Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის აგრესიას 537 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 537 ბავშვი დაიღუპა, დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ კი მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1806-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1806-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. 2024 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 537 ბ

ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა - მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია

ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია. შემთხვევა დღეს მოხდა. ipn

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას სთავაზობს

შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მიმართა “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ლილუაშვილის თქ

ოჯახის განცხადებით, თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავენ

ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები “გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან". “ერთ რამეს ვიტყოდი, იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი ლაზარეს საქმე, რომ იმედი მინდა დავიტოვო, დღეს მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარეს გაამა

სომხეთი საქართველოს მოსაზღვრე სოფელს უბრუნებს - სომხური მედია

სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი, ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.   გამოცემის ცნობი

დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული

ამ დროისთვის, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამუშაო პროგრამას სხვადასხვა მიზეზით 7 079 პირი გამოეთიშა. „2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 30 000-მდე სოციალურად დაუცველი პირი. პროგრამაში ჩართვის ინტერესი საკმაოდ მაღალია. დასაქმების სააგენტო, დასაქმების მსურველ

გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. „მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩ

კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ საქართველოში არის – ასმათ მიქაძის ამბავი

“საყოველთაოდ დამკვიდრებული ფრაზა – კიბო განაჩენი არ არის, დღეს შეუსაბამო სიტყვებია ჩვენი ქვეყნისა და რეალობისთვის”, – ამბობს ასმათ მიქაძე, ორგანიზაციის “კავშირი სიცოცხლისთვის” წევრი, რომელმაც კიბო დაამარცხა და ახლა სხვების უფლებებისთვის იბრძვის.   მე ვარ ასმათ მიქაძე, 53 წლის, პროფესიით პედაგოგი. ჩემი პროფესიით მხოლოდ 11 წელი ვიმუშავე.  დაქორწინების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და  აქაც ვიმუშავე სკოლაში, დაახლოებით ორი წელი. საზღვარგარეთ მომიწია წასვლა –  ცხრა წელი ევროპაში ვცხოვრობდი, შე

ჩეხეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად დამატებითი თანხა გამოყო

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის შემდგომი წვლილის შეტანა ინიციატივაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის შესყიდვას ითვალისწინებს. გამოცემა Ceske Noviny წერს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ თანხა არ დაასახელა. ამასთან, პეტრ ფიალას თქმით, ინიციატივას 20 ქვეყანა შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ შესყიდვების გეგმას და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალა უკრაინაში რამდენიმე კვირაში ან თვეში ჩავა. ა

კირილ ბუდანოვი - ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან

ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „როგორც მინიმუმ, რუსეთმა 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ამ ინფორმაციამ სირიაში მათი დაჯგუფების დაზვერვის სამმართველო გაიარა. აი, საიდან წავიდა ის მოსკოვში და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, რომ ეს რაღაც უცნაურად, არსაიდან მატერიალიზდა”, - განაცხადა ბუდან

გერმანია უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

გერმანია უკრაინას უახლოეს დღეებში 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა. მისი განმარტებით, გერმანიამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის სამ ეტაპად მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ 10 000 საარტილერიო ჭურვს პირველი ეტაპის ფარგლებში გადასცემს. საბრძოლო მასალას ბუნდესვერის არსენალებიდან ამოიღებენ. ამასთან, გერმანია უერთდება ჩეხე

„ეს იყო სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი“ — ილია II ნაკრებს ულოცავს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. „მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული“, — ნათქვამია ილია მეორეს მისალოც წერილში. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 26 მა

„…ზღაპრის ბოლო კეთილია“ — როგორ იქცა ეს სიმღერა საგულშემატკივრო ჰიმნად

მერაბ სეფაშვილის სიმღერამ „გაიღიმე”, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ახალი სიცოცხლე შეიძინა. სიმღერა ახლა საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება. გამარჯვებასთან, რომლის წყალობითაც ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. რა ისტორია აქვს ირმა სოხაძის ტექსტითა და გია მაჭარაშვილის მელოდიით შექმნილი სიმღერის გამოჩენას „ქომაგების“ რეპერტუარში და როგორ დაიმკვიდრა თავი გულშემატკივრებში — ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ „ქომაგების“ წევრს, ბე

საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სები აცხადებს, რომ საკოლექციო მონეტის დიზაინზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. 2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის

პაველ ჰერჩინსკი - დიალოგის გასააქტიურებლად რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს ვგეგმავთ, მათ შორის ევროკავშირის ინსტიტუტებისა და 27 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით

ჩვენ გაფართოების ანგარიშის შემუშავების პროცესში ვართ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მათი სურვილია, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს და ეს სარგებელს როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს მოუტანს. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს ისტორიული ნაბიჯი ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ. გადაწყვეტილება 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებ

აფხაზეთის ომში დაკარგული 12 პირის ნეშტი ოჯახებს გადაეცა — წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ცნობით, დღეს, 27 მარტს, მათი დახმარებით, ოჯახებს გადაეცა 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი. როგორც ICRC აცხადებს, ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით 2010 წლიდან მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანი

რუსეთმა 3 თვეში 32 უკრაინელი ტყვე დასაჯა სიკვდილით — გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოაქვეყნა 38-ე მოხსენება უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მოხსენება ეფუძნება უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მუშაობას და მოიცავს 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს. ანგარიშის თანახმად, დეკემბერ-იანვარში რუსეთის ფართომასშტაბიანმა სარაკეტო თავდასხმებმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა გამოიწვია, რითაც შეიცვალა 2023 წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსა

28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. „ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში გასულ ღამეს უეფა-ს ევრო 2024-ზე კვალიფიკაციას ვულოცავთ. თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღო! წარმატებებს და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ტურნირს გისურვებთ“, - წერს მაია სანდუ X-ზე. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხ

ევროკავშირის საელჩო - საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ!

საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისალოც ტექსტშია ნათქვამი. ევროკავშირის წარმომადგენლობა ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს ევროპის ჩემპიონატში. „საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში“,- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბე

საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა! საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.     ფაქტები საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა. 1960 წლიდან დღ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა საქართველოს ნაკრების კარში მხოლოდ 3 გოლის გატან შეძლო. მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა. იპნ
×
×
  • შექმენი...