Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა. მთავარი არ არის რომელ აქციაზე იდგებით თქვენ 29 აპრილს, მთავარია სად დადგებით 26 ოქტომბერს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/947746630128130/
  3. “ნაცები” და “ოცნება” ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთს აპირისპირებენ, თვითონ კი ერთად შოულობენ ფულს და ბიზნეს პარტნიორები არიან, მათი ეს კოალიციური პარტნიორობა პოლიტიკაში, დღეს ნათელი დასტური იყო და ამას გაგრძელება ბუნებრივია ექნება. ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ერთი მხრივ “ოცნება” გავუშვით ოპოზიციაში ამ საკრებულოებში ისე, რომ “ნაც.მოძრაობა” არ მოვუშვით ხელისუფლებაში და დღეს რა გააკეთეს? “ნაც.მოძრაობის” დახმარებით “ოცნებამ” დაიბრუნა რუსთავის საკრებულოში ძალაუფლება. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/969396624305095/
  4. ერთის მხრივ რუსული კანონით თავს ესხმის ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ხოლო მეორეს მხრივ ოფშორების კანონით ფარს იქმნის საპასუხო ქმედებებისგან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" ტავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/841092631372231/
  5. სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ეს ორი მახინჯი სისტემა ამას ხელიდან არ გაუშვებს. რუსთავი არის კლასიკური დემონსტრაცია, ფარდის მიღმა ერთობლივი გარიგებების. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400325792894471/
  6. სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა. ეროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის შემცირება ლოგიკური პასუხი იქნება, რადგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დასავლეთის დახმარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამების "კრიმინალიზაციას ახდენს". ამასთან, ნატალია საბანაძის განცხადებით, კანონის გამო ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას ევროკავშირისგან არ უნდა ველოდოთ, რადგან აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული. „რეზოლუციის მიღების პროცესი საკმაოდ რთულია და საკმაოდ ბევრ ეტაპს გადის. პირველ რიგში იწყება პროექტით, რომელსაც პოლიტიკური პარტიები დებენ, შემდეგ დგება დებატები, რაც აძლევს საშუალებას ევროპარლამენტარებს, რომ თავიანთი პირადი პოზიციები თავისუფლად დააფიქსირონ. შემდეგ ისევ ბრუნდება მოლაპარაკებებზე ტექსტი და ხდება ამისი საბოლოო შეჯამება. კიდევ შეიძლება ტექსტი შეიცვალოს, ბოლო წუთას, თავად სხდომაზეც, თუმცა ეს უფრო იშვიათად ხდება ხოლმე. ეს არის ხოლმე მოლაპარაკებების, დათმობის, სხვადასხვა პოზიციის შეჯერების შედეგი. შეიძლება ტექსტი კიდევ გამწვავდეს, მაგრამ მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა ასახული არ იქნება. მას აქვს თავისი ძალიან კარგად და ცალსახად განსაზღვრული პირობები და პროცედურები, რომელიც პოლიტიკურ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, ამიტომ ამისი მოლოდინი არ მაქვს. რაც შეეხება სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას, ამას უნდა ველოდოთ. სანქცირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დახმარებები რომ შემცირდება თითქმის ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ეს სიგნალი სხვადასხვა დონეზე უკვე გაცემული იყო და პირდაპირ კავშირშია ამ კანონთან. ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] ახდენს დასავლეთის დახმარებას და დემოკრატიის წინ წაწევის და ხელშეწყობის პროგრამების კრიმინალიზაციას, ამიტომ ეს იქნება ლოგიკური პასუხი“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ. იპნ
  7. ფორმალურად, არაფორმალურად, შინაარსობრივად და ყველა ფორმით არის ფარული შეთანხმება “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რომლებმაც კიდევ ერთხელ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, წინ დააყენეს თავიანთი პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესები, ამის გამო გააკეთეს ის, რომ ჩვენს წევრს, ვინც იყო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, იმპიჩმენტი გამოუცხადეს. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2200459790291191/
  8. ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოში „უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული. კერძოდ, “საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ” რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო 25 აპრილს რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პროექტის ავტორია 40 ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის 5 სხვადასხვა პარტიიდან. რეზოლუციის პროექტის შემაჯამებელ ვერსიაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 9 ნაბიჯიდან ორს არღვევს, კერძოდ კი 1-ელ ნაბიჯს (რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას გულისხმობს) და მე-9 ნაბიჯს (რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს). აღინიშნება, რომ ევროკავშირი საქართველოსგან, როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას მოელის, მათ შორის ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების. ასევე აღინიშნება, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ იმ საფუძველზე გადაწყვიტა, რომ თბილისი ამ ნაბიჯებს გადადგამდა. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი წინა რეზოლუციებში იმ მოწოდებებით გამოდიოდა, რომ საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ოლიგარქიული ინტერესების გამანადგურებელი როლი შემცირებულიყო, რომლებიც მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში გამოიხატებოდა, კერძოდ კი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რომლის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებასაც ევროპარლამენტი ითხოვდა. რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება. იპნ
  9. მე არ მახსოვს საქართველოს ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონოდა თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან. ფაქტიურად პარადოქსულია, იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა გავხდით, მივაღწიეთ იმას, რასაც ამდენი ხანი ველოდით და რეალურად ჩვენი ურთიერთობები გაიყინა. ამ კანონის უკან შემობრუნებით ხელისუფლებამ ფაქტიურად ცივი ომის პირობებში ჩააყენა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები. ნატალია საბანაძე, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/398337576372631/
  10. Yesterday
  11. Сочные домашние котлеты — наверняка одно из любимых блюд каждого украинца. Они пропитаны любовью и заботой. Ниже мы расскажем, что учесть во время приготовления биточков [url=https://olesinrecept.cx.ua/]Рецепты[/url]
  12. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო [მოსამართლემ] , - აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა. მისივე შეფასებით, „რუსული კანონი“ ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. კითხვაზე მიმართავს თუ არა ის ახალგაზრდებს, ლაზარემ აღნიშნა, რომ ისინი ისედაც აქტიურები არიან აქციაზე. გრიგორიადისმა საპატიმროში მისდამი მოპყრობაზეც ისაუბრა. „რუსული კანონი ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. მე მგონი, ახალგაზრდებს მიმართვა არ სჭირდებათ, ისედაც აქტიურები არიან. ადმინისტრაციის მხრიდან ნორმალური [მოპყრობა იყო], ბევრი პრობლემა არის ციხეშიც. რაც შეეხება შეწყალებას, შოკში ვიყავი, ერთადერთი რაც გავიგე, რომ „მე ის შევიწყალეო“ და მაგის მერე არ მახსოვს არაფერი, ძალიან ემოციური იყო“,- განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა. ის მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ის პოლიციელები მიიყვანეს, რომლებსაც აქტივისტები არ დაუკავებიათ. „როგორც აქციებზე ხდება, საერთოდ სხვა პოლიციელები მოჰყავთ, რომლებმაც აქტივისტები არ დააკავეს, იგივე სიტუაცია იყო მანდაც, მგონია, რომ დასმული, პოლიტიზებული პოლიციელები მოიყვანეს სასამართლოზე“,- განაცხადა გრიგორიადისმა. ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მსჯავრდებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, მსჯავრდებულმა გლდანის ციხე დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებმა დღეს ჩაიბარეს, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იპნ
  13. დღეს, უკვე “ოცნებამ” და “ნაცებმა” გააცხადეს თავიანთი ერთობა და ოფიციალურად პოლიტიკურ ნაწილში გადმოიტანეს. თქვეს, რომ კი ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, ორივე ერთად ვართ საკრებულოში და შედეგად მივიღებთ იმას, რომ, როგორც რუსთავის მერიაში დაიკარგა რუსთაველი მოქალაქეების ხმა და არ ისმის მათი რეალური საჭიროებები, ისევე დაიკარგება რუსთავის საკრებულოში მათი ხმა. ნათია შელეგია, რუსთავის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/737281151940348/
  14. შენ როცა იყავი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მე ციხეში ვყავდი სააკაშვილს, სამი წელი მაქვს რუსთავში გატარებული. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7284050018360269/
  15. ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, რუსთავის მსგავსად, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება სურთ. „რუსული კანონის“ ავტორ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ღია გარიგება შედგა. „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს. შეგახსენებთ, რომ ამ ორმა პარტიულმა კლანმა, რუსთაველებს ერთობლივად გაუზარდეს გადასახადები, საერთო ბიზნესინტერესებით დაამტკიცეს სამშენებლო დეველოპერული პროექტები და დღეს მათ ბიზნესში პარტნიორული ურთიერთობა უკვე ოფიციალურ პოლიტიკურ კოალიციად გააფორმეს. „ოცნებამ“ რუსთავის საკრებულოსთან მისულ ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს დაგვახვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული ადამიანები და სუს-ისგან მართული პროვოკატორები, ხოლო ადგილზე მობილიზებული პოლიცია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ნაცვლად, დაიმალა, რისი კადრებიც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა. გვინდა თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, რომლებთან ერთადაც ჩვენს გუნდს ბევრი უმუშავია ამ სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - კრიმინალის წინააღმდეგ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ - ამ ადამიანებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარი მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევს! გვინდა იცოდეთ, რომ ეს მოცემულობა მალე შეიცვლება, მათ შორის თქვენი მხარდაჭერით! რუსთავის მსგავსად, „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურთ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება! მათ დაწყებული აქვთ ეს პროცესი და ეს იქნება კიდევ ერთი ღია დადასტურება, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთო კოალიციის გასაფორმებლად ემზადებიან, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან და ეს ორი პარტია არჩევნებზე წარსულში უნდა დატოვონ,“ - განაცხადა სიჭინავამ. იპნ
  16. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს. „დღეს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს“, - წერს მიხაილ როთი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. იპნ
  17. პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ქოცების" და "ნაცების" კოალიციამ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას გუნდის წევრი, გადააყენეს. დღეს, რუსთავის საკრებულოში, „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ღია გარიგების და თანამშრომლობის შედეგად, იმპიცმენტის გზით, თანამდებობიდან გადააყენეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია. აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს პარტია „გახარია საქართველოსთვის წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მხარდამჭერებმა. პროტესტის მსვლელობისას, „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაციებს მიმართა, იყო დაპირისპირების მცდელობები. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ექვსამდე თანამშრომელმა, დაინახა რა რომ სიტუაცია დაძაბული იყო, ნაცვლად ვითარების განმუხტვისა და დაპირისპირებული მხარეების ერმანეთისგან განრიდებისა, საკრებულოს უკანა კარიდან გაიქცნენ. დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია. ", - ნათქვამია განცხადებაში.
  18. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი: "იასამნების დედოფალი... აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რამხელა სიყვარულს დებს ქალბატონი ნონა ანთაძე იასამნების საკოლექციო ნაკვეთის გალამაზებაში. ქალბატონი ნონა ანთაძე ნახევარ საუკუნეზე მეტია იასამნების საკოლექციო ნაკვეთს კურირებს : „ბოტანიკურ ბაღში 1962 წლიდან ვმუშაობ. სტუდენტი ვიყავი, როცა აქ მოვედი. ძალიან საინტერესო იყო აქ მუშაობა. მიყვარს ჩემი საქმე — თითოეული ყვავილი, თითოეული ბუჩქი...'' 1970 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პარკმშენებლობის განყოფილების გამგის, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის გიორგი მანაგაძის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა იასამნების საკოლექციო ნაკვეთს ე. წ. სირინგარიუმს, რომელსაც დღიდან დაარსებისა ხელმძღვანელობს ბაღის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნონა ანთაძე." ბმული: https://www.facebook.com/NBGGEO/posts/818655683629101 ასევე იხილეთ ვიდეო ბმულზე: https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge/videos/766343718566516
  19. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსაჯვრდებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე ჩაბარდა, ისინი რამდენიმე წუთში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივლენ. შესაბამისი პროცედურების გავლის, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებას გადაეგზავნება, რის შემდეგაც, ლაზარე გრიგორიადისი ციხეს დატოვებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილსვე განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ინტერპრესნიუსი
  20. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. „რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი. გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია „ქართული ოცნება“ აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ. საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც. ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
  21. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა. „ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარეშე“, - მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს. „თქვენი უსაქმურობის დრო დამთავრდა, თავმჯდომარე გადადგა,“ – მიმართა რუსთავის მერმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს. ნინო ლაცაბიძემ მედიასთან განმარტა, რომ რუსთავის მოქალაქეები გადაწყვეტენ ოპოზიციური საკრებულო ეყოლება, თუ არა. „ეს პოლიტიკოსები დღეს პირველად არიან რუსთავში იმისთვის ჩამოსულები, რომ ეს მოაწყონ. ამის უფლებას მე არ მივცემ,“ -განაცხადა ლაცაბიძემ. ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. პროცესის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომადა დარბაზი, პროტესტის ნიშნად „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დატოვეს, შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს დღესვე აირჩევენ. ასევე, განიხილავენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების და ახალი მოადგილეების არჩევის საკითხებს. ipn
  22. გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ რუსთავში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც რუსთავის მერი საუბრობდა თითქოს, ოპოზიციური საკრებულოს მხრიდან მისი საქმიანობის საბოტაჟი მიმდინარეობდა, აბსურდი და სიცრუეა. „უპრეცედენტო სხდომა იყო დღეს, როდესაც პირველად, ღიად, „ოცნების“ წარმომადგენლებმა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა ერთობლივად გადაირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მოცემულ სიტუაციაში, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან ბოლომდე საკრებულოო გადააბარა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ღია თანამშრომლობა, რომელიც უკვე ფარული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის. 26 ოქტომბერს ამ ორ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხი გასცემს საკუთარ პასუხს, რომელსაც ორივეს ერთად ოპოზიციაში გაისტუმრებს,“ - განაცხადა სიჭინავამ. ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ipn
  23. ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, მე უკვე მჯერა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებისა“ და მისი პარტიის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მისივე თქმით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გადაყენება „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობის კლასიკური მაგალითია. „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია, გადაირჩია. ანუ, ერთად მოაწყვეს იმპიჩმენტი. ეს არის კლასიკური დადასტურება იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ნაცები" და „ოცნება“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბანერი - „ქოცებო, თქვე ნაცებო“ არის დღევანდელი სიტუაციის ძალიან კარგი ამსახველი ფრაზა,“ - განაცხადა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ipn
  24. Last week
  25. პროექტში „25 წუთი“ გახარიას გუნდის წევრები, პოლიტიკოსები, დეპუტატები და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თანამოაზრეები ერთმანეთთან ან მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. რა უნდა იცოდეთ ოფშორების შესახებ გახმაურებულ კანონზე:
  26. ასეთი აქციები ყოველთვის ახასიათებს იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ბუნებით არიან ავტორიტარული. რუსეთში, ხელისუფლებაც ანალოგიურად იყენებს ხოლმე ამ ტექნოლოგიებს პუტინის მხარდასაჭერად და სამწუხაროდ სხვა გზა აღარ დარჩენია ივანიშვილს, თავისი ქმედებებიდან გამონდინარე. რუსეთში ასეთ აქციებს ეძახიან “პუტინგებს”. ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია 29 აპრილის აქციას უკვე ვუწოდოთ “ბიძინგი”. პირდაპირი მნიშვნელობით იმიტომ, რომ მართლა “ბიძინგია” და სხვა არაფერი. ეს არის აგრესიიის აქტი, რომელიც არის მიმართული ახლაგაზრდობის წინააღმდეგ. ძალადობა არის საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ , როდესაც ადამიანს ემუქრები- თუ ჩემს აქციაზე არ გამოხვალ, მე სამსახურიდან გაგაგდებ. აბა რა არის ეს? მეტს კი არაფერს არ აკეთებდა წინა ხელისუფლება და როდესაც ჩვენ ვეძახით “ქოცებო თქვე ნაცებო” ზუსტად ამას ვგულისხმობთ, იმიტომ, რომ ეს ძალადობრივი აქტი არის თუნდაც იმ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1464987167744084/
  27. კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა რუსთავში, რომელზეც ჩვენ მივდივართ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, იმისთვის, რომ დავესწროთ სხდომას. თამარ ხვედელიანი, ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/419493684031017/
  28. Стэнфордский университет опубликовал результаты последних долгосрочных исследований в области контроля веса, результаты которых совпадают с нашим мнением о том, что обычные диеты не очень успешны в долгосрочной перспективе, чтобы сбросить вес. [url=https://vplatti.kr.ua/psihologija/]про психологию[/url]
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...