Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დღეს ხშირად ურა (და ვაი) ათეისტები მორწმუნეებს ზემოდან დასძახიან რომ ღმერთუ არ არსებობს, თითქოს და ყველაფერი ბრმა შემთხვევითობამ გააჩინა და მორწმუნეების რწმენა მცდარია და ათეისტების რწმენა კი სწორი. :)

 

ეს თემა არ იხსნება იმისთვის რომ ათეისტებსა და რელიგიურ ადამიანებს შორის ცხარი და დაუსრულებელი კამათები გაიმართოს (თუმცა, ვისაც სურს, არაა პრობლემა).

 

ამ თემაში, დრო და დრო, დაიდება საინტერესო, შემეცნებითი, მეცნიერული კველების შედეგად აღმოჩენილი სიახლეები, რომლებიც ადმიაანებს იმის დანახვაში დაეხმარება, რომ სამყაროში არსებული ცოცხალი ორგანიზმები თავისით არ გაჩენილან, არამედ სამყაროს გონიერმა ინსტუქტორმა შექმნა.

 

რუბრიკას (ანუ თემას) დავარქვი: ვინ შექმნა ისინი? მეცნიერება ათეისტების წინააღმდეგ!

 

ადამიანის თვალს აქვს ბადურა, ანუ მემბრანა, რომელიც შედგება დაახლოებით 120 მილიონი უჯრედისგან. მათ მეცნიერები ფოტორეცეპტორებს ეძახიან. ეს რეცეპტორები შთანთქავენ სინათლეს და ნერვულ იმპულსებად გარდაიქმნებიან. თქვენ წარმოიდგინეთ რომ ჩვენი ტვინი, ამ იმპულსებს ხილული გამოსახულებების სახით აღიქვამს. :yes: მიუხედავად ამისა, ევოლუციონისტები გაიძახიან რომ გინდა თუ არა, ეს მთელი სისტემა, შემთხვევით გაჩნდაო - თუმცა, თავადვე აღნიშნავენ რომ წარმოდგენა არ გვაქვს ეს პროცესი როგორ განხორციელდებოდაო. :givi: უფრო მეტიც, ევოლუციონისტები ირწმუნებიან რომ ის ფაქტი თუ სად არის მოთავსებული ბადურა ხერხემლიანთა თვალში, შემოქმედის არარსებობაზე მეტყველებსო.

 

მოდით ახლა, ცოტა ახლოს მივიდეთ ამ ურთულეს მექანიზმთან და ვნახოთ, როგორ ფუნქციონირებს თვალის ბადურა და შემდეგ თავად დავასკვნათ ევოლუციონისტი ათეისტების კარნახის გარეშე შემოქმედის მიერ შექმნილ ურთულეს მექანიზმს წარმოადგენს თუ ბრმა შემთხვევითობის პროდუქტს.

 

 

http://s013.radikal.ru/i323/1010/26/234549abfe58.jpg

 

 

ხერხემლიანთა თვალის ბადურა, ინვერტირებულია, რის გამოც, ფოტორეცეპტორები ბადურის უკან არის მოთავსებული. ვიდრე სინათლე ფოტორეცეპტორებთან მიაღწევს, მან უჯრედის რამდენიმე შრე უნდა გაიაროს. როგორც ევოლუციონისტი და ბიოლოგი კენეთ მილერი ამბობს, "ასეთი აგებულება განაპირობებს სინათლის გაფანტვას, რაც ჩვენს მხედველობას სიმახვილეს უქვეითებს". ევოლუციონისტების აზრით, თვალის ინვერტირებული ბადურის სტრუქტურა არასრულფასოვანია და იმაზე მოწმობს რომ მის არსებობაში ინტელექტის ხელი, ანუ გონიერი შემოქმედის ხელი არ ურევია. ეგ კი არადა, ერთმა ევოლუციონისტმა მეცნიერმა ბადურას "ფუნქციონალური თვალსაზრისით უაზრო ამოყირავებული საორიენტაციო სისტემაც" კი უწოდა. :givi: (მოკლედ, ეს ევოლუციონისტები რას აღარ დააბერტყებენ ხოლმე რაა). ხოდა, რას ვამბობდი: ევოლუციონისტ მეცნიერებს (მიუხედავად თავიანთი "ბრძნული" მოსაზრებებისა) ახალი აღმოჩენების პირისპირ მოუწიათ წარდგომა! მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაამტკიცა რომ ინვერტირებული ბადურის ფოტორეცეპტორები იდეალურად არიან განლაგებული პიგმენტური ეპითელიუმის გვერდით. უჯრედების ეს შრე, თვალის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს, რაც ასე მნიშვნელოვანია კარგი მხედველობისთვის! ბიოლოგმა ჯერი ბერგმანმა და ოფთალმოლოგმა ჯოზეფ კალკანიზმმა ხაზგასმით აღნიშნა რომ "პიგმენტური ეპითოლიუმი ბადურის წინ რომ ყოფილიყო, მხედველობის ხარისხზე სერიოზულად იმოქმედებდა". ინვერტირებული ბადურა განსაკუთრებით იმ ხერხემლიანებისთვის არის პრაქტიკული, რომლებსაც მცირე ზომის თვალები აქვთ. შვედეთის უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ კრეგერი ამბობს: "მკაფიო გამოსახულების მისაღებად თვალის ბროლსა და ფოტორეცეპტორებს შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს მანძილი. ხერხემლიანებში ადგილის დაზოგვას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ეს სივრცე ნერვული უჯრედებით არის ამოვსებული". უფრო მეტიც, ვინაიდან და რადგანაც ბადურის ნერვული უჯრედები მჭიდროდაა ჩალაგებული და მიჯრილი ფოტორეცეპტორებთან, ვიზუალური ინფორმაციის ანალიზი სწრაფი და სანდოა.

 

ახლა კი, მათ, ვინც რობოტულად ერთი და იგივეს არ გაიძახის ღმერთი არ არსებობს და შემთხვევით გაჩდა ყველაფერი ოღონდ არ ვიცი როგორ და რანაირადო - ასე ვინც არ აწვება თავისას, არამედ რაციონალურად განიხილავს რეალურ სამყაროში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს, თვალის ბადურის შესახებ ევოლუციონისტი მენციერების აზრი რომ თითქოსდა მისი აგებულება და ადგილმდებარეობა არასრულფასოვანიაო, ისევ მენციერებმა დაასაბუთეს რომ თვალის ინვერტირებულ ბადურას სრულფასოვანი სტრუქტურა და ადგილმდებარეობა ქონია. ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები, გონივრულ დასკვნას აკეთებენ, რომ ამგვარი რთული აგებულების ცოცხალი ორგანოები (მექანიზმები) თავისით ვერ გაჩნდებოდა, არამედ აუცილებლად ვინმეს უნდა შეექმნა, რადგან ის თავისი სტრუქტურით ძალიან რთული და ინტელექტუალურია.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • Replies 197
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Saturn

აზრი მაგას არ გეუბნები. მე მიგითითებ წინააღმდეგობის არსებობაზე შენს თეორიაში. ან უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველაფერს ჰყავს შემოქმედი (და ეს შენ ჩიხამდე მიგიყვანს) ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაცას (ვიღა

აზრი

დღეს ხშირად ურა (და ვაი) ათეისტები მორწმუნეებს ზემოდან დასძახიან რომ ღმერთუ არ არსებობს, თითქოს და ყველაფერი ბრმა შემთხვევითობამ გააჩინა და მორწმუნეების რწმენა მცდარია და ათეისტების რწმენა კი სწორი.

Oberyn

საინტერესო თემაა. ევოლუციის თეორიის მიმდევრები ვერ ხსნიან უსიცოცხლო მატერიისგან - უსიცოცხლო ატომების, მოლეკულების უსასრულო გროვისგან თავისით როგორ უნდა წარმოშობილიყო ის პატარა ბაქტერია თუ ნახევარბაქტე

მეცნიერები ღვთის შემოქმედებას ბაძავენ. :yes:

 

ზოგი სახეობის ნემსიყლაპიას, თავისუფლად შეუძლია 30 წამი ფრთების გაუნძრევლად გაჩერდეს ჰაერში. საინტერესოა როგორ ახერხებენ ისინი ამას. მათ თავიანთი საოცარი ფრთების მეშვეობით შეუძლიათ ჰაერის წინაღობის დაძლევა, რომლის ანალოგიც ჯერ არ მოიძებნება საავიაციო ინდუსტრიაში.

 

ახლა დაფიქრდით შემდეგზე: ნემსიყლაპიას აქვს ბადისებრ დაძარღვული, სიფრიფანა და გამჭვირვალე ფრთები, რომლებიც არ იხრება. მეცნიერთა დაკვირვებით, სწორედ ასეთი ფრთები ეხმარება მას, გაჩერდეს ჰაერში. ჟურნალ "ნიუ საიანსში" ნათქვამია შემდეგი:

 

"ნემსიყლაპიას ბადისებრ ფრთებს შორის ჰაერი ისე თავუსუფლად მოძრაობს, რომ მცირდება ხახუნის ძალა და მწერი ჰაერში წონასწორობას ინარჩუნებს".

 

ავიაციის ინჟინრებმა აბელ ვარგასმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ "სწორედ ნემსიყლაპიას ფრთებზე დაკვირვებით შეიქმნა უპილოტო მფრინავი აპარატი". (ამ პატარა ზომის მფრინავ რობოტზე დამონტაჟებულია კამერა ან სხვა მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ადგენენ სახიფათო ზონაში ჰაერის დაბინძურების ხარისხს).

ახლა თავად დაასკვენით: ნემსიყლაპიას სიფრიფანა, ბადისებრ დაძარღვული ფრთების აგებულება შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ თუ შემოქმედის დამსახურებას?

 

http://s49.radikal.ru/i124/1011/a2/21c8c5d18dda.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორაგულის ცურვის სტილი - ვინ შექმნა ისინი?

მენციერები ღვთის შემოქმედების გადმოღებას ცდილობს!

 

http://s41.radikal.ru/i091/1011/45/e05b3bd0125a.jpg

 

ყველასათვის ცნობილია რომ ქვირითის დასაყრელად ორაგულის ბევრი სახეობა დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, რის გამოც მათ ტურბულენტურ დინებაში უწევთ გზის გაკვლევა! საინტერესოა თუ როგორ ახერხებენ ისინი ამ რთული გზის დაუღალავად გავლას... ეს თევზები არ ბრკოლდებიან, რადგან დინებას თავის სასარგებლოდ იყენებენ. მაგრამ რანაირად? :)

 

საინტერესოა რომ ორაგული ძალიან არ მიიკვლევს გზას წYლის ქაოსურ დინებაში. დინების საწინააღმდეგოდ ცურვის დროს, ორაგული ენერგიას ზოგავს პატარა მორევების ხარჯზე, რომლებიც ქვებთან, ტოტებთან თუ სხვა საგნებთან წYლის შეხებისას წარმოიქმნება. თევზი ისე ოსტატურად მოძრაოს, რომ საგნების ორივე მხარეს წარმოქმნილ მორევებს შორის ახერხებს გაძვრომას:

 

http://s005.radikal.ru/i212/1011/3f/f757e9b0d148.jpg

 

თევზების ზოგი ქარავანი გადასაადგილებლად იმ მორევებსაც იყენებს, რომლებსაც მათ წინ მცურავი თევზები წარმოქმნიან. ორაგულს საკუთარი სხეულით წარმოქმნილი ტურბოლენტურობის გამოყენებაც შეუძლია.

 

მენციერებს, იმედი აქვთ, რომ ორაგულის ცურვის სტილის მიბაძვით შეძლებენ მდორე წYლის დახმარებით ენერგიის გამომუშავებას. ტრადიციული ჰიდროელექტრული ხელსაწყოები ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ წYლის ძალით, რომელიც საათში დაახლოებით 5 კვანძის (ანუ 9,3 კმ/სთ) სიჩქარით ან უფრო სწრაფად მოძრაობს. ორაგულის ნიმუშის მიხედვით შექმნილი ხელსაწყო ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად მორევის შედეგად წარმოქმნილ ვიბრაციას იყენებს წYალში, რომელიც 2 კვანძის სიჩქარით მიედინება. მაგრამ ეს ტექნოლოგია სირთულით ვერც კი გაუტოლდება ორაგულის უნარს! მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ბერნიტსასი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

"ამ ეტაპზე ჩვენ თევზივით მოხერხებულები ვერ ვართ". :)

 

ახლა დაფიქრდით, შემთხვევით განუვითარდა ორაგულს ტურბულენტურ დინაბეში ენერგიის გამოყენების უნარი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ ყველამ ვიცით, რომ "ფერარი" ერთერთი საუკეთესო ავტომობილის გამოშვებით, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ არსებობს ისეთი "ფერარიც", რომლის შესახებაც, არც თუ ისე ბევრს სმენია თუ რატომ შეარქვეს ერთერთ მოლუსკს, ეს სახელი ("ფერარი").

 

მის დანახვაზე ვერ იფიქრებთ, რომ დიდი ძალის პატრონია. მაგრამ ის ისეთი სისწრაფით თხრის დატკეპნილ ქვიშას და შიგ ჩადის, რომ მას "წყალქვეშა მთხრელების "ფერარი" შეარქვეს. ამ მოლუსკმა მეცნიერ მეცნიერ-მკვლევარების ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია!

 

http://s016.radikal.ru/i334/1011/85/d70e2ecdc55e.jpg

 

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორის თანაშემწე ანეტ ჰოსოი ამბობს: "ვიცოდით, რომ ეს ცხოველი რაღაც ეშმაკობას მიმართავდა"-ო. მართლაც რომ საინტერესოა, როგორ ახერხებს ეს მოლუსკი (თანაც)დიდი სისწრაფით მიწაში ჩასვლას?

 

უყურეთ ამას: http://techtv.mit.edu/videos/1334-roboclam

 

დაფიქრდით, მოლუსკი, რომელსაც მეცნიერები ("ენსის დირექტუს"-ს, ინგლ: Ensis directus) უწოდებენ, ფეხის რხევითი მოძრაობით ქვიშაში ჩადის და აკეთებს პატარა ღრმულს, რომელიც სწრაფად ივსება წYლითა და ქვიშით. ამის შემდეგ ის ტანს ზევით-ქვევით ამოძრავებს და ამავდროულად ნიჟარას აღებს და ხურავს. ამგვარი მოძრაობის შედეგად წარმოიქმნება წყალნარევი მასა, რაც მოლუსკს სიღრმეში ჩასვლას უადვილებს. ამ პაწაწინა არსებას შეუძლია დაახლოებით 70 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩასვლა წამში 1 სანტიმეტრი სიჩქარით. მიწაში ღრმად ღრმად ჩასული მოსლუსკის ამოყვანა საკმაოდ რთულია.

 

 

ფაქტობრივად, მოლუსკს მიწაში ჩასასვლელად და მოსაჭიდებლად ათჯერ უფრო ნაკლები ძალა სჭირდება, ვიდრე ადამიანის ხელით შექმნილ საუკეთესო აპატარს.

ეს მოლუსკი მეცნიერ-მკვლევარების და ინჟინრებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა იმ ხელსაწყოს შესაქმნელად, რომელსაც პირველი "მარჯვე" ღუზა უწოდეს. "ის ნამდვილად მოლუსკივით იღება, იხურება და ზევით-ქვევით მოძრაობს", - ამბობს ჰოისი. ასეთი მძლავრი და ეკონომიური ხელსაწყო საკმაოდ გამოსადეგი იქნება წყალქვეშა საკვლევი ხომალდების, ზღვაში მდგარი ჭაბურღილებისა და ისეთი სათხრელი აპარატებისთვის, რომლებსაც მაღაროების ასაფეთქებლად უყენებენ.

 

რას ფიქრობთ? ბრმა შემთხვევით გაჩნდა ეს მოლუსკი, თუ ღმერთმა შექმნა?

 

 

 

პ.ს.

ამ მოლუსკის შესახებ, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ ამ ბმულზეც: http://www.boston.com/news/science/articles/2008/12/22/roboclam_may_become_the_first_smart_anchor/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა ეს ფილმი ნახე თვალთან დაკავშირებით

ტაშიი

 

ვნახე, მერე? ის რაც მე დავწერე, იმ საკითხს არანაირად არ განიხილავს. ჩემ დაწერილში, მეცნიერების პოზიციაა დაფიქსირებული. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ვნახე, მერე? ის რაც მე დავწერე, იმ საკითხს არანაირად არ განიხილავს. ჩემ დაწერილში, მეცნიერების პოზიციაა დაფიქსირებული.

 

კარგი ეხლა რატომ ჯიუტობ :D

 

თვალი არის ევოლუციის შედეგი და ამაზე მგონი შენს მეტი არავინ დაობს.

 

მეცნიერი რომელიც იტყვის, რომ ღმერთმა ეს თვალები დაგვიყენა, მაპატიე და არ არის მეცნიერი.

 

ნაპოვნი ჩონჩხები და სამარხები ბიბლიამდე მრავალი მილიონი წლის წინანდელია, ბიბლიის დამწერს წარმოდგენა არ ჰქონდა ევოლუციაზე და მეცნიერებაზე, იმ უბრალო მიზეზით, რომ არ ჰქონდა საშუალება სცოდნოდა. ჩვენ კიდე გვაქვს და რატომ ვხუჭავთ თვალებს არ მესმის. რატომ გჯერა ცოტა ხნის წინ დაწერილი წიგნის? ხომ იცი, რომ ვინც ბიბლია დაწერა ჩემზე და შენზე განუვითარებელი იყო, იმ უბრალო მიზეზით, რომ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა. მაშ რატომ გჯერა მაგ საეჭვო ლიტერატურის? და ცდილობ როგორღაც გაამართლო?

 

დროა დაძლიო სიჯიუტე და თავისუფლად შეხედო ყველაფერს, ყოვეგვარი ბიბლიის გარეშე. მემსის, რომ განცდა არსებობს, რომ ამდენი ხანი მაშ ტყუილად მჯეროდა ბიბლიისო და ამპარტავნება არ გაძლევს საშუალებას რეალობა აღიარო, ყველა ეგრე ვიყავით, ამიტომ ამაში სამარცხვინო არაფერია. უბრალოდ ფაქტებს შეხედე. როგორ შეიძლება ბიბლიაში ნაწერს ენდო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

 

კარგი ეხლა რატომ ჯიუტობ :D

თვალი არის ევოლუციის შედეგი და ამაზე მგონი შენს მეტი არავინ დაობს.

ტაშიი

 

აუფ, 3 წუთიან იუთუბის კლიპით დამიმტკიცე რომ თურმე თვალი ეცოლუციის შედეგია რადგან ვიღაცა უბრალოდ ამბობს კლიპში მაგას და მე რომ არ ავიტაცე შენსავით მისი უარგუმენტო ხმამაღალი განაცხადი, თურმე გეჯიუტები. :givi:

 

 

მეცნიერი რომელიც იტყვის, რომ ღმერთმა ეს თვალები დაგვიყენა, მაპატიე და არ არის მეცნიერი.

აი მაგაშია თქვენი აზროვნების სიმცდარე, რომ თუკი მეცნიერი ათეისტებისთვის და ევოლუციონისტებისთვის მოუწონარს იტყვის, აღარ ყოვილა მეცნიერი. :givi: მასეთი დამოიკიდბეულების შემდეგ, როგორღა გაქვთ პრეტენზია საკითხების საღად განხილვაში და ობიექტურ მსჯელობაში? :018: მასე არაა, როგორც თქვენ გესიამოვნებათ ათესიტებს და ევოლუციის თეორიის მომხრეებს, ისინი ჩათვალოთ მეცნიერებად, რომელთა მეცნიერული ნაშრომები და მტკიხებულებები არ გსიამოვნებთ.

წაიკითხე თვალთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ რაც პოსტში მიწერია, გააანალიზე და მერე მოდი და მომწერე ჯიუტობო. :yes:

 

ნაპოვნი ჩონჩხები და სამარხები ბიბლიამდე მრავალი მილიონი წლის წინანდელია,

ნაპოვნ ჩონჩხებზე შასაბამის თემაში მომწერე და გიპასუხებ. :yes ან საერთოდ, რა შუაშია პალეონტოლოგია, იმ პოსტთან, რაზეც ჯიუტად კამათობ? :givi: პალეონტოლოგიურ მონაპოვარს თვით მეცნიერებიც კი არ თვლიან საკმარისად ევოლუციის თეორიის გასამართლებლად. ალბათ არც იცოდი და ამაზეც დაიწყებ კინკლაობას. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

უკვე 50 წელია არც ერთ სამეცნიერო პერიოდიკაში აღარ იბეჭდება ევოლუციის საწინააღმდეგო არც ერთი ნაშრომი. ამაზე დავა აღარ მიდის, იმ უბრალო მიზეზით, რომ არაფერია სადაო. ეხვეწებიან კრიაციონისტებს შემოვიდნენ პოლემიკაში და დაბეჭდონ ნაშრომები, თუმცა შეგნებულად გაურბიან ამას, ვინაიდან არანაირი დასაბუთება არ არსებობს, გარდა რამოდენიმე ასეული წლის წინ დაწერილი ბიბლიისა, რომელიც დაწერა მე და შენთან შედარებით აშკარად გაუნათლებელმა ადამიანმა ან ადამიანებმა.

 

ეს მეცნიერები რომლებიც ჩემს მიერ მოყვანილ ვიდეოში ჩანს, არიან აშშ-ს წამყვანი სპეციალისტები თავიანთ დარგებში, ამიტომ შენი მხრიდან მათი ისე რა მოხსენიება არ არის სამართლიანი. ვინაიდან ვერ ბედავენ პოლემიკაში შესვლას კრეაციონისტი ვაიმეცნიერები და თვითნასწავლი ყოლიფერჩიკები ქადაგებენ რელიგურ წრეებში. ხშირად მეუბნები ხოლმე, რომ მე წინასწარ შექმნილი სტერეოტიპები მაქვს, არადა შენ გაქვს ესეთი სტერეოტიპები, ვინაიდან ნებისმიერი საკითხის განხილვისას ათვლის წერტილი გაქვს ის, რომ ბიბლია მართალია და ამის საფუძველზე უყურებ ყველაფერ დანარჩენს, რაც დამეთანხმე გარკვეულად გზღუდავს. აი მე კი, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის შესაძლებლობას არ ვუარყოფ და თავისუფალი ვარ მსჯელობაში, ყოველ შემთხვევაში, შენზე მეტად, ვინაიდან არაფერი არ არის გაუბათილებელი ჩემთვის, თუკი სამეცნიერო დასაბუთება ექნება.

 

როგორ გჯერა იმ წიგნის, რომელშიც მონობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანებს ათასობით ხოცვა დასაშვებია და ბავშვების მოკვლა, უკაცრავად დაკვლა ხომ პირდაპირ წახალისებულია.

აბრაამს რომ ჩვენ დროში ეცხოვრა აუცილებლად დამსახურებულად მოხვდებოდა საგიჟეთში ისააკის მსხვერპლთშეწირვის მცდელობისთვის. კაცმა საკუთარი შვილი კინაღამ დაკლა და ამას მორწმუნეები ზღაპარივით კითხულობთ. ნუთუ არ ფიქრდები რა დონის სადისტური, ავადმყოფური მენტალობა ჰქონდა იმ ადამიანს ვინც ბიბლია დაწერა? ან როგორ აღწერა ეს მომენტი ამაზე გიფიქრია? ჩემთვის ჩიკატილოს დაწერილია ბიბლია. შენ კი ამ წიგნზე დაყრდნობით მსჯელობ ყველაფერ დანარჩენზე.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

უკვე 50 წელია არც ერთ სამეცნიერო პერიოდიკაში აღარ იბეჭდება ევოლუციის საწინააღმდეგო არც ერთი ნაშრომი.

 

:givi:

 

აი ეს ცოცხალი ანეკდოტი იყო. :)) :)) :))

 

 

დანარჩენს, რასაც შენს მონოლოგში ყვები, მერე გავუკეთებ კომენტარს. ახლა გასასვლელი ვარ უბრალოდ. :)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს ცოცხალი ანეკდოტი იყო

 

მომაწოდე აბა სამეცნიერო პერიოდიკა სადაც შენს მიერ მოყვანილი წერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომაწოდე აბა სამეცნიერო პერიოდიკა სადაც შენს მიერ მოყვანილი წერია.

 

როგორ გეტყობა რომ ამ საკითხებს ფართო სპექტრში არ იკვლევ.

 

ეგ შენი კვლევის და დამიკიდებულების დაბალ ხარისხზე მეტყველებს, სხვა არაფერზე.

დანარჩენს, როგორც გითხარი, როცა მოვიცლი მერე გავაგრძელოთ. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოგორ გეტყობა რომ ამ საკითხებს ფართო სპექტრში არ იკვლევ.

 

მომაწოდე თუნდაც ერთი ბიოლოგის ნაშრომი, რომელმაც გენომის გაშიფრვაზე იმუშავა და მიუხედავად ამისა ამბობს, რომ ადამიანი არ არის ევოლუციის პროდუქტი და დღესვე ბერად აღვიკვეცები, ნუ თუ გინდა იეღოველებს რა აქვთ არ ვიცი კოშკის გუშაგი თუ რა ქვია იეღოვურ ქურუმს ის გავხდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ შექმნა ისინი?

შემოქმედის მიერ შექმნილ ურთულეს მექანიზმს წარმოადგენს

თავისით ვერ გაჩნდებოდა, არამედ აუცილებლად ვინმეს უნდა შეექმნა

შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ თუ შემოქმედის დამსახურებას?

რაშია იცი საქმე? შენივე თეორია (შენი არაა, მაგრამ რომელზეც აქ წერ იმას ვგულისხმობ) პირდაპირ შუბლით ეხეთქება წინააღმდეგობას თავისსავე შიგნით. კერძოდ, მაგ თეორიის მიხედვით აუცილებლად ნებისმიერი ბიოლოგიური წარმონაქმნი უნდა შეექმნა შემოქმედს და ასე ვთქვათ "თავისით" ანუ გარედან ჩარევის გარეშე ვერ შეიქმნებოდა. მაგრამ თუ ამას მიიღებ წესად, ეგრევე იჭედები, რადგან გამოდის რომ თავის მხრივ იმ შემოქმედსაც უნდა ჰყავდეს თავისი შემოქმედი, იმას კიდევ თავისი და ა.შ. მაგრამ რამდენიც არ უნდა იარო ამ წრეზე, შენი თეორია ვერ ხსნის იმ ყველაზე პირველი შემოქმედის არსებობას. ჩიხური სიტუაცია გაქვს თეორიაში. ამ ჩიხიდან მოგონილ იქნა "გამოსავალი", რომ ღმერთი არავის არ შეუქმნია და იგი მუდამ არსებობდა, მაგრამ წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით თუ მიუდგები ამ საკითხს, ეგ იმდენად სუსტი არგუმენტია რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

და რადგან ანალოგიები მოგწონს მეც მოგიყვან ერთ ანალოგიას. შუა საუკუნის მეომარი თანამედროვე ტანკს ღვთის რისხვად მიიღებდა, რადგან ვერ გაიგებდა როგორ მოძრაობს და ანადგურებს ადამიანებს და შენობებს ეს ტანკი. ის რომ რაღაც ამ ეტაპზე ჩვენთვის რთული ასახსნელია ან საერთოდ არ ექვემდებარება ახსნას, არ ნიშნავს ავტომატურად ღვთიურ ჩარევას.

 

ტაშიი

იეღოველებს რა აქვთ არ ვიცი კოშკის გუშაგი თუ რა ქვია იეღოვურ ქურუმს

"საგუშაგო კოშკი" არის ჟურნალის სახელწოდება.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იეღოველებს რა აქვთ არ ვიცი კოშკის გუშაგი თუ რა ქვია იეღოვურ ქურუმს ის გავხდები.

ტაშიი

 

მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ვიდრე იმ საკითხებზე მსჯელობას გავაგრძელებდეთ, რასაც ცალმხრივად განიხილავ. იეჰოვას მოწმეები ამ თემასთან არაფერ შუაში არ არიან. მითუმეტეს, მათ ისეთი სახით მოიხსნეიებ, რომელიც შეურაცხყოფელი და დამამცირებელია. თხოვნა მექნება, ნუ დავამცირებთ ნურცერთი რელიგიის მიმდევრებს.

 

რაც შეეხება დანარჩენს:

 

არცერთ სამეცნიერო ჯგუფს არ დაუწყია მეცნიერული მუშაობა იმაზე, გამოეკვლიათ ღვთის არსებობა. აქედან გამომდინარე, ვერცერთ მეცნიერულ ჯგუფს ვერ დავასახელებდი ამ ეტაპზე, რომელიც მეცნიერული კვლევების საფუძველზე არსებულ საკითხს შეეხებოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ არსებობს მეცნიერთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ღვთის არსებობაში დარწმუნებულია. ასეთ მეცნიერებს თქვენ რატომღაც არ თვლით მენციერებად, რადგან არ გაწყობთ. როცა ასეთი დამოკიდებულება გაქვთ საკითხებისადმი, აზრი არ აქვს ასეთი მენციერების მოსაზრებების შესახებ მსჯელობა. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...