Jump to content
Planeta.Ge

გურული ცხენოსნები ამერიკაში


Recommended Posts

XIX ს-ის 80-იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე გურულმა ცხენოსანმა გააცნო ამერიკასა და ევროპას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. პირველი გასვლა აშშ-ში შედგა 1892 წელს. ეს ის დროა, როდესაც აშშ სახელმწიფოებრიობის 100 წლისთავს ზეიმობდა. ამასთან დაკავშირებით ეწყობოდა გრანდიოზული სანახაობები და მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული საუკეთესო ცხენოსნები. ამ მისიით საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის წარმომადგენელი თომას ოლივერი, რომელმაც აშშ-ს კონსულისა საქართველოში და იქ მომუშავე ზემოჩიბათელი კირილე ჯორბენაძის დახმარებით ოზურგეთსა და ლანჩხუთში შეკრიბა 10 კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით. აქედან იღებს სათავეს გურული ცხენოსნების ამერიკული თავგადასავალი, რომელიც, დაახლოებით, 30 წელი გაგრძელდა. თავდაპირველად ისინი მარსელში ჩავიდნენ, იქიდან პარიზში, შემდეგ ჰავრში და იქიდან საოკეანო ხომალდით ჩავიდნენ ამერიკაში. ცხენოხნები მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკულ „შაპიტო ცირკში“ გამართულ სანახაობებში. მაყურებლებისათვის ყველაზე საინტერესო სანახაობად იქცა გურულების ჯირითი, ცეკვა და სიმღერა. ამ ჯგუფში შედიოდა სახელგანთქმული ცხენოსანი ლუკა ჩხარტიშვილი. ისინი ცნობილ "ბუფალო ბილის" ცირკში გამოდიოდნენ და მთელი ამერიკისა და ევროპის გაოცება მოახერხეს საცხენოსნო ოსტატობით. ცხენოსანთა ჯგუფის წევრები მამაკაცების გარდა იყვნენ ქალბატონებიც, ისინი მეტ ხიბლსა და ლაზათს მატებდნენ ასპარეზობას. ლუკა ჩხარტიშვილი ამერიკაში ცნობილი იყო პრინცის ტიტულით.http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2408/1/guruli%20cxenosnebi_recto.jpg

 

 

http://dspace.nplg.g...andle/1234/2408

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო გადაცემას უყურე ამაზე, იქ თქვეს რო რაც რადეოსშია ილეთები ნასწავლია მათგანა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
:) კიდევ ერთი საამაყო ისტორიული ფაქტი ქართველთათვის.... :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად..... სადაც ქართველი არ "გაიჩითება" :D

:D ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...