Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას, გარდა რუსეთისა და საკუთარი თავისა, თანამოაზრე არავინ ჰყავს (ვიდეო)

ხელისუფლებას, გარდა რუსეთისა და საკუთარი თავისა, თანამოაზრე არავინ ჰყავს.  მთავარი არ არის ვის რომელ აქციაზე მოუწევს დადგომა, მთავარია ისტორიის რომელ მხარეს დავდგებით 26 ოქტომბერს, სადაც არანაირი კონტროლი, არანაირი გავლენა თქვენზე ხელისუფლებას არ ექნება.      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/435857342359595/

აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე 2200 ლარით დააჯარიმეს

სანდრო ჯოხაძეს, 18 წლის მეთორმეტე კლასელ მოსწავლეს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 16 აპრილს დააკავეს, სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება, როგორც “ლელო საქართველოსთვის” დაკავებული ლიდერის, ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში, აქაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სანდროს უფროსი ძმის, გიგა ჯოხაძის სასამართლო პროცესი. ძმების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ჯანო ჭკადუა იცავს. ძმებს ადმინისტრაციულ სა

ბათუმელების რედაქტორი შალვა პაპუაშვილს: ვერ მოგვაწებებთ აგენტის იარლიყს

გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ დღეს, 25 აპრილს, ბათუმში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რასაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის შემოღება იწვევს. „ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული მედიასაშუალება, რომელმაც 2010 წელს დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“. ეთერ თურაძემ ისაუბრა იმ წნეხსა და დევნაზეც, რა პირობებშიც მუშაობა უწევდა 2012 წლამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მ

„ეს არის თაღლითობა და შულერობა“ — ირა ჭელიძე რუსული კანონის შემობრუნებაზე

სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე თაღლითობად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას. მისთვის გაუგებარია, მმართველი პარტია რატომ ცდილობს იმას, რაც გასულ წელს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ მოახერხა. „ხელისუფლება იმეორებს იმას, რაზეც საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ერთხელ უკვე უარი თქვა. როგორც მოქალაქე, ამას აღვიქვამ, როგორც თაღლითობას და შულერობ

კვირას, 28 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დაანონსდა

დღეს გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო ორგანიზაციებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია დააანონსეს, სადაც მათ აღნიშნეს, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შეაჩერებენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით აცხადებენ, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ხელმომწერი ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირს

ევროპარლამენტმა რუსულ კანონზე რეზოლუციას და ორივე შესწორებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა რუსულ კანონთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მისი ორივე შესწორებით მიიღო. შეჯერებულ პროექტში, რომელსაც მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია. რაც შეეხება ორ შესწორებას – ის მოიცავდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან რუსული კანონის შესაბამისობის შეფასებას, ჰომოფობიური საკონსტიტუციო კანონპროექტის გა

ბექა ლილუაშვილი - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა. მთავარი არ არის რომელ აქციაზე იდგებით თქვენ 29 აპრილს, მთავარია სად დადგებით 26 ოქტომბერს.      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/947746630128130/

ანა ბუჩუკური - “ნაცები” და “ოცნება” ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთს აპირისპირებენ, თვითონ კი ერთად შოულობენ ფულს

“ნაცები” და “ოცნება” ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთს აპირისპირებენ, თვითონ კი ერთად შოულობენ ფულს და ბიზნეს პარტნიორები არიან, მათი ეს კოალიციური პარტნიორობა პოლიტიკაში, დღეს ნათელი დასტური იყო და ამას გაგრძელება ბუნებრივია ექნება. ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ერთი მხრივ “ოცნება” გავუშვით ოპოზიციაში ამ საკრებულოებში ისე, რომ “ნაც.მოძრაობა” არ მოვუშვით ხელისუფლებაში და დღეს რა გააკეთეს? “ნაც.მოძრაობის” დახმარებით “ოცნებამ” დაიბრუნა რუსთავის საკრებულოში ძალაუფლება.    ანა ბუ

ბექა ლილუაშვილი - ერთის მხრივ რუსული კანონით თავს ესხმის ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ხოლო მეორეს მხრივ ოფშორების კანონით ფარს იქმნის საპასუხო ქმედებებისგან

ერთის მხრივ რუსული კანონით თავს ესხმის ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ხოლო მეორეს მხრივ ოფშორების კანონით ფარს იქმნის საპასუხო ქმედებებისგან.    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" ტავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/841092631372231/

 ლევან გოგიჩაიშვილი - სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ

სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ეს ორი მახინჯი სისტემა ამას ხელიდან არ გაუშვებს. რუსთავი არის კლასიკური დემონსტრაცია, ფარდის მიღმა ერთობლივი გარიგებების.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400325792894471/

ნატალი საბანაძე - სანქცირებას და დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ - ეს კანონი დასავლეთის დახმარების, დემოკრატიის წინ წაწევისა და ხელშეწყობის პროგრამების კრიმინალიზაციას ახდენს, ამიტომ ეს იქნება ლოგიკური პასუხი

სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა. ეროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის შემცირება ლოგიკური პასუხი იქნება, რადგან "უცხოურ

მიშა დაუშვილი -  ფორმალურად, არაფორმალურად, შინაარსობრივად და ყველა ფორმით არის ფარული შეთანხმება “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის (ვიდეო)

ფორმალურად, არაფორმალურად, შინაარსობრივად და ყველა ფორმით არის ფარული შეთანხმება “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რომლებმაც კიდევ ერთხელ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, წინ დააყენეს თავიანთი პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესები, ამის გამო გააკეთეს ის, რომ ჩვენს წევრს, ვინც იყო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, იმპიჩმენტი გამოუცხადეს.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2200459790291191/

ევროპარლამენტში საქართველოში „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოში „უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული. კერძოდ, “საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ” რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო 25 აპრილს რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პრო

ნატალია საბანაძე - მე არ მახსოვს საქართველოს ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონოდა თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან (ვიდეო)

მე არ მახსოვს საქართველოს ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონოდა თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან. ფაქტიურად პარადოქსულია, იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა გავხდით, მივაღწიეთ იმას, რასაც ამდენი ხანი ველოდით და რეალურად ჩვენი ურთიერთობები გაიყინა. ამ კანონის უკან შემობრუნებით ხელისუფლებამ ფაქტიურად ცივი ომის პირობებში ჩააყენა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები.  ნატალია საბანაძე, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/v

ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!

პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით.

ნათია შელეგია - დღეს, უკვე “ოცნებამ” და “ნაცებმა” გააცხადეს თავიანთი ერთობა და ოფიციალურად პოლიტიკურ ნაწილში გადმოიტანეს (ვიდეო)

დღეს, უკვე “ოცნებამ” და “ნაცებმა” გააცხადეს თავიანთი ერთობა და ოფიციალურად პოლიტიკურ ნაწილში გადმოიტანეს. თქვეს, რომ კი ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, ორივე ერთად ვართ საკრებულოში და შედეგად მივიღებთ იმას, რომ, როგორც რუსთავის მერიაში დაიკარგა რუსთაველი მოქალაქეების ხმა და არ ისმის მათი რეალური საჭიროებები, ისევე დაიკარგება რუსთავის საკრებულოში მათი ხმა.  ნათია შელეგია, რუსთავის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/737281151940348/

ლევან გოგიჩაიშვილი - შენ როცა იყავი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მე ციხეში ვყავდი სააკაშვილს, სამი წელი მაქვს რუსთავში გატარებული (ვიდეო)

შენ როცა იყავი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მე ციხეში ვყავდი სააკაშვილს, სამი წელი მაქვს რუსთავში გატარებული.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7284050018360269/

ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ - მათ ზუგდიდის საკრებულოს აღებაც რეიდით სურთ

ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით

მიხაილ როთი - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს. „დღეს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს“, - წერს მიხაილ როთი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. იპნ

"გახარია საქართველოსთვის" - დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:   "ქოცების" და "ნაცების" კოალიციამ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას გუნდის წევრი, გადააყენეს. დღეს, რუსთავის საკრებულოში, „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ღია გარიგების და თანამშრომლობის შედეგად, იმპიცმენტის გზით, თანამდებობიდან გადააყენეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია. აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს შენობას

იასამნების დედოფალი - ქალბატონი ნონა ანთაძე ნახევარ საუკუნეზე მეტია ბოტანიკურ ბაღში იასამნების საკოლექციო ნაკვეთს კურირებს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი: "იასამნების დედოფალი...   აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რამხელა სიყვარულს დებს ქალბატონი ნონა ანთაძე იასამნების საკოლექციო ნაკვეთის გალამაზებაში.   ქალბატონი ნონა ანთაძე ნახევარ საუკუნეზე მეტია იასამნების საკოლექციო ნაკვეთს კურირებს : „ბოტანიკურ ბაღში 1962 წლიდან ვმუშაობ. სტუდენტი ვიყავი, როცა აქ მოვედი. ძალიან საინტერესო იყო აქ მუშაობა. მიყვარს ჩემი საქმე — თითოეული ყვავილი, თითოეული ბუჩქი...''    1970 წელს საქართველოს

ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსაჯვრდებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე ჩაბარდა, ისინი რამდენიმე წუთში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივლენ. შესაბამისი პროცედურების
×
×
  • შექმენი...