Jump to content
Planeta.Ge

ბლოგები

მედიის ცნობით, პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი, რომელთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა

პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს. როგორც მედია იუწყე

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება. ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

ნათია მეზვრიშვილი - ოცნების დღევანდელი განცხადება მოქალაქეობის ჩამოართმევასთან დაკავშირებით, ნიშნავს შემდეგს: საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა ჩამოართვან მოქალაქეობა, რომლებიც საქართველოს მტერს ებრძვიან საქართველოში მშვიდობისთვის

ოცნება დიდი ხანია საზოგადოებას აჩვევს კანონის სათავისოდ განმარტებას. უფრო მეტიც, როცა კანონში საერთოდ არაფერი წერია, მაშინაც ბედავენ, შავზე თეთრის მტკიცებას. ახლა ამ მეთოდებით გმირებს მიადგნენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.      მისივე თქმით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლში მართლაც წერია, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის სამხედრო ს

ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე - თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, გმირია - იმედი მაქვს და მინდა რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები არიან თუ არა გმირები, რაზეც კობახიძემ განმარტა: „პირველი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან უკრაინაში წასული, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის. მე

ირანში სიკვილით დასაჯეს ანტისამთავრობო აქციების მონაწილე

ირანში სიკვდილით დასაჯეს აქტივისტი მოჰსენ შეკარი. მასთან ერთად სიკვდილით დასჯა კიდევ 10 მომიტინგეს აქვს მისჯილი შემოდგომაზე მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ BBC იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შეკარი 8 დეკემბერს დილით ჩამოახრჩვეს. მანამდე ირანის რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "ღვთის წინაშე დანაშაულში". სასამართლოს განმარტებით, ის 25 სექტემბერს საპროტესტო აქციების დროს თეირანში გზის გადაკეტვაში მონაწილეობდა და პროსამთავრობო რაზმის

„New York Times“-ის ათასზე მეტმა ჟურნალისტმა გაფიცვა გამოაცხადა

გაზეთ The New York Times-ის რედაქციის წევრთა უდიდესმა ნაწილმა, 1100-მდე ჟურნალისტმა, გაფიცვა გამოაცხადა და 24 საათით შეაჩერა მუშაობა. გაფიცვის მიზეზი ისაა, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელფასების ზრდის და შინ მუშაობის პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ნიუ-იორკის პროფკავშირის, The NewsGuild-ის, წევრების თანახმად, 2021 წლის მარტის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკება გაიჭიმა და მათ შედეგი სურთ. პროფესიული კავშირის თანახმად, ამ მასშტაბის გაფიცვა New Yo

ხორვატია შენგენის ზონას შეუერთდება

ხორვატიამ თანხმობა მიიღო, შენგენის ზონის ნაწილი გახდეს 2023 წლის იანვრიდან. ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა.   გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების სხდომაზე ბრიუსელში. ცნობაში არაფერია ნათქვამი შენგენის ზონის წევრობის სხვა კანდიდატების, რუმინეთის და ბულგარეთის შესახებ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შენგენის ზონაში რუმინეთის გაერთიანებას არ ეთანხმებოდა

მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დასთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დათასნხმდა. ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ნიდერლანდებმა და ავსტრიამ დაბლოკეს. „როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ცხადია, ამ საკითხზე, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თემაზე, ჩვენ ერთიანები არ აღმოვჩნდით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ევროკომი

ირაკლი კობახიძე - ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი ან არის მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. კობახიძის თქმით, ეს არის ამ თემის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკური კუთხით საუბარი კი არ სურს. „ვიღაც თუ მიდის საქართველოდან, ირიცხება, მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალებში, გამოდის, რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე. მაგალითად, საქართველოში ვინმე რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების შემ

ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობით

მამუკა მდინარაძეს არ უთქვამს და ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოართვას. „ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის

მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთში დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონი იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტს გაათავისუფლებს

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის და იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ. ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში12 წელია იმყოფება. გრინერი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის გამო თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს კალათბურთელის გაცვლა შესთავაზა. „სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილი ვიქტორ ბუტი ოპერაციის შედეგად 2008 წელს ტაილანდის დედაქალ

ვოლოდიმირ ზელენსკი Politico-ს ჯილდოზე - ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როცა ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს

მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ უკრაინელ ხალხს წარმოადგენს და იმედი

ქართული ოცნება უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეების ჩამორთმევაზე ალაპარაკდა - რას ამბობს კანონი?

"თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს" - თქვა მმართველი პარტიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილი TV IMEDI-ს ეთერში უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრებზე საუბრისას. მდინარაძის განცხადებიდან მალევე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან. “სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს სა

12 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას

12 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფორმატში განაგრძობენ მუშაობას. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ანუ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ჩართული ქვეყნების ს

სერგეი გაიდაი - უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი

უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამ“ არხში წერს. მისი ცნობით, უკრაინის შეირაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით წინ მიიწევენ. „ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების ნაწილის, რომლებიც ხერსონის მიმ

მიხეილ დაუშვილი - ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ხელისუფლებისგან ადეკვატური და სწორი ინფორმაცია არ აქვთ, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. „ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზებაზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. ამ პა

პაველ ჰერჩინსკი - ევროკომისია მომავალ წელს შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად, თითები გადაჯვარედინებული მაქვს ყველა ძალისხმევისთვის

სასამართლოს მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ პლურალისტული საზოგადოება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედიათავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, „იქნება თუ არა მედიის თავისუფლება გადამწყვეტი რეკომენდაცია“, – ელჩი პასუხობს, რომ შეფასება დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე, საკანონმდებ

უზბეკეთი უარს ამბობს რუსეთთან და ყაზახეთთან საგაზო კავშირის შექმნაზე

უზბეკეთი მზად არის გააფორმოს რუსეთთან კომერციული კონტრაქტი გაზის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ის არ აპირებს შეუერთდეს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ საგაზო კავშირს რუსეთთან და ყაზახეთთან, - Reuters-სი თანახმად ამის მის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ტაშკენტი არასოდეს მიიღებს გაზის სანაცვლოდ შეთავაზებულ პოლიტიკურ პირობებს. მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ "ეს იქნება ტ

Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად

ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ვიდეომიმართვაში, რომელიც Politico-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ყველაზე გავლენიანი იქნებიან მომავალ წელსაც, მაგრამ უკვე მშვიდობიან დროს. ზელენსკიმ ნომერი პირველი უწოდა უკრაინის არმიას. უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მეგობრებს ევროპაში.   უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 202

ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 2023 წელს დამთავრებას იმედოვნებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მომავალ წელს დასრულდება. "მჯერა, რომ უკრაინელები იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში", - აღნიშნა ზელენსკიმ თავის მიმართვაში გამოცემა Politico-სადმი, რომელმაც ის ევროპაში წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. უკრაინის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა "ევროპაში უკრაინის ყველა მეგობარს, რომლებიც ამ საშინელი დროის გადატანაში მილიონობით უკრაინელს ეხმარებიან."

რატი იონათამიშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე - სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას - ეს კანონით არის განსაზღვრული

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას - ეს კანონით არის განსაზღვრული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა მამუკა მამულაშვილსა და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა. „ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვ

ანა ბუჩუკური - გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობას" და "ლელოს" არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”

გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ნაცმოძრაობას და ლელოს არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.     "ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა არ შეიძლება და ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მისაღებია? თუ არ გამოხვალთ და არ ახსნით საჯაროდ, რატომ ფარულად და რატომ კულუარულად, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობა დაერქმე

ბერდია სიჭინავა - ჩვენი მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, “ოცნებასთან” რა კულუარული მოლაპარაკებები აქვთ “ენმ”-ს, “ლელოს” და ვაშაძეს

ჩვენი მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, “ოცნებასთან” რა კულუარული მოლაპარაკებები აქვთ “ენმ”-ს, “ლელოს” და ვაშაძეს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.     "როგორც ირკვევა, ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (ენმ, ლელო, ვაშაძე), რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ მუშაობენ ევრორეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ საპარლამენტო ს
×
×
  • შექმენი...