Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მიშა დაუშვილი - ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში

ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში. ვინ დღეს “ოცნებას” კიდევ უჭერს მხარს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა- აი თქვენ, როგორ გრძნობთ თავს, როგორ მოგწონთ ის ამბავი მიუხედავად იმისა ამ კანონს მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ, როგორ წარმოგიდგენიათ შარშან თუ მოგვატყუეს, მომავალში თუ დასჭირდება თქვენი მოტყუება, რატო არ მოგატყუებთ, ვინ არის დღეს გარანტორი “ოცნებაში”, რომ კიდევ ერთხელ არ გადაგვაგდებენ, როგორც ქვეყნის შ

ბორის აკუნინი - პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ - ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე!

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, - ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით მიმართა. „

ბექა ლილუაშვილი - ბატონმა მდინარაძემ ვერ მომიყვანა ვერც ერთი სუბიექტი, ვერც ერთი ორგანიზაცია, ვერც ერთი სახელი და გვარი, ვინც ამ კანონს ამ ფორმით მხარს უჭერს

ბატონმა მდინარაძემ ვერ მომიყვანა ვერც ერთი სუბიექტი, ვერც ერთი ორგანიზაცია, ვერც ერთი სახელი და გვარი, ვინც ამ კანონს ამ ფორმით მხარს უჭერს. ვერც მომიყვანს, რადგან ასეთი არ არსებობს. ცდილობდით ერთი წლის განმავლობაში ხალხი მოგეტყუებინათ, გადაიხედეთ ფანჯარაში , არ გამოგივიდათ.    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1146394909695961/

ბექა ლილუაშვილი - კეზერაშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? ან ივანიშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? მტერს დაარქვით მტრის სახელი და მეგობარს მეგობრის

კეზერაშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? ან ივანიშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? მტერს დაარქვით მტრის სახელი და მეგობარს მეგობრის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/414323914556416/

მეთიუ მილერი სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე შტატების გადაწყვეტილების საფუძველი.   „სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმ

შსს-მ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 14 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე – 14 პირია დაკავებული. შსს-ს განცხადებითვე, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად”, დაშავდა ერთი პოლიციელი.

ანა ბუჩუკური - ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!

დღეს, რაც პარლამენტში ხდება, არის ის, რასაც იწვევს ეს კანონი და ის თუ ამას როგორი გადამდები ეფექტი ექნება და საზოგადოებას როგორ დააპირისპირებს, გახლეჩს ეს არის ამ კანონის მთავარი უბედურება. ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1370398211026876/

ანა ბუჩუკური - თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე არის, რომ მშვიდად წყნარად, ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე და არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა კიდევ ერთხელ ევროპას ვუთხრათ კი, რუსეთს ვუთხრათ არა

ახლა არის ვითარება, როდესაც ივანიშვილი არის ჩიხურ მდგომარეობაში, არ მიიღებს კანონს ვაია, მიიღებს კანონს ვუია. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე არის, რომ მშვიდად წყნარად, ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე და არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა კიდევ ერთხელ ევროპას ვუთხრათ კი, რუსეთს ვუთხრათ არა.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/403599425783949/

„აიმაღლეთ ხმა" - მიმართვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მიმართავენ. ისინი აღნიშავენ, რომ როდესაც სისტემამ მათი უფლებები დაარღვია და სამსახური დააკარგვინა, რუსული კანონი რომ ყოფილიყო მიღებული, ხმას ვერავის მიაწვდენდნენ. ხელმომწერები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ შეშინდნენ და აიმაღლონ ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელმომწერები: იულონ გაგოშიძე თინათ

ანა ბუჩუკური „ოცნებას“ - თუ გსურთ, რომ ეს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არ გაღრმავდეს და დასრულდეს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს

როგორც ვხედავთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე შენობის გარეთ. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული. ის ერთმანეთთან აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რაც არის რუსეთის მთავარი ინტერესი., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს ოკუპანტი და მტ

საქართველოს მთავრობა - პრემიერ-მინისტრმა და ელჩებმა შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს - ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უცხოელი ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა. წლევანდელი ღონისძიებისთვის, იაპონური ბაღის მიმდებარედ, ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.  

გერმანიის საელჩო კიდევ ერთხელ განმარტავს, რა თქვა კობახიძესთან ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა

გერმანიის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ განმარტავს, რა თქვა კობახიძესთან ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა. საელჩომ გამოაქვეყნა გერმანიის კანცლერის განცხადების ქართული თარგმანი, რომლის მიხედვითაც, 12 აპრილს, ბერლინში ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის პრესკონფერენციაზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა: გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცის მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი და

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია. სხდომა შეჩერებულია.   იპნ

კალაძე: ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს

„ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს”, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე. კერძოდ, ის საუბრობს ელჩებსა და დიპლომატებზე. დღეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა, უცნობია. მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.

მდინარაძე: უცხო ქვეყნის ინტერესია პოზიტიური პროექტებიც

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე კარგი მნიშვნელობა. მისი თქმით, არსებობს „კარგი ინტერესიც და ცუდი ინტერესიც“. მდინარაძის ამ მსჯელობამ კომიტეტის სხდომაზე ხმაური გამოიწვია. დამსწრე ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ წინადადებას ნეგატიური დატვირთვა აქვს. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია. კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც ს

ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის სტიპენდიატები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის სტიპენდიატები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას” მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი არ არის ქართველი ხალხის ნება და მისი მიღებით მმართველი პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებულ ევროატლანტიკურ არჩევანს. რუსული კანონის მიერ დადგენილი დეფინიცია, ფაქტობრივად შეზღუდავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც აფინანსებენ ქართველი სტუდენტების ევ

16 აპრილიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზ

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა უცნობია. როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა ერთი კვირის წინ დაიგეგმა. მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.   პუბლიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. „ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტთან

სიდნეის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეც არის

სიდნეიში სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმა გუშინ მოხდა. დანით შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. მედიების ცნობით, დაიღუპა 6 მოქალაქე, არიან დაშავებულებიც. პუბლიკა

სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ონლაინმედიების აკრედიტებული ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს”. რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”. პუბლიკა  ასევე იხილეთ

ეპიზოდი #11: გიორგი გახარია „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე (ვიდეო)

ეპიზოდი #11: „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე:    
×
×
  • შექმენი...