Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. „მე ვიყავი ერთადერთი "ოცნების" წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს მიუღებელია და არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ექცევიან, მერე იქ, ოფისში რაღაც „რაზბორკები“ მომიწყეს, რა უნდა მოეწყოთ მაგრამ უკმაყოფილოები იყვნენ,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. გახარია განმარტავს, რატომ ითხოვს მისი პარტია სააკაშვილის გადაყვანას. პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოცნებაც და ენმ-ც სააკაშვილს იყენებენ. -0:21 tv
  3. „საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღქმაში სასამართლოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, სასამართლო სისტემაში არის გავლენის ჯგუფები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გახარია აკეთებს. როგორც გახარია ამბობს, ოცნებას არ სურს რეფორმის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებდა ცვლილებებს. გახარიას თქმით, დღევანდელი სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემაა გავლენიანი ჯგუფების არსებობა და საჭიროა, რეფორმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. გახარიას შეფასებით, „ქართული ოცნება ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობს.“
  4. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ახალი ცვლილებებით, „ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია და ამბობს, რომ „მათთვის 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა“. დაუშვილის თქმით, მისი პარტია კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩაერთვება. “ჩვენ განხილვების პროცესში ჩავერთვებით. ჩვენი ხედვა რაც არის და რაც ნათქვამი გვაქვს, დავაფიქსირებთ. აქ მთავარი ამბავი ისაა, რომ ფაქტობრივად, “ოცნება” გვეუბნება, რა 60%-იანი მხარდაჭერა, 40%-ზეც არ არიან. “ოცნება” ამ კანონპროექტით და არა მხოლოდ ამ კანონპროექტით, თვითაღიარების რეჟიმშია და გვეუბნება, რომ 60%-იანი მხარდაჭერა კი არ აქვთ, არამედ 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა მათთვის”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. რაც შეეხება ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატის ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრის შესაძლებლობას გულისხმობს, დაუშვილი ამბობს, რომ “ოცნება” ხვდება, რომ ძველი, მაჟორიტარული სისტემის გარეშე, მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელია”. “ცდილობენ, რაღაც ფორმით ძველი სისტემა დააბრუნო, თუმცა ვერ დააბრუნებენ, რადგან ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. ეს სისტემაც რამდენად თანხვედრაში და შესაბამისობაშია, ცალკე განხილვის საგანია. მთავარი ისაა, რომ "ოცნება" ღია ტექსტით გვეუბნება, აღიარებს, რომ 40% მათთვის სერიოზული გამოწვევაა და ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ცნობისთვის, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ამავე კანონპროექტით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. „ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. ipn
  5. ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ძებნა-შველის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც. შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ipn
  6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ინფორმაციის თანახმად, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters" -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  7. „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნება“ განიხილავდა მის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას. გიორგი გახარიას თქმით, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად იმიტომ დაინიშნა, რომ მას არ სურდა იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გამხდარიყო: „მე არასოდეს არ ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა არა როგორც თავდაცვის მინისტრი, არამედ როგორც პარტიის [პოლიტიკური მდივანი]. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში გადმოყვანის საკითხი დადგა გუნდში, იმ არჩევანს, რა არჩევანიც არსებობდა, მე ვამჯობინე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, ვიდრე რა მინისტრობასაც მას უპირებდნენ. იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდა, ჩემი დამსახურებაც არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილში, რომ არ მინდოდა გამხდარიყო ის მინისტრი, რომელსაც უპირებდნენ — შინაგან საქმეთა მინისტრი“, — უთხრა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“. ნეტგაზეთი
  8. სამხრეთ კავკასიაში ფონდი „თავისუფალი რუსეთის” ხელმძღვანელის, იგორ კუროპტევის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს. მისი თქმით, იგორ მიგლანს გუშინ თბილისის აეროპორტში „ახსნა-განმარტების გარეშე” შემოსვლაზე უარი უთხრეს. კუროპტევი წერს, რომ რუსი აქტივისტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად სხვადასხვა საემიგრაციო პროექტზე მუშაობდა, რის შედეგადაც 8 ათასზე მეტ უკრაინელს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. „ეს უქმნის საფრთხეს საქართველოს ინტერესებს? არ ვარ დარწმუნებული”, – წერს ის. კუროპტევი სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და უწყებას მოუწოდებს, იგორ მიგლანს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს. პუბლიკა
  9. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 22-ე მონაწილე გახდა, მას მოგვიანებით უკრაინა და პოლონეთი შეუერთდნენ. საქართველო ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში იმყოფებოდა, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იყვნენ. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში გაიმართა. საქართველომ 6 მატჩიდან 5-ში გაიმარჯვა, 1 შეხვედრა კი, ბულგარეთის ნაკრებთან, ფრედ დაასრულა, რითაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგთან 2:0 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მიიღო. ევრო 2024 გერმანიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები 6 ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველო F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ვილი სანიოლის გუნდი 18 ივნისს თურქეთთან ითამაშებს, 22-ში ჩეხეთთან, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული 12 გუნდი მერვედფინალის საგზურს მიიღებს, დარჩენილი 4 საგზური კი 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შეხვდება. საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდების შერჩევის წესი ასეთია (თუ წინა კრიტერიუმით 4-ივე საუკეთესო მესამეადგილოსანი არ გამოვლინდა, უპირატესობა მიენიჭება მომდევნოს): 1. გუნდები, რომლებსაც დანარჩენ მესამეადგილოსნებზე მეტი ქულა ექნებათ; 2. გუნდები, რომლებსაც გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის სხვებზე უკეთესი სხვაობა ექნებათ; 3. გუნდები, რომლებსაც სხვებზე მეტი გოლი ექნებათ გატანილი; 4. გუნდები, რომელსაც სხვებზე მეტი გამარჯვება ექნებათ ჯგუფურ ეტაპზე; 5. გუნდები, რომლებიც სხვებზე ნაკლებ (ყვითელ და წითელ) ბარათს მიიღებენ; 6. გუნდები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვებზე მეტი ქულა დააგროვეს. ევრო 2024 ისტორიაში მე-17 ევროპირველობა იქნება. საქართველო კი ერთადერთი დებიუტანტი და 35-ე ნაკრები იქნება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. პუბლიკა
  10. "მართლმსაჯულების სისტემა არის სასამართლო ხელისუფლების ის შტო, რომელსაც ყველაზე ბოლოს დათმობს ივანიშვილი. ერთადერთი მიზანი არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, ხელის გულზე დაიდება ვინ არის და ვინ არ არის კეთილსინდისიერი." ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/382631754665554/
  11. Today
  12. გამარჯობა მცირე ბიზნესისთვის მჭირდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი ვის შეიძლება რომ მივმართო ამ საკითხზე?
  13. გამარჯობა, რომელ საიტზე შეიძლება ვნახო შედარებით ნორმალურ ფასში ჭურჭლის სარეცხი მანქანა?
  14. გამარჯობა, რომელი საიტიდან შეიძლება თბილისის დასუფთავების სამსახურის გადასახადის გადახდა?
  15. გამარჯობა, გთხოვთ მირჩიოთ რა ჯობია მანქანის საყიდლად ავტო სესხი თუ პირდაპირ სამომხმარებლო სესხით ყიდვა?
  16. გთხოვთ პირადი გამოცდილებით მირჩიოთ სამშენებლო კომპანია რომელსაც აქვს დასრულებული ბინები ვაკეში.
  17. გამარჯობა მაქვს ბინა თბილისში რომელ საიტზე შეიძლება რომ განვათავსო სადაც ბინები დღიურად არის?
  18. სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერა მჭირდება ჩემი მცირე ბიზნესისთვის ვის შეიძლება რომ მივმართო ხომ ვერ დამეხმარებით?
  19. Yesterday
  20. “ერთადერთი გზა, რაც “ოცნებას” დარჩენილი აქვს, ეს არის- ისევ რადიკალიზაციის გაღრმავება, მიხეილ სააკაშვილისთვის მთელი ეთერების დათმობა და ამის გამოყენებას შეეცდებიან მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/965644628465540/
  21. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მიშა დაუშვილი და ნათია მეზვრიშვილი მართლმსაჯულების სისტემისადმი მიძღვნილი გადაცემების მეორე ეპიზოდში საუბრობენ პოლიციისა და პროკურატურის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, გამოძიების ხარისხის გაზრდის მექანიზმებსა და გზებზე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვასა და გეგმებზე. ვიდეო:
  22. ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 28 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მოსამართლემ ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ სხდომაზე არ იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადისი, დისტანციურად პროცესზე ჩართვის უფლება კი მან ბრალდებულს არ მისცა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ვერ ესწრებოდა, მაგრამ ითხოვდა სხდომაზე დისტანციურად, ონლაინ ჩართვასა და განცხადების გაკეთებას, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი, რის გამო ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას. მოსამართლემ პროცესი 8 აპრილამდე გადადო. ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილს სხდომაზე განცხადების გაკეთება სურს, თუმცა დარბაზში ყოფნისას იბნევა, როდესაც ბევრ ხალხს ხედავს, ამიტომ ურჩევნია დისტანციურად ჩართვა, რისი “უფლებაც მას აქვს”. კალანდაძის თქმით, სხდომის გადადებით ცდილობენ, რომ ლაზარე მაქსიმალურად დიდხანს გააჩერონ ციხეში. გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას “აბსოლუტურად უსაფუძვლოს” და “უარგუმენტოს” უწოდებს. მისი თქმით, საპროცესო კოდექსი არსად ამბობს, რომ აუცილებელია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, როდესაც ბრალდებულს დისტანციურად სურს პროცესში მონაწილეობის მიღება. დაცვის მხარე დიდი ხანია საუბრობს, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. გრიგორიადისის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ სასამართლო დიდი ალბათობით მას გაამტყუნებს და აპირებენ, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართონ, რომელსაც თავის მხრივ რამდენიმე თვეში ეწურება უფლებამოსილების ვადა. დაცვის მხარემ იმისათვის, რომ სწრაფად დასრულდეს განხილვა, საკუთარი მოწმეები მოხსნა დასაკითხთა სიიდან, ამასთან ყველა დარჩენილი მტკიცებულება უდავოდ გაუხადა ბრალდებას, თუმცა უკვე თვეებია მოსამართლე არ ატარებს დასკვნით სხდომას, სადაც მხარეები სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით უნდა წარდგნენ, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ლაზარეს დასჯა და იმ ნაბიჯების დროში გაჭიანურებაა, რაც დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგას. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე. netgazeti
  23. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 537 ბავშვი დაიღუპა, დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ კი მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1806-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1806-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. 2024 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 537 ბავშვი, ხოლო 1269-ზე მეტი დაშავდა“, - აცხადებენ უწყებაში. მათი განმარტებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან სამუშაოები გრძელდება საბრძოლო მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაიღუპა ან დაშავდა. ipn
  24. ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია. შემთხვევა დღეს მოხდა. ipn
  25. შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მიმართა “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა, ასევე, პროექტიდან უნდა ამოიღოს მეორე ცვლილება, რომელიც “მიმართულია მათ მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ.” “მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მუნიციპალურ არჩევნებზე არსებული ერთ დროს, „ოცნების“ მიერვე დაწესებული 40%-იანი ბარიერის გაუქმებას. თუ თქვენ ნამდვილად მზად ხართ ნორმალური ცვლილებების შეტანისთვის, რაზეც თქვენს პასუხში ისაუბრეთ, ჩვენ მოგიწოდებთ, გაეშვით „ნაცმოძრაობის“ მიერ წარსულში გაკეთებული პოლიტიკური თაღლითობის გამეორებას. შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი, არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური. ასევე, პროექტიდან ამოიღეთ მეორე ცვლილება, რომელიც მიმართულია თქვენს მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ. თუ გსურთ დემოკრატიული და არა თქვენს შიშებზე მორგებული საკანონმდებლო ცვლილებები, დაიწყეთ ამ საკითხების ასახვა კანონმდებლობაში. ასევე დავიწყოთ ჩვენ მიერ უკვე დაყენებული საკითხის - პრეზიდენტის კვლავ ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევისთვის საჭირო ცვლილებების მომზადება. კიდევ ერთხელ ნუ დაადასტურებთ, რომ ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე. ipn
  26. ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები “გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან". “ერთ რამეს ვიტყოდი, იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი ლაზარეს საქმე, რომ იმედი მინდა დავიტოვო, დღეს მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარეს გაამართლებს. ჩვენ [გამამტყუნებელ განაჩენსაც] შეგუებულები ვართ. მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს [მოსამართლემ]”,- განაცხადა გია კალანდაძემ. მისივე თქმით, თუ მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ოჯახი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართავს. “სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად ვთხოვთ, რომ ლაზარე შეიწყალოს. იმიტომ, რომ არანაირი საბუთი არ აქვს გამოძიებას, რომ ეს დანაშაული ლაზარემ ჩაიდინა. საერთოდ აქტიური ახალგაზრდა იყო, 15 წლიდან აქციებზე დადიოდა. ვერ იტანდა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. კადრებში ჩემი თვალით რაც დავინახე, იქ ლაზარე საერთოდ არ ჩანს. არ არსებობს ისეთი კადრი, სადაც ლაზარე ან “მოლოტივის კოქტეილს” ისვრის ან მანქანას ცეცხლს უკიდებს”, - განაცხადა გია კალანდაძემ. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ინფორმაციისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იპნ
  27. სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი, ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ. გამოცემის ცნობით, სომხეთი საზღვრების დემარკაციაზე მუშაობას როგორც საქართველოსთან, ისე აზერბაიჯანთან ააქტიურებს. კერძოდ, 1990-იანი წლების დასაწყისში სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რვა სოფელი დაიკავეს, ხოლო სომხური გაზეთი „ჰრაპარაკი“ ახლახან წერდა, რომ პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი უმოკლეს დროში აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის დაბრუნებას აპირებს. მოამზადა ლადო სულაბერიძემ bpn.ge
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...