Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. Сочные домашние котлеты — наверняка одно из любимых блюд каждого украинца. Они пропитаны любовью и заботой. Ниже мы расскажем, что учесть во время приготовления биточков [url=https://olesinrecept.cx.ua/]Рецепты[/url]
  3. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო [მოსამართლემ] , - აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა. მისივე შეფასებით, „რუსული კანონი“ ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. კითხვაზე მიმართავს თუ არა ის ახალგაზრდებს, ლაზარემ აღნიშნა, რომ ისინი ისედაც აქტიურები არიან აქციაზე. გრიგორიადისმა საპატიმროში მისდამი მოპყრობაზეც ისაუბრა. „რუსული კანონი ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. მე მგონი, ახალგაზრდებს მიმართვა არ სჭირდებათ, ისედაც აქტიურები არიან. ადმინისტრაციის მხრიდან ნორმალური [მოპყრობა იყო], ბევრი პრობლემა არის ციხეშიც. რაც შეეხება შეწყალებას, შოკში ვიყავი, ერთადერთი რაც გავიგე, რომ „მე ის შევიწყალეო“ და მაგის მერე არ მახსოვს არაფერი, ძალიან ემოციური იყო“,- განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა. ის მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ის პოლიციელები მიიყვანეს, რომლებსაც აქტივისტები არ დაუკავებიათ. „როგორც აქციებზე ხდება, საერთოდ სხვა პოლიციელები მოჰყავთ, რომლებმაც აქტივისტები არ დააკავეს, იგივე სიტუაცია იყო მანდაც, მგონია, რომ დასმული, პოლიტიზებული პოლიციელები მოიყვანეს სასამართლოზე“,- განაცხადა გრიგორიადისმა. ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მსჯავრდებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, მსჯავრდებულმა გლდანის ციხე დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებმა დღეს ჩაიბარეს, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იპნ
  4. დღეს, უკვე “ოცნებამ” და “ნაცებმა” გააცხადეს თავიანთი ერთობა და ოფიციალურად პოლიტიკურ ნაწილში გადმოიტანეს. თქვეს, რომ კი ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, ორივე ერთად ვართ საკრებულოში და შედეგად მივიღებთ იმას, რომ, როგორც რუსთავის მერიაში დაიკარგა რუსთაველი მოქალაქეების ხმა და არ ისმის მათი რეალური საჭიროებები, ისევე დაიკარგება რუსთავის საკრებულოში მათი ხმა. ნათია შელეგია, რუსთავის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/737281151940348/
  5. შენ როცა იყავი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მე ციხეში ვყავდი სააკაშვილს, სამი წელი მაქვს რუსთავში გატარებული. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7284050018360269/
  6. ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, რუსთავის მსგავსად, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება სურთ. „რუსული კანონის“ ავტორ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ღია გარიგება შედგა. „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს. შეგახსენებთ, რომ ამ ორმა პარტიულმა კლანმა, რუსთაველებს ერთობლივად გაუზარდეს გადასახადები, საერთო ბიზნესინტერესებით დაამტკიცეს სამშენებლო დეველოპერული პროექტები და დღეს მათ ბიზნესში პარტნიორული ურთიერთობა უკვე ოფიციალურ პოლიტიკურ კოალიციად გააფორმეს. „ოცნებამ“ რუსთავის საკრებულოსთან მისულ ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს დაგვახვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული ადამიანები და სუს-ისგან მართული პროვოკატორები, ხოლო ადგილზე მობილიზებული პოლიცია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ნაცვლად, დაიმალა, რისი კადრებიც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა. გვინდა თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, რომლებთან ერთადაც ჩვენს გუნდს ბევრი უმუშავია ამ სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - კრიმინალის წინააღმდეგ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ - ამ ადამიანებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარი მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევს! გვინდა იცოდეთ, რომ ეს მოცემულობა მალე შეიცვლება, მათ შორის თქვენი მხარდაჭერით! რუსთავის მსგავსად, „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურთ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება! მათ დაწყებული აქვთ ეს პროცესი და ეს იქნება კიდევ ერთი ღია დადასტურება, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთო კოალიციის გასაფორმებლად ემზადებიან, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან და ეს ორი პარტია არჩევნებზე წარსულში უნდა დატოვონ,“ - განაცხადა სიჭინავამ. იპნ
  7. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს. „დღეს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს“, - წერს მიხაილ როთი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. იპნ
  8. პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ქოცების" და "ნაცების" კოალიციამ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას გუნდის წევრი, გადააყენეს. დღეს, რუსთავის საკრებულოში, „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ღია გარიგების და თანამშრომლობის შედეგად, იმპიცმენტის გზით, თანამდებობიდან გადააყენეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია. აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს პარტია „გახარია საქართველოსთვის წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მხარდამჭერებმა. პროტესტის მსვლელობისას, „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაციებს მიმართა, იყო დაპირისპირების მცდელობები. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ექვსამდე თანამშრომელმა, დაინახა რა რომ სიტუაცია დაძაბული იყო, ნაცვლად ვითარების განმუხტვისა და დაპირისპირებული მხარეების ერმანეთისგან განრიდებისა, საკრებულოს უკანა კარიდან გაიქცნენ. დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია. ", - ნათქვამია განცხადებაში.
  9. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი: "იასამნების დედოფალი... აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რამხელა სიყვარულს დებს ქალბატონი ნონა ანთაძე იასამნების საკოლექციო ნაკვეთის გალამაზებაში. ქალბატონი ნონა ანთაძე ნახევარ საუკუნეზე მეტია იასამნების საკოლექციო ნაკვეთს კურირებს : „ბოტანიკურ ბაღში 1962 წლიდან ვმუშაობ. სტუდენტი ვიყავი, როცა აქ მოვედი. ძალიან საინტერესო იყო აქ მუშაობა. მიყვარს ჩემი საქმე — თითოეული ყვავილი, თითოეული ბუჩქი...'' 1970 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პარკმშენებლობის განყოფილების გამგის, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის გიორგი მანაგაძის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა იასამნების საკოლექციო ნაკვეთს ე. წ. სირინგარიუმს, რომელსაც დღიდან დაარსებისა ხელმძღვანელობს ბაღის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნონა ანთაძე." ბმული: https://www.facebook.com/NBGGEO/posts/818655683629101 ასევე იხილეთ ვიდეო ბმულზე: https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge/videos/766343718566516
  10. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსაჯვრდებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე ჩაბარდა, ისინი რამდენიმე წუთში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივლენ. შესაბამისი პროცედურების გავლის, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებას გადაეგზავნება, რის შემდეგაც, ლაზარე გრიგორიადისი ციხეს დატოვებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილსვე განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ინტერპრესნიუსი
  11. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. „რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი. გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია „ქართული ოცნება“ აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ. საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც. ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
  12. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა. „ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარეშე“, - მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს. „თქვენი უსაქმურობის დრო დამთავრდა, თავმჯდომარე გადადგა,“ – მიმართა რუსთავის მერმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს. ნინო ლაცაბიძემ მედიასთან განმარტა, რომ რუსთავის მოქალაქეები გადაწყვეტენ ოპოზიციური საკრებულო ეყოლება, თუ არა. „ეს პოლიტიკოსები დღეს პირველად არიან რუსთავში იმისთვის ჩამოსულები, რომ ეს მოაწყონ. ამის უფლებას მე არ მივცემ,“ -განაცხადა ლაცაბიძემ. ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. პროცესის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომადა დარბაზი, პროტესტის ნიშნად „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დატოვეს, შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს დღესვე აირჩევენ. ასევე, განიხილავენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების და ახალი მოადგილეების არჩევის საკითხებს. ipn
  13. გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ რუსთავში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც რუსთავის მერი საუბრობდა თითქოს, ოპოზიციური საკრებულოს მხრიდან მისი საქმიანობის საბოტაჟი მიმდინარეობდა, აბსურდი და სიცრუეა. „უპრეცედენტო სხდომა იყო დღეს, როდესაც პირველად, ღიად, „ოცნების“ წარმომადგენლებმა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა ერთობლივად გადაირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მოცემულ სიტუაციაში, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან ბოლომდე საკრებულოო გადააბარა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ღია თანამშრომლობა, რომელიც უკვე ფარული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის. 26 ოქტომბერს ამ ორ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხი გასცემს საკუთარ პასუხს, რომელსაც ორივეს ერთად ოპოზიციაში გაისტუმრებს,“ - განაცხადა სიჭინავამ. ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ipn
  14. ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, მე უკვე მჯერა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებისა“ და მისი პარტიის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მისივე თქმით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გადაყენება „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობის კლასიკური მაგალითია. „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია, გადაირჩია. ანუ, ერთად მოაწყვეს იმპიჩმენტი. ეს არის კლასიკური დადასტურება იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ნაცები" და „ოცნება“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბანერი - „ქოცებო, თქვე ნაცებო“ არის დღევანდელი სიტუაციის ძალიან კარგი ამსახველი ფრაზა,“ - განაცხადა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ipn
  15. Yesterday
  16. პროექტში „25 წუთი“ გახარიას გუნდის წევრები, პოლიტიკოსები, დეპუტატები და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თანამოაზრეები ერთმანეთთან ან მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. რა უნდა იცოდეთ ოფშორების შესახებ გახმაურებულ კანონზე:
  17. ასეთი აქციები ყოველთვის ახასიათებს იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ბუნებით არიან ავტორიტარული. რუსეთში, ხელისუფლებაც ანალოგიურად იყენებს ხოლმე ამ ტექნოლოგიებს პუტინის მხარდასაჭერად და სამწუხაროდ სხვა გზა აღარ დარჩენია ივანიშვილს, თავისი ქმედებებიდან გამონდინარე. რუსეთში ასეთ აქციებს ეძახიან “პუტინგებს”. ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია 29 აპრილის აქციას უკვე ვუწოდოთ “ბიძინგი”. პირდაპირი მნიშვნელობით იმიტომ, რომ მართლა “ბიძინგია” და სხვა არაფერი. ეს არის აგრესიიის აქტი, რომელიც არის მიმართული ახლაგაზრდობის წინააღმდეგ. ძალადობა არის საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ , როდესაც ადამიანს ემუქრები- თუ ჩემს აქციაზე არ გამოხვალ, მე სამსახურიდან გაგაგდებ. აბა რა არის ეს? მეტს კი არაფერს არ აკეთებდა წინა ხელისუფლება და როდესაც ჩვენ ვეძახით “ქოცებო თქვე ნაცებო” ზუსტად ამას ვგულისხმობთ, იმიტომ, რომ ეს ძალადობრივი აქტი არის თუნდაც იმ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1464987167744084/
  18. კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა რუსთავში, რომელზეც ჩვენ მივდივართ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, იმისთვის, რომ დავესწროთ სხდომას. თამარ ხვედელიანი, ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/419493684031017/
  19. Стэнфордский университет опубликовал результаты последних долгосрочных исследований в области контроля веса, результаты которых совпадают с нашим мнением о том, что обычные диеты не очень успешны в долгосрочной перспективе, чтобы сбросить вес. [url=https://vplatti.kr.ua/psihologija/]про психологию[/url]
  20. „ჩვენ 20-ზე მეტი კომპანია გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ ის ბიზნესს აკეთებს ოფშორებიდან. 20 კომპანია არის ოფშორში, რომელსაც საქართველოში აქვს 100-მდე შვილობილი კომპანია“,- ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა კიდეც. პროექტის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ, ოფშორული ქვეყნებიდან ქონების საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათები წესდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. „ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არ აქვს პრობლემა გამოჩნდნენ, რომ საქართველოში არიან ამ აქტივების მფლობელი. იგივე ბიძინა ივანიშვილი, სხვათა შორის, ის არ მალავს, რომ ოფშორში აქვს ქონებები, სხვა ვიღაცებისგან განსხვავებით. ჩვენ 20-ზე მეტი კომპანია გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ ის ბიზნესს აკეთებს ოფშორებიდან. 20 კომპანია არის ოფშორში, რომელსაც საქართველოში აქვს 100-მდე შვილობილი კომპანია, ყველას 1 ლარს ახარჯებს, ყველაფერი ოფშორული კომპანიების გავლენის ქვეშ არის. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის ისეთი პოლიტიკური კულტურა, როგორც ევროპაში, რომ გაუგონ პოლიტიკოსს ოფშორებთან კავშირშია და მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდეს. როგორც ჩანს, მოსახლეობას ეს ნაკლებად აინტერესებს. ღიად არის დამოკიდებულ ოფშორებზე და ეს კითხვა რჩება, რატომ ხარ ოფშორებზე, რატომ არ გქონდა აქამდე ეს ფული ბოლომდე საქართველოში ჩამოტანილი და ა.შ.“,- განაცხადა ბესო ნამჩავაძემ. მისი თქმით, ოფშორებიდან საქართველოში დაფუძნებული შვილობილი კომპანიების მთავარი ხიბლი სწორედ გაუმჭვირვალობა და შემდეგ უკვე საგადასახადო შეღავათებია. „იქ რამდენი ფული აქვს, კაცმა არ იცის, რა ფულით დაფუძნდა ეს კომპანიები ოფშორებში, და ასევე, დაბალი გადასახადები“,- ამბობს ბესო ნამჩავაძე. ავტორი: ნინი ქეთელაური
  21. რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა სხვა დეტალებს არ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ივანოვის დაკავების შესახებ შეატყობინეს, ხოლო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაკავების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ტიმურ ივანოვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2016 წლიდან უკავია. აქამდე ის კომპანია “ობორონსტროის” ხელმძღვანელობდა, რომელიც თავდაცვის უწყებას ექვემდებარება. იპნ
  22. მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პატელმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროტესტზეც და აღნიშნა, რომ მოწოდებად რჩება, პროტესტი იყოს მშვიდობიანი. “რაც შეეხება [საქართველოში] პროტესტებს, ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ იმას, რაც შეერთებულ შტატებში პირველი შესწორების ფარგლებში ხალხის მშვიდობიანი პროტესტითა და დემონსტრაციით გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა. ჩვენს მოწოდებად ისევ რჩება, რომ ეს მშვიდობიანი იყოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავგმობთ ნებისმიერ ნაბიჯებს, რომლებიც ამ სახის პროტესტებს უბიძგებს ძალადობრივი გახდეს. მაგრამ ეს საბოლოო ჯამში კანონპროექტამდე მიდის, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვსაუბრობთ. კვლავ ვთვლით, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან. უნდა გახსოვდეთ, რომ იმაზე ვსაუბრობთ, რაც ზეწოლას ახდენს მედია ორგანიზაციებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე და სხვა”, - განაცხადა პატელმა. იპნ
  23. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ, - ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ევროკომისარი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, გაიწვიონ კანონპროექტი, რადგან "ნათელია, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს". მისი თქმით, თუ კანონი იქნება მიღებული, ის ძირს გამოუთხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. “ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა, რათა მშვიდობიანი დემონსტრაციის თავისი უფლება გამოეყენებინა. ისინი კიდევ ერთხელ ითხოვდნენ, რომ ოფიციალურმა პირებმა გაიწვიონ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი. შთამბეჭდავი სცენები გასულ წელს უკვე ვნახეთ საქართველოდან. ყველა ასაკის მოქალაქეს ეკავა საქართველოს და ევროკავშირის დროშები, აჩვენებდნენ ძლიერ კავშირს დემოკრატიასთან, ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ევროკავშირისადმი საქართველოს გზასთან. მაშინ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ საჯარო პირობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მსგავსი კანონპროექტი არასდროს დაბრუნდებოდა. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. ნათელია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. თუ მიღებული იქნება, ის ძირს გამოუთხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. ქართველების მომავალი ევროკავშირშია. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც გასულ წელს მიენიჭა [საქართველოს], ჩვენი ურთიერთობები ყველაზე მეტად დააახლოვა. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელმაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წარმატებასა და პროგრესში. შემოთავაზებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობებს შეზღუდავს. გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და არასამართლიანად მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებების სტიგმატიზაციას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ასევე გავლენას მოახდენს ევროკავშირის საქართველოს ხალხისადმი მხარდაჭერაზე, ვინაიდან მისი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს”, - განაცხადა ლენარჩიჩმა. მისი თქმით, ისინი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას ითხოვენ. „ევროკომისიამ თავის გაფართოების ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, კონკრეტულად კი 9 ნაბიჯი. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან, საქართველოსგან ელიან, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში იქნება. კონკრეტულად მოვითხოვთ დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას. ამ ძირითად სფეროებში მხოლოდ არსებითი და შეუქცევადი პროგრესი ადგენს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და სისწრაფეს”, - აღნიშნავს ევროკომისარი. იპნ
  24. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-25 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. დროის აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 1ტვ
  25. 24 აპრილს რუსთავის საკრებულოში ჩანიშნულ სხდომაზე „ოცნება" და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ერთად აპირებენ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ შეროზიას გადაყენებას
  26. მგონი უფრო და უფრო ნათელი ხდება “ოცნების” მიზანი რა არის -ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები, რომ დააზიანონ. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/843649094259548/
  27. "დღეს ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა. ეს არის ოცნება, რომელიც ცდილობს, თავს მოახვიოს საქართველოს მოქალაქეებს ეს გაუგებარი რუსული კანონი და მეორე მხარეს, რადიკალური ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც შეიძლება შეეცადოს, რომ ეს სწორ ფასეულობებზე დაფუძნებული საპროტესტო ტალღა და მუხტი, გამოიყენოს პროცესების რადიკალიზაციისთვის. ევროპაში ვერავინ გაგვცემს პასუხს, რა უფრო დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეს რუსული კანონი, თუ ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება თბილისის ქუჩებში. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა კეთილსინდისიერი, საქართველოს ევროპელი მოქალაქის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, დავიცვათ ქვეყანა, პირველ რიგში რუსული კანონისგან და დავიცვათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...