Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ევროპარლამენტარები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „ჩვენ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან შემოტანით ღრმად შეშფოთებულები ვართ. ეს კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმას წარმოადგენს. ეს კანონ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს

ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე - თუ ქვეყანას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, ვალდებულია მიიღოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ - ამის მოწინააღმდეგეები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგეები „სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“. „ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმა

შსს: დაკავებულია 2 პირი, ერთ-ერთი დაკავებულისგან ცივი იარაღი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულია 2 პირი, ხოლო სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს. publika

პრეზიდენტი - "რუსული კანონის" წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე - ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომელთაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს, ხალხი ყოველთვის იმარჯვებს

ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, - წერს „ტვიტერზე“ პრეზიდენტი.   იპნ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე.

ომბუდსმენი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და ასაჯაროვებს მონიტორინგის პირველად შედეგებს: შეკრების თავისუფლების დარღვევა ომბუდმსენი აცხადებს, რომ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები: 16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის 

ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე: ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას ევროპული მომავლის გზაზე

გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე რუსული კანონს და მის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. დღეს, 17 აპრილს „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნები

ახალი კანონპროექტი - ოფშორიდან გადმოტანილი აქტივები გადასახადებისგან გათავისუფლდება

„ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა, პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საგადასახადო კოდექსში ცვლილებისთვის კანონპროექტი დააინიციირა. კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან. როგორც „პუბლიკასთან” საუბრისა

მოვუწოდებთ დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს - მასწავლებლების განცხადება რუსულ კანონზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ  რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებასა და ზიანს მოუტანს მის უმრავლესობას. მასწავლებლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. მასწავლებლები მოუწოდებენ კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია რათა არ დაუშვან აღნიშნული კანონპროექტის მიღება.

პრეზიდენტი რუსულ კანონს მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. მისი თქმით, მისი ვეტო იქნება ხალხის ხმა, რომელსაც აუცილებლად გაიგებენ. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია. პუბლიკა

83 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭირა | სია

პარლამენტმა „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობიდან „ქართული ოცნების“ 72 დეპუტატმა და „ხალხის ძალის“ 9 წევრმა, ასევე, „ევროპელი სოციალისტებიდან“ ავთანდილ ენუქიძემ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა: გიორგი ბარვენაშვილი გია ბენაშვილი ირაკლი (დაჩი) ბერაია რიმა ბერაძე მაია ბითაძე ანზორ ბოლქვაძე ელისო ბოლქვაძე მაკა ბოჭორიშვილი ელგუჯა გოცირიძე ბექა დავ

ევროკავშირი „ოცნებას“ I მოსმენით მიღებული „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი „მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა მსგავსი კანონმდებლობის გაუქმების შესახებ და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა და ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართ

თვითმხილველების ინფორმაციით, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია 3 ადამიანი

თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი. როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში. შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა. “სროლის ხმა მომესმა. 5-6 გასროლის ხმა იყო. მეზობელმა როგორც მითხრა, ის, ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი, დანარჩენი 2, ვინც თავს იცავდა, მხარშია დაჭრილი. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს თვითმხილველი. მომხდართან დაკავშირებით დ

„პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პალიტრა მედია“ 18 აპრილს 29 წლის ხდება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, რომელშიც თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო ჰოლდინგის მრავალრიცხოვან გულშემატკივარსაც. იხილეთ განცხადება სრულად.

სპორტსმენები და ცნობილი ადამიანები რუსული კანონის წინააღმდეგ - გამოხმაურებები

მას შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაარბია და მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა, რუსული კანონის წინააღმდეგ არაერთმა სპორტსმენმა და ცნობილმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია. მათ შორის არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ბუდუ ზივზივაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი მამარდაშვილის. ასევე, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია. გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს: მერაბ დვალიშვილი „მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვ

მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ - თოფურია რუსულ კანონზე

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და აქციის დარბევას ეხმაურება. „მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის”. – დაწერა ი

ბექა ლილუაშვილი - „ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის

„ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ამაში ვერც საჯარო მოხელეები და ვერც საკუთარი ამომრჩევლები ვერ დაარწმუნა. „პირველ რიგში, მინდა ისევ მადლობით დავიწყო და მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გუშინაც იდგა აქციაზე, სწორად გაიგო ჩვენი

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს!

„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია

ბექა ლილუაშვილი -  პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების ამოცანაა, არ დავუშვათ ამ კანონის მიღება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანად. ამაზე კი მთელი პასუხისმგებლობა „ოცნების“ მხარესაა, რომელიც ბოლო პერიოდში უშედეგოდ ცდილობს ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს

პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების ამოცანაა, არ დავუშვათ ამ კანონის მიღება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანად. ამაზე კი მთელი პასუხისმგებლობა „ოცნების“ მხარესაა, რომელიც ბოლო პერიოდში უშედეგოდ ცდილობს ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს. ამ ყველაფერს მოქალაქეებმა მტკიცე ერთიანობით და სიმშვიდით უპასუხეს, სწორედ ეს ერთიანობა იქნება გზა არჩევნებამდეც, სადაც უკვე „ოცნება“ ოფიციალურად გამოცხადდება დამარცხებულად, რადგან „ოცნება“ უკვე დამარცხდა ამ ქვეყნის მომავალთან.  ბექა ლილუ

ზაჰესის იზოლატორშია 6 პირი, 2 მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე - ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებულნი. სახალხო დამცველი ამბობს, რომ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისივე თქმით, მათგან ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მისივე თქმით, ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში. ომბუდსმენი ამბობს, რომ პოლიციის ქმედებები აბსოლუტურად განსხვავებული იყო აქციის პირველ და მეორ

გაბუნიას ინფორმაციით, აქციაზე ნაცემი 5 მოქალაქე კლინიკებშია გადაყვანილი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ პოლიციელების მიერ აქციაზე ნაცემი მოქალაქეები კლინიკებში არიან გადაყვანილები. მისი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულია 5 მოქალაქე, ამასთან, დაშავებულია 2 პოლიციელი. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. სპეცია

შოთა არველაძე - არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს

არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს, - ამ განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე აკეთებს. “არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავ
×
×
  • შექმენი...