Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Yesterday
  2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულია 2 პირი, ხოლო სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს. publika
  3. ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, - წერს „ტვიტერზე“ პრეზიდენტი. იპნ
  4. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე. “ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაციას. ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალიზმი, მედია ორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე”, - განაცხადა პატელმა. იპნ
  5. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და ასაჯაროვებს მონიტორინგის პირველად შედეგებს: შეკრების თავისუფლების დარღვევა ომბუდმსენი აცხადებს, რომ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები: 16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის მოწყობით უზრუნველყვეს პარლამენტის წევრთა ტერიტორიიდან გაყვანა, აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ უკანა შესასვლელთან მიახლოებისა და ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა; სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი. 16 აპრილის საღამოს საათებში აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას; ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეთა მისამართით გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების გაჟღერების მომენტისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მონაწილეთა დაშლისკენ მოწოდების საფუძველი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შესაძლო ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის. ამგვარ გაფრთხილებას აქვს „მსუსხავი ეფექტი“ შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, მას შეუძლია შეაკავოს საერთო იდეებისა და ინტერესების მხარდამჭერი ადამიანები თავიანთი აზრის ღიად გამოხატვისაგან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იწვევს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას. სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და დაკავებულების უფლებები ომბუდსმენის თქმით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავების უფლებამოსილება, გამოიყენონ პროპორციული ძალა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად, აქციის მონაწილეთა დასჯისა თუ შეშინების მიზნით და არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გავრცელებულ რამდენიმე კადრში ჩანს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე აქტიური ძალადობა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დროული და ეფექტიანი გამოძიება. ომბუდმსენის განცხადებით, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები 16 აპრილის ღამისა და 17 აპრილის დღის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ დაკავებულებს და მოინახულეს 16 აპრილის აქციაზე დაკავებული ყველა პირი. კერძოდ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 16 პირი (მათგან ორი მონახულების მომენტისათვის იმყოფებოდა კლინიკაში და აპარატის ინფორმაციით, იყვნენ ხელწერილით გათავისუფლებული). დამატებით, პირადად სახალხო დამცველმა 17 აპრილს მოინახულა 18 დაკავებული პირი, მათ შორის 15 აპრილის აქციაზე დაკავებულები. 16-დან 11 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას. ყველა შემთხვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. გარდა ამისა, 3 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე, თუმცა ითხოვდნენ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვას და რეაგირებაზე უარს აცხადებდნენ. ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელავას და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს. გავრცელებულ ვიდეო კადრში ნათლად ჩანს როგორ ურტყამენ ჟურნალისტს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და „აპრილი მედიის“ ჟურნალისტის გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, აბობს ობბუდსმენი, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის შეკრების მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა. კიდევ უფრო მძიმეა დანაშაული, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მსგავსი ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. პუბლიკა
  6. გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე რუსული კანონს და მის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. დღეს, 17 აპრილს „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკის პარალელურად. ანალოგიური რეპრესიული კანონი არსებობს რუსეთშიც. სწორედ მის საფუძველზე დევნიან იქ თავისუფალი აზრის მქონე ორგანიზაციებს და ადამიანებს. საქართველოში რუსული კანონის საპარლამენტო მოსმენების პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. 15 და 16 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. 16 აპრილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. რამდენიმე მათგანი მოტეხილობებით საავადმყოფოშიც მოათავსეს. პუბლიკა
  7. „ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა, პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საგადასახადო კოდექსში ცვლილებისთვის კანონპროექტი დააინიციირა. კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან. როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ლევან ალაფიშვილი განმარტავს, საუბარია ისეთ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც გავრცელდება აქტივებზე, რომელიც „დღეს ოფშორულ კომპანიაშია თავმოყრილი და გადმოეცემა იმავე ოფშორის მფლობელი ფიზიკური პირის კონტროლქვეშ არსებულ ქართულ კომპანიას”. თვალსაჩინოებისთვის, იურისტი განმარტავს, რომ: აღნიშნულ კანონპროექტზე პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე წერს, რომ: კანონპროექტთან დაკავშირებით იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ვახტანგ ნაცვლიშვილიც წერს, რომ: პროექტის ინიციატორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი. პუბლიკა ასევე იხილეთ ივანიშვილის ოფშორული კომპანიები Pandora papers-ის გაჟონილ ფაილებში მოხვდა 04 ოქტომბერი, 2021
  8. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებასა და ზიანს მოუტანს მის უმრავლესობას. მასწავლებლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. მასწავლებლები მოუწოდებენ კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია რათა არ დაუშვან აღნიშნული კანონპროექტის მიღება.
  9. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. მისი თქმით, მისი ვეტო იქნება ხალხის ხმა, რომელსაც აუცილებლად გაიგებენ. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია. პუბლიკა
  10. პარლამენტმა „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობიდან „ქართული ოცნების“ 72 დეპუტატმა და „ხალხის ძალის“ 9 წევრმა, ასევე, „ევროპელი სოციალისტებიდან“ ავთანდილ ენუქიძემ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა: გიორგი ბარვენაშვილი გია ბენაშვილი ირაკლი (დაჩი) ბერაია რიმა ბერაძე მაია ბითაძე ანზორ ბოლქვაძე ელისო ბოლქვაძე მაკა ბოჭორიშვილი ელგუჯა გოცირიძე ბექა დავითულიანი ალექსანდრე დალაქიშვილი ზაურ დარგალი ისკო დასენი ზაალ დუგლაძე ავთანდილ ენუქიძე გოჩა ენუქიძე გიორგი ვოლსკი ირმა ზავრადაშვილი ირაკლი ზარქუა არჩილ თალაკვაძე ედიშერ თოლორაია რატი იონათამიშვილი დავით კაჭარავა ლადო კახაძე გიორგი კახიანი კახა კახიშვილი პაატა კვიჟინაძე ბაია კვიციანი ირაკლი კირცხალია სუმბატ კიურეღიანი ლევან კობიაშვილი რესან კონცელიძე მარიამ ლაშხი გოდერძი ჩანქსელიანი ქეთევან ჩარკვიანი ვასილ ჩიგოგიძე გიორგი ცაგარეიშვილი ბეჟან წაქაძე ნინო წილოსანი ხატია წილოსანი გრეტა წიწავა შოთა ხაბარელი გიორგი ხახუბია დიმიტრი ხუნდაძე ვიქტორ ჯაფარიძე სალომე ჯინჯოლავა ზაზა ლომინაძე დავით მათიკაშვილი სამველ მანუკიანი ლევან მაჭავარიანი გურამ მაჭარაშვილი ლევან მგალობლიშვილი მამუკა მდინარაძე ირაკლი მეზურნიშვილი გოგი მეშველიშვილი ირაკლი მეძმარიაშილი სავალან მირზოევი გივი მიქანაძე ზაალ მიქელაძე იმედა ნიკურაძე ანტონ ობოლაშვილი ბექა ოდიშარია ანრი ოხანაშვილი შალვა პაპუაშვილი გელა სამხარაული დიმიტრი სამხარაძე ნიკოლოზ სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე ეკა სეფაშვილი დავიტ სონღულაშვილი გიორგი სოსიაშვილი სოზარ სუბარი ალექსანდრე ტაბატაძე ნოდარ ტურძელაძე ირაკლი ქადაგიშვილი ლევან ქარუმიძე მერაბ ქვარაია სალომე ქურასბედიანი ალუდა ღუდუშაური მიხეილ ყაველაშვილი თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი შატაკიშვილი გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნებიდან“ სხდომას არ ესწრებოდა გივი ჭიჭინაძე. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, გასულ წელს “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. ნეტგაზეთი
  11. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი „მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა მსგავსი კანონმდებლობის გაუქმების შესახებ და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა და ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობებს, შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უსამართლოდ სტიგმატიზაცია მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც სარგებელს აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს“, — ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს კანონმდებლობის მიღებისგან, რომელიც შეიძლება საქართველოს ევროკავშირის გზის კომპრომენტირება მოახდინოს — გზის, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა. „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. ნეტგაზეთი
  12. თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 3 ადამიანი. როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში. შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა. “სროლის ხმა მომესმა. 5-6 გასროლის ხმა იყო. მეზობელმა როგორც მითხრა, ის, ვინც ისროდა, თავში არის დაჭრილი, დანარჩენი 2, ვინც თავს იცავდა, მხარშია დაჭრილი. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს თვითმხილველი. მომხდართან დაკავშირებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. იპნ gasrola-525459.mp4
  13. „პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პალიტრა მედია“ 18 აპრილს 29 წლის ხდება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, რომელშიც თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო ჰოლდინგის მრავალრიცხოვან გულშემატკივარსაც. იხილეთ განცხადება სრულად.
  14. Chadwick Day from Winston-Salem was looking for resume templates word format Damon Lee found the answer to a search query resume templates word format [b]ESSAYERUDITE.COM[/b] [url=https://essayerudite.com][img]http://essayerudite.com/images/banner/500x500.jpg[/img][/url] [url=https://essayerudite.com]resume templates word format[/url] resume torrent download another computer extension essay thesis based on robotics thesis on algebraic graph theory belonging to a group shapes our identity essay sample hotel restaurant manager resume you can't buy love essay resume la planete des sciences pierre boulle resume template for students still in school zimbardo prision experiment research paper how to write a university reference for someone thesis chickpea protein my resume bakery manufacturing and not apply jobs thesis prompts pay for my definition essay on trump how to write functional design specifications resume parser open source esl application letter ghostwriter sites us the golden kite the silver wind essay pay to do cover letter online custom essays writer websites free essays on punctuality critical essays don delillo cheap school essay ghostwriter services uk resume library job write cpa candidate resume popular problem solving ghostwriters websites for school cover letter for summer job application wrestling research paper topics best school dissertation abstract examples essays genre theory dissertation topics in nursing help me write cheap college essay cheap dissertation conclusion writers site online tourism proofreading for hire best presentation ghostwriters for hire uk best cover letter ghostwriter site for university sample resume objectives for welder help with my physics essays help in assignment best application letter editing for hire online resume example for computer programmers resume technical leadership critical essays on anthony burgess geoffrey aggeler thesis statement location in paragraph professional movie review editor service us what is a 5 paragraph essay professional critical essay writer services for college professional speech writers sites uk order remedial math critical thinking order earth science course work essay free invisible man top dissertation editor for hire ca describes essay this free dance resume template resume relevant experience sample scarlet tassel business plan engineer objective resume example write cv in first or third person book report introduction ideas writing great cover letter resume pay someone local to write my paper how to write a work cited page from a book best blog editor site write calculus dissertation hypothesis china africa photo essay pay for top best essay on pokemon go type my geography cover letter comparative essay topics list help writing technology business plan custom article review writers websites for college mla style essay proposal medicine essay editing websites papers ghostwriters websites usa federal grants for college economic research proposal template popular phd dissertation proposal ideas my school life essays best cover letter job seekers make money off of thesis directory assistance business plan how to cite a book in an essay apa format type my physics dissertation 65 successful harvard business school application essays ebook free download medical school personal statement samples life science proofreading service cheap mba essay writers sites au 1 adagio barber essay etc flac no string symphony two cause and effect essay about acid rain resume swimming order custom cheap essay on presidential elections cosmetology research paper ideas research paper ghostwriter website usa critical analysis ghostwriters service us write a thank you card popular cheap essay ghostwriters services for college sir gawain and the loathly lady essay pittsburgh tournament resume popular literature review ghostwriting sites us help writing an obit research proposal proofreading site online do my custom school essay on hillary clinton do you use headings in apa format living in the environment enhanced homework edition dog ate homework origin top business plan ghostwriters websites online in resume write best university resume popular admission paper writing website us good transitions compare contrast essays best article review writers site us english essay from human human institute too top blog post ghostwriter website for university esl assignment writers services au custom phd paper example open source software essay topics custom dissertation chapter editing websites ca dissertation writing summary professional dissertation writing sites uk masters dissertation introduction length professional research paper editor site for phd cbest essay samples compare and contrast essay topics elementary school wuthering heights essay introduction cheap home work proofreading websites ca how to write a resume for whole foods how to write 5 year plan [url=http://vitalerassen.be/forum/showthread.php?tid=745634]difference between middle school and high school essay[/url] [url=https://www.xn--72c9aa5escud2b.com/webboard/index.php?action=profile;u=1434527]pay to write custom critical analysis essay on donald trump[/url] [url=http://forum.roozgozar.com/member.php?action=profile&uid=220]homeschool evaluation essay[/url] [url=http://anoreksja.org.pl/viewtopic.php?f=27&t=980690]thesis theme 2 0 reviews[/url] [url=http://boss.why3s.cc/boss/home.php?mod=space&uid=134475]essay lengths[/url] [url=http://www.sm5586.com/forum.php?mod=viewthread&tid=1511&pid=25956&page=67&extra=page%3D1#pid25956]popular dissertation conclusion ghostwriting for hire online[/url] [url=http://mumuleworld.free.fr/viewtopic.php?p=30568#30568]ielts sample essay[/url] [url=https://robointern.tech/community/member.php?action=profile&uid=8285]professional mba essay ghostwriter websites ca[/url]
  15. მას შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაარბია და მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა, რუსული კანონის წინააღმდეგ არაერთმა სპორტსმენმა და ცნობილმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია. მათ შორის არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ბუდუ ზივზივაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი მამარდაშვილის. ასევე, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია. გთავაზობთ მათ გამოხმაურებებს: მერაბ დვალიშვილი „მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი. საქართველო არის, უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი”. ილია თოფურია „მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის”. – დაწერა ილია თოფურიამ Instagram-ზე. თორნიკე შენგელია „ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ. სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო – როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!”. ზურიკო დავითაშვილი „საქართველოს გზა ევროპაშია, ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ”. გიორგი წიტაიშვილი „საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის”. ხვიჩა კვარაცხელია „საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს”. გიორგი მამარდაშვილი „საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის”. გიორგი აბურჯანია „საქართველო ევროპაში”, – დაწერა მან Instagram-სთორიში და აქციის ფოტო გამოაქვეყნა. შოთა არველაძე „არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს”. თამადა „მმართველო პარტიავ, ვგრძნობ, ბოლო შანსი გაქვთ ყოველ დილით, ხეზე აყუდებული, გაციებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას. ხოდა, გადაწყვიტეთ რა და რად გიღირთ?! სულ ვერ იქნებით ასე ფესვგადგმულნი და აუცილებლად მოვრეცხავთ თქვენგან დატოვებულ ჭუჭყს. საქართველოს გზა ევროპაშია!”. მებო ნუცუბიძე „როცა ხედავ, როგორ ურტყამენ ადამიანებს და უსამართლობის გრძნობის, ბრაზისა და გინების ნაცვლად, სხვა რამეებზე იწყებ ფიქრს, მანდ კარგავ ადამიანობას და ემსგავსები ცხოველს. პრინციპში, ცხოველებს რას ვერჩი: ემსგავსები უემპათიო უტვინო არსებას, რომელსაც აღარაფერი აქვს ადამიანური. “არ ვიცი რა ხდება”, “არ მაინტერესებს”, “არ მეხება” და მსგავსი ფრაზები დანაშაულია. რატომ არ იცი მერე, შე დალოცვილო, ორი თვალი და ორი ყური გაქვს, შედი ინტერნეტში, ჩართე ტელევიზორი და თუ სხვა ადამიანებს არ უჯერებ, კადრები ნახე. ასფალტზე დაგდებული უმოძრაო ადამიანის დანახვაზე სიბრაზისგან თვალები ცრემლებით თუ არ გევსება, მუჭები ავტომატურად თუ არ გეკვრება და ყელში ბურთი არ გეჩხირება, გაჩუმდი მაინც. სარკეში ჩაიხედე და შეგრცხვეს. ნახე, რას დაემსგავსე. და რისთვის? სამსახურისთვის? კომფორტისთვის? ხვალ შენც დაგაგდებენ და არავინ იქნება შენი მომკითხავი. არ ცოდნა არ ცოდვა არ არის. ამ ამბების “არ ცოდნა” ყველაზე დიდი ცოდვა და დანაშაულია”. ლუკა ნაჭყებია „ამ კანონს ვერ გაიტანთ. უბრალოდ არ გამოვა, არაა ეს ქვეყანა არც ყირგიზეთი არც რუსეთი… პატარა ქვეყანაა და ამ პატარა ქვეყანამ თავისუფლების გემო იცის ეს.პატარა ქვეყანა ნამეტანი ახლოსაა ევროპასთან, ამ პატარა ქვეყანას დიდი მთები ყოფს იმ არარაობა განავალთან რასაც რუსეთს ეძახიან… უბრალოდ არ გამოვა…“ სანდრო ადეიშვილი „დუმილი ღალატის ტოლფასია! წინ ევროპისკენ, საქართველო გაიმარჯვებს!”. გიორგი ქვილითაია „ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის”. თორნიკე ოქრიაშვილი „საქართველო ევროპაში”, – დაწერა მან Instagram-სთორიში. ბუდუ ზივზივაძე „არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია. პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას”. ნინო ხარატიშვილი „ალა ლუსულ კანონს” გადაგექცევათ: „ალა ქართულ ოცნებას”. ივა ფეზუაშვილი „არ მოტყუვდე და არ მოდუნდეთ, ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ უნდა მოვაშოროთ წესრიგის დაცვის ადგილს ქოცები, პუტინის მონები და სერგო ორჯონიკიძეები”. ამასთან, აქციის პარალელურად Instagram-სთორიში პროვეროპული პოსტები გამოაქვეყნეს გიორგი ჩაკვეტაძემ, თაკო ნაცვლიშვილმა, ჯაბა კანკავამ, მატილდა გვარლიანმა. გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს; სცემეს „აპრილისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს – გიორგი ბასხაჯაურსა და გიორგი ბადრიძეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა მათგანი ნაცემია. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა ჯანმრთელობას. პუბლიკა
  16. Angel Fuller from Santa Ana was looking for sample of job application letters Omar Lewis found the answer to a search query sample of job application letters [b]ESSAYERUDITE.COM[/b] [url=https://essayerudite.com][img]http://essayerudite.com/images/banner/500x500.jpg[/img][/url] [url=https://essayerudite.com]sample of job application letters[/url] psych research proposal topics university essay ghostwriter website ca essay writing topic sentence free resume formats microsoft word type my esl critical analysis essay on usa holidays abroad essay describe a house essay homework help free online tutor do my accounting movie review how to cite poetry in an essay esl academic essay proofreading website for masters book report on the jungle book how to write an abstract in a dissertation nature protects if she is protected essay persuasive editor site ca ordinary level english essay free finance director resume pay to do history course work excel sat essay format compare contrast essay block format example cheap content ghostwriters website esl biography writers service for mba civility essay professional critical analysis essay on hacking how to write a professional cv nz professional admission essay writers website online usajobs resume format school essay writing services au research proposal on health and safety taxamobile rutaxi business plan science vs religion thesis how do cite a website in apa format geology essay editing site esl home work writers service uk popular book review editor for hire argumentative ghostwriters sites au essays on truancy top thesis ghostwriter services us buy custom masters essay on hillary clinton best thesis ghostwriter for hire usa how to write software instructions our day out gcse coursework resume real estate loan bank ct annotated bibliography and literature review outline thesis paper computer network curriculum vitae writer website uk esl problem solving writer services ca apa literature review paper sample popular homework editor websites how to write business letters format cv ghostwriting services au biology essay editing service professional creative writing ghostwriter for hire ca essay greatest invention ever sample cover letter volunteer position definition editing website gb how to write introduction paper how to write a shopping report esl school essay writing for hire gb type my marketing report popular dissertation proofreading site for phd how ot make a resume easy business plan template free esl admission essay ghostwriting website for masters resume qualifications examples sample thesis on initiation rites pay for custom letter online popular book review ghostwriting service us dissertation statut juridique lois fondamentales ap bio sample essays 2002 nursing travel assignments mechanical properties of carbon nanotubes thesis pay to get engineering dissertation methodology custom term paper writers service religion thesis examples argumentation essays resume vahtajob ru how to write greek myth cheap critical analysis essay writing services for phd ford freedom essay contest hands essay contest 2010 this i believe essays format sample validation instrument thesis how to write batch programs professional home work ghostwriting for hire for phd objective for resume leasing agent cheap best essay writing websites access resume the end justifies the means machiavelli essay computer engineering student resume salary history and requirements in cover letter response to a resume request resume keywords for marketing sample ap global essay contractor project manager resume gcse art coursework checklist physical labor resume custom home work editing websites online cheap custom essay writers site gb good skills to put on a resume for business paper proofreading for hire sample question paper for class 6 cbse hindi fa1 [url=http://www.x2diy.com/forum.php?mod=viewthread&tid=18&pid=16852&page=89&extra=#pid16852]peter bardens write my name in the dust 2005 flac[/url] [url=http://xn--2-8sbic5ausfu1cwd.xn--p1ai/?p=2154&unapproved=124827&moderation-hash=3cd92a11049fa6c08bf1646f0a263c26#comment-124827]literature review in research method[/url] [url=https://bbs.szjz.fun/forum.php?mod=viewthread&tid=935689&extra=]essay short story analysis[/url] [url=http://xn----8sbfm6aloueh1a.xn--p1ai/memberlist.php?mode=viewprofile&u=410493]how technology help people in the world essay[/url] [url=http://www.sm5586.com/forum.php?mod=viewthread&tid=1402&pid=28102&page=10&extra=page%3D1#pid28102]passion for art essay[/url] [url=http://angelelite.de/showthread.php?tid=3032&pid=33813#pid33813]esl term paper editor service uk[/url] [url=https://www.regalbreadstudio.com/forums/viewtopic.php?t=156763]academic counselor cover letter example[/url] [url=http://www.swolesource.com/forum/member.php?u=4496]pm hardware state needs suspend resume[/url]
  17. UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და აქციის დარბევას ეხმაურება. „მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის”. – დაწერა ილია თოფურიამ Instagram-ზე. გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს; სცემეს „აპრილისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს – გიორგი ბასხაჯაურსა და გიორგი ბადრიძეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა მათგანი ნაცემია. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა ჯანმრთელობას. პუბლიკა
  18. „ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ამაში ვერც საჯარო მოხელეები და ვერც საკუთარი ამომრჩევლები ვერ დაარწმუნა. „პირველ რიგში, მინდა ისევ მადლობით დავიწყო და მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გუშინაც იდგა აქციაზე, სწორად გაიგო ჩვენი დასავლელი მეგობრების და პარტნიორების განცხადებები, განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ევროპულთან და გვაშორებს ევროკავშირს, რაც უკვე ნიშნავს, რომ ეს კანონი რუსულია. „ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის. მათ შორის: ვერ დაარწმუნა ვერც საჯარო მოხელეები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და ვერც საკუთარი ამომრჩეველი, რომლებიც გუშინაც ბევრი ვიხილეთ აქციაზე. პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსების ამოცანა კი არის, რომ არ დავუშვათ ამ კანონის მიღება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანად. ამაზე კი მთელი პასუხისმგებლობა „ოცნების“ მხარესაა, რომელიც ბოლო პერიოდში უშედეგოდ ცდილობს ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს. ამ ყველაფერს მოქალაქეებმა მტკიცე ერთიანობით და სიმშვიდით უპასუხეს, სწორედ ეს ერთიანობა იქნება გზა არჩევნებამდეც, სადაც უკვე „ოცნება“ ოფიციალურად გამოცხადდება დამარცხებულად, რადგან „ოცნება“ უკვე დამარცხდა ამ ქვეყნის მომავალთან“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  19. „საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია
  20. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების ამოცანაა, არ დავუშვათ ამ კანონის მიღება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანად. ამაზე კი მთელი პასუხისმგებლობა „ოცნების“ მხარესაა, რომელიც ბოლო პერიოდში უშედეგოდ ცდილობს ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს. ამ ყველაფერს მოქალაქეებმა მტკიცე ერთიანობით და სიმშვიდით უპასუხეს, სწორედ ეს ერთიანობა იქნება გზა არჩევნებამდეც, სადაც უკვე „ოცნება“ ოფიციალურად გამოცხადდება დამარცხებულად, რადგან „ოცნება“ უკვე დამარცხდა ამ ქვეყნის მომავალთან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3767657393516183/
  21. სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებულნი. სახალხო დამცველი ამბობს, რომ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისივე თქმით, მათგან ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მისივე თქმით, ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში. ომბუდსმენი ამბობს, რომ პოლიციის ქმედებები აბსოლუტურად განსხვავებული იყო აქციის პირველ და მეორე დღეებს შორის. „აბსოლუტურად განსხვავებული იყო პოლიციის მოქმედება პირველ დღესა და მეორე დღეს შორის, პირველ დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ საბოლოო ჯამში პოლიციის მოქმედება არ იყო ასეთი ინტენსიური და უხეში ჩარევა უფლებებში, მეორე დღეს კადრებში ჩანს, როდესაც პოლიცია კონკრეტულ მოქალაქეებს მისდევს და მათზე ფიზიკურად ზემოქმედებს და ასე შემდეგ…“ ომბუდსმენი ამბობს, რომ აპარატი ყველა ამ შემთხვევას შეისწავლის და საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს ინფორმაციას, როგორც შსს-ს მხრიდან ძალის გამოყენების პროპორციულობის შესახებ. შსს-მ გუშინდელ აქციაზე 11 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. პუბლიკა
  22. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ პოლიციელების მიერ აქციაზე ნაცემი მოქალაქეები კლინიკებში არიან გადაყვანილები. მისი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულია 5 მოქალაქე, ამასთან, დაშავებულია 2 პოლიციელი. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს; სცემეს „აპრილისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს – გიორგი ბასხაჯაურსა და გიორგი ბადრიძეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა მათგანი ნაცემია. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა ჯანმრთელობას. პუბლიკა
  23. არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს, - ამ განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე აკეთებს. “არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს“, - წერს შოთა არველაძე. იპნ
  24. თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს. „თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში მხიარულ ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს. ყველა მსგავსი აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი „ჰოლივუდის“ ხელია. მთავარი, რაც „მომიტინგეებს“ არ მოსწონთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ, ხედავთ, ეს არის „რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა. სხვათა შორის, ერთი წლის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის, პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული „კმაყოფილება“ გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი კანონის წინა პროექტი გაიწვია. იმის გამო, რომ (სიტყვასიტყვით) დოკუმენტი „ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუთავსებელი“ იყო. მართალია, ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა ატლანტის ოკეანე არ არის, Georgia - საქართველო არ არის, სახელების მსგავსების მიუხედავად“, - წერს დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე. ამასთან, მედვედევი აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონები მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს. „ამავდროულად, ევროკავშირი ახლა უცხოური აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას გეგმავს. უფრო მკაცრის, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ის 1938 წლიდან მოქმედებს და იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ფართო სპექტრის საქმიანობას სერიოზულად ზღუდავს, რომლებიც უცხოური სტრუქტურებისა და მოღვაწეების ინტერესებს წარმოადგენენ. ეს არის ამერიკული კანონი და ის საუკეთესოა. ვფიქრობ, უცხოური აგენტებისთვის სიკვდილით დასჯაც რომ ყოფილიყო, ვაშინგტონი ასეთი რეპრესიების გამართლებასაც იპოვიდა. განსხვავებით ქართული, ყირგიზული ან სრულიად ლოიალური რუსული კანონისგან, რომელიც უცხოელ აგენტებს საქმიანობის ნებას რთავს, მაგრამ სავსებით სამართლიანად, მათგან გამჭვირვალობას მოითხოვს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში, ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას ხელს უშლის. უცხოური აგენტების შესახებ კანონები მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს. მათ შორის ისრაელშიც, ან (ბევრად უფრო მკაცრი) უნგრეთში ან ავსტრალიაში. მაგრამ, ვაშინგტონი და ბრიუსელი ყველაფრით საკმაოდ კმაყოფილი არიან. არანაირი პრეტენზია და დაგმობა“, - განაცხადა მედვედევმა. იპნ
  25. დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვლად გეორგე აცხადებს. „საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ: მათ სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი! დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს. მე ქართველების გვერდით ვდგავარ“, - წერს ვლად გეორგე X-ზე. იპნ
  26. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14:00 საათზეა დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გარდა, შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...