Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს. ამასთან, ზურაბიშვილის ინფორმაციით, თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “ადგილზე მყოფ ელჩებთან არანაირი საუბარი არ ყოფილა, რათა საკითხმა წინ წაიწიოს და გზები გამოინახოს“. ზურაბიშვილის თქმითვე, თავის მხრივ, დიასპორაც გამოხატავს მზაობას, მათ სარგებლობაში არსებული ფართების საარჩევნო გამოყენების თაობაზე. პრეზიდენტის თქმით, საზღვარგარეთ დამატებითი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა სრულიად შესაძლებელია. მან ამის მაგალითად მოლდოვა დაასახელა. „მოლდოვამ არჩევნები ჩაატარა და არჩევნებისთვის 150 საარჩევნო უბანი გახსნა. ჩვენ ყოველთვის ბევრი პრეტენზია გვაქვს და თუ მოლდოვას შეუძლია, ალბათ ჩვენც შეგვიძლია! რატომ ვამბობთ, რომ ამის რესურსი არ გაგვაჩნია?! ცესკოსგან მოვისმინე, რომ რესურსი, რა რესურსიც იქნება საჭირო, რათა დამატებითი უბნები გაიხსნას, გაგვაჩნია და თუ საგარეოსგან პირობას მივიღებთ, შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა უბნების გახსნაზე. ამიტომ ვამბობ, რომ დაწყებულია ერთგვარი პინგპონგი! დიასპორის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, საარჩევნოდ დათმონ სივრცეები, რაც სხვადასხვა ქალაქში არსებობს - ეს სივრცეები არის ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვა ფართები, რასაც დიასპორული ორგანიზაციები იყენებენ ან იმუშაონ იმისთვის, რომ ქალაქში, სადაც ცხოვრობენ, ასეთი სივრცეები მოვიპოვოთ. არსებობს მოლდოვას მაგალითი, როცა პარტნიორი ქვეყნები გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, გამოსავალი ბევრია! მთავარია ადგილი არ ჰქონდეს არავითარ დისკრიმინაციას იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს. გასაგებია, რომ ყველგან, სადაც 50 ადამიანი ცხოვრობს, ეს შესაძლებელი არ იქნება, მაგრამ ნაბიჯი რომ უნდა გადაიდგას, რათა რამდენიმე ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ყველაზე დიდი დიასპორაა, იქ საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას! პროცესი უნდა დაიწყოს! ყველამ უნდა დავუწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება და მათ მიმართ დისკრიმინაცია და შეურაცხმყოფელი გზავნილები არ გამოვიყენოთ. საკმარისი არ არის ჩვენი დიასპორით მაშინ ვამაყობდეთ, როცა ჩვენი ფეხბურთელები ევროპული ქვეყნებიდან ჩამოდიან და ასეთ დიდი სიამოვნებას და გვანიჭებენ - საჭიროა იმ ადამიანებს, ვინც იქ წვალობს, მოღვაწეობს, ის საშუალება მივცეთ, რაც ყოველ მოქალაქეს ეკუთვნის“, - განაცხადა პრეზიდენტმა. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კალანდარიშვილს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ipn
  3. Today
  4. „ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმარტებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება. კერძოდ, პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. მათივე განმარტებით, ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1-ელი აპრილიდან ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. „ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას! ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ipn
  5. არსებული ინფორმაციით, “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში ამ დრომდე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, საკითხი პარლამენტის ბიუროს მომავალი კვირის - 1-ელი აპრილის სხდომაზე ინიცირებისათვის არ წარედგინება, რადგან რეგლამენტის თანახმად, პროექტი ბიუროს იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ის წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე. საპარლამენტო უმრავლესობამ ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა მოამზადა, რომელზეც ხელმოწერაც მიმდინარე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ პარლამენტში წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისა და მასზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემდეგ, პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი დაიწყება და მხოლოდ ამის შემდეგ გავა საკომიტეტო და სასესიო განხილვაზე. ipn
  6. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ipn
  7. "ნუ გვეტენებით" - გახარია კოლეგა ოპოზიციონერების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „გაიხსენეთ, რეები აქვთ ჩემთვის ნაწოდები, ან დაბრალებული ან უსაფუძვლოდ რაღაც საშინელებები ნალაპარაკები“. გახარიას თქმით, ხელოვნურად შექმნილი ერთობების არ სჯერა. გახარია ეხმაურება გვარამიას განცხადებას, რომლმაც არჩევნების შემდეგ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან ერთად კოალიცია არ გამორიცხა.
  8. „მე ვიყავი ერთადერთი "ოცნების" წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს მიუღებელია და არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ექცევიან, მერე იქ, ოფისში რაღაც „რაზბორკები“ მომიწყეს, რა უნდა მოეწყოთ მაგრამ უკმაყოფილოები იყვნენ,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. გახარია განმარტავს, რატომ ითხოვს მისი პარტია სააკაშვილის გადაყვანას. პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოცნებაც და ენმ-ც სააკაშვილს იყენებენ. -0:21 tv
  9. „საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღქმაში სასამართლოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სასამართლო სისტემაში არის გავლენის ჯგუფები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. როგორც გახარია ამბობს, ოცნებას არ სურს რეფორმის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებდა ცვლილებებს. გახარიას თქმით, დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და საჭიროა, რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. გახარიას შეფასებით, „ქართული ოცნება ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობს.“
  10. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ახალი ცვლილებებით, „ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია და ამბობს, რომ „მათთვის 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა“. დაუშვილის თქმით, მისი პარტია კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩაერთვება. “ჩვენ განხილვების პროცესში ჩავერთვებით. ჩვენი ხედვა რაც არის და რაც ნათქვამი გვაქვს, დავაფიქსირებთ. აქ მთავარი ამბავი ისაა, რომ ფაქტობრივად, “ოცნება” გვეუბნება, რა 60%-იანი მხარდაჭერა, 40%-ზეც არ არიან. “ოცნება” ამ კანონპროექტით და არა მხოლოდ ამ კანონპროექტით, თვითაღიარების რეჟიმშია და გვეუბნება, რომ 60%-იანი მხარდაჭერა კი არ აქვთ, არამედ 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა მათთვის”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. რაც შეეხება ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატის ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრის შესაძლებლობას გულისხმობს, დაუშვილი ამბობს, რომ “ოცნება” ხვდება, რომ ძველი, მაჟორიტარული სისტემის გარეშე, მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელია”. “ცდილობენ, რაღაც ფორმით ძველი სისტემა დააბრუნო, თუმცა ვერ დააბრუნებენ, რადგან ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. ეს სისტემაც რამდენად თანხვედრაში და შესაბამისობაშია, ცალკე განხილვის საგანია. მთავარი ისაა, რომ "ოცნება" ღია ტექსტით გვეუბნება, აღიარებს, რომ 40% მათთვის სერიოზული გამოწვევაა და ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ცნობისთვის, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ამავე კანონპროექტით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. „ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. ipn
  11. ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ძებნა-შველის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც. შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ipn
  12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ინფორმაციის თანახმად, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters" -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  13. „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნება“ განიხილავდა მის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას. გიორგი გახარიას თქმით, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად იმიტომ დაინიშნა, რომ მას არ სურდა იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გამხდარიყო: „მე არასოდეს არ ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა არა როგორც თავდაცვის მინისტრი, არამედ როგორც პარტიის [პოლიტიკური მდივანი]. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში გადმოყვანის საკითხი დადგა გუნდში, იმ არჩევანს, რა არჩევანიც არსებობდა, მე ვამჯობინე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, ვიდრე რა მინისტრობასაც მას უპირებდნენ. იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა, ჩემი დამსახურებაც არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილში, რომ არ მინდოდა გამხდარიყო ის მინისტრი, რომელსაც უპირებდნენ — შინაგან საქმეთა მინისტრი“, — უთხრა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“. ნეტგაზეთი
  14. სამხრეთ კავკასიაში ფონდი „თავისუფალი რუსეთის” ხელმძღვანელის, იგორ კუროპტევის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს. მისი თქმით, იგორ მიგლანს გუშინ თბილისის აეროპორტში „ახსნა-განმარტების გარეშე” შემოსვლაზე უარი უთხრეს. კუროპტევი წერს, რომ რუსი აქტივისტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად სხვადასხვა საემიგრაციო პროექტზე მუშაობდა, რის შედეგადაც 8 ათასზე მეტ უკრაინელს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. „ეს უქმნის საფრთხეს საქართველოს ინტერესებს? არ ვარ დარწმუნებული”, – წერს ის. კუროპტევი სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და უწყებას მოუწოდებს, იგორ მიგლანს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს. პუბლიკა
  15. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 22-ე მონაწილე გახდა, მას მოგვიანებით უკრაინა და პოლონეთი შეუერთდნენ. საქართველო ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში იმყოფებოდა, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იყვნენ. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში გაიმართა. საქართველომ 6 მატჩიდან 5-ში გაიმარჯვა, 1 შეხვედრა კი, ბულგარეთის ნაკრებთან, ფრედ დაასრულა, რითაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგთან 2:0 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მიიღო. ევრო 2024 გერმანიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები 6 ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველო F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ვილი სანიოლის გუნდი 18 ივნისს თურქეთთან ითამაშებს, 22-ში ჩეხეთთან, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული 12 გუნდი მერვედფინალის საგზურს მიიღებს, დარჩენილი 4 საგზური კი 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შეხვდება. საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდების შერჩევის წესი ასეთია (თუ წინა კრიტერიუმით 4-ივე საუკეთესო მესამეადგილოსანი არ გამოვლინდა, უპირატესობა მიენიჭება მომდევნოს): 1. გუნდები, რომლებსაც დანარჩენ მესამეადგილოსნებზე მეტი ქულა ექნებათ; 2. გუნდები, რომლებსაც გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის სხვებზე უკეთესი სხვაობა ექნებათ; 3. გუნდები, რომლებსაც სხვებზე მეტი გოლი ექნებათ გატანილი; 4. გუნდები, რომელსაც სხვებზე მეტი გამარჯვება ექნებათ ჯგუფურ ეტაპზე; 5. გუნდები, რომლებიც სხვებზე ნაკლებ (ყვითელ და წითელ) ბარათს მიიღებენ; 6. გუნდები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვებზე მეტი ქულა დააგროვეს. ევრო 2024 ისტორიაში მე-17 ევროპირველობა იქნება. საქართველო კი ერთადერთი დებიუტანტი და 35-ე ნაკრები იქნება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. პუბლიკა
  16. "მართლმსაჯულების სისტემა არის სასამართლო ხელისუფლების ის შტო, რომელსაც ყველაზე ბოლოს დათმობს ივანიშვილი. ერთადერთი მიზანი არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, ხელის გულზე დაიდება ვინ არის და ვინ არ არის კეთილსინდისიერი." ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/382631754665554/
  17. გამარჯობა მცირე ბიზნესისთვის მჭირდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი ვის შეიძლება რომ მივმართო ამ საკითხზე?
  18. გამარჯობა, რომელ საიტზე შეიძლება ვნახო შედარებით ნორმალურ ფასში ჭურჭლის სარეცხი მანქანა?
  19. გამარჯობა, რომელი საიტიდან შეიძლება თბილისის დასუფთავების სამსახურის გადასახადის გადახდა?
  20. გამარჯობა, გთხოვთ მირჩიოთ რა ჯობია მანქანის საყიდლად ავტო სესხი თუ პირდაპირ სამომხმარებლო სესხით ყიდვა?
  21. გთხოვთ პირადი გამოცდილებით მირჩიოთ სამშენებლო კომპანია რომელსაც აქვს დასრულებული ბინები ვაკეში.
  22. გამარჯობა მაქვს ბინა თბილისში რომელ საიტზე შეიძლება რომ განვათავსო სადაც ბინები დღიურად არის?
  23. სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერა მჭირდება ჩემი მცირე ბიზნესისთვის ვის შეიძლება რომ მივმართო ხომ ვერ დამეხმარებით?
  24. Yesterday
  25. “ერთადერთი გზა, რაც “ოცნებას” დარჩენილი აქვს, ეს არის- ისევ რადიკალიზაციის გაღრმავება, მიხეილ სააკაშვილისთვის მთელი ეთერების დათმობა და ამის გამოყენებას შეეცდებიან მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/965644628465540/
  26. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მიშა დაუშვილი და ნათია მეზვრიშვილი მართლმსაჯულების სისტემისადმი მიძღვნილი გადაცემების მეორე ეპიზოდში საუბრობენ პოლიციისა და პროკურატურის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, გამოძიების ხარისხის გაზრდის მექანიზმებსა და გზებზე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვასა და გეგმებზე. ვიდეო:
  27. ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 28 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მოსამართლემ ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ სხდომაზე არ იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადისი, დისტანციურად პროცესზე ჩართვის უფლება კი მან ბრალდებულს არ მისცა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ვერ ესწრებოდა, მაგრამ ითხოვდა სხდომაზე დისტანციურად, ონლაინ ჩართვასა და განცხადების გაკეთებას, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი, რის გამო ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას. მოსამართლემ პროცესი 8 აპრილამდე გადადო. ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილს სხდომაზე განცხადების გაკეთება სურს, თუმცა დარბაზში ყოფნისას იბნევა, როდესაც ბევრ ხალხს ხედავს, ამიტომ ურჩევნია დისტანციურად ჩართვა, რისი “უფლებაც მას აქვს”. კალანდაძის თქმით, სხდომის გადადებით ცდილობენ, რომ ლაზარე მაქსიმალურად დიდხანს გააჩერონ ციხეში. გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას “აბსოლუტურად უსაფუძვლოს” და “უარგუმენტოს” უწოდებს. მისი თქმით, საპროცესო კოდექსი არსად ამბობს, რომ აუცილებელია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, როდესაც ბრალდებულს დისტანციურად სურს პროცესში მონაწილეობის მიღება. დაცვის მხარე დიდი ხანია საუბრობს, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. გრიგორიადისის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ სასამართლო დიდი ალბათობით მას გაამტყუნებს და აპირებენ, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართონ, რომელსაც თავის მხრივ რამდენიმე თვეში ეწურება უფლებამოსილების ვადა. დაცვის მხარემ იმისათვის, რომ სწრაფად დასრულდეს განხილვა, საკუთარი მოწმეები მოხსნა დასაკითხთა სიიდან, ამასთან ყველა დარჩენილი მტკიცებულება უდავოდ გაუხადა ბრალდებას, თუმცა უკვე თვეებია მოსამართლე არ ატარებს დასკვნით სხდომას, სადაც მხარეები სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით უნდა წარდგნენ, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ლაზარეს დასჯა და იმ ნაბიჯების დროში გაჭიანურებაა, რაც დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგას. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე. netgazeti
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...