Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

2010 წლის ბოლოსთვის სერიულ წარმოებაში ჩაეშვება და გაყიდვაში გამოვა შევროლე ვოლტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრო ძრავით 120 კვტ/სთ სიმძლავრით და 136 კვტ ლითიუმ-იონური (ტერმინისთვის უკაცრავად, პირველად ვიყენებ და არ ვიცი როგორაა სწორად) ბატარიით. ბატარია 240 ვოლტზე სრულად იტენება 3 საათში. ავტომობილი აგრეთვე აღჭურვილი იქნება 3 ცილინდრიანი 53კვტ შიდაწვის ძრავით, რომლის მოცულობა იქნება 1 ლიტრი და მისი დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ ელექტრო ბატარიის დატენვა.

 

სრულად დატენილი ელექტრო ბატარია ავტომანქანას ჰყოფნის 60 კმ მანძილზე, რაც უმეტეს ემტხვევაში ქალაქში სამოძრაოდ საკმარისია, ხოლო 60 კმ ზევით, ირთვება ბენზინის ძრავა, რომელიც ტენის ბატარიას. ანუ თუ თქვენ დღეში 60 კილომეტრზე მეტ არ დადიხართ, ბენზინის ძრავა საერთოდ არ გჭირდებათ. მას მხოლოდ გამოუვალ ან შორ მარშრუტზე წასასვლელად გამოიყენებს სისტემა.

 

ბატარიის სრულად დატენვა ჯდება 1 ევრომდე და მისი სატენის გამოყენება ჩვეულებრივ სახლის შტეკერში შეგიძლიათ.

 

სავსე 45ლ ბენზინის ბაკითა და სრულად დატენილი ბატარიით შეგიძლიათ 1000 კილომეტრი გავლა შეუფერხებლად, მაგრამ მთავარი ღირსება ეს არაა, მთავარი პირველი 60 კილომეტრია...

http://s44.radikal.ru/i105/1006/39/6f5199afeb74.jpg

ილების

ვფიქრობ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ელექტრო ავტომობილების წარმოებაში. ჩვეულებრივი ჰიბრიდი ამ ჰიბრიდთან ახლოსაც ვერ მოვა მისი გამოყენების თვალსაზრისით.

 

უახლოეს მომავალში ვოლტის ბაზაზე გამოვა ოპელ ამპერა, რომელიც იგივე ძრავებიტ იქნება აღჭურვილი, ან ოდნავ გაუმჯობესებული და გარეგნულადაც ოდნავ განსხვავებული. შევროლე და ოპელი ორივე ჯენერალ მოტორსის შვილები არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვფიქრობ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ელექტრო ავტომობილების წარმოებაში.

ნებისმიერ პროდუქტი ამ მსფეროში წინ გადაგმული ნაბიჯია, მაგრამ მე ჯერ-ჯერობით ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი

 

ამ სფეროში თესლა მუშაობს საკმაოდ წარმატებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...