Jump to content
Planeta.Ge

ინდური კამეჩის ხორცით სავსე კონტეინერი დააკავეს


Recommended Posts

ფოთის პორტის საბაჟოზე ინდური კამეჩის ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , ფოთის პორტის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ინდოეთიდან საქართველოში 56 000 კილოგრამი კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერი შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ფოთის პორტის ვეტერინარების მიერ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგად დადგინდა, რომ გაყინული კამეჩის ხორცი საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის #429 დადგენილების თანახმად, სანებართვო, ასევე ტრანსპორტირებისთვის დადგენილი სავალდებულო პირობების დარღვევის გამო, მავნებელი სურსათი ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ექვემდებარება.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/235074-fothis-portis-sabazhoze-induri-kamechis-khorcith-datvirthuli-konteinerebi-daakaves.html

 

 

 

 

 

და რამდენი ესეთი კონტეინერია შემოსული და უკვე გასაღებული????? :facepalm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგი თუ დააკავეს..

იჭმევა საერთოდ კამეჩის ხორცი? პირველად გავიგე,,

კამეჩის მაწონი კი მიჭამია და სულგუნიც , მაგრამ ხორცი არა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგი თუ დააკავეს..

იჭმევა საერთოდ კამეჩის ხორცი? პირველად გავიგე,,

კამეჩის მაწონი კი მიჭამია და სულგუნიც , მაგრამ ხორცი არა..

არა არ იჭმევა, ნუ რავი ჩვენთან საქართველოში არ ჭამენ ინდოეთში არ ვიცი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომც იჭმებოდეს უხარისხო იყო პროდუქტიო წერია..............

სად უნდა გაესაღებინათ ამხელა რაოდენობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

IamNumberOne

ინდოეთში ყველაფერს ჭამენ. :fear:

 

ვისაც შემოქონდა თავში ჭკუა არ ქონდა? ეტყობა აქამდეც შემოჰქონდათ .

უნდა აჭამო მაგის შემომტანებს დღე და ღამე ეგ ხორცი..

 

სად უნდა გაესაღებინათ ამხელა რაოდენობა

საქართველოში, ქსელში გაუშვებდნენ ჩვეულებრივად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მავნებელი სურსათი ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ექვემდებარება

რათა შვილო , რათა . საქართველოში გადმოსახლებულ ამდენ ინდოელს ჭამა არ უნდა ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აპნ-ბავია.

და ძროხას, რომ არ ჭამენ?

ინდური ძროხა და კამეჩი სხვადასხვაა. ძროხაა წმინდა ცხოველი და არა კამეჩი . ასე მგონია მე .სხვა შემთხვევაში არც დაკლავდნენ.

Edited by რა მინდოდა !
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათაშორის დიდი ხანი იყო ამაზე საუბარი და უფრო უარესიც

ინდოეტიდან შემოდიოდა,სიბერით ან ავადმყოფობით მვდარი, ძროხის ხორცი, :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინდოეტიდან შემოდიოდა,სიბერით ან ავადმყოფობით მვდარი, ძროხის ხორცი

ხოდა იმენა მაგის შემომტანს მამა ყავს მოსახნავი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათაშორის დიდი ხანი იყო ამაზე საუბარი და უფრო უარესიც ინდოეტიდან შემოდიოდა,სიბერით ან ავადმყოფობით მვდარი, ძროხის ხორცი

ხოდა ვინც მაგაზე დაბროს აძლევდა და ფულს ჭრიდა ,ისაა დასაჭერი . რატომ შემოაქვთ და ვიღებდით და იმიტომ .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა იმენა მაგის შემომტანს მამა ყავს მოსახნავი

ეგეთი იმდენია რო მარტო ვერ აუხვალ :D

რამდენიმე წლის წინ ჩეხეთში დაბრაკული ბავშვის ფაფებიც შემოვიდა საქართველოში

ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა, ბავშვები კარგად იძინებდნენ და მშობლებიც კმაყოფილი იყვნენ :))

ბოლოს ისევ ჩეხეთმა მიაკვლია ამ პროდუქციას და ამოიღეს გაყიდვიდან

ქართული მხარიდან რეაგირება არ ჰქონია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა, ბავშვები კარგად იძინებდნენ

:D

ევროპაში მამაო აძლევდა თურმე სეფისკვერს ჩუმად ოპიუმს და წირვის მერე საოცრად "კმაყოფილი" იყო მრევლი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპაში მამაო აძლევდა თურმე სეფისკვერს ჩუმად ოპიუმს და წირვის მერე საოცრად "კმაყოფილი" იყო მრევლი

სად იყო ეგ მამაო? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...