Jump to content
Planeta.Ge

Blogs

"ოცნების" ოფისში „რაზბორკები“ მომიწყეს - გახარია სააკაშვილის საკითხზე საუბრისას

„მე ვიყავი ერთადერთი "ოცნების" წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს  მიუღებელია და არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ექცევიან, მერე იქ, ოფისში რაღაც „რაზბორკები“ მომიწყეს, რა უნდა მოეწყოთ მაგრამ უკმაყოფილოები იყვნენ,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. გახარია განმარტავს, რატომ ითხოვს მისი პარტია სააკაშვილის გადაყვანას. პარტიის თავმჯ

გახარია: ჩვენი მოქალაქეების და პარტნიორების აღქმაში სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სადაც არის გავლენის ჯგუფები

„საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღქმაში სასამართლოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სასამართლო სისტემაში არის გავლენის ჯგუფები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. როგორც გახარია ამბობს, ოცნებას არ სურს რეფორმის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებდა ცვლილებებს. გახარიას თქმით, დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და საჭიროა, რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. გახარიას შეფასები

მიხეილ დაუშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია და გვეუბნება, რომ 60%-იანი მხარდაჭერა კი არა, მათთვის 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ახალი ცვლილებებით, „ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია და ამბობს, რომ „მათთვის 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა“. დაუშვილის თქმით, მისი პარტია კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩაერთვება. “ჩვენ განხილვების პროცესში ჩავერთვებით. ჩვენი ხედვა რაც არის და რაც ნათქვამი გვაქვს, დავაფიქსირებთ. აქ მთავარი ამბავი ისაა, რომ ფაქტობრივად, “ოცნება” გვეუბნება, რა 60%-იანი მხარდაჭერა, 40%-ზეც არ არიან.

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ძებნა-შველის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც. შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული.

ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ინფორმაციის თანახმად, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „სამაშველო ვერტმფრენ

გახარია: ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იმიტომ გახდა, რომ არ მინდოდა შს მინისტრი ყოფილიყო

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნება“ განიხილავდა მის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას. გიორგი გახარიას თქმით, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად იმიტომ დაინიშნა, რომ მას არ სურდა იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გამხდარიყო: „მე არასოდეს არ ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა არა როგორც თავდაცვი

„უკრაინის მხარდამჭერ პროექტებზე მომუშავე რუსი აქტივისტი საქართველოში არ შეუშვეს" - კუროპტევი

სამხრეთ კავკასიაში ფონდი „თავისუფალი რუსეთის” ხელმძღვანელის, იგორ კუროპტევის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს. მისი თქმით, იგორ მიგლანს გუშინ თბილისის აეროპორტში „ახსნა-განმარტების გარეშე” შემოსვლაზე უარი უთხრეს. კუროპტევი წერს, რომ რუსი აქტივისტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად სხვადასხვა საემიგრაციო პროექტზე მუშაობდა, რის შედეგადაც 8 ათასზე მეტ უკრაინელს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. „ეს უქმნის საფრთხეს საქართველოს ინ

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა - რა ხდება შემდეგ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 22-ე მონაწილე გახდა, მას მოგვიანებით უკრაინა და პოლონეთი შეუერთდნენ. საქართველო ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში იმყოფებოდა, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია,  ბულგარეთი და გიბრალტარი იყვნენ. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში გაიმართა. საქართველომ

ბერდია სიჭინავა - მართლმსაჯულების სისტემა არის სასამართლო ხელისუფლების ის შტო, რომელსაც ყველაზე ბოლოს დათმობს ივანიშვილი

"მართლმსაჯულების სისტემა არის სასამართლო ხელისუფლების ის შტო, რომელსაც ყველაზე ბოლოს დათმობს ივანიშვილი. ერთადერთი მიზანი არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, ხელის გულზე დაიდება ვინ არის და ვინ არ არის კეთილსინდისიერი."  ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/382631754665554/

ბექა ლილუაშვილი - ერთადერთი გზა, რაც “ოცნებას” დარჩენილი აქვს, ეს არის- ისევ რადიკალიზაციის გაღრმავება, მიხეილ სააკაშვილისთვის მთელი ეთერების დათმობა და ამის გამოყენებას შეეცდებიან მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში

“ერთადერთი გზა, რაც “ოცნებას” დარჩენილი აქვს, ეს არის- ისევ რადიკალიზაციის გაღრმავება, მიხეილ სააკაშვილისთვის მთელი ეთერების დათმობა და ამის გამოყენებას შეეცდებიან მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/965644628465540/

ეპიზოდი #2: სამართალდამცველები. რატომ არის აუცილებელი კრიმინალური პოლიციის რეფორმა - "გახარია საქართველოსთვის"

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მიშა დაუშვილი და ნათია მეზვრიშვილი მართლმსაჯულების სისტემისადმი მიძღვნილი გადაცემების მეორე ეპიზოდში საუბრობენ პოლიციისა და პროკურატურის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, გამოძიების ხარისხის გაზრდის მექანიზმებსა და გზებზე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვასა და გეგმებზე. ვიდეო:    

მოსამართლემ კვლავ გადადო ლაზარეს დასკვნითი სხდომა

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 28 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მოსამართლემ ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ სხდომაზე არ იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადისი, დისტანციურად პროცესზე ჩართვის უფლება კი მან ბრალდებულს არ მისცა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ვერ ესწრებოდა, მაგრამ ითხოვდა სხდომაზე დისტანციურად, ონლაინ ჩართვასა და განცხადების გაკეთებას, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი, რის გამო ვერ ახერხებდა

უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის აგრესიას 537 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 537 ბავშვი დაიღუპა, დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ კი მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1806-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1806-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. 2024 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 537 ბ

ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა - მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია

ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია. შემთხვევა დღეს მოხდა. ipn

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას სთავაზობს

შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მიმართა “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ლილუაშვილის თქ

ოჯახის განცხადებით, თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავენ

ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები “გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან". “ერთ რამეს ვიტყოდი, იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი ლაზარეს საქმე, რომ იმედი მინდა დავიტოვო, დღეს მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარეს გაამა

სომხეთი საქართველოს მოსაზღვრე სოფელს უბრუნებს - სომხური მედია

სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი, ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.   გამოცემის ცნობი

დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული

ამ დროისთვის, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამუშაო პროგრამას სხვადასხვა მიზეზით 7 079 პირი გამოეთიშა. „2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 30 000-მდე სოციალურად დაუცველი პირი. პროგრამაში ჩართვის ინტერესი საკმაოდ მაღალია. დასაქმების სააგენტო, დასაქმების მსურველ

გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. „მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩ

კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ საქართველოში არის – ასმათ მიქაძის ამბავი

“საყოველთაოდ დამკვიდრებული ფრაზა – კიბო განაჩენი არ არის, დღეს შეუსაბამო სიტყვებია ჩვენი ქვეყნისა და რეალობისთვის”, – ამბობს ასმათ მიქაძე, ორგანიზაციის “კავშირი სიცოცხლისთვის” წევრი, რომელმაც კიბო დაამარცხა და ახლა სხვების უფლებებისთვის იბრძვის.   მე ვარ ასმათ მიქაძე, 53 წლის, პროფესიით პედაგოგი. ჩემი პროფესიით მხოლოდ 11 წელი ვიმუშავე.  დაქორწინების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და  აქაც ვიმუშავე სკოლაში, დაახლოებით ორი წელი. საზღვარგარეთ მომიწია წასვლა –  ცხრა წელი ევროპაში ვცხოვრობდი, შე

ჩეხეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად დამატებითი თანხა გამოყო

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის შემდგომი წვლილის შეტანა ინიციატივაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის შესყიდვას ითვალისწინებს. გამოცემა Ceske Noviny წერს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ თანხა არ დაასახელა. ამასთან, პეტრ ფიალას თქმით, ინიციატივას 20 ქვეყანა შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ შესყიდვების გეგმას და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალა უკრაინაში რამდენიმე კვირაში ან თვეში ჩავა. ა

კირილ ბუდანოვი - ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან

ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „როგორც მინიმუმ, რუსეთმა 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ამ ინფორმაციამ სირიაში მათი დაჯგუფების დაზვერვის სამმართველო გაიარა. აი, საიდან წავიდა ის მოსკოვში და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, რომ ეს რაღაც უცნაურად, არსაიდან მატერიალიზდა”, - განაცხადა ბუდან
×
×
  • შექმენი...