Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია

ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას. ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტი

მილერი რუსულ კანონზე: გავიმეორებ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეშფოთებულია რუსული კანონით.

თბილისის მერიის თანამშრომელი: ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე

თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის არსებული ფორმით მიღების იდეაა მტრული. ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს: „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს? ის რომ: ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან სა

ზურაბიშვილმა თბილისის მოვლენების შესახებ შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა

პრეზიდენტის განცხადებით, თბილისში, რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა და მიმდინარე პროცესები გააცნო. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ „ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, არის პირდაპირი პროვოკაცია – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია”. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.

პარლამენტში, ბექა ლილუაშვილმა "რუსული კანონის" ალტერნატივად "ანტირუსული" კანონპროექტი წარადგინა, რომელსაც "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმდჯომარე ბექა ლილუაშვილის განცხადება საპარლაენტო ტრიბუნაზე ალტერნატიულ ინიციატივებთან დაკავშირებით.   „მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ყველა ახალგაზრდას, ვინც გუშინ აქციიდან, სახლიდან, სოციალური ქსელებიდან იცავდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და მომავალშიც დაიცავს. ჩვენ გუშინ ოცნებას შევთავაზეთ მათი გასასვლელი რომ არ მომხდარიყო საზოგადოების დაყოფა, არ მომხდარიყო დაპირისპირება, არ მომხდარიყო სახელდება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი და ძალი

ბექა ლილუაშვილი - "ოცნებამ" გადაწყვიტა პირდაპირი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან, იმის ნაცვლად, რომ შეენარჩუნებინათ ელემენტარული შანსი მაინც იმისთვის, რომ ამ ხალხთან ერთად გაგვეგრძელებინა სვლა ევროპული მომავლისკენ

“ოცნება” გასულია მომსახურების ზონიდან, გასულია ჩვენი მოქალაქეების მსახურების ზონიდან. აბსოლუტურად შეურაცხადი მოწადინებით არიან მიმართული “რუსული კანონის” მიღებაზე და არავის არ ეგონოს, რომ მათ არ ქონდათ გონივრული გასასვლელი, რომ მათ არ შევთავაზეთ ჩვენ გონივრული გამოსავალი. მათ გადაწყვიტეს პირდაპირი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან, იმის ნაცვლად, რომ შეენარჩუნებინათ ელემენტარული შანსი მაინც იმისთვის, რომ ამ ხალხთან ერთად გაგვეგრძელებინა სვლა ევროპული მომავლისკენ.  ბექა

ბექა ლილუაშვილი "ოცნებას" - არჩევნები მალე მოვა, შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება

ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ქვეყნის ისტორიულ მტრებსა და ისტორიულ მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს - არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება! - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ლილუაშვილის თქმით, უმრავლესობის კანონპროექტის რეალური მიზანი ევროპის მტრად გამოცხადება, ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა. მისივე თქმით, ხელის

ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. პოლიცია ცდილობს, ნიკა გვარამია ტერიტორიიდან გაიყვანოს. ipn

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. ელჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს, მაგრამ საფრანგეთი,  აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. ამასთან, შერაზ გასრიმ ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა სატელევიზიო დებატებში რუსულ კანონთან დაკავშირებ

ბექა ლილუაშვილი - ხალხმა ხელისუფლების მიერ მათი ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობას, უპასუხა ერთიანობით, ზუსტად ერთიანობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ ქვეყნის მომავალი, რაც არჩევნების დაცვაზე გადის!

მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ახლგაზრდებს, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა და იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ხალხმა ხელისუფლების მიერ მათი ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობას, უპასუხა ერთიანობით, ზუსტად ერთიანობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ ქვეყნის მომავალი, რაც არჩევნების დაცვაზე გადის! საქართველო უკვე ევროპაა. არა - რუსეთს.    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/

ბექა ლილუაშვილი - თუ თქვენ ამ ნაბიჯს გადადგამთ, თქვენ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერს და მოყვარეს ერთ სიბრტყეში დააყენებს

თუ თქვენ ამ ნაბიჯს გადადგამთ, თქვენ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერს და მოყვარეს ერთ სიბრტყეში დააყენებს. არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი ეს გადაწყვეტილება ისტორიაში დარჩება.    ბექა ლილუაშვილის სიტყვა პარლამენტში. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/462582872854342/

მიშა დაუშვილი - ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში

ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში. ვინ დღეს “ოცნებას” კიდევ უჭერს მხარს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა- აი თქვენ, როგორ გრძნობთ თავს, როგორ მოგწონთ ის ამბავი მიუხედავად იმისა ამ კანონს მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ, როგორ წარმოგიდგენიათ შარშან თუ მოგვატყუეს, მომავალში თუ დასჭირდება თქვენი მოტყუება, რატო არ მოგატყუებთ, ვინ არის დღეს გარანტორი “ოცნებაში”, რომ კიდევ ერთხელ არ გადაგვაგდებენ, როგორც ქვეყნის შ

ბორის აკუნინი - პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ - ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე!

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, - ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით მიმართა. „

ბექა ლილუაშვილი - ბატონმა მდინარაძემ ვერ მომიყვანა ვერც ერთი სუბიექტი, ვერც ერთი ორგანიზაცია, ვერც ერთი სახელი და გვარი, ვინც ამ კანონს ამ ფორმით მხარს უჭერს

ბატონმა მდინარაძემ ვერ მომიყვანა ვერც ერთი სუბიექტი, ვერც ერთი ორგანიზაცია, ვერც ერთი სახელი და გვარი, ვინც ამ კანონს ამ ფორმით მხარს უჭერს. ვერც მომიყვანს, რადგან ასეთი არ არსებობს. ცდილობდით ერთი წლის განმავლობაში ხალხი მოგეტყუებინათ, გადაიხედეთ ფანჯარაში , არ გამოგივიდათ.    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1146394909695961/

ბექა ლილუაშვილი - კეზერაშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? ან ივანიშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? მტერს დაარქვით მტრის სახელი და მეგობარს მეგობრის

კეზერაშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? ან ივანიშვილის ფული ნაკლებად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის? მტერს დაარქვით მტრის სახელი და მეგობარს მეგობრის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/414323914556416/

მეთიუ მილერი სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე შტატების გადაწყვეტილების საფუძველი.   „სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმ

შსს-მ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 14 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე – 14 პირია დაკავებული. შსს-ს განცხადებითვე, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად”, დაშავდა ერთი პოლიციელი.

ანა ბუჩუკური - ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!

დღეს, რაც პარლამენტში ხდება, არის ის, რასაც იწვევს ეს კანონი და ის თუ ამას როგორი გადამდები ეფექტი ექნება და საზოგადოებას როგორ დააპირისპირებს, გახლეჩს ეს არის ამ კანონის მთავარი უბედურება. ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1370398211026876/

ანა ბუჩუკური - თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე არის, რომ მშვიდად წყნარად, ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე და არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა კიდევ ერთხელ ევროპას ვუთხრათ კი, რუსეთს ვუთხრათ არა

ახლა არის ვითარება, როდესაც ივანიშვილი არის ჩიხურ მდგომარეობაში, არ მიიღებს კანონს ვაია, მიიღებს კანონს ვუია. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე არის, რომ მშვიდად წყნარად, ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე და არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა კიდევ ერთხელ ევროპას ვუთხრათ კი, რუსეთს ვუთხრათ არა.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/403599425783949/

„აიმაღლეთ ხმა" - მიმართვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მიმართავენ. ისინი აღნიშავენ, რომ როდესაც სისტემამ მათი უფლებები დაარღვია და სამსახური დააკარგვინა, რუსული კანონი რომ ყოფილიყო მიღებული, ხმას ვერავის მიაწვდენდნენ. ხელმომწერები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ შეშინდნენ და აიმაღლონ ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელმომწერები: იულონ გაგოშიძე თინათ

ანა ბუჩუკური „ოცნებას“ - თუ გსურთ, რომ ეს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არ გაღრმავდეს და დასრულდეს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს

როგორც ვხედავთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე შენობის გარეთ. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული. ის ერთმანეთთან აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რაც არის რუსეთის მთავარი ინტერესი., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს ოკუპანტი და მტ

საქართველოს მთავრობა - პრემიერ-მინისტრმა და ელჩებმა შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს - ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უცხოელი ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა. წლევანდელი ღონისძიებისთვის, იაპონური ბაღის მიმდებარედ, ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.  
×
×
  • შექმენი...