Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  • Replies 141
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ადრე ვიყავი ამ ფორუმზე მაგრამ ნიკი აღარ მახსოვს რა ნიკით ვიყავი ... შემთხვევით შემოვიარე რათქმაუნდა ტრადიციულად კინოს განყოფილებაში და გამეხარდა ეს თემა რომ ვნახე ფაქტიურად ამ თემის ხათრით დავრეგისტრირდი ახლიდან. ძალიან მიყვარს ზოგადად აზიური და განსაკუთრებულად კორეული კინემატოგრაფია. სადღაც 200-ს უკვე გადავცდი აზიურ ფილმებში დრამალისთის სტატისტიკას თუ დავუჯერებთ :D

+1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s020.radikal.ru/i721/1403/12/3df405302227.jpg

 

 

დასახელება : Memories of Murder / მოგონებები მკვლელობაზე

წელი: 2003

ჟანრი: დრამა , თრილერი , დეტექტივი ...

რეჟისორი: ჯუნ ჰო ბონგი

როლებში : კანგ ჰო სონგი , სენგ კიანგ კიმი , პარკ ჰე ილი...

 

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული სოციალური დრამა.. 1986 წელი სამხრეთ კორეა, ერთ-ერთ პატარა დაბაში ზედიზედ ორი სასტიკი მკვლელობა ხდება. გარდაცვლილები ახალგაზრდა ქალები არიან რომლებიც სიკვდილის წინ სასტიკად აწამეს და გააუპატიურეს. ადგილობრივ პოლიციის თანამშრომლებს სეულიდან ჩამოსული ახალგაზრდა დეტექტივი უერთდება ... მალე ცხადი ხდება რომ საქმე არა უბრალო დამთხვევასან არამედ სერიულ მკვლელთან აქვთ.

 

ონლაინში სანახავად: Memories of Murder

ტორენტი: Memories Of Murder (Torrent File)

 

 

..........................................................................

Giorgi Kiskeidze მადლობა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sali...Bali ულამაზესი ქალები ჰყავთ კორეელებს .აი ეს მსახიობი მომწონს . http://asiacue.com/images/persons/s/Shin,%20Min-a_image.jpeg
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D :D ძალიან "იღბლიანი" ვინმეა ეგ გოგო , ფაქტიურად არ დარჩენილა სიმპატიური კორეელი მსახიობი მამაკაცი პარტნიორობა რომ არ გაეწია...

 

http://i031.radikal.ru/1403/82/9c40e11cbd42.jpg

მე ლი ნა იანგი მესიმპატიურება ძალიან ლამაზია , დუკის სიზმარში რომ მონაწილეობს ის გოგოა...

და როგორც მსახიობი ლი მისუკი მიყვარს ძალიან 53 წლისაა :D :D :D

http://i022.radikal.ru/1403/8c/e5002a0f6ea6.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s020.radikal.ru/i714/1403/07/49fd25e55146.jpg

წელი: 2012

დასახელება : Masquerade / მასკარადი

რეჟისორი: ჩო ჩანგ მინი

როლებში: ლი ბიონ ჰონი, რიო სანგ რიონგი...

ჟანრი: დრამა , ისტორიული....

 

არკ ტვენის "უფლისწული და მათხოვარი"-ს მოტივებზე შექმნილი კორეული ისტორიული დრამა. მოქმედება შორეულ ჩოსონის ერაში ვითარდება. მეფე გვანჰე რომელიც 8 წლის განმავლობაში მართავდა ჩოსონის სამეფოს ეჭვობს რომ მის მოწამვლას ცდილობენ ამიტომ მთავარ მრჩეველს აძლევს დავალებას იპოვნოს მისი ორეული... ესე ხვდება სასახლეში ჰასუნი, მეფის ორეული დაბალი სოციალური ფენიდან...

 

ონლაინში სანახავად: Masquerade

 

...................................................................

 

Giorgi Kiskeidze ნუ ეგ აშკარად სხვა შინაარსის თემაა სადაც მე პირადად ლამაზ კორეელ მსახიობ ქალებზე საუბარს არ ვაპირებ....

alex არა არ ვუყურებ მაგ სერიალს. არ მიყვარს ჰა ჯი ვონი და მისი მონაწილეობით ძალიან იშვიათად ვუყურებ სერიალებს და ფილმებს. დიდად ისტორიული სერიალებიც არ მომწონს. არ მიზიდავს ხოლმე პოლიტინტრიგები და თანამდებობებისთვის თავპირისლეწვა ისტორიულ სერიალებში. გორიოს ერა ძალიან მიყვარს მაგრამ უფრო მითების თანხლებით... მაგალითად ესეთი... საკმაოდ ბლომად ვიცნობ კორეული სერიალების მოყვარულებს და ბიჭები ფაქტიურად სანთლითაა საძებნი ძირითადად გოგოები არიან... კარგია რომ უყურებ ხოლმე არადა აშკარად აქვთ ბევრი კარგი სერიალი რომელიც ისევე შეიძლება მოეწონოს ბიჭს როგორც გოგოს... მაგრამ რატომღაც კლიშეა ეგეთი სერიალი თუ ამერიკული ან ბრიტანული არაა ქიხია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sali...Bali კარგია, ნანახი მაქვს :)

 

http://s020.radikal.ru/i714/1403/07/49fd25e55146.jpg

წელი: 2012

დასახელება : Masquerade / მასკარადი

რეჟისორი: ჩო ჩანგ მინი

როლებში: ლი ბიონ ჰონი, რიო სანგ რიონგი...

ჟანრი: დრამა , ისტორიული....

 

არკ ტვენის "უფლისწული და მათხოვარი"-ს მოტივებზე შექმნილი კორეული ისტორიული დრამა. მოქმედება შორეულ ჩოსონის ერაში ვითარდება. მეფე გვანჰე რომელიც 8 წლის განმავლობაში მართავდა ჩოსონის სამეფოს ეჭვობს რომ მის მოწამვლას ცდილობენ ამიტომ მთავარ მრჩეველს აძლევს დავალებას იპოვნოს მისი ორეული... ესე ხვდება სასახლეში ჰასუნი, მეფის ორეული დაბალი სოციალური ფენიდან...

 

ონლაინში სანახავად: Masquerade

 

...................................................................

 

Giorgi Kiskeidze ნუ ეგ აშკარად სხვა შინაარსის თემაა სადაც მე პირადად ლამაზ კორეელ მსახიობ ქალებზე საუბარს არ ვაპირებ....

alex არა არ ვუყურებ მაგ სერიალს. არ მიყვარს ჰა ჯი ვონი და მისი მონაწილეობით ძალიან იშვიათად ვუყურებ სერიალებს და ფილმებს. დიდად ისტორიული სერიალებიც არ მომწონს. არ მიზიდავს ხოლმე პოლიტინტრიგები და თანამდებობებისთვის თავპირისლეწვა ისტორიულ სერიალებში. გორიოს ერა ძალიან მიყვარს მაგრამ უფრო მითების თანხლებით... მაგალითად ესეთი... საკმაოდ ბლომად ვიცნობ კორეული სერიალების მოყვარულებს და ბიჭები ფაქტიურად სანთლითაა საძებნი ძირითადად გოგოები არიან... კარგია რომ უყურებ ხოლმე არადა აშკარად აქვთ ბევრი კარგი სერიალი რომელიც ისევე შეიძლება მოეწონოს ბიჭს როგორც გოგოს... მაგრამ რატომღაც კლიშეა ეგეთი სერიალი თუ ამერიკული ან ბრიტანული არაა ქიხია :D

მანდ საერთოდ მაგარ ქალებზე :murtaza:

სხათაშორის, Runaway: Plan B ნანახი გაქ? ყველაზე მაგარი რაც მინახავს, მაგრამ ყოველთვის, ბოლს რომანტიკიდ აფუჭებენ :dash2: :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s005.radikal.ru/i210/1403/5f/90fd9c726640.jpg

წელი: 2010

სახელი:Hellowoo Goseuteu\მოჩვენებას გაუმარჯოს

ორიგინალი სახელი: Hello Ghost

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

რეჟისერი: ენ ტაკ კიმ

ჟანრი: საოჯახო ფილმი, კომედია, მისტიკა

 

თამაშობენ: ჩხა თხე ხენ, კან იე ვონ, ლი მუნ სუ, კო ჩან სოკ, ჩან ენ ნამ, ჩჯონ გიუ სიუ,

და სხვები.

 

 

hello ghost \ მოჩვენებას გაუმარჯოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხათაშორის, Runaway: Plan B ნანახი გაქ? ყველაზე მაგარი რაც მინახავს, მაგრამ ყოველთვის, ბოლს რომანტიკიდ აფუჭებენ

 

ბევრი ნაცნობი და კარგი ვინმეა მანდ ქასთში ჩემი გოგოს ჩათვლით, მაგრამ კარგახანია ვუვლი გარშემო და მეზარება ნახვა სულ. ძალიან ბევრი სერიალი მაქვს ნანახი და უკვე არჩევაზე ვარ გადასული. თუ რამე ძალიან ისეთი საინტერესო და ორიგინალური სიუჟეტით არ არის ან ისეთი ქასთი არაა რომელიმემ ძალიან რომ მიმიზიდოს ისე არ ვუყურებ ხოლმე.

 

მაგ მხრივ OCN-ს აქვს ძალიან კარგი სერიალები რომანტიკაც და სხვა დანარჩენიც ნორმალური დოზით აქვთ და ტიპიური კორეული სტილისგან ცოტათი განსხვავებული სერიალები აქვთ ძირითადად დეტექტივი და კრიმინალი , მაგ ჟანრში JTBC-საც კარგები აქვს.

Cruel City (2013) , White Christmas (2011) , Iris (2009) , Ghost / Phantom (2012) , God's Quiz _ OCN (2010) Special Affairs Team TEN _ OCN (2011-2013), Vampire Prosecutor _ OCN (2011-2012)

The Virus _ OCN (2013) The End of the World _ Jtbc (2013) - ეს ორი ვირუსულ ეპიდემიაზეა.

ზედმეტი და უადგილო რომანტიკა არცერთგან არ შეგაწუხებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s006.radikal.ru/i215/1403/91/beab7f62ec32.jpg

 

წელი: 2012

სახელი:Don't Worry, I'm a Ghost \ ნუ დარდობ მე მოჩვენება ვარ

ორიგინალი სახელი:Geokjungmaseyo, Gwishinibnida

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

რეჟისერი: ენ ტაკ კიმ

ჟანრი: დრამა, კომედია, რომანტიკა

 

Don't Worry, I'm a Ghost \ ნუ დარდობ მე მოჩვენება ვარ

 

Sali...Bali მადლობა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s020.radikal.ru/i714/1403/94/492e0208afb2.jpg

 

დასახელება : Silenced / Crucible / Dokani

წელი: 2011

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ჰვანგ დონგ ჰუკი

როლებში: გონგ იო , ჩანგ იუ მი ...

 

ფილმი გადაღებულია ცნობილი ნოველის "დოკანი"-ს მიხედვით. მორიგი სოციალური დრამა რომელსაც საფუძვლად უდევს რეალური ისტორია. მთავარი გმირი მუჯინის პროვინციაში ყრუ-მუნჯი ბავშვების სკოლაში ხატვის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. კანგ ინ ჰო მალე აღმოაჩენს რომ ძალიან ბევრი უცნაური რამ ხდება მის გარშემო და სასტიკი რეალობის მოწმე ხდება. ინვალიდი ბავშვები ყოველ ჯერზე ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ფილმის პირველი ნაწილი უფრო ჰორორს მოგვაგონებს პირქუში კადრებითა და დაძაბულობით , დრამა უკვე ფილმის მეორე ნახევარი ხდება როცა ახალგაზრდა მასწავლებელი ბავშვების დასაცავად ბრძოლას იწყებს.

 

ფილმის პრემიერა 2011 წლის შემოდგომაზე შედგა და ყველა რეკორდი მოხსნა, პირველივე კვირაში გაყიდული ბილეთების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მოგვიანებით ფილმმა მოახერხა ის რაც ვერ შეძლო იგივე დასახელებით ნოველამ .... 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მთელი რიგი კანონპროექტების გადასინჯვა და გამკაცრება მოითხოვა. დიდი ხნის წინ შეწყვეტილი გამოძიება საქმეზე კვლავ განახლდა ხოლო ოქტომბერში მიიღეს კანონპროექტი "ბილ დოგანი" რომელმაც უფრო გაამკაცრა კანონი არასრულწლოვნებსა და ინვალიდებზე ძალადობის შესახებ.

 

ონლაინში სანახავად: Silenced / Crucible / Dokani

 

 

 

პ.ს კორეული კინემატოგრაფია ჩემი ფეისბუქ გვერდია კორეულ ფილმებსა და სერიალებზე. კორეული კინემატოგრაფიის მოყვარულებმა და არამოყვარულებმაც შეგიძლიათ შემოიხედოთ თუ დაგაინტერესებთ.

Edited by Sali...Bali
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s006.radikal.ru/i214/1403/79/20ba3f2848b2.jpg

წელი: 2012

სახელი: A Company Man \ კილერი, ფირმის კაცი

ორიგინალი სახელი: Hoi-sa-won

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

რეჟისერი: Lim Sang-Yoon

ჟანრი: დრამა,კრიმინალი, ბოევიკი

 

კილერი, ფირმის კაცი A Company Man

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...