარია - ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით (ვიდეო - ჩართვა ბერლინიდან)

"ოცნების" საგარეო ვექტორის შესახებ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს" - ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი "რუსეთის ინტერესებში მოქმედებს". გიორგი გახარიამ "პოლიტიკური ამბების" ეთერში თქვა, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. "ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით", - ამბობს გახარია და იქვე დასძენს, რომ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებით ივანიშ

გიორგი გახარია - "ოცნება" სტრატეგიულად დამარცხებულია და შეეცდება არჩევნები გააყალბოს

"ოცნება" სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.  "ხელისუფლებას აქვს ილუზიური სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება შეინარჩუნოს" - თქვა გიოგი გახარიამ. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ "ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას დაკარგავს. ამასთანავე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ღიად განმარტავს, რომ ოლიგარქის გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ერთს, არჩევნების გაყალ

რომან თეთვაძე: ჩვენი ხელისუფლება დღეს მომავალ თაობას ინტელექტუალური გენოციდის ტოლფას დანაშაულს უწყობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა, რომლის პირველი საჯარო განხილვა, ერთი თვის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. როგორც უწყების ოფიციალური გვერდი გვამცნობს, პროექტის განხილვა სხვადასხვა დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება და უკუკავშირების შემდეგ, საბოლოო ვერსიას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ. განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი შემდეგი პუნქტებისგან შე

გაეროში ახალგაზრდების ყოფილი ელჩები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას განცხადების სახით ავრცელებენ, რომლითაც უერთდებიან სამოქალაქო პროტესტს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი. “მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, შეაფერხებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას

“საკმაოდ ლმობიერია” – ლავროვი “ოცნების” რუსულ კანონს იცავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ რადიოსადგურებთან (“სპუტნიკი”, “გავარიტ მასკვა” და “კომსომოლსკაია პრავდა”) ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ინიციირებული და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “უცხოელი აგენტების” შესახებ (ასე მოიხსენიებს ამ კანონპროექტს რუსული მედია და ლავროვი) ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობა. “საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი ა

სალომე ზურაბიშვილი - მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? - დარწმუნებული ვარ, რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე

მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე - მე [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტს ვეტოს დავადებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუ ისინი რუსეთისკენ მიემართებიან. „მე მას ვეტოს დავადებ, როგორც

ბექა ლილუაშვილი -  ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას, რისთვისაც ამ ხელისუფლებას ფაქტი და შემდგარი მოცემულობაა, რომ რესურსი არ გააჩნია (ვიდეო)

"ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას, რისთვისაც ამ ხელისუფლებას ფაქტი და შემდგარი მოცემულობაა, რომ რესურსი არ გააჩნია. ის არის გადამგდები, უნდობი ხელისუფალი, რომელსაც პარტნიორი აღარ შემორჩა ჩვენს მეგობრებს შორის და მათ აღარავინ აღარ ენდობა. ამიტომ, ამა წლის 26 ოქტომბერს, ეს საკუთარ ხალხთან დამარცხებული ხელისუფლება, ჩვენ, საკუთარ ხალხთან ერთად უნდა გავაფორმოთ საბოლოოდ დამარცხებულად." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო

ბექა ლილუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“

„ნაციონალური მოძრაობა“ ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყანა ერთად იბრძვის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, „ოცნებამ“, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერითა და დახმარებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში დააინიცირა ჩვენი გუნდის წევრების, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეების - გიგა ფარულავასა და ნოდარ შეროზიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. "გახარია საქართველოსთვის"  ვიდეო: 

„გახარია საქართველოსთვის“ – „ქოცებო“, თქვე „ნაცებო“ შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს, არც ერთ რადიკალურ ძალას მხარი არ დაუჭირონ

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდსა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ განცხადება ერთდრ

უკრაინის საგარეო უწყება - ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს - რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე

ირაკლი კობახიძის მიერ ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დამატებით ავნებს, რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” არის საქართველოს რეალური საფრთხე. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომლითაც უწყება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. “ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქ

საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები... ) საქართველოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს: გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორე

პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი - ეს გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს

გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TV 5 Monde-სთან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის მტკიცებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირება მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება. „მე შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქარ

რატომ არის „ოცნების“ კანონი რუსული? — „გილდიის“ განმარტება მუხლების მიხედვით

დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში, „გილდია“, აქვეყნებს დეტალურ განმარტებას იმის შესახებ, თუ რატომ არის გამჭვირვალობის საფარქვეშ, ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი რუსული. ნეტგაზეთი „გილდიის“ ანალიზს გთავაზობთ უცვლელად: კანონპროექტის ანალიზამდე, პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ, რას ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი ფორმით არის ა(ა)იპ ე.ი. არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი. არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული

ვიოლა ფონ კრამონი: ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ პლატფორმა X-ზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს – სანქციების შემთხვევაში მან საკუთარი ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს. ამ შეფასებით მან გერმანელი ჟურნალისტის, სილვია სტოებერის პოსტი გადააზიარა, რომელშიც ჟურნალისტი წერს, რომ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის პარალელურად პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გაამარტივებს იმ ოფშორული კომპანიების საქართველოში

ევროპარლამენტარები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „ჩვენ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან შემოტანით ღრმად შეშფოთებულები ვართ. ეს კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმას წარმოადგენს. ეს კანონ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს

ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე - თუ ქვეყანას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, ვალდებულია მიიღოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ - ამის მოწინააღმდეგეები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგეები „სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“. „ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმა

შსს: დაკავებულია 2 პირი, ერთ-ერთი დაკავებულისგან ცივი იარაღი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულია 2 პირი, ხოლო სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს. publika

პრეზიდენტი - "რუსული კანონის" წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე - ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომელთაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს, ხალხი ყოველთვის იმარჯვებს

ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, - წერს „ტვიტერზე“ პრეზიდენტი.   იპნ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე.

ომბუდსმენი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და ასაჯაროვებს მონიტორინგის პირველად შედეგებს: შეკრების თავისუფლების დარღვევა ომბუდმსენი აცხადებს, რომ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები: 16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის 

ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე: ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას ევროპული მომავლის გზაზე

გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე რუსული კანონს და მის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. დღეს, 17 აპრილს „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნები

ახალი კანონპროექტი - ოფშორიდან გადმოტანილი აქტივები გადასახადებისგან გათავისუფლდება

„ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა, პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საგადასახადო კოდექსში ცვლილებისთვის კანონპროექტი დააინიციირა. კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან. როგორც „პუბლიკასთან” საუბრისა
×
×
  • შექმენი...